„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1033-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.102844
1033-IVმს-XIმპ
11/11/2025
ვებგვერდი, 14/11/2025
010320050.05.001.102844
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის;

 ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 194-ე, 1941 და 1951 მუხლებით, 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 218-ე მუხლით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან), 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან) ან 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 53 და 54 პუნქტები:

„53. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ ეს 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირები ვალდებული არიან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსონ და წარადგინონ არაუგვიანეს მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა. 

54. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსონ და წარადგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამის თვეში.“;

ბ) 101 პუნქტი:

„101. სასამართლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამისად სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს სათანადო უფლებამოსილების მქონე პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება აღნიშნულ პირს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულების შესრულებისგან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

11 ნოემბერი 2025 წ.

N1033-IVმს-XIმპ