დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4295 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.050.05.001.002.705 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილე;“.
2. 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 211
1. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას და თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის ვადა გაგრძელდეს 2007 წლის 1 ივლისამდე.
2. 2008 წლის 1 იანვრამდე ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და წარდგენა განხორციელდეს 2004 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმებით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4295–რს
დოკუმენტის კომენტარები