„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზ

  • Word
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზ
დოკუმენტის ნომერი 3184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 30/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.320.050.05.001.002.300
  • Word
3184
25/05/2006
სსმ, 17, 30/05/2006
010.320.050.05.001.002.300
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

ამ კანონის მიზნებისათვის ცნებაში „თანამდებობის პირი“ იგულისხმებიან შემდეგი პირები: საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის წევრი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე; საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე; საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო ინსპექციის უფროსი და მათი მოადგილეები; საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს, საბაჟო სამმართველოსა და საბაჟოს ხელმძღვანელები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციების ხელმძღვანელები; ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე, გამწვევი კომისიის რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის სამხედრო კომისრები; საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტის, რეგიონალური და ქალაქის ბიუროს ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების ხელმძღვანელები; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი; საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი; საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი; საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი; საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე; რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი) ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები; რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი პირველი მოადგილეები; მოსამართლე; საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე; საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვაზე ზედამხედველი პროკურორი, საოლქო, რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის პროკურორები; საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3184–Iს