საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1801
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3(10), 19/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1801
05/02/1999
სსმ, 3(10), 19/02/1999
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლში:

ა) სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის“ წინ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე;“;

ბ) სიტყვები „საქართველოს სამინისტროს ბიუროს, დეპარტამენტისა და მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი„;

გ) სიტყვები „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის და საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, აგრეთვე რაიონის და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის საგადასახადო და საბაჟო სამსახურების უფროსები“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს, საბაჟო სამმართველოს, საბაჟოს ხელმძღვანელები; საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციების ხელმძღვანელები“;

დ) სიტყვები „და პრეზიდიუმის წევრი“ შეიცვალოს სიტყვებით „პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტის, რეგიონალური და ქალაქის ბიუროს ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების ხელმძღვანელები“;

ე) სიტყვების „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები“ წინ ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე ქალაქის რაიონის“;

ვ) სიტყვები „პროკურატურის სამმართველოს უფროსი,“ შეიცვალოს სიტყვებით „პროკურატურის სამმართველოს, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, რეგიონული ტრანსპორტის პროკურორი, რეგიონული სამხედრო პროკურორი, სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვაზე ზედამხედველობის პროკურორი, საოლქო,“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ამ კანონის მიზნებისათვის, „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირში (საჯარო მოხელეში)“ იგულისხმება ის პირი (საჯარო მოხელე), რომლის მიერ გამოცემულ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებითაც თანამდებობის პირი უფლებამოსილია გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ, შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება, გააუქმოს აქტი.“, ხოლო ამავე მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვის „სახეობის,„შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხელშეკრულებაში მონაწილე პირის (მისი და მისი ოჯახის წევრის)“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტში სიტყვის „მისი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მისი“.

4. მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) დეკლარაციის შევსების თარიღის შესახებ.“.

5. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოში თუ უცხო ქვეყანაში მის და მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ნებისმიერ საჩუქარზე ან/და მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურებაზე საჩუქრის ან/და მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების მიმღებისა და გადამცემის (წყაროს), მიმღებსა და გადამცემს (წყაროს) შორის კავშირის, საჩუქრის ან/და მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების სახეობისა და საბაზრო ღირებულების (ოდენობის) მითითებით“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვის „სახეობის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხელშეკრულებაში მონაწილე პირის (მისი და მისი ოჯახის წევრის)“;

გ) „ი" ქვეპუნქტში სიტყვის „მისი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მისი“.

6. მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) დეკლარაციის შევსების თარიღის შესახებ.“.

7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „(უძრავი და მოძრავი ქონების, უცხოური და ეროვნული ვალუტის) და ფასიანი ქაღალდების მესაკუთრის, სახეობის, საბაზრო ღირებულებისა და ოდენობის“ შეიცვალოს სიტყვებით „სახეობის (შინაარსის), ქონებასთან თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების კავშირის, ქონების საბაზრო ღირებულების ან/და ოდენობის“.

8. მე-19 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 წინადადება: „ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შევსებული და წარდგენილი დეკლარაციის ასლის მოთხოვნის, მიღებისა და გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის საბჭოს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარაციის და დეკლარაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ბიუროში თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურების მიზნით გადაიხდევინება დეკლარაციებისა და თანდართული მასალების ასლების გადაღების მოსაკრებელი. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ასლების გადაღების ხარჯების 100%-ის ოდენობით, რომელსაც ადგენს ბიურო.“.

9. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე ქალაქის რაიონის“.

10. ამ კანონზე თანდართული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმაში:

ა) პირველი ფურცელი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ფურცელში სიტყვის „წლისათვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები "შევსებულია ––– (რიცხვი) ––– (თვე)“;

გ) მე-3 ფურცელში სიტყვის „თქვენი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და თქვენი“;

დ) მე-11 ფურცელში სიტყვის „სახეობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ხელშეკრულებაში მონაწილე პირი (თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი)“;

ე) მე-12 ფურცელში სიტყვები „ქონების და ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონების სახეობა (შინაარსი) და ქონებასთან დაკავშირებული პირი (თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი)“, სიტყვები „ქონების და ფასიანი ქაღალდის სახეობა“ – სიტყვებით „ქონებასთან თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის კავშირი“, ხოლო სიტყვები „ქონების და ფასიანი ქაღალდის საბაზრო ღირებულება და ოდენობა“ – სიტყვებით „ქონების საბაზრო ღირებულება ან/და ოდენობა.“;

ვ) მე-2–12 ფურცლები შესაბამისად ჩაითვალოს პირველ–მე-11 ფურცლებად.

11. ამ კანონზე თანდართული თანამდებობის პირის საფინანსო დეკლარაციის ფორმაში:

ა) პირველი ფურცელი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ფურცელში სიტყვის „წლისათვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „შევსებულია ––– (რიცხვი) –––– (თვე)“;

გ) მე-3 ფურცელში სიტყვის „თქვენი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და თქვენი“;

დ) მე-9 ფურცელში სიტყვების „მიღებული საჩუქარი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურება“, სიტყვის „მიმღები“ წინ – სიტყვები „ან მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების“, სიტყვის „გადამცემი“ შემდეგ – სიტყვები „ან მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების წყარო, გადამცემის (წყაროს) მიმღებთან კავშირი,“ სიტყვის „სახეობა“ წინ – სიტყვები „ან მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების“, ხოლო სიტყვების „საბაზრო ღირებულება“ შემდეგ – სიტყვები „ან მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების ოდენობა“;

ე) მე-10 ფურცელში სიტყვის „სახეობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ხელშეკრულებაში მონაწილე პირი (თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი)“;

ვ) მე-12 ფურცელში სიტყვები „ქონების და ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონების სახეობა (შინაარსი) და ქონებასთან დაკავშირებული პირი (თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი)“, სიტყვები „ქონების და ფასიანი ქაღალდის სახეობა“ – სიტყვებით „ქონებასთან თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის კავშირი“, ხოლო სიტყვები „ქონების და ფასიანი ქაღალდის საბაზრო ღირებულება და ოდენობა“ – სიტყვებით „ქონების საბაზრო ღირებულება ან/და ოდენობა.“;

ზ) მე-2–12 ფურცლები შესაბამისად ჩაითვალოს პირველ–მე-11 ფურცლებად.

II. საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. II თავის სათაურში სიტყვები „ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაცია“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები“.

2. მე-9 მუხლის:

ა) სათაურში სიტყვები „ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაციის“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების“;

ბ) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „წელიწადში ერთხელ,“, ხოლო სიტყვები „ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაცია“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები“;

გ) მე-2 პუნქტში სიტყვები „ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაცია“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები“, ხოლო სიტყვის „მდგომარეობის“ წინ სიტყვა „საშემოსავლო“ შეიცვალოს სიტყვით „საფინანსო“;

დ) მე-3 პუნქტში სიტყვები „ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაციიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციებიდან“.

3. მე-10 მუხლის:

ა) სათაურში სიტყვები „ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაციის“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შინაარსის საჯაროობა უზრუნველყოფილია კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 5 თებერვალი.

1801II