დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4278 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 31/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.05.001.002.689 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი „თანამდებობის პირი“ გულისხმობს შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;
ვ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ) საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო ინსპექციის უფროსი და მათი მოადგილეები;
თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
ი) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
კ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;
ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელები;
ნ) ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე, გამწვევი კომისიის რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის სამხედრო კომისრები;
ო) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტის, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების ხელმძღვანელები;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
რ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი;
ს) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი;
ტ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი;
უ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი;
ფ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე;
ქ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი) ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები;
ღ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი პირველი მოადგილეები;
ყ) მოსამართლე;
შ) საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები; საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
ჩ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4278–რს
დოკუმენტის კომენტარები