დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 486 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.050.05.001.003.328 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 1 ნოემბერი.
№486–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები