დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4920 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.050.05.001.002.878 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი, გამარტივებული ფორმით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4920–Iს
დოკუმენტის კომენტარები