„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1261-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.017132
1261-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010320050.05.001.017132
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებსა და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებზე.“.

3. 121 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბჭოს უფლებამოსილებასა და მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

4. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“.

5. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება. საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილებების ამოქმედებამდე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1261-Iს