დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2914 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/04/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 28/04/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.050.05.001.002.209 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 211
1. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას და თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის ვადა გაგრძელდეს 2006 წლის 1 ივლისამდე.
2. 2007 წლის 1 იანვრამდე ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და წარდგენა განხორციელდეს 2004 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 26 აპრილი.
№2914–Iს
დოკუმენტის კომენტარები