დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1396 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/04/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 27/04/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.050.05.001.001.814 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 211
1. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას და თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის ვადა გაგრძელდეს 2005 წლის 1 ივნისამდე.
2. 2006 წლის 1 იანვრამდე თანამდებობის პირებმა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და წარდგენა განახორციელონ 2004 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების ფორმებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 22 აპრილი.
№1396–Iს
დოკუმენტის კომენტარები