„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3517-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.021050
3517-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
140120000.05.001.021050
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღი არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად და საბრძოლო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნების განსახორციელებლად.

2. აკრძალულია სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება (გარდა დისლოკაციის ადგილებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამხედრო-საბრძოლო იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენებისა და ამ იარაღთან მოპყრობის სხვა საკითხები შეიძლება განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელმა.

4. სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალასა და ტექნიკურ დოკუმენტაციას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3517-XIIIმს-Xმპ