დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
იარაღის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2264 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 03/06/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.05.001.001.275 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (30/11/2023 - 15/05/2024)
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – მოკლე ან გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
გ) ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, გლუვლულიანი (თოფი), ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა) ან კომბინირებული (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი) გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი;
დ1) მოკლე იარაღი:
დ1.ა) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური პისტოლეტი;
დ1.ბ) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური რევოლვერი;
დ1.გ) იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადებული ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება;
დ2) გრძელი იარაღი – ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი, რომელიც ამ მუხლის „დ1.ა“ და „დ1.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოკლე იარაღს არ განეკუთვნება და რომლის საერთო სიგრძე იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადების შედეგად 55 სმ-ს აღემატება;
დ3) იარაღის საერთო სიგრძე – იარაღის სიგრძე ლულაზე დამაგრებული მუხრუჭ-კომპენსატორის, ალსაქრობის ან/და ლულაზე დასამაგრებელი სხვა მოწყობილობის გარეშე და:
დ3.ა) კონდახის ჩათვლით, თუ კონდახი არის მყარი (სტაციონარული, რომლის მოხსნა დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე შეუძლებელია);
დ3.ბ) კონდახის გარეშე, თუ კონდახი არის დასაკეცი ან მოსახსნელი, რომლის მოხსნაც შესაძლებელია დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე;
დ3.გ) შეკეცილი კონდახით, თუ კონდახი ტელესკოპურია;
დ4) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი – თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი;
ე) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
ვ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული, სპეციალური ნუსხით/სიით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი;
ზ) საფანტის იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს არ იწვევს;
თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული ტიხრის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად;
ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
ი1) სანადირო პნევმატური იარაღი – გრძელი პნევმატური იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისთვის;
ი2) სპორტული პნევმატური იარაღი – მოკლე ან გრძელი პნევმატური იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად;
კ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
მ) საბრძოლო მასალა – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
მ1) საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები – მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერება, ჭურვი, მასრა, კაფსულა;
მ2) ფუჭი ვაზნა − მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მხოლოდ მასრისგან, ფეთქებადი ნივთიერებისგან, საცობისგან, კაფსულისგან და განკუთვნილია ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად;
ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;
ო) ცივი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად;
პ) ცივი სასროლი იარაღი – იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
ჟ) საკოლექციო იარაღი – იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის შექმნა და ექსპონირება;
რ) სასიგნალო იარაღი – იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად;
რ1) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი − იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია (მათ შორის, გადაკეთებულია) მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში;
რ2) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი − ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იმუხტება ლულაში დენთის, ტიზისა და ჭურვის ლულის წინა კვეთიდან განცალკევებულად მოთავსებით და რომელშიც დენთი ალდება კაჟის ქვის, ფითილის ან კაფსულის და ლითონის ხახუნის შედეგად წარმოქმნილი ნაპერწკლით;
ს) ჯილდოდ მიღებული იარაღი – იარაღი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის ან/და სპორტული მიღწევებისათვის;
ტ) იარაღის ბრუნვა – იარაღით ვაჭრობა, იარაღის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, ამოღება, ჩამოწერა, განადგურება, შიდა გადამუშავება, გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა, კოლექციონირება და ექსპონირება, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ბალისტიკური შემოწმება, ტყვია-მასროთეკის წარმოება;
უ) იარაღის დამამზადებელი – პირი, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია;
ფ) იარაღის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება;
ქ) იარაღით მოსარგებლე – პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად;
ქ1) იარაღით დროებით მოსარგებლე − პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღი გადაეცა დროებითი სარგებლობისთვის დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ან სპორტულ სროლაში სავარჯიშოდ, საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით;
ღ) სამხედრო ტექნიკა – ამ კანონის მიზნებისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის როგორც ძირითადი, ისე არაძირითადი ელემენტების ან/და იარაღის წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები;
ყ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;
შ) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმის ცნობა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია.
1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) სამოქალაქო იარაღი;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით.
3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.
მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები
1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად იყენებს.
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის იარაღი;
ბ) სპორტული იარაღი;
გ) სანადირო იარაღი;
დ) საკოლექციო იარაღი;
ე) სასიგნალო იარაღი;
ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;
ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
თავდაცვის იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული:
ა) მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა);
ბ) გაზის (აირის) იარაღი;
გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა;
დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.
1. სპორტული იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული:
ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ა.ა) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;
ა.ბ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სპორტული პნევმატური იარაღი:
გ.ა) სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი;
გ.ბ) სპორტული გრძელი პნევმატური იარაღი.
2. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3. სპორტული პნევმატური იარაღების ნუსხა/სია შეიძლება დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
სანადირო იარაღი არის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი იარაღი;
ე) სანადირო ცივი სასროლი იარაღი;
ვ) სანადირო პნევმატური იარაღი.
იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ 1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილ პირებს;
ბ2) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილ პირებს;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს;
დ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ზ) პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ საქართველოს პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს;
თ) მოსამართლეებს;
ი) სასამართლოს მანდატურებს;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს;
კ1) (ამოღებულ ია – 25.03.2013, №487);
კ2) (ამოღებულია - 22.12.2018, №4076);
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ლ1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ პირებს − სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით;
ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს;
ო) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს;
პ) (ამოღებულია - 31.10.2018, №3591);
პ 1) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფლებამოსილ მოსამსახურეს;
ჟ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
რ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1703).
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, და პირებს, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მინიჭებული აქვთ მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდება და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არ აქვს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) ნუსხას, რომლებსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი წარდგინებით. ამ ნუსხაში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს დაინტერესებული უწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
1. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს გადაეცემა სარგებლობაში, ტარების უფლებით.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ იარაღს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის/თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იარაღის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია.
3. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოძალადეს (შემდგომ – მოძალადე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით ეკრძალება პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, ხოლო ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადეს ჩამოერთმევა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი და შეეზღუდება ან ჩამოერთმევა გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი
1. სამხედრო-საბრძოლო იარაღი არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად და საბრძოლო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნების განსახორციელებლად.
2. აკრძალულია სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება (გარდა დისლოკაციის ადგილებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.
3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამხედრო-საბრძოლო იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენებისა და ამ იარაღთან მოპყრობის სხვა საკითხები შეიძლება განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელმა.
4. სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალასა და ტექნიკურ დოკუმენტაციას.
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია, სამოქალაქო იარაღად და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
ბ) კასტეტი და სხვა, მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
გ) იარაღი და სხვა მოწყობილობა, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
დ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამება;
ე) გრძელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
ვ) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული (მათ შორის, გადაკეთებული) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი;
ზ) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით;
თ) იარაღი, რომლის მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება.
11. აკრძალულია, სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენებულ იქნეს:
ა) საბრძოლო მასალა, რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს;
ბ) საბრძოლო მასალა და ჭურვი, რომლებიც განკუთვნილია ისეთი იარაღისთვის, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის;
გ) მოწყობილობა, რომელიც სროლის ხმის დასახშობად გამოიყენება;
დ) გაზის (აირის) იარაღისთვის განკუთვნილი, ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერება;
ე) საბრძოლო მასალა, ჭურვი და მოწყობილობა, რომელთა მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება ან/და რომლებიც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია.
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია მხოლოდ მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.
1. იარაღის რეესტრი არის ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის სახის, ტიპის, მოდელის, ძირითადი მახასიათებლების, იარაღის მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლისა და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
2. იარაღის რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
3. (ამოღებულია - 12.06.2015, №3702).
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება
1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ხორციელდება.
2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს:
ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ იარაღზე;
ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღსა და გაზის (აირის) იარაღზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა);
გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ, გაზის (აირის) და პნევმატურ იარაღებზე;
დ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ პნევმატურ იარაღზე;
ე) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის იარაღისთვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებისა და გაზის (აირის) იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან შესაბამისი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.
4. იარაღის შეძენისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება შეძენილი იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან ეს იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.
5. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
6. იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუხლი 141 . იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები
1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით − ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით:
ბ.ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის დამზადების (მათ შორის, გადაკეთების) წესს;
ბ.ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას;
ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
ბ.ე) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესს.
მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება
1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).
11. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ).
2. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე.
3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის შეკეთება ან/და დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ) იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
1. დასაშვებია ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა. ვაზნის გადამუხტვისას ვაზნა იწყობა მისი ქარხნული წესით დამზადებული კომპონენტების ან გასროლილი მასრის გამოყენებით. დასაშვებია მხოლოდ იმ ვაზნის გადამუხტვა, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის.
2. სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა დასაშვებია ქარხნული წესით დამზადებული, სტანდარტული ნიმუშის ვაზნის პარამეტრების გათვალისწინებით, მასრის ზომების ან/და ტყვიის კალიბრის შეცვლის გარეშე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელება არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიას.
4. პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლება აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას.
5. ფიზიკური პირი, რომელსაც სურს პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვა, ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ეს პირი ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.
6. ამ მუხლით დადგენილი წესით ვაზნის გადამუხტვისას ფიზიკური პირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები.
7. ფიზიკურ პირს ეკრძალება პირადი მოხმარების მიზნით გადამუხტული ვაზნის გასაღება ან/და სხვა პირისთვის გადაცემა.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისთვის (თოფისთვის) განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვისა) დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
1. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც განხორციელდება იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).
2. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის აღრიცხვა, აგრეთვე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა;
ბ) იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირზე;
გ) მოახდინოს მხოლოდ იმ საქონლის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) არ განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის რეალიზაცია მისი ბალისტიკური შემოწმების გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა;
ე) საკომისიო წესით ჩაიბაროს მხოლოდ ის იარაღი, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;
ვ) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარეალიზაციოდ შემოტანილი ან საკომისიო წესით ჩაბარებული იარაღის და საბრძოლო მასალის სრული ნუსხა (ტიპი, მარკა, მოდელი, სერია, ნომერი, კალიბრი), აგრეთვე მყიდველის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;
ზ) უზრუნველყოს იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შენახვის უსაფრთხოება;
თ) შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) დაიცვას იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიას არ საჭიროებს:
ა) სასამართლო აღმასრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო − სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეალიზაციისას;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის:
დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5756 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.206
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, №26 14.07.2006 წ ., მუხ .206
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2806 - სსმ I, №20 19.04.2010 წ., მუხ.111
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი,01.04.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6162 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი № 2471 - ვებგვერდი, 12.06.2014წ.
მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება
1. იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს:
ა) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, განახორციელოს იარაღის დამზადება ან/და რეალიზაცია;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს;
გ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
გ 1) იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას და აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;
დ) პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იარაღის კოლექციონირებასა და ექსპონირებას;
ე) საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს – იმ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა, რომლებიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად, და მათი ძირითადი ელემენტებისა;
ზ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას (შემდგომ − ფედერაცია) ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) (შემდგომ − სპორტული ორგანიზაცია) − სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ, შეიძინონ მხოლოდ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის ;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ სახელზე რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისათვის;
გ1) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს − თუ ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღიდან გასროლისთვის;
დ) ფიზიკურ პირს, რომელსაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა, − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისათვის, მაგრამ არა უმეტეს სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდისა;
ე) ფიზიკურ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა/ინდივიდუალურმა მეწარმემ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა იარაღი, − თუ ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისთვის, მაგრამ არაუმეტეს იარაღით სარგებლობისთვის განსაზღვრული პერიოდისა.
3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტების შეძენა, აგრეთვე ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირზე განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის საფუძველზე.
3 1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი ვალდებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს მისი რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე დაუშვებელია იარაღის განკარგვა ან მისით სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა.
32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტების შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია ამ იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემა.
33. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტების შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია ამ იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემა.
34. ამ მუხლის 31−33 პუნქტებით განსაზღვრული იარაღების რეგისტრაციას ახორციელებს და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას გასცემსსაჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
35. ამ მუხლის 31−33 პუნქტებით განსაზღვრული იარაღების რეგისტრაციის განხორციელების წესი და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე გასცემს:
ა) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას:
ა.ა) თავდაცვის ცეცხლსასროლ იარაღზე;
ა.ბ) სპორტულ მოკლე ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას:
ბ.ა) თავდაცვის გაზის (აირის) იარაღზე;
ბ.ბ) სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.გ) სპორტულ გრძელ ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.დ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
ბ.ე) თავდაცვის ან სპორტულ მოკლე ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის მესაკუთრესაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება;
ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;
გ) იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემულ იარაღზე;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, აგრეთვე ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.
6. იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის მიზნით სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის ხელახალი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.
8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობის, კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, პნევმატური იარაღის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღისა და სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
9. მოძალადეს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში ეკრძალება იარაღის შეძენა.
10. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს, თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გასაცემად ნებართვის მაძიებელს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სამ ერთეულზე მეტი თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით მოსთხოვოს აღნიშნული იარაღების ტექნიკური დათვალიერებისთვის წარმოდგენა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტი არ ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა იმავე პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრულ პირებზე.
12. ამ კანონის 31-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისათვის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს იარაღის მესაკუთრე; ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.
13. ამ კანონის 31-ე მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისთვის იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს/დანაყოფს.
14. იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა.
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენს აღნიშნული იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
12. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილებისა და გამოყენების, მსროლელთა ქცევისა და აღრიცხვიანობის წესებსა და სროლის პოზიციებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
13. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ იარაღის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენს აღნიშნული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის ხელმძღვანელი. ამ წესების დაუდგენლობა ან დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის მისი კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ორდერით. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების მოქმედების შემთხვევებში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესი და პირობები, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პროკურატურა, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და სამსახურებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსთვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც:
ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება;
ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;
გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება;
დ) დაცული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის უსაფრთხო შენახვის პირობები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 21. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს:
ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის 300 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს;
ა1) ფიზიკური პირი − ამ კანონის 31-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული წესით მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების (მაგრამ არა უმეტეს 300 ვაზნისა) გადატანა-გადაზიდვის დროს;
ა2) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის არსებობისას;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ხოლო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები – კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
გ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომელი – სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული, ჩამორთმეული ან/და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – იარაღის რეგისტრაციისათვის (ხელახალი რეგისტრაციისათვის) ან ჩამოწერისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ვ) აღსრულების პოლიციის თანამშრომელი – იძულებითი აღსრულების მიზნით ყადაღადადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ჩამორთმეული ან კონფისკებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის დროს დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, აღნიშნული იარაღი უნდა იყოს:
ა) განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისგან განცალკევებული და ცარიელი მჭიდით (მისი არსებობის შემთხვევაში);
ბ) არასრულად დაშლილი ან სპეციალური უსაფრთხოების საკეტით, რათა მისი მოხსნის გარეშე გამორიცხული იყოს იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა;
გ) სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა;
დ) დაცული გარეშე პირის ხელმისაწვდომობისგან.
31. თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან დროებით გადატანა დახურულ ან ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან სასროლო-სანადირო სტენდში და შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესის დაცვით.
32. სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ ან სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ რომელიმე აღნიშნული იარაღის ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან დროებით გადატანა სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით და შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესის ან პნევმატური იარაღის გადატანის წესის დაცვით.
33. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით დროებით გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება აქვს შესაბამის მინდობილ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული მინდობილი პირი ვალდებულია თან იქონიოს თითოეული გადასატანი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესი ან პნევმატური იარაღის გადატანის წესი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
1. დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, აგრეთვე საჯარო სივრცეში დემონსტრირება. გაზის (აირის) იარაღის საჯარო სივრცეში დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება.
2. დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.
3. დასაშვებია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნის გარდა, სხვა მიზნით გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
1. დაუშვებელია ფიზიკური პირის მიერ კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. ამ იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.
2. დასაშვებია კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში გამოყენების, აგრეთვე ექსპონირების მიზნით. აღნიშნული იარაღის ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნითა და სხვა მიზნით გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
1. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედანი ან ამ ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემთხვევებისა);
გ) ექსპორტის, იმპორტის ან რეექსპორტის ნებართვა, გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ;
დ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას);
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
2. ჯილდოდ მიღებული და საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელს (გარდა ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისა) უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზია.
4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საბაჟო ორგანოს.
5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა, პნევმატური იარაღი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა) და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება
იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.
მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა
1. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
2. ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) ან სპორტული ორგანიზაციის მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან დროებით გატანა და საქართველოში შემოტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
3. სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სამოქალაქო იარაღის, აგრეთვე მისი ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისას სავალდებულოა მათი რეგისტრაცია შემოტანიდან ა რა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.
5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომელიც ორგანიზებას უწევს ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას, გარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწყობილი ატრაქციონებისა.
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში შეიძინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
1 1. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ხდება იარაღის დროებითი ამოღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკითხის გადაწყვეტამდე.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, ნადირობის მიზნით საქართველოში შემოიტანოს და საქართველოდან გაიტანოს კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის მიღების გარეშე.
მუხლი 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა
1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;
გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას;
გ1) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის ჩამოწერისას ან გასხვისებისას;
დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას;
დ1) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ამ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის;
დ2) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
დ3) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ4) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსთვის;
დ5) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ეს წესი არ ვრცელდება ნასამართლობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 1921, 1922, 1951, 196-ე, 1981, 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე−208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაზე;
დ6) თუ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა;
დ7) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა;
დ8) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია შეეფარდა (ამ შემთხვევაში უქმდება მხოლოდ აღნიშნულ იარაღზე არსებული შესაბამისი ნებართვა (ლიცენზია));
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;
ბ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული;
ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი ბრალდებულია (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261 და 137-ე−139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 149-ე−1511 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ამავე ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმით პირის მსჯავრდებასთან, არ ვრცელდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღზე (გარდა სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა) ლიცენზიის (ნებართვის) გაცემაზე;
ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ სახდელის ვადა გასული არ არის;
ვ 1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებულად, გასული არ არის 3 წელზე მეტი;
ვ2) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
ვ3) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის, და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არ შესრულებია 18 წელი, გარდა ამ პუნქტის „ზ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ზ 1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა) და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მაძიებელს არ შესრულებია 21 წელი;
ზ2) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ზ3) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა არ წარადგინა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა;
თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით;
ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
21 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
22 . ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას;
ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;
გ) არსებობს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები.
2 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ 2“ და „ვ 3“ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლების „გ“, „დ.ა“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებსა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მაძიებლებზე, გარდა ამ მუხლის 2 5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა.
24. ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
25. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტრანზიტის ნებართვის მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე.
26. თუ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩამდენი პირისათვის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით, გამოიყენება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისი ნორმები.
27. თუ დანაშაულის ჩამდენი პირისათვის გათვალისწინებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით ჩამორთმევა, გამოიყენება სასამართლოს განაჩენით დადგენილი ვადა.
3. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
31. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ6“−„დ8“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების შესახებ, ეს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის ავტომატურად გაუქმების საფუძველია.
32. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვის გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდენს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ახალი დანაშაულისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას სრულად დაემატება წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადა.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადის ამოწურვამდე კვლავ ჩაიდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ვადა დაემატება ახალი დანაშაულისთვის დადგენილ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აბარებს გამოცდას ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. გამოცდის სახეებია:
ა) გამოცდა თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
ბ) გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
გ) გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.
2. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
3. ჩაბარებული გამოცდის შედეგები უვადოა. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის აღების მიზნებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მოქმედების პერიოდი 1 წელია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან წარადგინონ მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ არის აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.
5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საგამოცდო ბილეთები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;
გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ე) მოძალადისათვის მის მიმართ გამოცემული დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით;
ვ) საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.
3. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მსჯავრდებულს განუსაზღვრავს 30 დღის ვადას იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასხვისებისთვის.
5. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა კარგავს იურიდიულ ძალას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო ახორციელებს იარაღის ჩამორთმევას.
6. ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების ფოსტის მეშვეობით 2-ჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო გამოქვეყნების წესი. საჯარო გამოქვეყნების წესი და შესაბამისი პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი
1. სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.
2. იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით პოლიციელს უფლება აქვს, რეგისტრირებული იარაღი შეამოწმოს შენახვის ადგილზე იარაღის მესაკუთრის თანხმობით, არაუმეტეს წელიწადში 4-ჯერ.
3. თუ იარაღის მესაკუთრე უარს აცხადებს იარაღის შენახვის ადგილზე პოლიციელის დაშვებაზე, პოლიციელი ამის შესახებ ოქმს ადგენს. ამ ოქმს ხელს აწერენ აღნიშნული ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და იარაღის მესაკუთრე. იარაღის მესაკუთრის მიერ ამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია იარაღის მესაკუთრეს მოსთხოვოს მის სახელზე რეგისტრირებული იარაღების პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარდგენა. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია პოლიციელის მიერ მოთხოვნილი რეგისტრირებული იარაღები პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარადგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
5. იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილზე შემოწმების ან იარაღის პოლიციის დანაყოფში წარდგენის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გასაცემად კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, აგრეთვე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
იარაღის დამამზადებლისა და მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 30. იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ბ) დაამზადოს იარაღი მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
გ) განახორციელოს იარაღის რეალიზაცია მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;
დ) დადგენილი წესით მოახდინოს იარაღის კონსტრუქციული დამუშავება.
2. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:
ა) ჩაატაროს დამზადებული იარაღის გამოცდა და უზრუნველყოს იარაღის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობა;
ბ) დამზადებულ იარაღზე აღნიშნოს სააღრიცხვო ნომრები და მარკირებისათვის საჭირო ნიშნები;
გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა;
დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დაცვა.
მუხლი 31. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:
ა) ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში.
გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.
1 1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, დროებით (მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ფიზიკური პირებისათვის ცეცხლსასროლი იარაღის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
12. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, აქვს უფლება, მის საკუთრებაში არსებული, რეგისტრირებული იარაღი შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით, დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის იარაღის დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
2. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია:
ა) ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული იარაღი;
ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;
ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციელის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის დაშვება და მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს.
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;
თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემის მოთხოვნისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;
კ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
ლ) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი.
მუხლი 32. იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.
2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ;
ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა.
დ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
ე) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი.
მუხლი 321. იარაღით დროებით მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები
1. იარაღით დროებით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის, ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის ტერიტორიაზე გადაადგილებისას თან იქონიოს იარაღი ან/და განახორციელოს ამ იარაღიდან გასროლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დაცვით.
2. იარაღით დროებით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) იარაღი გამოიყენოს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მიზნით;
ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა.
მუხლი 33. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 34. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 35. გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები
1. (ამოღებულია - 27.09.2013, №1360).
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ:
ა) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ“;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ“.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყონ „იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიის/ნებართვის ფლობისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთობლივი ბრძანების გამოცემა.
4. 2014 წლის 1 მარტამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს:
ა.ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესი;
ა.ბ) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება;
ა.გ) საექსპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის წესი;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს:
ბ.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი;
5. 2015 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია და საგამოცდო ბილეთები.
საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
1. პირი ვალდებულია მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით 2023 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით 2024 წლის 1 თებერვლამდე წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე, რომლის ტარების უფლებაც აქვთ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.
2. თუ იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარდგენილი იარაღი მოკლე იარაღია, იგი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა.
5. ამ მუხლის შესაბამისად იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდევინების წესი დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის განსაზღვრული სანებართვო მოსაკრებლისა და საფასურის გადახდევინების წესი − „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან.
7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იარაღი რეგისტრაციაში გაატაროს 2024 წლის 1 თებერვლამდე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
9. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ამ მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა.
მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“.
მუხლი 37. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.
№2264-IIს
დოკუმენტის კომენტარები