„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1197-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.102903
1197-IVმს-XIმპ
10/12/2025
ვებგვერდი, 15/12/2025
010320050.05.001.102903
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობისა). ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობისა), მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის შესასრულებლად შექმნილ კომისიაში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა) ან საბჭოში (გარდა არაანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.“;

ბ) 181 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„181. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.“;

გ) 183  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„183. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს, შეთავსებით განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.“;

დ) 183 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 184−186 პუნქტები:

„184. სამხედრო მოსამსახურის შეთავსებით საქმიანობის განხორციელების საკითხები განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.

185. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, აგრეთვე სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში, თუ იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საქმიანობას აღნიშნულ სფეროებში ახორციელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

186. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ანაზღაურების მიღების გარეშე იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ან/და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვაში გადაცემული ან მის/მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საწარმოს ან ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სამეთვალყურეო ორგანოს წევრი. ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემულ წერილობით თანხმობას. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2025 წ.

N1197-IVმს-XIმპ