„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 836-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.102714
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
836-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
010320050.05.001.102714
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მიზნებისთვის მრჩეველი არის პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელისთვის, იმ საწარმოს ხელმძღვანელისთვის, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ან საავიაციო სფეროს სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში განხორციელებული საქმიანობისა, აგრეთვე საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის  მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობისა). ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობისა), მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის შესასრულებლად შექმნილ კომისიაში ან საბჭოში (გარდა არაანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.“;

საქართველოს 2025 წლის 29 ოქტომბრის კანონი №1015 – ვებგვერდი, 29.10.2025წ.

ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს:

ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა საჯარო სამსახურისა, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, იმ საწარმოსი, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოსი) მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

ბ) ეკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

გ) იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

დ) ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და სპორტულ საქმიანობებს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“;

გ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის:

გ.ა) 181 პუნქტი:

„181. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.“;

გ.ბ) 18პუნქტი:

„182. სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო იურიდიული პირებისა), იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში მრჩევლად მიღებული პირი თავის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ ახორციელებს.“;

გ.გ) 18პუნქტი:

„183. ამ მუხლის მე-18 და 181 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობაზე.“;

დ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს:

ა) ის საქმიანობები/ფუნქციები, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც აქვთ უფლება, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა, ამ მუხლის 181 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

ბ) იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომლებში დასაქმებულ პირებსაც აქვთ უფლება, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა, ამ მუხლის 181 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.

3. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იმავდროულად ასრულებს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური,  შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა) საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა, ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში, იგი გათავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ პირს არ აქვს უფლება, გათავისუფლების დღიდან 2 წლის განმავლობაში დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა, ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში. ამასთანავე, მას ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულებების ბიუჯეტების სასარგებლოდ, დაკავებული თანამდებობების დატოვების ვალდებულების წარმოშობიდან აღნიშნული თანამდებობებიდან გათავისუფლებამდე პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით.“.

მუხლი 2

1. საჯარო მოსამსახურეს, აგრეთვე საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი იმავდროულად ასრულებს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა) საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა, ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში, უფლება აქვს, 2025 წლის 1 ნოემბრიდან საქმიანობა გააგრძელოს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე. იგი ვალდებულია პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვიტოს ყველა სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება.

2. პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელისთვის, იმ საწარმოს ხელმძღვანელისთვის, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას, 2025 წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ.ა“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ.ა“, „გ.გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N836-IIმს-XIმპ