„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 418-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.102552
418-IIმს-XIმპ
02/04/2025
ვებგვერდი, 03/04/2025
010320050.05.001.102552
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) 2016 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები (შესაბამისი ორგანოები და თანამდებობის პირები) კონკურსის გამოცხადებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ატყობინებენ საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობას. საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი 6 წევრით:

ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი;

ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ე) საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 აპრილი 2025 წ.

N418-IIმს-XIმპ