„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 448-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.102573
448-IIმს-XIმპ
04/04/2025
ვებგვერდი, 10/04/2025
140120000.05.001.102573
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „მ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ3“ ქვეპუნქტი:

„მ3) ვაზნა – იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც მასრის მეშვეობით აერთიანებს კაფსულ-მაალებელს, ფეთქებად ნივთიერებასა და გასატყორცნ ელემენტს;“;

ბ) „ქ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ1) იარაღით დროებით მოსარგებლე − პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი, პნევმატური ან სასიგნალო იარაღი გადაეცა დროებითი სარგებლობისთვის დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ან სპორტულ სროლაში სავარჯიშოდ, საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით;“.

2. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღსა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) და სასიგნალო იარაღზე;

გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღზე, პნევმატურ იარაღსა და სასიგნალო იარაღზე;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე;“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის იარაღისთვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებისთვის, სასიგნალო იარაღისა და გაზის (აირის) იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან შესაბამისი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.

4. იარაღის შეძენისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება შეძენილი იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან ეს იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.“.

3. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადება და შეკეთება

1. იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა მზადდება და მათი შეკეთება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა დამზადდება და შეკეთდება, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს. ამ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება აგრეთვე შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.

2. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ).

3. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე რეგისტრაცია.

4. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ლიცენზიის გარეშე დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ) ან/და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის გაცემის საფუძველი

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იურიდიული პირისთვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური  პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას:

გ.ა) სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

გ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 27მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ინდივიდუალური მეწარმისთვის:

დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე მათი სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების, ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;

ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს იმავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“.

4. მე-17 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისთვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც განხორციელდება იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს. ამ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება აგრეთვე შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.

2. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, აგრეთვე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;

ბ) იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირზე;

გ) განახორციელოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) არ განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების ჩატარების გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა;

ე) საკომისიო წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;

ვ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი), აგრეთვე მყიდველის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;

ზ) უზრუნველყოს იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შენახვის უსაფრთხოება;

თ) იარაღის შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) დაიცვას იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.

5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი

სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;

ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

გ) იურიდიული პირისთვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური  პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას:

გ.ა) სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

გ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი); 

დ) ინდივიდუალური მეწარმისთვის:

დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;

დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე მათი სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 27მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;

ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს იმავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“.

6. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის უფლება“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს − სასიგნალო იარაღისა;“;

გ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს უფლება აქვს, შეიძინოს მხოლოდ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და სასიგნალო იარაღი.“;

დ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს − მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისთვის;“;

ე) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაზნის შეძენის უფლება აქვს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს − მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვაზნა განკუთვნილია მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული სასიგნალო იარაღიდან გასროლისთვის;

ბ) იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც სასიგნალო იარაღი ამ კანონით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა, − მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვაზნა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისთვის, მაგრამ არაუმეტეს მისით სარგებლობისთვის დადგენილი პერიოდისა.“;

ვ) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტის ან სასიგნალო იარაღის შეძენა, აგრეთვე ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„კ“, „ლ“−„ო“ და „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ იარაღით მოსარგებლეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის საფუძველზე.

31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ან „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი ვალდებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის ან/და სასიგნალო იარაღის შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე დაუშვებელია აღნიშნული იარაღის განკარგვა ან მისით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა.“;

ზ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ1“ ქვეპუნქტი:

„ბ.გ1) სასიგნალო იარაღზე;“;

თ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. იმ სასიგნალო იარაღის ტექნიკური მახასიათებლები, რომლის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

62. იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და იურიდიული პირების ნუსხა, რომლებსაც სასიგნალო იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოში შემოტანისთვის, საქართველოდან გატანისთვის, გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია არ სჭირდებათ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ი) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი, სასიგნალო ან პნევმატური იარაღის კერძო დაცვით საქმიანობაში გამოყენება.

8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული გაზის აეროზოლური მოწყობილობის, კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, პნევმატური იარაღისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.“;

კ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ კანონის 31-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისთვის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს იარაღის მესაკუთრე. ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.“.

7. მე-20 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ან/და სასიგნალო იარაღების/მათი ვაზნების შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენენ აღნიშნული იურიდიული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი, სასიგნალო იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა/ვაზნა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც:

ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა და უსაფრთხოება;

ბ) გამოირიცხება იარაღიდან გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;

გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან/ვაზნასთან გარეშე პირთა დაშვება;

დ) დაცული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის უსაფრთხო შენახვის პირობები.“.

8. 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა და სასიგნალო იარაღის ტარება“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს/არ საჭიროებენ:

ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის 300 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს;

ბ) ფიზიკური პირი − ამ კანონის 31-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილი წესით მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების (მაგრამ არაუმეტეს 300 ვაზნისა) გადატანა-გადაზიდვის დროს;

გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის არსებობისას;

დ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები – კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

ე) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომელი – სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ჩამორთმეული ან/და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – იარაღის რეგისტრაციისთვის (ხელახალი რეგისტრაციისთვის) ან ჩამოწერისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

თ) აღსრულების პოლიციის თანამშრომელი – იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღადადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან კონფისკებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;

კ) ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რაოდენობის სასიგნალო იარაღის ვაზნების გადატანა-გადაზიდვის დროს.“;

გ) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:

„34. სასიგნალო იარაღის დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში ტარება, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად. ამ დროს სასიგნალო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი ან სასიგნალო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი ისე, რომ მისი მოხსნის გარეშე ამ იარაღის გამოყენება გამორიცხული იყოს.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 და 34 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.

9. 22-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:

ა) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება ან განზრახულობათა ოქმი/ხელშეკრულება ან მისი ასლი;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);

გ) შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა ან რეექსპორტის ნებართვა;

დ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის/ვაზნის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული გაზის აეროზოლური მოწყობილობა, პნევმატური იარაღი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.“.

10. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის/ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხვა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობებათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვას გასცემს ერთდროულად არაუმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არაუმეტეს 1 000 ერთეული საბრძოლო მასალის/ვაზნის (გარდა სასიგნალო იარაღის ვაზნისა) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სასიგნალო იარაღის ვაზნების ის რაოდენობა, რომლის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

11. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში შეიძინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი და გაზის (აირის) იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი და გაზის (აირის) იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აღნიშნული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არაუმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), აგრეთვე სასიგნალო იარაღი ან/და ამ იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა (არაუმეტეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადაში, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, ნადირობის მიზნით საქართველოში შემოიტანოს და საქართველოდან გაიტანოს კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მიღების გარეშე.“.

12. 27-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღისა) ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მაძიებელს 21 წელი არ შესრულებია;“;

ბ) 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, სასიგნალო იარაღი ან გაზის (აირის) იარაღი;“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ და „დ7“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სასიგნალო იარაღზე ნებართვის გაცემის ან გაუქმების შემთხვევაზე.“.

13. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის აღრიცხვა;

დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა.“.

14. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას/ვაზნას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით/ვაზნით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, აგრეთვე სასიგნალო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა.“;

ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, აგრეთვე სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, დროებით (მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ცეცხლსასროლი იარაღის ფიზიკური პირებისთვის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;

გ) მე-2 პუნქტის:

გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა;“;

გ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი.“.

15. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი.“.

16. 32მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა.“.

17. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება.“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 353 და 354 მუხლები:

„მუხლი 353. სასიგნალო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის დროებითი წესი

1. პირი ვალდებულია 2025 წლის 1 ივლისამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სასიგნალო იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში შესრულების შესახებ.

3. ამ მუხლის შესაბამისად სასიგნალო იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდევინების წესი დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისთვის განსაზღვრული სანებართვო მოსაკრებლისა და საფასურის გადახდევინების წესი − „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

4. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა.

მუხლი 35 4. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადების (წარმოების), შეკეთების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ლიცენზიის/ნებართვის ან ამ იარაღით ან/და ვაზნით ვაჭრობის ლიცენზიის მიღების დროებითი წესი

ფიზიკური პირი/იურიდიული პირი, რომელიც 2025 წლის 1 ივლისამდე ახორციელებდა სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადებას (წარმოებას), შეკეთებას, იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს ან ტრანზიტს ან ამ იარაღით ან/და ვაზნით ვაჭრობას, ვალდებულია 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს თავისი საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობა და სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადების (წარმოების), შეკეთების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ლიცენზიის/ნებართვის ან ამ იარაღით ან/და ვაზნით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.“.   

19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 355 მუხლი:

„მუხლი 355.  შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დროებითი რეგულირება

ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიები გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც სათანადო საქმიანობები ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-16 და მე-18 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-16 და მე-18 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 აპრილი 2025 წ.

N448-IIმს-XIმპ