საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 982
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.320.050.05.001.000.268
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
982
17/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
010.320.050.05.001.000.268
საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/03/2009 - 12/06/2009)

საქართველოს კანონი

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენის, აღკვეთისა და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებსა და სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებს.

    მუხლი 1

ეს კანონი ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

 

    მუხლი 2

ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი „თანამდებობის პირი“ გულისხმობს შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;

ვ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე;

ზ) საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო ინსპექციის უფროსი და მათი მოადგილეები;

თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

ი) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

კ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;

მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელები;

ნ) ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე, გამწვევი კომისიის რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის სამხედრო კომისრები;

ო) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტის, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების ხელმძღვანელები;

პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;

რ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი;

ს) (ამოღებულია).

ტ) (ამოღებულია).

უ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი;

ფ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილეები;

ქ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი) ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები;

ღ) რაიონისა და ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი), აგრეთვე ქალაქის რაიონის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი პირველი მოადგილეები;

ყ) მოსამართლე;

შ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;

ჩ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი.

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987-სსმI, №21(28),14.06.99 მუხ.103

საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1014-სსმ №24, 01.08.2001წ., მუხ.94

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3184-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.129

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4278-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.437

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4603-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.107

საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4818-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.172

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4861-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.190

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5249-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.319

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5470-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.381

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №486-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.202

    მუხლი 21

1. ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურე არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე პირი, რომელიც საქმიანობს სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებულ დაწესებულებაში.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურედ არ ჩაითვლება დამხმარე მოსამსახურე. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 22

1. ამ კანონის მიზნებისათვის, სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებული დაწესებულებებია:

ა) დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – ფონდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ბ.ა) რომლებიც ახორციელებენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ან სხვა საჯარო ფუნქციებს;

ბ.ბ) რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;

ბ.გ) რომელთა შემოსავლის წყარო არის კანონით დადგენილი;

ბ.დ) რომლებიც განკარგავენ მნიშვნელოვან სახელმწიფო ქონებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს და ყოველწლიურად ანახლებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

      მუხლი 3

1. „კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.

1. კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

  2. „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედობა, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგე-ბლობა.

3. „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში“ არის თანამდებობის პირის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან.

3. „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

 

4. „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.

5. „ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება“ არის დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების საკუთრებაში მიღების ფორმის დოკუმენტური ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება წყაროს მითითებით.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 4

ამ კანონის მიზნებისათვის:

ა) „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

ბ) „ახლო ნათესავში“ იგულისხმება პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები.

    მუხლი 5

ამ კანონის მიზნებისათვის:

ა) „საჩუქარი“ არის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონება ან ქონებრივი ვალდებულებისაგან განთავისუფლება, აგრეთვე იმ პირის მიერ აშკარად შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც ასეთი მომსახურებისათვის, ჩვეულებრივ, იღებს გასამრჯელოს;

ბ) სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო ან პრემია საჩუქრად არ ჩაითვლება.

3. თანამდებობის პირისათვის ახლო ნათესავის მიერ გადაცემული საჩუქარი, აგრეთვე სხვა პირის მიერ საჩუქრად გადაცემული ნაბეჭდი გამოცემები, გარდა ისტორიული ან ბიბლიოგრაფიული ღირებულების მქონე გამოცემებისა, ამ კანონის მიხედვით, შეზღუდვას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 5

1. ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს.

2. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

3. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 51

ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქრად“ არ ჩაითვლება:

ა) სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო, პრემია;

ბ) „დიპლომატიური საჩუქარი“, რომელიც გადაეცემა საჯარო მოსამსახურეს ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტის დროს პროტოკოლით გათვალისწინებული წესით და რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს;

გ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულების მიერ საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის პირად საკუთრებაში გადაცემული სიმბოლური ნიშანი ან სუვენირი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს და რომელიც მიღებულია ერთი წყაროდან ოფიციალური ღონისძიების ჩატარების დროს;

დ) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც არ წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს;

ე) საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება;

ვ) საჩუქრად გადაცემული ნაბეჭდი გამოცემები, გარდა იმ კულტურული ფასეულობებისა, რომლებიც გათვალისწინებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

    მუხლი 52

თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ მოთხოვნებს ან/და გარკვეული მიზეზებით (ფოსტით მიღებული საჩუქარი, საჯაროდ გადაცემული საჩუქარი) შეუძლებელი იყო საჩუქრის მიღებაზე უარის თქმა, მაშინ ის ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს მიღებული საჩუქრის დასახელება, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულება/ოდენობა, მიუთითოს მჩუქებლის ვინაობა, ხოლო აკრძალული საჩუქარი სამი სამუშაო დღის ვადაში გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო სააგენტოს. ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

    მუხლი 6

1. ამ კანონის მიზნებისათვის, „საწარმოს კონტროლში“ იგულისხმება პირის (ორგანოს) უფლებამოსილება კონკრეტული საწარმოს (მეწარმის) მიმართ, რომ მან პირადად ან თავისი სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მეშვეობით შეამოწმოს საწარმოს (მეწარმის) საქმიანობა, ან დაუწესოს სამეწარმეო საქმიანობაში რაიმე შეზღუდვა ან შეღავათი, ანდა გასცეს ლიცენზია, სერტიფიკატი ან სხვაგვარი ნებართვა მის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირში (საჯარო მოხელეში)“ იგულისხმება ის პირი (საჯარო მოხელე), რომლის მიერ გამოცემულ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებითაც თანამდებობის პირი უფლებამოსილია გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ, შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება, გააუქმოს აქტი.

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

თავი II

მოქმედების შეზღუდვა

    მუხლი 7

თანამდებობის პირს უფლება არა აქვს საჯაროსამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის საჯაროსამსახურებრივ უფლებამოსილებას.

    მუხლი 8

თანამდებობის პირს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯაროსამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 9

1. თანამდებობის პირს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით.

2. თანამდებობის პირს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება.

3. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს მიიღოს რაიმე ანაზღაურება სახაზინო დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

    მუხლი 10

1. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას უკავია თანამდებობა.

2. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს თავის ახლო ნათესავთან ან მის წარმომადგენელთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოხელემ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.

    მუხლი 11

1. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს, ამასთან, უარი განაცხადოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე.

2. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ხელმძღვანელ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან სხვა თანამდებობის პირს აკისრებს ამ მოვალეობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ხელმძღვანელი ორგანოს) წერილობითი ნებართვის საფუძველზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებსა და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებზე.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 12 (ამოღებულია)(ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

1. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება აქვთ მიიღონ საჩუქარი, თუ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულება არ აღემატება საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობას ოჯახის თითოეულ წევრზე.

2. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ პირად საკუთრებაში მიიღონ საჩუქარი საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან ან დაწესებულებისგან ან საერთაშორისო ორგანიზაციისგან ან მათი წარმომადგენლობებისგან და წარმომადგენლებისგან, ასევე სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირებისგან, თუ მისი ღირებულება აღემატება საარსებო მინიმუმის ოდენობის ნახევარს. ასეთი წყაროებიდან მიღებული და ზემოაღნიშნულზე მეტი ღირებულების საჩუქარი გადაცემის მომენტიდან ან იმ მომენტიდან, როცა თანამდებობის პირმა ან მისი ოჯახის წევრმა შეიტყო მისთვის საჩუქრის გადაცემის შესახებ, 72 საათის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ხაზინას. შესაბამისმა საჯარო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს საჩუქრის გადაცემის შესახებ ინფორმაციის საჯარო რეესტრში შეტანა.

3. თუ თანამდებობის პირს ან/და მისი ოჯახის წევრს ახლო ნათესავი გადასცემს საჩუქრებს, რომელთა საერთო ღირებულება ერთი წლის განმავლობაში აღემატება საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობას, თანამდებობის პირი თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარადგენს გადაცემული საჩუქრების დასახელებას, ღირებულებას/ოდენობას და მიუთითებს მჩუქებლის ვინაობას.

4.(ამორებულია).

5. თუ საჩუქრის ღირებულების დასადგენად საჭიროა სპეციალური შეფასება, იანგარიშება მისი მიახლოებითი (ათპროცენტიანი ცდომილების ფარგლებში) საბაზრო ღირებულება.

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

თავი III

თანამდებობრივი შეუთავსებლობა

    მუხლი 13

1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2 . თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

3 . თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

4 . თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

5 . თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.

6 . თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში რომელიმე სახაზინო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, იმ შემთხვევის გარდა, როცა იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე ან მზრუნველი.

7. თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა.

8 . თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.

9 . თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელ საბუთებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე კადრების შესაბამის სამსახურს.

10. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან:

ა) თუ მან ან მისი ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები;

ბ) თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თანამდებობის პირის მფლობელობაშია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება.

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

თავი IV

ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება

    მუხლი 14

1. თანამდებობაზე გამწესებიდან ერთი თვის ვადაში პირი ვალდებულია შეავსოს და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო დეკლარაციის დამოწმებულ ასლს გადასცემს თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოს/ორგანოებს, თანამდებობის პირს.

2. თანამდებობის პირი, რომელიც წლის განმავლობაში გამწესდება სხვა თანამდებობაზე (სხვა დაწესებულებაში), თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მან თანამდებობის დატოვებისას დეკლარაცია შეავსო ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

3. პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმავე დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება არა უმეტეს სამი თვის ვადით, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

4. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი, გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

5. თანამდებობის პირი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ვალდებულია ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების თარიღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები.

6. პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი თანამდებობაზე გამწესდება თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის ვადაში.

7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე, ხოლო შემოსავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა კალენდარული წლის მდგომარეობით.

8. ამ მუხლით დადგენილ ვადებში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შეუვსებლობისა და წარუდგენლობის შემთხვევაში თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე პირს განუსაზღვრავს ათდღიან დამატებით ვადას დეკლარაციის შევსებისა და წარდგენისათვის და წერილობით აფრთხილებს ამ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. დამატებითი ვადა აითვლება პირისათვის გაფრთხილების ოფიციალური გაცნობიდან.

9. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეივსება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

 

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4920-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.201

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157

    მუხლი 15

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ:

ა) პირის სახელი, გვარი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი;

ბ) პირის სამსახური, დაკავებული თანამდებობა, სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომერი;

გ) პირის, მისი ოჯახის წევრების სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, პირთან ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი;

დ) პირის, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა; თუ ნივთი საერთო წილობრივ საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), ქონების საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა;

ე) პირის, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა; თუ ნივთი საერთო წილობრივ საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა);

ვ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები – ფასიანი ქაღალდის ემიტენტი, მესაკუთრის ვინაობა, ფასიანი ქაღალდის სახეობა, ნომინალი, რაოდენობა;

ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება აქვს პირს, მისი ოჯახის წევრს – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების რეკვიზიტები, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე რიცხული თანხა;

თ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა, ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში;

ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა – სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე პირის ვინაობა, საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, მონაწილეობის ფორმა, საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, საწარმოს იურიდიული მისამართი, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის დროის მონაკვეთი, საანგარიშო პერიოდში სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი;

კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა – სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება, ღირებულების მიუხედავად) – ხელშეკრულების სახეობა, ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი;

მ) პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს – საჩუქრის მიმღების ვინაობა, საჩუქრის გადამცემი, გადამცემის მიმღებთან კავშირი, საჩუქრის სახეობა, საჩუქრის საბაზრო ღირებულება;

ნ) საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს, ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან/და გასავლის გარდა – პირი, მისი ოჯახის წევრი, ვისაც ჰქონდა შემოსავალი ან/და გასავალი, შემოსავლის ან/და გასავლის სახეობა, შემოსავლის ან/და გასავლის ოდენობა (ღირებულება);

ო) საიდუმლო გრაფა – ქონების სახეობა (შინაარსი) და ქონებასთან დაკავშირებული პირის, მისი ოჯახის წევრის ვინაობა, ქონებასთან პირის, მისი ოჯახის წევრის კავშირი, ქონების საბაზრო ღირებულება ან/და ოდენობა;

პ) დეკლარაციის შევსების თარიღი და პირის ხელმოწერა.

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157

    მუხლი 16 (ამოღებულია).

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157

    მუხლი 17

1. (ამოღებულია).

2. თუ დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, ეს ინფორმაცია აისახება მხოლოდ დეკლარაციის სპეციალურ (საიდუმლო) გრაფაში, შესაბამისი წყაროდან მიღებული ქონების სახეობის (შინაარსის), ქონებასთან თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების კავშირის, ქონების საბაზრო ღირებულების ან/და ოდენობის  მითითებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეკლარაციის შემვსებმა დეკლარაციას უნდა დაურთოს წერილობითი მითითება იმ სამართლებრივ აქტზე, რომლის საფუძველზეც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია.

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 18

1. დეკლარაციის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციების დროულად ჩაბარებაზე კონტროლის უზრუნველყოფის, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების მიზნით იქმნება თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო (შემდგომში – ბიურო), რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ბიურო უზრუნველყოფს:

ა) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას;

ბ) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღებას;

გ) შევსებული დეკლარაციის მიღებასა და შენახვას;

დ) დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას;

ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ვ) კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. ბიუროს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს მისი დებულება, რომელსაც ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. ბიუროს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს მისი დებულება, რომელსაც ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 19

1. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა დეკლარაციის პირველი გვერდისა და საიდუმლო გრაფისა.

2. არ შეიძლება დაწესდეს ან შეიქმნას რაიმე დაბრკოლება დეკლარაციის ასლის მისაღებად.

3. დეკლარაციის და დეკლარაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ბიუროში თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1439-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.167

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157

თავი V

პასუხისმგებლობა კორუფციული სამართალდარღვევისათვის

    მუხლი 20

1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.

2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს თავმჯდომარე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არა უგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროში წარდგენის შემდეგ. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

3. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

4. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს დეკლარაცია.

5. თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნების ბრალეული დარღვევა, თუ იგი არ არის სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

6. თუ კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენი თანამდებობის პირი, რომლის მიმართაც ასეთი ქმედობისათვის გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან გათავისუფლებისა, წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ კორუფციულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას.

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157

თავი V1

 მამხილებლის დაცვა (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

                                            საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 201

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მხილება – პირის (მამხილებლის) მიერ საჩივრის განმხილველი ორგანოს ინფორმირება საჯარო დაწესებულების, საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ კანონის ან საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესების დარღვევის შესახებ, რამაც ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესებს ან საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;

ბ) საჩივრის განმხილველი ორგანო – შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

  საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 202

1. ამ კანონით განსაზღვრული დაცვით სარგებლობს მხილება, რომელიც:

ა) არსებითად შეესაბამება სინამდვილეს და დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით;

ბ) გაკეთებულია კეთილსინდისიერად და იმის შეცნობით, რომ მხილება ხელს შეუწყობს კანონის ან საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესების დარღვევის გამოვლენასა და აღკვეთას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას, და დაცული სიკეთე აღემატება მხილებით გამოწვეულ ზიანს.

2. ამ კანონით განსაზღვრული დაცვით არ სარგებლობს მხილება, თუ:

ა) მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია არსებითად მცდარია, რაც მამხილებლისთვის წინასწარ იყო ან უნდა ყოფილიყო ცნობილი;

ბ) მამხილებელი მოქმედებს პირადი გამორჩენის მიღების მოტივით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაწესებული სპეციალური ჯილდოს გარდა. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

  საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

 

    მუხლი 203

1. დაუშვებელია მამხილებლის დაშინება, შევიწროება, მასზე ზეწოლა ან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.

2. დაუშვებელია მოკვლევის დასრულებამდე მამხილებლის წინააღმდეგ დისციპლინური ან ადმინისტრაციული წარმოების, სამოქალაქო პროცესის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მხილების ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებით, აგრეთვე მამხილებლის გათავისუფლება ან დროებით ჩამოშორება დაკავებული თანამდებობიდან ან სამუშაო ადგილიდან, ასევე ლიცენზიის, გრანტის, ხელშეკრულების პირობების გაუარესება ან სამართლებრივი ურთიერთობის მოშლა მანამ, სანამ არ დადგინდება მამხილებლის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი.

3. თუ მამხილებლის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესი, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) დისციპლინური დევნა, სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესი არ არის დაკავშირებული იმ გარემოებებთან, რომლებშიც მამხილებელი ამხელს მხილებულს;

ბ) ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელებისა და სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოებების გამჟღავნებისგან დაცვისათვის;

გ) ამ მუხლით განსაზღვრული დაცვით სარგებლობა მიზნად ისახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობას, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივებას.

4. მამხილებლის წინააღმდეგ სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესის თუ დისციპლინური წარმოების განხორციელებისას საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს, რომ:

ა) მამხილებლის წინააღმდეგ სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პროცესის თუ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არ არის მხილების ფაქტი;

ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები მამხილებლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და პროცესი თანაბრად სამართლიანი იქნებოდა ნებისმიერი სხვა პირის მიმართაც. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

  საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 204

განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, როდესაც მამხილებლის ან მხილების საქმეში მოწმის, აგრეთვე მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება საქმეში მონაწილეობის გამო, მამხილებელი და მოწმე უფლებამოსილი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)   საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 205

დაუშვებელია მხილების საჩივრის განხილვა იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია მხილების საჩივარი ან რომელიც პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არსებობს სხვა არსებითი, ობიექტური გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის მიუკერძოებლობას. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

 

    მუხლი 206

1. მხილებულს უნდა ეცნობოს მის წინააღმდეგ მიმართული მხილების საჩივრისა და არსებული მტკიცებულებების შესახებ; უნდა მიეცეს მხილების საჩივარზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; მხილებულის პოზიცია უნდა აისახოს საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში.

2. მამხილებლისა და მოწმის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მხილებულს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მამხილებლისა და მოწმის ვინაობის შესახებ. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 207

1. საჩივრის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს უმოკლეს გონივრულ ვადაში, შესაბამისი კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი წესების არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. თუ მხილების საჩივრის განხილვის დასრულების შემდგომ გაირკვა, რომ ჩადენილი დარღვევა შესაძლებელია გახდეს მხილებულისთვის სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საჩივრის განმხილველი ორგანოები ვალდებული არიან მიმართონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

    მუხლი 208

1. თუ მხილების საჩივარი მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს მხილების საჩივრით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების უშუალო ხელმძღვანელს.

2. თუ მხილების საჩივარი მიმართულია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ, მამხილებელს უფლება აქვს მხილების საჩივრით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ზემდგომ თანამდებობის პირს. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

 

    მუხლი 209

1. საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს წერილობით და უნდა შეიცავდეს:

ა) მხილების ფაქტობრივი გარემოებების აღწერას;

ბ) გამოკვლეული მტკიცებულებების ჩამონათვალს და აღწერას;

გ) გადაწყვეტილების დასაბუთებას.

2. გადაწყვეტილება საჩივარზე არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით.

3. დაუშვებელია საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმ გარემოებებს, ფაქტებს, მტკიცებულებებს ან არგუმენტებს, რომლებიც არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი მხილების საჩივრის განხილვის პროცესში. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან)

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

 

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 21

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1997 წლის საშემოდგომო სესიის დამთავრებამდე საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის კანდიდატურა.

2. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატას, 1998 წლის 30 მარტამდე ჩამოაყალიბოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო.

3. დაევალოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს, 1998 წლის 30 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბიუროს დებულება.

4. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარემ დებულების დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში შეადგინოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც, ამ კანონის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების შევსება სავალდებულოა.

5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საარსებო მინიმუმის ოდენობის განსაზღვრამდე, ამ კანონის მიზნებისათვის, საარსებო მინიმუმი განისაზღვროს ასი ლარით.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ხარჯები“ ცალკე პუნქტად გამოყოს საქართველოს ბიუჯეტის კანონში.

7. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა პირებმა ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარადგინონ 1998 წლის 15 აგვისტოდან  1 დეკემბრამდე.

8. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, 1998 წლის 1 იანვრამდე გამოყოს შენობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს განსათავსებლად.

9. (ამოღებულია).

10. გაუქმდეს ამ კანონის დანართები – თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმები.

11. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ 2004 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ახალი ფორმები.

საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1453-პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ.56

საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

    მუხლი 211

1. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას და თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის ვადა გაგრძელდეს 2007 წლის      1 ივლისამდე.

2. 2010 წლის 1 იანვრამდე ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და წარდგენა განხორციელდეს 2004 წლის 1 იანვრისათვის მოქმედი ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმებით.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1396-სსმI, №18. 27.04.2005წ., მუხ.113

საქართველოს 2006 წლის 26 აპრილის კანონი №2914-სსმI, სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.74

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5

საქართველოს 2008 წლის 29 თებერვლის კანონი №5781-სსმI, №2, 12.03.2008წ., მუხ.5

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 22

1. ეს კანონი, IV თავის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის IV თავი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 17 ოქტომბერი.

№982–Iს

შეტანილი ცვლილებები :

1. საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1453-პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ.56

2. საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3

3. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56

4. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17

5. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63

6. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987-სსმI, №21(28),14.06.99 მუხ.103

7. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.240

8. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1014-სსმ №24, 01.08.2001წ., მუხ.94

9. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399-სსმI, №10, 13.05.2002წ., მუხ.44

10. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25

11.საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1396-სსმI, №18. 27.04.2005წ., მუხ.113

12.საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1439-სსმI, №25, 02.06.2005წ., მუხ.167

13.საქართველოს 2006 წლის 26 აპრილის კანონი №2914-სსმI, სსმI, №10, 28.04.2006წ., მუხ.74

14.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3184-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.129

15.საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3242-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.185

16.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4278-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.437

17.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5

18.საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4603-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.107

19.საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4818-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.172

20.საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4861-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.190

21. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4920-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.201

22.საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5249-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.319

23.საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5470-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.381

24.საქართველოს 2008 წლის 29 თებერვლის კანონი №5781-სსმI, №2, 12.03.2008წ., მუხ.5

25.საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №311-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ.157

26.საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №486-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.202

27.საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40

72. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4931-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 71. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4592-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 70. 01/05/2019 - საქართველოს კანონი - 4527-IIს - ვებგვერდი, 02/05/2019 69. 04/04/2019 - საქართველოს კანონი - 4462-IIს - ვებგვერდი, 11/04/2019 68. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4403-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 67. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4245-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 66. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4097-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 65. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3889-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 64. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3822-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 63. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3268-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 62. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3287-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 61. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3305-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 60. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2760-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 59. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2272-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 58. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2044-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 57. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1708-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 56. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 758-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 55. 08/02/2017 - საქართველოს კანონი - 262-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 54. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 193-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 53. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 157-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 52. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4358-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 51. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3932-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 50. 28/05/2015 - საქართველოს კანონი - 3614-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 49. 04/03/2015 - საქართველოს კანონი - 3129-IIს - ვებგვერდი, 23/03/2015 48. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2643-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 47. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2361-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 46. 02/04/2014 - საქართველოს კანონი - 2172-IIს - ვებგვერდი, 14/04/2014 45. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1973-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1950-IIს - ვებგვერდი, 17/02/2014 43. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1801-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 42. 29/11/2013 - საქართველოს კანონი - 1666-Iს - ვებგვერდი, 16/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1593-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 40. 13/11/2013 - საქართველოს კანონი - 1526-Iს - ვებგვერდი, 22/11/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 39. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1261-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 29/06/2012 - საქართველოს კანონი - 6612-რს - ვებგვერდი, 12/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 36. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 35. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6174-რს - ვებგვერდი, 29/05/2012 34. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5129-IIს - ვებგვერდი, 111027013, 27/10/2011 33. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4675-Iს - სსმ, 12, 14/07/2008 32. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3548 - სსმ, 46, 04/08/2010 31. 23/02/2010 - საქართველოს კანონი - 2669 - სსმ, 7, 09/03/2010 30. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2226 - სსმ, 45, 21/12/2009 29. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1277 - სსმ, 13, 02/07/2007 28. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1179 - სსმ, 12, 29/06/2009 27. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1157 - სსმ, 9, 13/04/2009 26. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 486 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 311 - სსმ, 24, 20/10/2008 24. 29/02/2008 - საქართველოს კანონი - 5781 - სსმ, 2, 12/03/2008 23. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5470 - სსმ, 40, 03/12/2007 22. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5249 - სსმ, 29, 27/07/2007 21. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4920 - 20. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4861 - სსმ, 22, 19/06/2007 19. 25/05/2007 - საქართველოს კანონი - 4818 - სსმ, 19, 01/06/2007 18. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4603 - სსმ, 11, 10/04/2007 17. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4295 - სსმ, 1, 03/01/2007 16. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4278 - სსმ, 51, 31/12/2006 15. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3242 - სსმ, 24, 29/06/2006 14. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3184 - სსმ, 17, 30/05/2006 13. 26/04/2006 - საქართველოს კანონი - 2914 - სსმ, 10, 28/04/2006 12. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1439 - სსმ, 25, 02/06/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 22/04/2005 - საქართველოს კანონი - 1396 - სსმ, 18, 27/04/2005 10. 13/02/2004 - საქართველოს კანონი - 3314 - სსმ, 6, 09/03/2004 9. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 8. 20/07/2001 - საქართველოს კანონი - 1014 - სსმ, 24, 01/08/2001 7. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 6. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1987 - სსმ, 21(28), 14/06/1999 5. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1934 - სსმ, 15(22), 14/05/1999 4. 05/02/1999 - საქართველოს კანონი - 1801 - სსმ, 3(10), 19/02/1999 3. 13/12/1998 - საქართველოს კანონი - 1733 - სსმ, 7, 31/12/1998 2. 01/10/1998 - საქართველოს კანონი - 1558 - სსმ, 2, 26/10/1998 1. 12/06/1998 - საქართველოს კანონი - 1453 - სსმ, 23-24, 30/06/1998
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.