დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 982 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.050.05.001.000.268 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (13/11/2013 - 20/11/2013)
საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
ეს კანონი ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები;
ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;
ე1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე;
ე 2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები;
ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები;
თ1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
ი) საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
ი1) საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე;
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
კ1 ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები ;
ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;
ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
ნ) შემოსავლების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი;
ო) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
ს) საქართველოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის წევრი;
ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი;
უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე;
ფ) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) და მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები და საკრებულოს მდივანი;
ქ) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მისი მოადგილე, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის რაიონის გამგებლები და მათი მოადგილეები;
ღ) მოსამართლე;
ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი.
2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987-სსმI, №21(28),14.06.99 მუხ.103
საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1014-სსმ №24, 01.08.2001წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3184-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.129
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4278-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.437
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4603-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.107
საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4818-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.172
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4861-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.190
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5249-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.319
საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5470-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.381
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №486-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.202
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1277-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.61
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2669-სსმI, №7, 09.03.2010წ., მუხ.28
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4675 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5129 - ვებგვერდი, 27.10.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6174 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6612 - ვებგვერდი, 12.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
1
3
ნოემბრის კანონი №1
52
6 - ვებგვერდი,
22
.11.2013წ.
1. ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურე არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე პირი, რომელიც საქმიანობს სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებულ დაწესებულებაში.
2. ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურედ არ ჩაითვლება დამხმარე მოსამსახურე.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
1. ამ კანონის მიზნებისათვის, სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებული დაწესებულებებია:
ა) დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები;
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – ფონდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ბ.ა) რომლებიც ახორციელებენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ან სხვა საჯარო ფუნქციებს;
ბ.ბ) რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;
ბ.გ) რომელთა შემოსავლის წყარო არის კანონით დადგენილი;
ბ.დ) რომლებიც განკარგავენ მნიშვნელოვან სახელმწიფო ქონებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს და ყოველწლიურად ანახლებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
მუხლი 3
1. კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.
2. „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედობა, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგე-ბლობა.
3. „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან
4. „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
5. „ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება“ არის დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების საკუთრებაში მიღების ფორმის დოკუმენტური ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება წყაროს მითითებით.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
ამ კანონის მიზნებისათვის:
ა) „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;
ბ) „ახლო ნათესავში“ იგულისხმება პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები.
1. ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს.
2. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.
3. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქრად“ არ ჩაითვლება:
ა) სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო, პრემია;
ბ) „დიპლომატიური საჩუქარი“, რომელიც გადაეცემა საჯარო მოსამსახურეს ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტის დროს პროტოკოლით გათვალისწინებული წესით და რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს;
გ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულების მიერ საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის პირად საკუთრებაში გადაცემული სიმბოლური ნიშანი ან სუვენირი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს და რომელიც მიღებულია ერთი წყაროდან ოფიციალური ღონისძიების ჩატარების დროს;
დ) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც არ წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს;
ე) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება;
ვ) საჩუქრად გადაცემული ნაბეჭდი გამოცემები, გარდა იმ კულტურული ფასეულობებისა, რომლებიც გათვალისწინებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ მოთხოვნებს ან/და გარკვეული მიზეზებით (ფოსტით მიღებული საჩუქარი, საჯაროდ გადაცემული საჩუქარი) შეუძლებელი იყო საჩუქრის მიღებაზე უარის თქმა, მაშინ ის ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს მიღებული საჩუქრის დასახელება, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულება/ოდენობა, მიუთითოს მჩუქებლის ვინაობა, ხოლო აკრძალული საჩუქარი სამი სამუშაო დღის ვადაში გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო სააგენტოს.
1. ამ კანონის მიზნებისათვის, „საწარმოს კონტროლში“ იგულისხმება პირის (ორგანოს) უფლებამოსილება კონკრეტული საწარმოს (მეწარმის) მიმართ, რომ მან პირადად ან თავისი სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მეშვეობით შეამოწმოს საწარმოს (მეწარმის) საქმიანობა, ან დაუწესოს სამეწარმეო საქმიანობაში რაიმე შეზღუდვა ან შეღავათი, ანდა გასცეს ლიცენზია, სერტიფიკატი ან სხვაგვარი ნებართვა მის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით.
2. ამ კანონის მიზნებისათვის , „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირში (საჯარო მოხელეში )“ იგულისხმება ის პირი (საჯარო მოხელე ), რომლის მიერ გამოცემულ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებითაც თანამდებობის პირი უფლებამოსილია გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ , შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება , გააუქმოს აქტი .
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17
თანამდებობის პირს უფლება არა აქვს საჯაროსამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის საჯაროსამსახურებრივ უფლებამოსილებას.
თანამდებობის პირს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯაროსამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
1. თანამდებობის პირს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით.
2. თანამდებობის პირს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება.
3. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს მიიღოს რაიმე ანაზღაურება სახაზინო დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
1. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას უკავია თანამდებობა.
2. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს თავის ახლო ნათესავთან ან მის წარმომადგენელთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოხელემ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.
1. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს, ამასთან, უარი განაცხადოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე.
2. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ხელმძღვანელ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან სხვა თანამდებობის პირს აკისრებს ამ მოვალეობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ხელმძღვანელი ორგანოს) წერილობითი ნებართვის საფუძველზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებსა და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებზე.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
1. კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭოს ძირითადი ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი.
3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები და მეცნიერები.
5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.
6. საბჭოს უფლებამოსილებასა და მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3548-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.295
თავი III. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.
3. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
4. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.
5. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
6. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში რომელიმე სახაზინო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, იმ შემთხვევის გარდა, როცა იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე ან მზრუნველი.
7. თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა.
8. თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.
9. თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელ საბუთებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე კადრების შესაბამის სამსახურს.
10. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან:
ა) თუ მან ან მისი ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები;
ბ) თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თანამდებობის პირის მფლობელობაშია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება.
საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
თავი IV. ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება
1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები.
3. პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
4. პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმავე დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება არა უმეტეს სამი თვის ვადით, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
6. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე მდგომარეობით, ხოლო შემოსავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა წლის მდგომარეობით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონაცემები, რომლებიც ეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშს ან/და შენატანს, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც აღემატება 4 000 ლარს, შეიტანება დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით.
8. თანამდებობის პირი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ავსებს წელიწადში ერთხელ. თუ პირს შევსებული აქვს დეკლარაცია და, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ წარმოიშვა დეკლარაციის შევსების საფუძველი, თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის ხელმეორედ შევსების ვალდებულებისაგან.
9. საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 20 დღისა აფრთხილებს პირს ამის შესახებ და განუმარტავს მას დეკლარაციის დროულად წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ბრძანების გამოცემიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც საკადრო სამსახურის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიმართ გადაწყვეტილებას იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისგან.
საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4920-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.201
საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1179-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.53
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3548-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.295
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ :
ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) პირის სამსახური , დაკავებული თანამდებობა , სამსახურის მისამართი , ტელეფონის ნომერი ;
გ) პირის , მისი ოჯახის წევრების სახელი , გვარი , დაბადების ადგილი , წელი , თვე და რიცხვი , პირთან ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი ;
დ) პირის , მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება , უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა ; თუ ნივთი საერთო წილობრივ საკუთრებაში იმყოფება , უნდა მიეთითოს აგრეთვე პირის , მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა ), ქონების საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა ;
ე) პირის, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების , საბანკო ანგარიშის ან /და შენატანის , ნაღდი ფულადი თანხის გარდა ), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება , უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა ; თუ ნივთი საერთო წილობრივ საკუთრებაში იმყოფება , უნდა მიეთითოს აგრეთვე პირის , მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა );
ვ) პირის , მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები – ფასიანი ქაღალდის ემიტენტი , მესაკუთრის ვინაობა , ფასიანი ქაღალდის სახეობა , ნომინალი , რაოდენობა ;
ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი);
თ) პირის , მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა , რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა , ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში ;
ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის , მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა – სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე პირის ვინაობა , საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება , მონაწილეობის ფორმა , საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი , საწარმოს იურიდიული მისამართი , სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის დროის მონაკვეთი , საანგარიშო პერიოდში სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი ;
კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის , მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო , სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა – სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა , სამსახური , რომელშიც პირს უკავია /ეკავა თანამდებობა ან ასრულებს /ასრულებდა სამუშაოს , თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი , საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი ;
ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის , მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება , რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს (მათ შორის , წილის მინდობის ხელშეკრულება , ღირებულების მიუხედავად ) – ხელშეკრულების სახეობა , ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა , ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება , ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა , ორგანო , რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება , საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი ;
მ) პირის , მისი ოჯახის წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებული საჩუქარი , რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს – საჩუქრის მიმღების ვინაობა , საჩუქრის გადამცემი , გადამცემის მიმღებთან კავშირი , საჩუქრის სახეობა , საჩუქრის საბაზრო ღირებულება ;
ნ) საანგარიშო პერიოდში პირის , მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან /და გასავალი , რომლის ოდენობა (ღირებულება ) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს , ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან /და გასავლის გარდა – პირი , მისი ოჯახის წევრი , ვისაც ჰქონდა შემოსავალი ან /და გასავალი , შემოსავლის ან /და გასავლის სახეობა , შემოსავლის ან /და გასავლის ოდენობა (ღირებულება );
ო) საიდუმლო გრაფა – ქონების სახეობა (შინაარსი ) და ქონებასთან დაკავშირებული პირის , მისი ოჯახის წევრის ვინაობა , ქონებასთან პირის , მისი ოჯახის წევრის კავშირი , ქონების საბაზრო ღირებულება ან /და ოდენობა ;
პ) დეკლარაციის შევსების თარიღი.
საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2669-სსმI, №7, 09.03.2010წ., მუხ.28
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3548-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.295
საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157
1. (ამოღებულია).
2. თუ დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, ეს ინფორმაცია აისახება მხოლოდ დეკლარაციის სპეციალურ (საიდუმლო) გრაფაში, შესაბამისი წყაროდან მიღებული ქონების სახეობის (შინაარსის), ქონებასთან თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების კავშირის, ქონების საბაზრო ღირებულების ან/და ოდენობის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირმა დეკლარაციას უნდა დაურთოს მითითება იმ სამართლებრივ აქტზე, რომლის საფუძველზედაც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან არის სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია.
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243
1. დეკლარაციის მიღებას , შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობასა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლს უზრუნველყოფს , აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში – ბიურო ).
2. ამ კანონის მიზნებისთვის ბიურო უზრუნველყოფს :
ა) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას ;
ბ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას;
გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებასა და შენახვას ;
დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას ;
ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1179-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.53
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა დეკლარაციაში ასახული პირადი ნომრისა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის ნომრისა და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა.
2. არ შეიძლება დაწესდეს ან შეიქმნას რაიმე დაბრკოლება დეკლარაციის ასლის მისაღებად .
3. დეკლარაციის და დეკლარაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ბიუროში თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი
საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1439-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.167
საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243
თავი V. პასუხისმგებლობა კორუფციული სამართალდარღვევისათვის
1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით , რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ .
2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს თავმჯდომარე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით . პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არა უგვიანეს 30 დღისა . ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროში წარდგენის შემდეგ . ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან .
3. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას .
4. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების ) კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას . სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან . ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს დეკლარაცია .
5. თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნების ბრალეული დარღვევა , თუ იგი არ არის სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა , იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით .
6. თუ კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენი თანამდებობის პირი , რომლის მიმართაც ასეთი ქმედობისათვის გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა , გარდა თანამდებობიდან გათავისუფლებისა , წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ კორუფციულ სამართალდარღვევას , იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას .
საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მხილება – პირის (მამხილებლის) მიერ საჩივრის განმხილველი ორგანოს ინფორმირება საჯარო დაწესებულების, საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ კანონის ან საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესების დარღვევის შესახებ, რამაც ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესებს ან საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;
ბ) საჩივრის განმხილველი ორგანო – შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
1. ამ კანონით განსაზღვრული დაცვით სარგებლობს მხილება, რომელიც:
ა) არსებითად შეესაბამება სინამდვილეს და დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით;
ბ) გაკეთებულია კეთილსინდისიერად და იმის შეცნობით, რომ მხილება ხელს შეუწყობს კანონის ან საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესების დარღვევის გამოვლენასა და აღკვეთას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას, და დაცული სიკეთე აღემატება მხილებით გამოწვეულ ზიანს.
2. ამ კანონით განსაზღვრული დაცვით არ სარგებლობს მხილება, თუ:
ა) მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია არსებითად მცდარია, რაც მამხილებლისთვის წინასწარ იყო ან უნდა ყოფილიყო ცნობილი;
ბ) მამხილებელი მოქმედებს პირადი გამორჩენის მიღების მოტივით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაწესებული სპეციალური ჯილდოს გარდა.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
1. დაუშვებელია მამხილებლის დაშინება, შევიწროება, მასზე ზეწოლა ან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.
2. დაუშვებელია მოკვლევის დასრულებამდე მამხილებლის წინააღმდეგ დისციპლინური ან ადმინისტრაციული წარმოების, სამოქალაქო პროცესის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მხილების ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებით, აგრეთვე მამხილებლის გათავისუფლება ან დროებით ჩამოშორება დაკავებული თანამდებობიდან ან სამუშაო ადგილიდან, ასევე ლიცენზიის, გრანტის, ხელშეკრულების პირობების გაუარესება ან სამართლებრივი ურთიერთობის მოშლა მანამ, სანამ არ დადგინდება მამხილებლის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი.
3. თუ მამხილებლის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესი, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) დისციპლინური დევნა, სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესი არ არის დაკავშირებული იმ გარემოებებთან, რომლებშიც მამხილებელი ამხელს მხილებულს;
ბ) ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების და პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებისგან დაცვისათვის;
გ) ამ მუხლით განსაზღვრული დაცვით სარგებლობა მიზნად ისახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობას, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივებას.
4. მამხილებლის წინააღმდეგ სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესის თუ დისციპლინური წარმოების განხორციელებისას საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს, რომ:
ა) მამხილებლის წინააღმდეგ სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესის თუ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არ არის მხილების ფაქტი;
ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები მამხილებლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და პროცესი თანაბრად სამართლიანი იქნებოდა ნებისმიერი სხვა პირის მიმართაც.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, როდესაც მამხილებლის ან მხილების საქმეში მოწმის, აგრეთვე მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება საქმეში მონაწილეობის გამო, მამხილებელი და მოწმე უფლებამოსილი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
დაუშვებელია მხილების საჩივრის განხილვა იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია მხილების საჩივარი ან რომელიც პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არსებობს სხვა არსებითი, ობიექტური გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის მიუკერძოებლობას.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
1. მხილებულს უნდა ეცნობოს მის წინააღმდეგ მიმართული მხილების საჩივრისა და არსებული მტკიცებულებების შესახებ; უნდა მიეცეს მხილების საჩივარზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; მხილებულის პოზიცია უნდა აისახოს საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში.
2. მამხილებლისა და მოწმის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მხილებულს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მამხილებლისა და მოწმის ვინაობის შესახებ.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
1. საჩივრის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს უმოკლეს გონივრულ ვადაში, შესაბამისი კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი წესების არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. თუ მხილების საჩივრის განხილვის დასრულების შემდგომ გაირკვა, რომ ჩადენილი დარღვევა შესაძლებელია გახდეს მხილებულისთვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საჩივრის განმხილველი ორგანოები ვალდებული არიან მიმართონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
1. თუ მხილების საჩივარი მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს მხილების საჩივრით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების უშუალო ხელმძღვანელს.
2. თუ მხილების საჩივარი მიმართულია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ, მამხილებელს უფლება აქვს მხილების საჩივრით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ზემდგომ თანამდებობის პირს.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
1. საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს წერილობით და უნდა შეიცავდეს:
ა) მხილების ფაქტობრივი გარემოებების აღწერას;
ბ) გამოკვლეული მტკიცებულებების ჩამონათვალს და აღწერას;
გ) გადაწყვეტილების დასაბუთებას.
2. გადაწყვეტილება საჩივარზე არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით.
3. დაუშვებელია საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმ გარემოებებს, ფაქტებს, მტკიცებულებებს ან არგუმენტებს, რომლებიც არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი მხილების საჩივრის განხილვის პროცესში.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1997 წლის საშემოდგომო სესიის დამთავრებამდე საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის კანდიდატურა.
2. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატას, 1998 წლის 30 მარტამდე ჩამოაყალიბოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო.
3. დაევალოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს, 1998 წლის 30 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბიუროს დებულება.
4. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარემ დებულების დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში შეადგინოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც, ამ კანონის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების შევსება სავალდებულოა.
5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საარსებო მინიმუმის ოდენობის განსაზღვრამდე, ამ კანონის მიზნებისათვის, საარსებო მინიმუმი განისაზღვროს ასი ლარით.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ხარჯები“ ცალკე პუნქტად გამოყოს საქართველოს ბიუჯეტის კანონში.
7. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა პირებმა ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარადგინონ 1998 წლის 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე .
8. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, 1998 წლის 1 იანვრამდე გამოყოს შენობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს განსათავსებლად.
9. (ამოღებულია).
10. გაუქმდეს ამ კანონის დანართები – თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმები.
11. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ 2004 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ახალი ფორმები.
საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1453-პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ.56
საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3
საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
1. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას და თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის ვადა გაგრძელდეს 2007 წლის 1 ივლისამდე .
2. 2010 წლის 1 იანვრამდე ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და წარდგენა განხორციელდეს 2004 წლის 1 იანვრისათვის მოქმედი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმებით .
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1396-სსმI, №18. 27.04.2005წ., მუხ.113
საქართველოს 2006 წლის 26 აპრილის კანონი №2914-სსმI, სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.74
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5
საქართველოს 2008 წლის 29 თებერვლის კანონი №5781-სსმI, №2, 12.03.2008წ., მუხ.5
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1179-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.53
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო 2009 წლის 1 აგვისტოდან . სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ .
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს რეორგანიზაცია . ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს უფლებამონაცვლე .
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა .
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას .
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის .
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის .
7. 2009 წლის 1 აგვისტომდე თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ .
ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისისა, ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები – არა უგვიანეს 2010 წლის 1 აგვისტოსი.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2669-სსმI, №7, 09.03.2010წ., მუხ.28
თავი VII. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, IV თავის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის IV თავი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 17 ოქტომბერი.
№982–Iს
დოკუმენტის კომენტარები