კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • Word
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 982
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.320.050.05.001.000.268
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
982
17/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
010.320.050.05.001.000.268
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/11/2007 - 29/02/2008)

საქართველოს კანონი

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენის, აღკვეთისა და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებსა და სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებს.

    მუხლი 2

ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი „თანამდებობის პირი“ გულისხმობს შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;

ვ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე;

ზ) საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო ინსპექციის უფროსი და მათი მოადგილეები;

თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

ი) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

კ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;

მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელები;

ნ) ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე, გამწვევი კომისიის რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის სამხედრო კომისრები;

ო) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტის, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების ხელმძღვანელები;

პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;

რ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი;

ს) (ამოღებულია).

ტ) (ამოღებულია).

უ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი;

ფ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილეები;

ქ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი) ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები;

ღ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი პირველი მოადგილეები;

ყ) მოსამართლე;

შ) საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები; საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;

ჩ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი.

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987-სსმI, №21(28),14.06.99 მუხ.103

საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1014-სსმ №24, 01.08.2001წ., მუხ.94

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3184-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.129

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4278-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.437

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4603-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.107

საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4818-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.172

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4861-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.190

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5249-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.319

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5470-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.381

      მუხლი 3

1. „კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.

2. „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედობა, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგე-ბლობა.

3. „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში“ არის თანამდებობის პირის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან.

4. „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.

5. „ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება“ არის დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების საკუთრებაში მიღების ფორმის დოკუმენტური ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება წყაროს მითითებით.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 4

ამ კანონის მიზნებისათვის:

ა) „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

ბ) „ახლო ნათესავში“ იგულისხმება პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები.

    მუხლი 5

ამ კანონის მიზნებისათვის:

ა) „საჩუქარი“ არის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონება ან ქონებრივი ვალდებულებისაგან განთავისუფლება, აგრეთვე იმ პირის მიერ აშკარად შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც ასეთი მომსახურებისათვის, ჩვეულებრივ, იღებს გასამრჯელოს;

ბ) სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო ან პრემია საჩუქრად არ ჩაითვლება.

3. თანამდებობის პირისათვის ახლო ნათესავის მიერ გადაცემული საჩუქარი, აგრეთვე სხვა პირის მიერ საჩუქრად გადაცემული ნაბეჭდი გამოცემები, გარდა ისტორიული ან ბიბლიოგრაფიული ღირებულების მქონე გამოცემებისა, ამ კანონის მიხედვით, შეზღუდვას არ ექვემდებარება.

    მუხლი 6

1. ამ კანონის მიზნებისათვის, „საწარმოს კონტროლში“ იგულისხმება პირის (ორგანოს) უფლებამოსილება კონკრეტული საწარმოს (მეწარმის) მიმართ, რომ მან პირადად ან თავისი სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მეშვეობით შეამოწმოს საწარმოს (მეწარმის) საქმიანობა, ან დაუწესოს სამეწარმეო საქმიანობაში რაიმე შეზღუდვა ან შეღავათი, ანდა გასცეს ლიცენზია, სერტიფიკატი ან სხვაგვარი ნებართვა მის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირში (საჯარო მოხელეში)“ იგულისხმება ის პირი (საჯარო მოხელე), რომლის მიერ გამოცემულ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებითაც თანამდებობის პირი უფლებამოსილია გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ, შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება, გააუქმოს აქტი.

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

თავი II

მოქმედების შეზღუდვა

    მუხლი 7

თანამდებობის პირს უფლება არა აქვს საჯაროსამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის საჯაროსამსახურებრივ უფლებამოსილებას.

    მუხლი 8

თანამდებობის პირს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯაროსამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 9

1. თანამდებობის პირს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით.

2. თანამდებობის პირს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება.

3. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს მიიღოს რაიმე ანაზღაურება სახაზინო დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

    მუხლი 10

1. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას უკავია თანამდებობა.

2. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს თავის ახლო ნათესავთან ან მის წარმომადგენელთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოხელემ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.

    მუხლი 11

1. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს, ამასთან, უარი განაცხადოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე.

2. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ხელმძღვანელ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან სხვა თანამდებობის პირს აკისრებს ამ მოვალეობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ხელმძღვანელი ორგანოს) წერილობითი ნებართვის საფუძველზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებსა და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებზე.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 12

1. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვთ მიიღონ საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას ოჯახის თითოეულ წევრზე.

2. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ პირად საკუთრებაში მიიღონ საჩუქარი საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან ან დაწესებულებისგან ან საერთაშორისო ორგანიზაციისგან ან მათი წარმომადგენლობებისგან და წარმომადგენლებისგან, ასევე სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირებისგან, თუ მისი ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ოდენობის ნახევარს. ასეთი წყაროებიდან მიღებული და ზემოაღნიშნულზე მეტი ღირებულების საჩუქარი გადაცემის მომენტიდან ან იმ მომენტიდან, როცა თანამდებობის პირმა ან მისი ოჯახის წევრმა შეიტყო მისთვის საჩუქრის გადაცემის შესახებ, 72 საათის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ხაზინას. შესაბამისმა საჯარო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს საჩუქრის გადაცემის შესახებ ინფორმაციის საჯარო რეესტრში შეტანა.

3. თუ თანამდებობის პირს ან/და მისი ოჯახის წევრს ახლო ნათესავი გადასცემს საჩუქრებს, რომელთა საერთო ღირებულება ერთი წლის განმავლობაში აღემატება საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობას, თანამდებობის პირი თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარადგენს გადაცემული საჩუქრების დასახელებას, ღირებულებას/ოდენობას და მიუთითებს მჩუქებლის ვინაობას.

4.(ამორებულია).

5. თუ საჩუქრის ღირებულების დასადგენად საჭიროა სპეციალური შეფასება, იანგარიშება მისი მიახლოებითი (ათპროცენტიანი ცდომილების ფარგლებში) საბაზრო ღირებულება.

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

თავი III

თანამდებობრივი შეუთავსებლობა

    მუხლი 13

1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2 . თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

3 . თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

4 . თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

5 . თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

6 . თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში რომელიმე სახაზინო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, იმ შემთხვევის გარდა, როცა იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე ან მზრუნველი.

7. თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა.

8 . თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.

9 . თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელ საბუთებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე კადრების შესაბამის სამსახურს.

10. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან:

ა) თუ მან ან მისი ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები;

ბ) თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თანამდებობის პირის მფლობელობაშია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება.

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

თავი IV

ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება

    მუხლი 14

1. პირი არ შეიძლება გამწესდეს თანამდებობაზე თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენამდე. ბიურო დეკლარაციას გადასცემს თანამდებობაზე გამწესებელ ორგანოს/ორგანოებს, თანამდებობის პირს. კოლეგიური საჯარო დაწესებულება/თანამდებობის პირი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცნობა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას.

11. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი, გამარტივებული ფორმით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში.

2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველი წლის პირველიდან 30 აპრილამდე შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები.

3. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში პირველიდან 30 აპრილამდე შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები.

4. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე არსებული მონაცემები.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულებისაგან, თუ მან თანამდებობა დატოვა ისეთ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების გამო, რომელზე მყოფი პირისთვისაც, ამ კანონის შესაბამისად, დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.

6. თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულებისგან, თუ იგი თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის განმავლობაში აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება ისეთ დანამდებობაზე რომელზე მყოფი პირისთვისაც, ამ კანონის შესაბამისად, დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.

7. დეკლარაციები წარედგინება თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს.

8. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები შეივსება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით.

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4920-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.201

    მუხლი 15

1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ:

ა) ვინაობა, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მათ მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები, საქმიანობა;

ბ) მისი და მისი ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი); დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მის და მისი ოჯახის წევრების მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო (დაკავებული თანამდებობის და ანაზღაურების ოდენობის მითითებით); ოჯახის წევრების შრომითი ბიოგრაფია (სამუშაო ადგილის, დაკავებული თანამდებობის და მუშაობის დროის მონაკვეთის მითითებით);

გ) უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა, ქონების ადგილმდებარეობა და მისამართი; უძრავი ქონების საერთო ფართობი; ქონების ნასყიდობის, ქირავნობის ან გირაოს ღირებულება; ქონების მფლობელობაში მიღების თარიღი. დეკლარაციას თან უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, ნასყიდობის, ჩუქების, პრივატიზების, ქირავნობის ან გირაოს დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

დ) მოძრავი ქონება (გარდა ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის, ნაღდი ფულის და განკარგვის უფლებით მიღებული ქონებისა), თუ ნივთის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ოცმაგ ოდენობას – მესაკუთრის ვინაობა, ნივთის სახეობა, საფირმო სახელწოდება, დამზადების ან გამოშვების დრო, შესყიდვის ფასი და დრო, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საიჯარო ხელშეკრულების ასლი;

ე) ფასიანი ქაღალდები – მესაკუთრის ვინაობა, საკუთრებაში მიღების დრო, ნომინალი, შესყიდვის ღირებულება, რაოდენობა, მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ვ) საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში –მესაკუთრის ვინაობა, ანგარიშის სახეობა, გახსნის თარიღი, თანხის ოდენობა;

ზ) ნაღდი ფული, მათ შორის, სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის არარეგისტრირებულად გასესხებული ან/და მისგან არარეგისტრირებული სესხის სახით მიღებული – ნაღდი ფულის მესაკუთრის ვინაობა, იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლისგანაც მიღებულია ან/და რომლისთვისაც გადაცემულია სესხი, სესხის მიღების/გაცემის თარიღი, სესხის მიმღების/გამცემის წერილობითი დასტური;

თ) განკარგვის უფლებით მიღებული ქონება – მესაკუთრის ვინაობა, ქონების სახეობა, სრული სახელწოდება, დამზადების ან გამოშვების დრო, განკარგვის უფლების მფლობელი, უფლების მიღების თარიღი და ქონების მისამართი (უძრავი ქონებისთვის), განკარგვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ი) მოქმედი ან/და წლის განმავლობაში დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობას – ხელშეკრულების სახე, ხელშეკრულებაში მონაწილე პირები, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა იმ ორგანოს მითითებით, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების რეგისტრაცია ან დამოწმება;

კ) საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობა – საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი და მონაწილეობის ფორმა, საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი;

ლ) დეკლარაციის შევსების თარიღი და პირის ხელმოწერა.

2. თანამდებობის პირი ვალდებულია დაასაბუთოს ამ მუხლის პირველ პუნქტში დეკლარირებული ქონების და ფინანსური რესურსების წარმომავლობა.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში დეკლარირებული ქონების და ფინანსური რესურსების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში თანამდებობის პირმა უნდა მიუთითოს ასეთი დოკუმენტის არარსებობის გარემოებებზე.

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 16

1. თანამდებობის პირის საფინანსო დეკლარაცია ასახავს მისი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილებას და შეიცავს ინფორმაციას ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემების ცვლილებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ.

2. თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება, დაასაბუთოს საფინანსო დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები შემოსავლების ან/და მფლობელობაში მიღებული ქონების შესახებ.

3. საფინანსო დეკლარაციაში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე ერთი კალენდარული წლის მონაცემები.“.

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 17

1. (ამოღებულია).

2. თუ დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, ეს ინფორმაცია აისახება მხოლოდ დეკლარაციის სპეციალურ (საიდუმლო) გრაფაში, შესაბამისი წყაროდან მიღებული ქონების სახეობის (შინაარსის), ქონებასთან თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების კავშირის, ქონების საბაზრო ღირებულების ან/და ოდენობის  მითითებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეკლარაციის შემვსებმა დეკლარაციას უნდა დაურთოს წერილობითი მითითება იმ სამართლებრივ აქტზე, რომლის საფუძველზეც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია.

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 18

1. დეკლარაციის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციების დროულად ჩაბარებაზე კონტროლის უზრუნველყოფის, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების მიზნით იქმნება თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო (შემდგომში – ბიურო), რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ბიურო უზრუნველყოფს:

ა) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას;

ბ) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღებას;

გ) შევსებული დეკლარაციის მიღებასა და შენახვას;

დ) დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას;

ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ვ) კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. ბიუროს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს მისი დებულება, რომელსაც ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. ბიუროს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს მისი დებულება, რომელსაც ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 19

1. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს, მიიღოს დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა.

2. არ შეიძლება დაწესდეს ან შეიქმნას რაიმე დაბრკოლება დეკლარაციის ასლის მისაღებად.

3. დეკლარაციის და დეკლარაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ბიუროში თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1439-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.167

თავი V

პასუხისმგებლობა კორუფციული სამართალდარღვევისათვის

    მუხლი 20

1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების შესაბამისად ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის თანამდებობის პირისათვის საქართველოს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება მას არ ათავისუფლებს დეკლარაციების წარდგენის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს შესაბამისი დეკლარაციები

 2. თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნების ბრალეული დარღვევა, თუ იგი არ წარმოადგენს სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. თუ კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენი თანამდებობის პირი, რომლის მიმართაც ასეთი ქმედობისათვის გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან განთავისუფლებისა, წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ კორუფციულ ქმედობას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო განთავისუფლებას.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 21

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1997 წლის საშემოდგომო სესიის დამთავრებამდე საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის კანდიდატურა.

2. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატას, 1998 წლის 30 მარტამდე ჩამოაყალიბოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო.

3. დაევალოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს, 1998 წლის 30 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბიუროს დებულება.

4. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარემ დებულების დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში შეადგინოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც, ამ კანონის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების შევსება სავალდებულოა.

5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საარსებო მინიმუმის ოდენობის განსაზღვრამდე, ამ კანონის მიზნებისათვის, საარსებო მინიმუმი განისაზღვროს ასი ლარით.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ხარჯები“ ცალკე პუნქტად გამოყოს საქართველოს ბიუჯეტის კანონში.

7. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა პირებმა ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარადგინონ 1998 წლის 15 აგვისტოდან  1 დეკემბრამდე.

8. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, 1998 წლის 1 იანვრამდე გამოყოს შენობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს განსათავსებლად.

9.(ამოღებულია).

10. გაუქმდეს ამ კანონის დანართები – თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმები.

11. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ 2004 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ახალი ფორმები.

საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1453-პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ.56

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 211

1. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას და თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის ვადა გაგრძელდეს 2007 წლის      1 ივლისამდე.

2. 2008 წლის 1 იანვრამდე ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და წარდგენა განხორციელდეს 2004 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმებით.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1396-სსმI, №18. 27.04.2005წ., მუხ.113

საქართველოს 2006 წლის 26 აპრილის კანონი №2914-სსმI, სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.74

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 22

1. ეს კანონი, IV თავის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის IV თავი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 17 ოქტომბერი.

№982–Iს

შეტანილი ცვლილებები :

1. საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1453-პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ.56

2. საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

3. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

4. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

5. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63

6. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987-სსმI, №21(28),14.06.99 მუხ.103

7. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.240

8. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1014-სსმ №24, 01.08.2001წ., მუხ.94

9. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399-სსმI, №10, 13.05.2002წ., მუხ.44

10. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

11.საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1396-სსმI, №18. 27.04.2005წ., მუხ.113

12.საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1439-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.167

13.საქართველოს 2006 წლის 26 აპრილის კანონი №2914-სსმI, სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.74

14.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3184-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.129

15.საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3242-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.185

16.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4278-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.437

17.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5

18.საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4603-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.107

19.საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4818-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.172

20.საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4861-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.190

21. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4920-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.201

22.საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5249-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.319

23.საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5470-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.381

85. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3605-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/11/2023 84. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3523-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 83. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3132-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/06/2023 82. 16/05/2023 - საქართველოს კანონი - 2890-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/05/2023 81. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2566-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 80. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2204-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 79. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1320-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 78. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1343-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 06/01/2022 77. 01/04/2021 - საქართველოს კანონი - 448-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/04/2021 76. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 394-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 31/03/2021 75. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6992-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 74. 02/07/2020 - საქართველოს კანონი - 6732-რს - ვებგვერდი, 16/07/2020 73. 29/05/2020 - საქართველოს კანონი - 5991-IIს - ვებგვერდი, 10/06/2020 72. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4931-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 71. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4592-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 70. 01/05/2019 - საქართველოს კანონი - 4527-IIს - ვებგვერდი, 02/05/2019 69. 04/04/2019 - საქართველოს კანონი - 4462-IIს - ვებგვერდი, 11/04/2019 68. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4403-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 67. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4245-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 66. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4097-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 65. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3889-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 64. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3822-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 63. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3268-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 62. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3287-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 61. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3305-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 60. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2760-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 59. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2272-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 58. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2044-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 57. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1708-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 56. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 758-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 55. 08/02/2017 - საქართველოს კანონი - 262-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 54. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 193-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 53. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 157-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 52. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4358-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 51. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3932-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 50. 28/05/2015 - საქართველოს კანონი - 3614-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 49. 04/03/2015 - საქართველოს კანონი - 3129-IIს - ვებგვერდი, 23/03/2015 48. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2643-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 47. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2361-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 46. 02/04/2014 - საქართველოს კანონი - 2172-IIს - ვებგვერდი, 14/04/2014 45. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1973-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1950-IIს - ვებგვერდი, 17/02/2014 43. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1801-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 42. 29/11/2013 - საქართველოს კანონი - 1666-Iს - ვებგვერდი, 16/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1593-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 40. 13/11/2013 - საქართველოს კანონი - 1526-Iს - ვებგვერდი, 22/11/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 39. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1261-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 29/06/2012 - საქართველოს კანონი - 6612-რს - ვებგვერდი, 12/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 36. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 35. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6174-რს - ვებგვერდი, 29/05/2012 34. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5129-IIს - ვებგვერდი, 111027013, 27/10/2011 33. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4675-Iს - სსმ, 12, 14/07/2008 32. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3548 - სსმ, 46, 04/08/2010 31. 23/02/2010 - საქართველოს კანონი - 2669 - სსმ, 7, 09/03/2010 30. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2226 - სსმ, 45, 21/12/2009 29. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1277 - სსმ, 13, 02/07/2007 28. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1179 - სსმ, 12, 29/06/2009 27. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1157 - სსმ, 9, 13/04/2009 26. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 486 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 311 - სსმ, 24, 20/10/2008 24. 29/02/2008 - საქართველოს კანონი - 5781 - სსმ, 2, 12/03/2008 23. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5470 - სსმ, 40, 03/12/2007 22. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5249 - სსმ, 29, 27/07/2007 21. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4920 - 20. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4861 - სსმ, 22, 19/06/2007 19. 25/05/2007 - საქართველოს კანონი - 4818 - სსმ, 19, 01/06/2007 18. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4603 - სსმ, 11, 10/04/2007 17. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4295 - სსმ, 1, 03/01/2007 16. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4278 - სსმ, 51, 31/12/2006 15. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3242 - სსმ, 24, 29/06/2006 14. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3184 - სსმ, 17, 30/05/2006 13. 26/04/2006 - საქართველოს კანონი - 2914 - სსმ, 10, 28/04/2006 12. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1439 - სსმ, 25, 02/06/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 22/04/2005 - საქართველოს კანონი - 1396 - სსმ, 18, 27/04/2005 10. 13/02/2004 - საქართველოს კანონი - 3314 - სსმ, 6, 09/03/2004 9. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 8. 20/07/2001 - საქართველოს კანონი - 1014 - სსმ, 24, 01/08/2001 7. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 6. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1987 - სსმ, 21(28), 14/06/1999 5. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1934 - სსმ, 15(22), 14/05/1999 4. 05/02/1999 - საქართველოს კანონი - 1801 - სსმ, 3(10), 19/02/1999 3. 13/12/1998 - საქართველოს კანონი - 1733 - სსმ, 7, 31/12/1998 2. 01/09/1998 - საქართველოს კანონი - 1558 - სსმ, 2, 26/10/1998 1. 12/06/1998 - საქართველოს კანონი - 1453 - სსმ, 23-24, 30/06/1998