„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1558
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
სარეგისტრაციო კოდი 080190000.05.001.000408
  • Word
1558
01/09/1998
სსმ, 2, 26/10/1998
080190000.05.001.000408
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ოდენობის ნახევარს“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთმაგ ოდენობას“.

2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3–11 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-2–10 პუნქტებად.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „უძრავი და მოძრავი ნივთების საერთო ღირებულების შესახებ, აგრეთვე“, ხოლო სიტყვა „თხუთმეტმაგ“ შეიცვალოს სიტყვით „ორმოცდაათმაგ“.

4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები „თუ საჩუქრის ღირებულება აღემატება 500 ლარს”.

5. 21-ე მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვები „15 სექტემბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1 დეკემბრამდე“.

6. ამ კანონის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანდართული ფორმის მე-4 ფურცელში სიტყვა „თხუთმეტმაგ” შეიცვალოს სიტყვით „ორმოცდაათმაგ“ და მე-5 ფურცელი ამოღებულ იქნეს, ხოლო საფინანსო დეკლარაციის თანდართული ფორმის მე-9 ფურცელში სიტყვა „საჩუქრები“ შეიცვალოს სიტყვებით „საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პრეზიდენტი             ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 1 სექტემბერი.

№1558–Iს