„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2204-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.020705
2204-IXმს-Xმპ
30/11/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
010320050.05.001.020705
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.

2. 52 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52

თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს (შემდგომ – ანტიკორუფციული ბიურო) წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის დასახელების, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულების/ოდენობის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო ამ კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.“.

3. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 135 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არ მიიღოს ასეთი სარგებელი, ხოლო შეთავაზების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და ანტიკორუფციულ ბიუროს;“.

5. 136 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 136

1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

6. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

გ) მე-9−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ანტიკორუფციული ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისგან.

11. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში დეკლარაციის შევსების 2-თვიანი ვადის ათვლა დაიწყება პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწოდების მომენტიდან.

12. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში განუსაზღვროს დამატებით 48-საათიანი ვადა დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების რედაქტირებისთვის.“.

7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

ამ კანონის 2015 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს:

ა) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას;

ბ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას;

გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, შენახვას და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს;

დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას;

ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ვ) კანონის შესაბამისად სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.“.

8. 181 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირებს მიეკუთვნებიან აგრეთვე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული თანამდებობის პირები. განსაკუთრებული ფაქტორებია: განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევა.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი. დამოუკიდებელ კომისიაში საჯარო მოსამსახურეები არ შედიან.“;

დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის თანამდებობის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს მონიტორინგის დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან) და საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად.

9. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით.“;

ე) მე-11−132 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ანტიკორუფციული ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ;

ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ;

გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს.

131. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (გარდა ამავე მუხლის 132 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული ბიურო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობისას:

ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 30 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200 კვ. მ-ისა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1 000 კვ. მ-ისა; არ არის მითითებული ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ;

ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა;

გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობის და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 3 წლის ან 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარისა;

დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა;

ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებული ანაზღაურებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა;

ვ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 2 000 ლარისა.

132. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული ბიურო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობის მიუხედავად:

ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 20 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100 კვ. მ-ისა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 კვ. მ-ისა; უძრავი ქონება შეცდომით მითითებულია თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საკუთრებად ან/და თანამდებობის პირია მითითებული იმ ქონების მესაკუთრედ, რომლის მესაკუთრეც მისი ოჯახის წევრია; მითითებულია არასწორი ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ;

ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა;

გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობის და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა;

დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა;

ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა.“.

9. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარაციის და დეკლარაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ანტიკორუფციული ბიუროსთვის თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.“.

10. მე-20 მუხლის 13−21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კანონის 136 მუხლით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის ან შესაბამისი ცნობის წარდგენისთვის თავის არიდება გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ეს განკარგულება საჯაროა და ქვეყნდება ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან.

21. გაფრთხილების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მომდევნო მონიტორინგის განხორციელებისას დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო იღებს ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.“.

11. 203 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის V2 თავი:

„თავი V2

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო, უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო

მუხლი 2012

ამ კანონით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო), რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

მუხლი 2013

ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

მუხლი 2014

ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა;

გ) დამოუკიდებლობა;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, მათ შორის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

ე) პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა;

ვ) კანონით დადგენილ ფარგლებში გამჭვირვალობა;

ზ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

მუხლი 2015

1. ანტიკორუფციული ბიურო:

ა) შეიმუშავებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ წინადადებებს და მათ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს;

ბ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარუდგენს;

გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას უწევს შესაბამისი ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას;

დ) ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას, მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს;

ე) შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს, ამ საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;

ვ) კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მის შენახვას, მონიტორინგსა და საჯაროობას და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;

ზ) შეიმუშავებს მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამის წინადადებებს, მამხილებლის დაცვის საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;

თ) კანონის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;

ი) იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალს და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს;

კ) ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;

ლ) წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ; თავისი ინიციატივით ან ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭოს მოთხოვნით ანტიკორუფციულ უწყებათაშორის საბჭოს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების თაობაზე.

2. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, კანონის შესაბამისად, სათანადო სუბიექტებისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებთან, განახორციელოს სათანადო ვიზიტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და განახორციელოს სხვა ღონისძიებები (აქტივობა).

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია ან/და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს სათანადო ორგანოებსა და ორგანიზაციებში კორუფციის რისკის შეფასების მეთოდოლოგიას და კორუფციის რისკის ამ მეთოდოლოგიით შეფასების წესებს.

მუხლი 2016

1. ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი.

2. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ამ მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატები ამ მუხლით დადგენილი წესით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. ამ კანდიდატებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ერთ-ერთი მათგანის დასანიშნად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამავე მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია (შემდგომ − საკონკურსო კომისია).

3. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.

4. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი (შემდგომ − კონკურსი) ცხადდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 10 კვირისა და არაუგვიანეს 9 კვირისა, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 1 კვირაში. კონკურსს აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რისთვისაც იგი სათანადო ბრძანებას გამოსცემს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმავე ბრძანებით ქმნის საკონკურსო კომისიას. ეს ბრძანება ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე.

5. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები (შესაბამისი ორგანოები და თანამდებობის პირები) კონკურსის გამოცხადებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ატყობინებენ საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობას. საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი 7 წევრით:

ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი;

ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ე) საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი;

ზ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ღია კონკურსის წესით შერჩეული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება.

 6. საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის შეტყობინების ვადის გასვლიდან 1 კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას და იწვევს საკონკურსო კომისიის პირველ სხდომას. საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე თავის წევრთაგან ირჩევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს. საკონკურსო კომისიის სხდომა, მათ შორის, საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა, უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისიის სხდომაზე დამსწრე საკონკურსო კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

 7. საკონკურსო კომისია პირველი სხდომის გამართვიდან 1 კვირის ვადაში ამტკიცებს საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც დგინდება საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი, კონკურსში მონაწილეობის პირობები და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადა და წესი. საკონკურსო კომისია პირველი სხდომის გამართვიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის პირობებისა და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

8. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან 2 კვირაში საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილე პირთაგან შეარჩევს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატს. თუ კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადაში საკონკურსო კომისიას არ წარედგინა 2 ან 2-ზე მეტი განაცხადი ან საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონკურსში მონაწილე პირთაგან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი ვერ წარუდგინა, საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ, რის შემდეგაც ამ პუნქტით დადგენილი პროცედურა ხელახლა ტარდება.

9. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისთვის საკონკურსო კომისიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების წარდგენიდან 1 კვირის ვადაში ამ კანდიდატთაგან ერთ-ერთს ნიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ან მოტივირებულ უარს აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე აღნიშნულ კანდიდატთაგან რომელიმეს დანიშვნაზე, რისთვისაც იგი სათანადო ბრძანებას გამოსცემს. ეს ბრძანება ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე ამ პუნქტით დადგენილ ვადაში  არ დანიშნა, საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ, რის შემდეგაც ამ მუხლის მე-8 პუნქტითა და ამ პუნქტით დადგენილი პროცედურები ხელახლა ტარდება.

10. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. თუ ამ ვადის გასვლის მომენტში ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსი თანამდებობაზე დანიშნული არ არის, თანამდებობაზე მყოფი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსის უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე. თუ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე დაინიშნა თანამდებობაზე მყოფი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების 6-წლიანი ვადის გასვლამდე, ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსის უფლებამოსილების ვადა იწყება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, ხოლო თუ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე დაინიშნა თანამდებობაზე მყოფი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების 6-წლიანი ვადის გასვლის ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსის უფლებამოსილების ვადა იწყება მისი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის მომდევნო დღიდან.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული აქტების გასაჩივრება არ აჩერებს მათ მოქმედებას.

მუხლი 2017

1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ანტიკორუფციულ ბიუროს და იღებს გადაწყვეტილებებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) განსაზღვრავს ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურას და მისი სტრუქტურული ერთეულების სათანადო უფლებამოსილებებს;

გ) ამტკიცებს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და მათი შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს;

დ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებს, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს;

ე) განსაზღვრავს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლების, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის, სათანადო უფლებამოსილებებს, ახორციელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილისთვის უფლებამოსილების დელეგირებას;

ვ) უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადაცემული ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ზ) წარმოადგენს ანტიკორუფციულ ბიუროს სხვებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;

თ) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას.

3. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებას, განკარგულებასა და გადაწყვეტილებას.

4. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ანტიკორუფციული ბიუროსთვის კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ანტიკორუფციული ბიუროს სახელით გასცემს რეკომენდაციებს.

მუხლი 2018

1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან, სხვა თანამდებობასა და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობებისა. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას, იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის) წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

2. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის) მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა.

3. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშნული პირი ვალდებულია დანიშვნიდან 10 დღის ვადაში შეწყვიტოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან გადადგეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობიდან. ამ დროის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ შეიძლება გახდეს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის აღნიშნულ ვადაში შეუსრულებლობა მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.

მუხლი 2019

1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) მის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პირადი განცხადების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენა;

ბ) მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) მისი გარდაცვალება, გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ე) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება გამორიცხავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელების შესაძლებლობას;

ვ) მის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებების ზედიზედ 4 თვის განმავლობაში განუხორციელებლობა, თუ ეს გარდაუვალად არ გამოუწვევია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ კანონით დადგენილი მოვალეობის შესრულებას;

ზ) მის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

თ) მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის 2018 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი საფუძვლით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ბრძანებით წყვეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს ბრძანება ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად მიიჩნევა იმავე ქვეპუნქტში მითითებული გარემოების წარმოშობის მომენტიდან, ხოლო სხვა საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის მომენტიდან.

4. თუ პირის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნიდან მისი უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე პერიოდში მის მიმართ წარმოიშვა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წყვეტს აღნიშნული პირის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანება) ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. აღნიშნული პირის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება კონკურსი, რის შემდეგაც ამ კანონის 2016 მუხლით დადგენილი პროცედურები ხელახლა ტარდება.

მუხლი 2020

1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება უწყდებათ ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსის უფლებამოსილების ვადის ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებისთანავე.

2. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არყოფნის, მის მიერ თავისი უფლებამოსილებების განუხორციელებლობის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების შეჩერების ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო იმავდროულად ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე სარგებლობს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებებითა და სამართლებრივი გარანტიებით.

მუხლი 2021

1. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის წესი და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული სათანადო ორგანიზაციული საკითხები დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი.

2. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანტიკორუფციული ბიუროსთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის წინასწარი თანხმობით.

მუხლი 2022

1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იქმნება უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო (შემდგომ − საბჭო).

2. საბჭოს უფლება აქვს:

ა) ანტიკორუფციულ ბიუროს მოსთხოვოს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების თაობაზე პერიოდული ანგარიშის წარდგენა და მოისმინოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მისთვის  წარდგენილი აღნიშნული ანგარიში;

ბ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები;

გ) ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მისცეს მას სათანადო რეკომენდაციები.

3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში აღნიშნულ პირებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

5. საბჭოს საქმიანობის წესი და საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სათანადო ორგანიზაციული საკითხები დგინდება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში გამოაცხადოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი, რის შემდეგაც გაგრძელდეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ასარჩევად საჭირო, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები.

2. თანამდებობაზე პირველად დანიშნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადა დაიწყოს მისი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის მომდევნო დღიდან.

3. თანამდებობაზე პირველად დანიშნულმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა მისი უფლებამოსილების ვადის დაწყებიდან 1 თვეში თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა და დაიწყოს ანტიკორუფციული ბიუროს სათანადო ადამიანური რესურსით უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროსთვის შესაბამისი ქონებისა და დოკუმენტაციის გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭირო წესი.

5. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიიღონ/გამოსცენ ამ კანონით გათვალისწინებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების იმავე კანონთან შესაბამისობა.

6. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა 2023 წლის 1 იანვარს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომ − საჯარო სამსახურის ბიურო) დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამდებობებზე მყოფი ის თანამშრომლები, რომლებიც 2023 წლის 1 აგვისტოს ამ დეპარტამენტთაგან ერთ-ერთში ან ამ დეპარტამენტთაგან ერთ-ერთის ძირითადი ამოცანების მსგავსი ამოცანების მქონე საჯარო სამსახურის ბიუროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში იქნებიან დასაქმებული, მათი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2023 წლის 1 სექტემბრიდან დანიშნოს მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე ანტიკორუფციულ ბიუროში, 2023 წლის 1 იანვარს არსებული მათი თანამდებობრივი სარგოების შენარჩუნებით. თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ასეთი თანამშრომელი 2023 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგენს აღნიშნულ წერილობით თანხმობას ან 2023 წლის 1 სექტემბრამდე წერილობით გააუქმებს 2023 წლის 2 აგვისტომდე წარდგენილ ამგვარ თანხმობას, ამ პუნქტით განსაზღვრული ზემოხსენებული პირობა მასზე არ გავრცელდება.

7. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა 2023 წლის 1 იანვარს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამდებობებზე მყოფი ის თანამშრომლები, რომლებიც 2023 წლის 1 აგვისტოს ამ დეპარტამენტში ან ამ დეპარტამენტის ძირითადი ამოცანების მსგავსი ამოცანების მქონე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულში იქნებიან დასაქმებული, მათი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2023 წლის 1 სექტემბრიდან დანიშნოს მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე ანტიკორუფციულ ბიუროში, 2023 წლის 1 იანვარს არსებული მათი თანამდებობრივი სარგოების შენარჩუნებით. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ასეთი თანამშრომელი 2023 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგენს აღნიშნულ წერილობით თანხმობას ან 2023 წლის 1 სექტემბრამდე წერილობით გააუქმებს 2023 წლის 2 აგვისტომდე წარდგენილ ამგვარ თანხმობას, ამ პუნქტით განსაზღვრული ზემოხსენებული პირობა მასზე არ გავრცელდება. თუ ამ პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი 2023 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს და იმავე პერიოდში წერილობით არ გააუქმებს აღნიშნულ წერილობით თანხმობას ან 2023 წლის 2 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდში წერილობით გააუქმებს 2023 წლის 2 აგვისტომდე წარდგენილ ამგვარ თანხმობას, მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი, მას არ ექნება მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2023 წლის 31 აგვისტოს შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება და იგი 2023 წლის 1 სექტემბრიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.

8. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემისას, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომელთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისას ან მასში ცვლილების შეტანისას, 2023 წლის 1 სექტემბრამდე გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე დასანიშნი პირების რაოდენობა და აღნიშნული პირების მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე დასანიშნად საჭირო სხვა გარემოებები.

9. ამ კანონით გათვალისწინებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2023 წელს არ წარედგინება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4−მე-11 პუნქტებისა და მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 2015 მუხლის პირველი პუნქტის „ე“−„თ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4−მე-11 პუნქტები და მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 2015 მუხლის პირველი პუნქტის „ე“−„თ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2022 წ.

N2204-IXმს-Xმპ