საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი

  • Word
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 28/06/1973
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1971
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
28/06/1973
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1971
270.000.000.05.001.000.000
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (11/06/1986 - 24/06/1986)

კანონი

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი და სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1973 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შესაბამისი გახადოს ამ კოდექსისა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე         გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                   ზ. კვაჭაძე

თბილისი, 1973 წლის 28 ივნისი.

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი

დიდმა ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ მოსპო ექსპლუატაციისა და ჩაგვრის წყობილება. ექსპლუატატორებისათვის საუკუნეობრივი მონური შრომის შემდეგ მშრომელებმა პირველად მიიღეს შესაძლებლობა იმუშაონ თავიანთთვის, თავიანთი საზოგადოებისათვის.

სოციალიზმის გამარჯვების შემდეგ საბჭოთა კავშირში მთლიანად და სამუდამოდ მოისპო ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია. სსრ კავშირში, რომლის შემადგენლობაშიც შედის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან ნებაყოფლობითი გაერთიანების და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, შრომის საზოგადოებრივი ორგანიზაციის საფუძველია სოციალისტური საკუთრება, რითაც იწყება მშრომელი ადამიანის უკეთესი ცხოვრებისათვის თავისუფალი შრომის ეპოქა. ექსპლუატაციისაგან შრომის თავისუფლება, რაც გარანტირებულია სოციალისტური წყობილებით, პიროვნების ნამდვილი თავისუფლების ძირითადი პირობაა.

სოციალისტურ საზოგადოებაში, სადაც არ არიან ექსპლუატატორები და ექსპლუატირებულნი, შრომა საყოველთაოა საზოგადოების ყველა შრომისუნარიანი წევრისათვის და ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია შრომის შესაძლებლობით. სსრ კავშირში მოქმედებს სოციალიზმის პრინციპი: „თითოეულისაგან – მისი უნარის მიხედვით, თითოეულს – მისი შრომის მიხედვით“. შრომა თითოეული შრომისუნრიანი მოქალაქის მოვალეობა და მორალური ვალდებულებაა თანახმად პრინციპისა: „ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს“.

სოციალისტური საზოგადოებრივი წყობილება წარმოქმნის შრომის უკეთესი შედეგით, საზოგადოებრივი წარმოების განუწყვეტლივ განვითარებისა და სრულყოფით ადამიანთა მატერიალურ და მორალურ დაინტერესებას. სოციალისტური წარმოების ზრდა უზრუნველყოფს საბჭოთა ხალხის მატერიალური კეთილდღეობისა და კულტურული დონის განუხრელი ამაღლების მტკიცე ბაზას. საბჭოთა სახელმწიფო სრულყოფს შრომის მატერიალური და მორალური სტიმულირების ფორმებს და ყოველი ღონისძიებით უწყობს ხელს მშრომელთა მასობრივი სოციალისტური შეჯიბრებისა და შრომისადმი კომუნისტური დამოკიდებულებისათვის მოძრაობის განვითარებას.

კომუნიზმის აშენების უმნიშვნელოვანესი პირობაა შრომის მაღალი ნაყოფიერების მიღწევა, საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის ამაღლება. ამ ამოცანის გადაწყვეტა მოითხოვს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებას მთელ სახალხო მეურნეობაში, მშრომელთა კულტურულ-ტექნიკური მომზადების განუხრელ ზრდას, მათი შრომის ორგანიზებულობისა და დისციპლინიანობის დონის ამაღლებას.

სსრ კავშირში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი შეხამებულია მოსახლეობის მთლიან დასაქმებასთან და ხელს უწყობს შრომის ძირეულ შემსუბუქებას, სამუშაო კვირის შემცირებას, მძიმე ფიზიკური და ყოველგვარი არაკვალიფიციური შრომის ლიკვიდაციას. მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესთან ერთად მიმდინარეობს პროცესი ადამიანთა საწარმოო საქმიანობაში გონებრივი და ფიზიკური შრომის თანდათანობითი ორგანული შერწყმისა. უფასო სპეციალური და პროფესიულ-ტექნიკური განათლების განხორციელება ფართო მასშტაბით უზრუნველყოფს სამუშაოსა და პროფესიის თავისუფალ არჩევას საზოგადოების ინტერესთა გათვალისწინებით.

მშრომელთა ჯანმრთელობის დაცვა, უსაფრთხო შრომის პირობები, პროფესიულ დაავადებათა და საწარმოო ტრავმატიზმის ლიკვიდაცია საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.

საბჭოთა საზოგადოებაში სახალხო დეპუტატთა საბჭოებისა და მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების საშუალებით მშრომელები მართავენ საწარმოებს, რომლებიც სახელმწიფო (საერთო-სახალხო) საკუთრებაა. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში მუშათა და მოსამსახურეთა ჩაბმის საქმეში უდიდეს როლს ასრულებენ პროფესიული კავშირები.

სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქრთველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად მოქალაქეებს ეროვნებისა და რასის მიუხედავად, უზრუნველყოფილი აქვთ თანასწორუფლებიანობა შრომაში. სსრ კავშირში ქალს აქვს მამაკაცთან თანაბარი უფლებები შრომის, შრომის ანაზღაურების, დასვენებისა და სოციალური უზრუნველყოფისა.

მოქალაქეთა შრომითს უფლებებს იცავს კანონი. შრომითი უფლებების დაცვას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები, აგრეთვე პროფესიული კავშირები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის ამოცანები

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი აწესრიგებს ყველა მუშისა და მოსამსახურის შრომით ურთიერთობებს, ხელს უწყობს შრომის ნაყოფიერების ზრდას, საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას და ამ საფუძველზე მშრომელთა ცხოვრების მატერიალური და კულტურული დოის ამაღლებას, შრომის დისციპლინის განმტკიცებას და საზგადოების საკეთილდღეო შრომის თანდათან გადაქცევას თითოეული შრომისუნარიანი ადამიანის პირველივე სასიცოცხლო მოთხოვნილებად.

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი აწესებს შრომის პირობების მაღალ დონეს, მუშათა და მოსამსახურეთა შრომითი უფლებების ყოველმხრივ დაცვას.

    მუხლი 2. მუშათა და მოსამსახურეთა ძირითადი შრომითი უფლებანი და მოვალეობანი

სსრ კავშირის მოქალაქეთა შრომის უფლებას, – ანუ უფლებას, მიიღონ გარანტირებული სამუშაო შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისი ანაზღაურებით, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, – მათ შორის უფლებას, აირჩიონ პროფესია, საქმიანობისა და სამუშაოს სახეობა მოწოდების, უნარის, პროფესიული მომზადების, განათლების შესაბამისად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, უზრუნველყოს მეურნეობის სოციალისტური სისტემა, საწარმოო ძალების განუხრელი ზრდა, უფასო პროფესიული სწავლება, შრომითი კვალიფიკაციის ამაღლება და ახალ სპეციალობათა სწავლება, პროფესიული ორიენტაციისა და შრომითი მოწყობის სისტემათა განვითარება.

მუშები და მოსამსახურეები შრომის უფლებას ახორციელებენ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში მუშაობის შესახებ შრომის ხელშეკრულების დადების გზით.

მუშებსა და მოსამსახურეებს აქვთ დასვენების უფლება სამუშაო დღის და სამუშაო კვირის შემცირებისა და ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ კანონების შესაბამისად, აქვთ უფლება ჯანსაღი და უსაფრთხო შრომის პირობებისა, პროფესიულ კავშირებში გაერთიანებისა, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში მონაწილეობისა, მოხუცებულობაში, აგრეთვე ავადმყოფობისა, შრომის უნარის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით სახელმწიფო სახსრებით მატერიალური უზრუნველყოფისა.

ყველა მუშისა და მოსამსახურის მოვალეობაა დაიცვას შრომის დისციპლინა, გაუფრთხილდეს სახალხო დოვლათს, შეასრულოს შრომის ნორმები, რომელსაც სახელმწიფო აწესებს პროფესიული კავშირების მონაწილეობით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 3. კოლმეურნეობის წევრთა შრომის მოწესრიგება

კოლმეურნეობის წევრთა შრომას აწესრიგებს კოლმეურნეობის წესდება, რომელიც მიღებულია სანიმუშო წესდების საფუძველზე და მის შესაბამისად, აგრეთვე სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა, რომელიც კოლმეურნეობებს ეხება.

    მუხლი 4. სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ შრომის კანონმდებლობა

სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ შრომის კანონმდებლობა შედგება სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებისა და ამის შესაბამისად მიღებულ სსრ კავშირის შრომის კანონმდებლობის სხვა აქტების, საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსისა და შრომის კანონმდებლობის სხვა აქტებისაგან.

მუშათა და მოსამსახურეთა შრომას იმ საკითხში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებით, საქართველოს სსრ რესპუბლიკაში აწესრიგებს:

სსრ კავშირის კანონმდებლობა;

სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა;

საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კომპეტენციის გამიჯვნა მუშათა და მოსამსახურეთა შრომის მოწესრიგების დარგში ხდება სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების 107-ე მუხლისა და სხვა მუხლების მიხედვით (ამ კოდექსის 246-ე მუხლი და სხვა მუხლები).

მუშათა და მოსამსახურეთა შრომის საკითხებს, რომლებიც გათვალისწინებული არ არის სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებით, აწესრიგებს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ შრომის კანონმდებლობის სხვა აქტები.

    მუხლი 5. საქართველოს სსრ ტერიტორიაზე სხვა მოკავშირე რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობის გამოყენება

თუ საქართველოს სსრ ტერიტორიაზე განიხილება საკითხი მუშათა და მოსამსახურეთა იმ უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების შესახებ, რომლებიც წარმოიშვნენ სხვა მოკავშირე რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობა.

    მუხლი 6. შრომის ხელშეკრულების იმ პირობათა ბათილობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შრომის კანონმდებლობას

შრომის ხელშეკრულების პირობები, რომლებიც აუარესებენ მუშათა და მოსამსახურეთა მდგომარეობას სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ შრომის კანონმდებლობასთან შედარებით, ან სხვა მხრივ ეწინააღმდეგებიან ამ კანონმდებლობას, – ბათილია.

თავი II

კოლექტიური ხელშეკრულება

 მუხლი 7. კოლექტიური ხელშეკრულების დადება

შრომითი კოლექტივის სახელით საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან კოლექტიურ ხელშეკრულებას დებს საწარმოს, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი.

კოლექტიური ხელშეკრულების დადებას წინ უძღვის მისი პროექტის განხილვა შრომითი კოლექტივის კრებებზე (კონფერენციებზე), რომლიც იღებს გადაწყვეტილებას და რწმუნებას აძლევს საწარმოს, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას.

კოლექტიური ხელშეკრულება დაიდება ყოველწლიურად, წერილობით და რეგისტრაციას არ საჭიროებს.

კოლექტიური ხელშეკრულება უნდა გაეცნოს საწარმოს, ორგანიზაციის ყველა მუშასა და მოსამსახურეს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 8. კოლექტიური ხელშეკრულების შინაარსი

კოლექტიური ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მოცემული საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ ძირითად დებულებებს შრომისა და ხელფასის საკითხებზე, აგრეთვე დებულებებს სამუშაო დროის, დასვენების დროის, შრომის ანაზღაურების, მატერიალური სტიმულირების და შრომის დაცვის შესახებ, რომლებიც შემუშავებულია ადმინისტრაციისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტიმიერ მათთვის მინიჭებული უფლების ფარგლებში და რომელთაც აქვთ ნორმატიული ხასიათი.

კოლექტიური ხელშეკრულება აწესებს ადმინისტრაციისა და მუშა-მოსამსახურეთა კოლექტივის ურთიერთვალდებულებებს საწარმოო გეგმების შესრულების, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის სრულყოფის, ახალი ტექნიკის დანერგვის და შრომის ნაყოფიერების ამაღლების, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და თვითღირებულების შემცირების, სოციალისტური შეჯიბრების განვითარების, საწარმოო და შრომის დისციპლინის განმტკიცების და უშუალო წარმოებაში კადრების კვალიფიკაციის ამაღლების და მომზადების შესახებ.

კოლექტიური ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ადმინისტრაციისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის ვალდებულებებს საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების მართვაში მუშა-მოსამსახურეთა ჩაბმის, შრომის ნორმირების, შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების ფორმათა სრულყოფის, შრომის დაცვის, წარმოების მოწინავეთათვის შეღავათებისა და უპირატესობის მინიჭების, მშრომელთა საბინაო პირობებისა და კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურების გაუმჯობესების, აღმზრდელობითი და კულტურულ-მასობრივი მუშაობის განვითარების თაობაზე.

კოლექტიური ხელშეკრულების დებულებანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შრომის კანონმდებლობას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 9. კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედება

კოლექტიური ხელშეკრულება ვრცელდება საწარმოს, ორგანიზაციის ყველა მუშასა და მოსამსახურეზე მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი პროფესიული კავშირის წევრები.

    მუხლი 10. კოლექტიური ხელშეკრულების ძალაში შესვლა

კოლექტიური ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან ან თვით ხელშეკრულებაში აღნიშნული დღიდან.

    მუხლი 11. კოლექტიური ხელშეკრულების დადებისას წარმოშობილი უთანხმოების გადაწყვეტის წესი

კოლექტიური ხელშეკრულების დადებისას საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს შორის წარმოშობილ უთანხმოებას გადაწყვეტენ ზემდგომი სამეურნეო და პროფკავშირული ორგანოები მხარეთა მონაწილეობით.

    მუხლი 12. კოლექტიურ ხელშეკრულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანა

ცვლილებანი და დამატებანი კოლექტიურ ხელშეკრულებაში მისი მოქმედების ვადის განმავლობაში შეაქვს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს და საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაციას მუშათა და მოსამსახურეთა კრების (კონფერენციის) მიერ მათი მოწონების შემდეგ.

    მუხლი 13. ანგარიშის ჩაბარება კოლექტიური ხელშეკრულების შესრულების შესახებ

საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი ანგარიშს აბარებენ მუშებსა და მოსამსახურეებს კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ.

    მუხლი 14. კონტროლი კოლექტიური ხელშეკრულების შესრულებაზე

კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს ახორციელებენ საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი და მათი ზემდგომი ორგანოები.

    მუხლი 15. პროფესიული კავშირების განთავისუფლება კოლექტიური ხელშეკრულების გამო მატერიალური პასუხისმგებლობისაგან

კოლექტიური ხელშეკრულების გამო მატერიალური პასუხისმგებლობა პროფესიულ კავშირებს არ ეკისრება.

თავი III

შრომის ხელშეკრულება

    მუხლი 16. შრომის ხელშეკრულების მხარეები და შინაარსი

შრომის ხელშეკრულება არის მშრომელსა და საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას შორის შეთანხმება, რომლითაც მშრომელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო გარკვეული სპეციალობის, კვალიფიკაციის თუ თანამდებობის მიხედვით, დაემორჩილოს შრომის განაწესს, ხოლო საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს მშრომელს გადაუხადოს ხელფასი და უზრუნველყოს იგი შრომის იმ პირობებით, რაც გათვალისწინებულია შრომის კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებით და მხარეთა შეთანხმებით.

    მუხლი 17. გარანტიები სამუშაოზე მიღების დროს

აკრძალულია დაუსაბუთებელი უარი სამუშაოდ მიღებაზე.

სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად, დაუშვებელია სამუშაოზე მიღებისას უფლებათა რაიმე პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეზღუდვა ან პირდაპირი თუ არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება სქესის, რასის, ეროვნული კუთვნილებისა და რელიგიისადმი დამოკიდებულების მიხედვით.

    მუხლი 18. შრომის ხელშეკრულების ვადა

შრომის ხელშეკრულება იდება:

1) განუსაზღვრელი ვადით;

2) განსაზღვრული ვადით, არა უმეტეს სამი წლისა;

3) გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით.

    მუხლი 19. შრომის ხელშეკრულების დადება

შრომის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

სამუშაოზე მიღება ფორმდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ბრძანებით (განკარგულებით). ბრძანების (განკარგულების) გამოცხადების შესახებ მუშაკს ჩამოართმევენ ხელწერილს.

შრომის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გაცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტიურად დაშვებული იყო სამუშაოდ.

ხელმძღვანელთა შორის შეთანხმებით სხვა საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან გადმოყვანის წესით სამუშაოზე მოწვეულ მუშაკს არ შეიძლება უარი ეთქვას შრომის ხელშეკრულების დადებაზე.

    მუხლი 20. ნათესავების ერთად მუშაობის შეზღუდვა

აკრძალულია ერთსა და იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში იმ პირთა ერთად მუშაობა, რომლებიც ერთმანეთთან ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან (მშობლები, მეუღლეები, ძმები, დები, შვილები და შვილიშვილები), თუ სამსახურებრივად ერთი უშუალოდ ექვემდებარება და კონტროლს უწევს მეორეს.

ამ წესიდან გამონაკლისი შეიძლება დაწესებულ იქნეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ.

    მუხლი 21. შრომის ხელშეკრულების დადებისას წარსადგენი დოკუმენტები

შრომის ხელშეკრულების დადებისას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია მშრომელს მოსთხოვოს პასპორტი, შრომის წიგნაკი, ხოლო იმ პირთ, რომლებიც პირველად იწყებენ მუშაობას, სახლმმართველობის, სასოფლო ან სადაბო საბჭოს ცნობა უკანასკნელის საქმიანობის შესახებ, სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირებს კი – სამხედრო ბილეთი.

კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ადმინისტრაციას უფება აქვს მოსთხოვოს მუშაკს საბუთები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მას აქვს გარკვეული პროფესია, სპეციალობა (ექიმები, ავტოტრანსპორტის მძღოლები და სხვა).

აკრძალულია სამუშაოზე მისაღები პირისაგან კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების მოთხოვნა.

    მუხლი 22. გამოცდა სამუშაოზე მიღებისას

შრომის ხელშეკრულების დადებისას, მხარეთა შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოსათვის მუშის ან მოსამსახურის შესაფერისობის შემოწმების მიზნით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მისი გამოცდა. პირობა გამოცდის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს ბრძანებაში (განკარგულებაში) სამუშაოდ მიღების შესახებ.

გამოცდის პერიოდში მუშებსა და მოსამსახურეებზე მთლიანად ვრცელდება შრომის კანონმდებლობა.

 გამოცდის გარეშე სამუშაოზე მიიღებიან:

1) პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი;

2) ახალგაზრდა მუშები პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების დამთავრების შემდეგ;

3) ახალგაზრდა სპეციალისტები უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ;

4) სამამულო ომის ინვალიდები, რომლებიც სამუშაოზე გაგზავნილი არიან ჯავშნის ანგარიშში;

5) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც მათი თანხმობით გადაჰყავთ სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან რომლებსაც სამუშაოდ გზავნიან ტერიტორიულად სხვა ადგილას.

6) სხვა პირები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 23. საგამოცდო ვადა სამუშაოზე მიღებისას

საგამოცდო ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ კვირას – მუშებისათვის, ორ კვირას – მოსამსახურეებისათვის, გარდა პასუხისმგებელი მუშაკებისა და ერთ თვეს – პასუხისმგებელი მუშაკებისათვის, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დაწესებული.

სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების სამეცნიერო-კვლევით, საპროექტო, საპროექტო-საკონსტრუქტორო, ტექნოლოგიურ ორგანიზაციებში, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-კვლევით ქვეგანაყოფებში სამუშაოზე მიღებისას მუშაკებს, რომლებსაც ეხებათ ატესტაცია, სამუშაოზე საბოლოოდ მიღებამდე შეიძლება დაუწესდეთ გამოცდა ვადით სამ თვემდე, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რაც შეთანხმებული უნდა იქნეს შესაბამის პროფესიული კავშირის კომიტეტთან, – ვადით ექვს თვემდე.

საგამოცდო ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო.

გამოცდის დრო ჩაითვლება სამუშაო სტაჟი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 24. სამუშაოზე მიღებისას გამოცდის შედეგები

თუ საგამოცდო ვადა დამთავრდა, ხოლო მუშა ან მოსამსახურე აგრძელებს მუშაობას, გამოცდა ჩაბარებულად ითვლება და შრომის ხელშეკრულების შემდგომი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საერთო საფუძველზე.

 თუ გამოცდის შედეგი არადამაკმაყოფილებელია, ადმინისტრაციას უფლება აქვს გააუქმოს შრომის ხელშეკრულება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეუთანხმებლად და გასასვლელი დახმარების გაცემის გარეშე. მუშას ან მოსამსახურეს უფლება აქვს სამუშაოდან ასეთი გათავისუფლება გაასაჩივროს რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოში, ხოლო შესაბამის შემთხვევებში (მუხლი 213-ე) – ხელქვეითობის წესით ზემდგომ ორგანოში.

    მუხლი 25. შრომის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულების მოთხოვნის აკრძალვა

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს მოსთხოვოს მუშას ან მოსამსახურეს იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც გათვალისწინებული არ არის შრომის ხელშეკრულებით.

    მუხლი 26. სხვა სამუშაოზე გადაყვანა

სხვა სამუშაოზე გადაყვანა იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, აგრეთვე სამუშაოდ გადაყვანა სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ტერიტორიულად სხვა ადგილას, თუნდაც საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან ერთად, დასაშვებია მხოლოდ მუშის თუ მოსამსახურის თანხმობით, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 27-ე, 28-ე და 135-ე მუხლებით.

სხვა სამუშაოზე გადაყვანილად არ ითვლება მუშისა თუ მოსამსახურის გადანაცვლება სხვა სამუშაო ადგილზე იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში სპეციალობის, კვალიფიკაციის, თანამდებობის, ხელფასის ოდენობის, შეღავათების უპირატესობათა და შრომის სხვა არსებითი პირობების შეუცვლელად.

    მუხლი 27. სხვა სამუშაოზე დროებითი გადაყვანა საწარმოო აუცილებლობის გამო

საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს ერთ თვემდე ვადით გადაიყვანოს მუშები და მოსამსახურეები შრომის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ სამუშაოზე იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ტერიტორიულად იმავე ადგილას მდებარე სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში. ამ შემთხვევაში შრომა უნდა ანაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არანაკლებ წინანდელი სამუშაო ხელფასისა.

ამგვარი გადაყვანა დასაშვებია:

სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად თუ სალიკვიდაციოდ ან მათი შედეგების დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად;

უბედური შემთხვევების, მოცდენის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დაღუპვის ან გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში;

სამუშაოზე გამოუცხადებელი მუშის თუ მოსამსახურის შესაცვლელად.

სამუშაოზე გამოუცხადებელი მუშაკის შესაცვლელად სხვა სამუშაოზე გადაყვანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს კალენდარული წლის განმავლობაში.

    მუხლი 28. მოცდენის შემთხვევაში სხვა სამუშაოზე დროებით გადაყვანა

მოცდენის შემთხვევაში მუშები და მოსამსახურეები მათი სპეციალობის და კვალიფიკაციის გათვალისწინებით გადაყვანილ უნდა იქნენ სხვა სამუშაოზე იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მოცდენის მთელი დროის მანძილზე ან ტერიტორიულად იმავე ადგილას მდებარე სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ერთ თვემდე ვადით.

მოცდენის შედეგად დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანისას მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც გამომუშავების ნორმებს ასრულებენ, უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი წინანდელი სამუშაოს მიხედვით, იმ მუშებსა და მოსამსახურეებს. რომლებიც ვერ ასრულებენ ნორმებს ან გადაყვანილი არიან დროებლივი ანაზღაურების სამუშაოზე, უნარჩუნდებათ თავიანთი სატარიფო განაკვეთი (სარგო).

    მუხლი 29. არაკვალიფიციურ სამუშაოზე გადაყვანის შეზღუდვა

მოცდენის ან სამუშაოზე არმყოფი მუშაკის დროებით შეცვლისას დაუშვებელია კვალიფიციური მუშებისა და მოსამსახურეების გადაყვანა არაკვალიფიციურ სამუშაოზე.

    მუხლი 30. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი

 შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

1) მხარეთა შეთანხმება;

2) ვადის გასვლა (მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდება და არც ერთი მხარე არ ითხოვს მის შეწყვეტას;

3) მუშის ან მოსამსახურის გაწვევა ან შესვლა სამხედრო სამსახურში;

4) შრომის ხელშეკრულების მოშლა მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით (32-ე და 33-ე მუხლები) ადმინისტრაციის ინიციატივით ან (მუხლი 34) ან პროფკავშირული ორგანოს მოთხოვნით (მუხლი 39);

5) მუშაკის გადაყვანა მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან არჩევით თანამდებობაზე გადასვლა.

6) მუშის ან მოსამსახურის უარი საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან ერთად ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშოდ გადასვლაზე;

7) სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, რომლითაც მუშა ან მოსამსახურე მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით (გარდა პირობითი მსჯავრისა და განაჩენის აღსრულების გადადებისა), გამასწორებელი სამუშოებით არა თავისი მუშაობის ადგილის ან სხვა სასჯელით, რომელიც გამორიცხავს ამ სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობას.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის გადაცემა ერთი ორგანოს დაქვემდებარებიდან სხვა ორგანოს დაქვემდებარებაში არ შეწყვეტს შრომის ხელშეკრულების მოქმედებას. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების შერწყმის, გაყოფის ან შეერთებისას შრომითი ურთიერთობები გრძელდება მუშის ან მოსამსახურის თანხმობით. ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაციის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 31. ვადიანი შრომის ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება

თუ შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის (მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები) შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდება და არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, ხელშეკრულების მოქმედება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით.

მუხლი 32. განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების მოშლა მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით

მუშებდა მოსამსახურეებს უფლება აქვ მოშალონ განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ წერილობით უნდა გააფრთხილოადმინისტრაცია ორი თვით ადრე. საპატიო მიზეზით შრომის ხელშეკრულების მოშლისას მუშები და მოსამსახურეები ადმინისტრაციას აფრთხილებენ წერილობით ერთი თვით ადრე. ამ ვადების გასვლის შემდეგ მუშთუ მოსამსახურეს უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა, ხოლო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა მისცეს მუშაკს შრომის წიგნაკი და გაუსწოროს მას ანგარიში.

იმ სამუშაოთა შესრულების დრო, რომელზეც მუშ ან მოსამსახურე გადაყვანილია შრომის დისციპლინის დარღვევისათვის (135-ე მუხლის მე-4 პუნქტი), არ ჩაითვლება დათხოვნის შესახებ გაფრთხილების ვადაში.

მუშაკისა და ადმინისტრაციის შეთანხმებით შრომის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების გასვლამდეც.

თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ ადმინისტრაციამ არ გამოსცა ბრძანება მუშაკის დათხოვნის შესახებ, ხოლო იგი განაგრძობს მუშაობას და არ მოითხოვს შრომის ხელშეკრულების მოშლას, გაფრთხილება ძალას კარგავს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 31 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1980წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 33. ვადიანი შრომის ხელშეკრულების მოშლა მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით

ვადიანი შრომის ხელშეკრულების (მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები) ვადამდე მოშლა მუშაკის მოთხოვნით ხდება შემდეგ შემთხვევებში:

1. მუშაკის ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო, რაც აბრკოლებს ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს შესრულებას;

2. ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ან შრომის ხელშეკრულების დარღვევის დროს;

3. სხვა საპატიო მიზეზების გამო.

    მუხლი 34. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ადმინისტრაციის ინიციატივით

ნუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება, აგრეთვე ვადიანი შრომის ხელშეკრულება მისი მოქმედების ვადის გასვლამდე შეიძლება მოშალოს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციამ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

1) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის, მუშაკთა რიცხვისა თუ შტატის შემცირების გამო;

2) თუ გამოვლინდა, რომ მუშა და მოსამსახურე არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებელ სამუშაოს არასაკმარისი კვალიფიკაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლებიც ხელს უშლიან ამ სამუშაოს შესრულებაში;

3) მუშის და მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით შრომის ხელშეკრულებით ან შრომის შინაგანაწესით სისტემატურად შეუსრულებლობის გამო, თუ მუშის და მოსამსახურის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებანი;

4) არასაპატიო მიზეზით სამუშაო გაცდენის გამო (მათ შორის სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაოზე არყოფნა სამ საათზე მეტ ხანს);

5) სამუშაოზე გამოუცხადებლობისას ზედიზედ ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის გამო, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით მიცემული შვებულების ჩაუთვლელად, თუ სსრ კავშირის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი სამუშაოს ადგილის (თანამდებობის) შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადა გარკვეული დაავადებების დროს. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებმაც დაკარგეს შრომის უნარი შრომითი დასახიჩრებისა თუ პროფესიული დაავადებების გამო, სამუშაო ადგილი (თანამდებობა) ენახებათ შრომის უნარის აღდგენამდე ან ინვალიდობის დადგენამდე;

6) თუ სამუშაოზე აღადგენენ იმ მუშას ან მოსამსახურეს, რომელიც ადრე ასრულებდა ამ სამუშაოს;

7) სამუშაოზე გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში;

8) სამუშაო ადგილას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისას (მათ შორის წვრილმანი გატაცების დროსაც), რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ან იმ ორგანოს დადგენილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების გამოყენება.

დათხოვნა ამ მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული საფუძვლით დასაშვებია, თუ შეუძლებელია მუშაკის გადაყვანა სხვა სამუშაოზე მისი თანხმობით.

დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით მუშაკის დათხოვნა დროებით შრომისუუნარობისა (გარდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და შვებულებაში ყოფნის პერიოდში. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ხდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მთლიანი ლიკვიდაცია.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

    მუხლი 35. განსაზღვრულ პირობებში ზოგიერთი კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეების შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი საფუძვლები

ამ კოდექსის 30-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა ზოგიერთი კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეების შრომის ხელშეკრულება, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება შეწყვეტილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

1) იმ მუშაკის მიერ შრომითი ვალდებულებების ერთჯერადი უხეში დარღვევის გამო, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობა ხელქვეითობის წესით;

2) იმ მუშაკის ბრალეული ქმედობის გამო, რომელიც უშუალოდ ემსახურება ფულად და სასაქონლო ფასეულობას, თუ ეს ქმედობა იძლევა ადმინისტრაციის მხრივ მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს;

3) იმ მუშაკის მიერ ამორალური გადაცდომის ჩადენის გამო, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებს, რაც შეუთავსებელია ამ მუშაობის გაგრძელებასთან;

4) სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმში სასამართლოს დადგენილებით მუშაკის გაგზავნის გამო.

სსრ კავშირის კანონმდებლობით და მის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში საქართველოს სსრ კანონმდებლობით, სამუშაოზე მიღების წესების დარღვევისას და სხვა შემთხვევებში, შეიძლება დაწესდეს ზოგიერთი კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეების შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი საფუძვლები.

ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული საფუძვლით შრომის ხელშეკრულების მოშლა ხდება ამ კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 36. სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება მუშაკთა რიცხვის ან შტატის შემცირებისას

მუშაკთა რიცხვის ან შტატის შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ უფრო მაღალი შრომის ნაყოფიერება და კვალიფიკაცია.

თანაბარი და შრომის ნაყოფიერებისა და კვალიფიკაციის შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლევა:

1) ოჯახის მქონეთ – თუ კმაყოფაზე ჰყავს ორი ან მეტი პირი;

2) იმ პირთ, რომელთა ოჯახში არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა მუშაკი;

3) ომის ინვალიდებს, სსრ კავშირის დაცვისას ან სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისას დაღუპულ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა და პარტიზანთა ოჯახის წევრებს;

4) იმ პირთ, რომლებიც წარმოებიდან მოუწყვეტლად იმაღლებენ კვალიფიკაციას უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში;

5) იმ პირთ, რომელთაც აქვთ ამ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობის ხანგრძლივი უწყვეტი სტაჟი;

6) იმ პირებს, რომლებმაც ამ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მიიღეს სახიჩრობა ან პროფესიული დაავადება.

    მუხლი 37. ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლის აკრძალვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის თანხმობის გარეშე

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა დაუშვებელია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის თანხმობის გარეშე, სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დარღვევით შრომის ხელშეკრულების მოშლა უკანონოა, ხოლო დათხოვნილი მუშაკი აღდგენილ უნდა იქნეს წინანდელ სამუშაოზე (მუხლი 206-ე).

ადმინისტრაციას უფლება აქვს მოშალოს შრომის ხელშეკრულება არა უგვიანეს ერთი თვისა, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის თანხმობის მიღებიდან, ხოლო ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული საფუძვლებით დათხოვნისას – ერთი თვის განმავლობაში დღიდან გადაცდომის გამომჟღავნებისა, ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული საფუძვლით დათხოვნისას – ერთი თვის განმავლობაში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ან იმ ორგანოს მიერ დადგენილების გამოტანის დღიდან, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების გამოყენება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

    მუხლი 38. გასასვლელი დახმარება

თუ შრომის ხელშეკრულება შეწყდა ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებში და 34-ე მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით ან ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ან შრომის ხელშეკრულების დარღვევის შედეგად (მუხლი 33-ე), მუშებსა და მოსამსახურეებს ეძლევათ გასასვლელი დახმარება ორი კვირის საშუალო ხელფასის ოდენობით.

    მუხლი 39. პროფკავშირის ორგანოს მოთხოვნით შრომის ხელშეკრულების მოშლა

პროფკავშირული ორგანოს (არანაკლებ რაიონულისა) მოთხოვნით ადმინისტრაცია ვალდებულია მოშალოს შრომის ხელშეკრულება ხელმძღვანელ მუშაკთან ან ჩამოაყენოს იგი დაკავებული თანამდებობიდან, თუ ის არღვევს შრომის კანონმდებლობას, არ ასრულებს კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებს, იჩენს ბიუროკრატიზმს, აჭიანურებს საქმეს.

პროფკავშირული ორგანოს მოთხოვნა მუშაკმა ან ადმინისტრაციამ შეიძლება გაასაჩივროს ზემდგომ პროფკავშირულ ორგანოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

    მუხლი 40. სამუშაოდან გადაყენება

მუშის ან მოსამსახურის სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადაყენება დასაშვებია მხოლოდ იმ ორგანოების წინადადებით, რომლებიც საამისოდ არიან უფლებამოსილი, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მუშაკს, რომელიც სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდება, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია იმ დღეს (იმ ცვლაში) არ დაუშვებს სამუშაოდ.

    მუხლი 41. შრომის წიგნაკი

შრომის წიგნაკი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ.

 შრომის წიგნაკი შედგება ყველა მუშასა და მოსამსახურეზე, რომლებიც საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობენ ხუთ დღეზე მეტს.

 შრომის წიგნაკში იწერება ცნობები მუშაკისა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი წარმატებისათვის წახალისებისა და დაჯილდოებების თაობაზე. სასჯელი შრომის წიგნაკში არ ჩაიწერება.

ჩანაწერი სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ შრომის წიგნაკში უნდა გაკეთდეს მოქმედი კანონმდებლობის ფორმულირების ზუსტი შესაბამისობით და მითითებული უნდა იყოს შესაბამისი კანონის მუხლი, პუნქტი. მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის გამო პენსიაზე გასვლის, უმაღლეს თუ საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში ან ასპირანტურაში ჩარიცხვის და სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლებსაც კანონმდებლობა უკავშირებს განუსაზღვრელი შეღავათებისა და უპირატესობათა მიცემას, შრომის ხელშეკრულების მოშლისას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ შრომის წიგნაკში გაკეთებულ ჩანაწერში უნდა აღინიშნოს ეს მიზეზი.

სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევენ დათხოვნის დღეს.

    მუხლი 42. ცნობის გაცემა სამუშაოსა და ხელფასის შესახებ

ადმინისტრაცია მოვალეა მუშებსა და მოსამსახურეებს მათი თხოვნით მისცეს ცნობა ამ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობის შესახებ სპეციალობის, კვალიფიკაციის, თანამდებობის, მუშაობის დროისა და ხელფასის ოდენობის მითითებით.

თავი IV

სამუშაო დრო

    მუხლი 43. სამუშაო დროის ნორმალური ხანგრძლივობა

საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო დროის ნორმალური ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 41 საათს კვირაში. ეკონომიკური და სხვა საჭირო პირობების შექმნის კვალობაზე განხორციელდება უფრო შემცირებულ სამუშაო კვირაზე გადასვლა.

სამუშაო დროის ხანგრძლივობის ნორმირებას სახელმწიფო ახორციელებს პროფკავშირების მონაწილეობით. არ შეიძლება სამუშაო დროის ხანგრძლივობის ნორმების შეცვლა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს შორის ან მუშაკთა შორის შეთანხმებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 44. სამუშაო დროის შემცირებული ხანგრძლივობა

სამუშაო დროის შემცირებული ხანგრძლივობა წესდება:

1) 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის მუშა-მოსამსახურეებისათვის – 36 საათი კვირაში, ხოლო 15 წლიდან 16 წლამდე ასაკის პირებისათვის (167-ე მუხლი) – 24 საათი კვირაში;

2) შრომის მავნე პირობებიან სამუშაოზე დასაქმებული მუშებისა და მოსამსახურეებისათვის – არა უმეტეს 36 საათისა კვირაში.

სია შრომის მავნე პირობების მქონე იმ საწარმოების, საამქროების, პროფესიების და თანამდებობებისა, რომლებიც იძლევიან შემცირებული ხანგრძლივობის სამუშაო კვირის უფლებას, მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გარდა ამისა, სსრ კავშირის კანონმდებლობით წესდება სამუშაო კვირის შემცირებული ხანგრძლივობა ცალკეული კატეგორიის მუშაკებისათვის (მასწავლებლები, ექიმები და სხვები).

    მუხლი 45. ხუთდღიანი და ექვსდღიანი სამუშაო კვირა ყოველდღიური და მუშაობის ხანგრძლივობა

მუშებისა და მოსამსახურეებისათვის დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორი დასვენების დღით. ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს ყოველდღიური მუშაობის (ცვლის) ხანგრძლივობა განისაზღვრება შრომის შინაგანაწესით ან ცვლიანობის განრიგით, რომლებსაც ამტკიცებს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით სამუშაო კვირის დადგენილი ხანგრძლივობის დაცვით (43-ე და 44-ე მუხლები).

იმ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, სადაც წარმოების ხასიათისა და შრომის პირობებით ხუთდღიანი სამუშაო კვირის შემოღება მიზანშეწონილი არ არის, წესდება ექვსდღიანი სამუშაო კვირა ერთი დასვენების დღით. ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს ყოველდღიური მუშაობის (ცვლის) ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს, როცა კვირის ნორმა 41 საათია, 6 საათს, როცა კვირის ნორმა 36 საათია და 4 საათს, როცა კვირის ნორმა 24 საათია.

ცვლიანობის განრიგს მუშებსა და მოსამსახურეებს აცნობენ, როგორც წესი, არა უგვიანეს ერთი თვისა განრიგის ძალაში შესვლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 46. მუშაობის ხანგრძლივობა უქმე და დასვენების დღეების წინ

უქმე დღეების წინ (მუხლი 64-ე) მუშათა და მოსამსახურეთა მუშაობის ხანგრძლივობა, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული მუშა-მოსამსახურეებისა, მცირდება ერთი საათით როგორც ხუთდღიანი, ისე ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს.

ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს დასვენების წინა დღეებში მუშაობის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს ექვს საათს.

    მუხლი 47. მუშაობის ხანგრძლივობა ღამით

დაწესებული მუშაობის (ცვლის) ხანგრძლივობა ღამით მუშაობის დროს მცირდება ერთი საათით. ეს წესი არ ვრცელდება იმ მუშებსა და მოსამსახურეებზე, რომლებისთვისაც უკვე გათვალისწინებულია სამუშაო დღის შემცირება (44-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტი და მესამე ნაწილი).

ღამის სამუშაოების ხანგრძლივობა გათანაბრებულია დღის სამუშაოსთან იმ შემთხვევაში, როცა ეს წარმოების პირობების გამოა აუცილებელი, კერძოდ, უწყვეტ წარმოებაში, აგრეთვე ცვლიან სამუშაოზე, სადაც ექვსდღიანი სამუშაო კვირაა ერთი დასვენების დღით.

ღამის დროდ ითვლება დრო საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე.

    მუხლი 48. ღამის მუშაობის შეზღუდვა

ღამით სამუშაოებზე არ დაიშვებიან:

ორსული ქალები, მეძუძური დედები, ქალები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ერთ წლამდე ასაკისა;

მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაავადებული არიან ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

მუშები და მოსამსახურეები, რომლებსაც 18 წელი არ შესრულებიათ;

სხვა კატეგორიის მუშაკები, კანონმდებლობის შესაბამისად.

ინვალიდების დასაქმება ღამის სამუშაოებზე შესაძლებელია მხოლოდ მათი თანხმობით და იმ პირობით, თუ ასეთი სამუშაო სამედიცინო რეკომენდაციით მათ არ ეკრძალებათ.

    მუხლი 49. არასრული სამუშაო დღე

მუშებს, მოსამსახურეებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმებით როგორც სამუშაოზე მიღებისას, ისე შემდეგაც, შეიძლება დაწესდეს არასრული სამუშაო დღე ან არასრული სამუშაო კვირა. ამ შემთხვევებში შრომის ანაზღაურება ხდება ნამუშევარი დროის პროპორციულად ან გამომუშავების მიხედვით.

მუშაობა არასრული სამუშაო დროის პირობით არ იწვევს მუშებისა და მოსამსახურეების ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობის, შრომითი სტაჟის გამოთვლისა და სხვა შრომითი უფლებების რაიმე შეზღუდვას.

    მუხლი 50. ყოველდღიური მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო

ყოველდღიური მუშაობის (ცვლის) დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება შრომის შინაგანაწესით და ცვლიანობის განრიგით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 51. ცვლიანი მუშაობა

ცვლიანი მუშაობისას მუშაკთა ყოველი ჯგუფი უნდა მუშაობდეს დაწესებული ხანგრძლივობის სამუშაო დროის განმავლობაში.

მუშაკები ერთმანეთს თანაბრად ენაცვლებიან ცვლების მიხედვით. ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა უნდა ხდებოდეს, როგორც წესი, ყოველი კვირის შემდეგ, ცვლიანობის განრიგით განსაზღვრულ საათებში.

აკრძალულია მუშაკის სამუშაოდ დანიშვნა ზედიზედ ორ ცვლაში.

    მუხლი 52. სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვა

უწყვეტად მოქმედ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, აგრეთვე ცალკეულ წარმოებებში, საამქროებში, უბნებში, განყოფილებებსა და ზოგიერთი სახის სამუშაოებზე, სადაც წარმოების (მუშაობის) პირობებით არ შეიძლება ამ კატეგორიის მუშა - მოსამსახურეებისათვის დადგენილი ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით შეიძლება სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის შემოღება იმ პირობით, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღსარიცხ პერიოდში არ აღემატებოდეს სამუშაო საათების ნორმალურ ოდენობას (43-ე და 44-ე მუხლები).

    მუხლი 53. სამუშაო დღის ნაწილებად გაყოფა

იმ სამუშაოებზე, სადაც ეს აუცილებელია შრომის განსაკუთრებული ხასიათის გამო, მუშათა და მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიისათვის სამუშაო დღე შეიძლება გაყოფილ იქნეს ნაწილებად კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამასთან, სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს მოცემული კატეგორიის მუშაკებისთვის დაწესებულ სამუშაო დღის ხანგრძლივობას.

    მუხლი 54. ზეგანაკვეთური მუშაობის შეზღუდვა

ზეგანაკვეთური მუშაობა, როგორც წესი, არ არის დაშვებული.

ზეგანკვეთურად ითვლება სამუშაო, რომელსაც ასრულებენ დაწესებული ხანგრძლივობის სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ (45-ე და 52-ე მუხლები).

ადმინისტრაციას შეუძლია ზეგანაკვეთური მუშაობა გამოიყენოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კოდექსის 55-ე მუხლით. ზეგანაკვეთური სამუშაოები დაიშვება მხოლოდ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის ნებართვით. ზეგანაკვეთური მუშაობა ფორმდება ბრძანებით (განკარგულებით).

ზეგანაკვეთურ სამუშაოზე არ დაიშვებიან:

ორსული ქალები, მეძუძური დედები, ქალები, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები ერთ წლამდე ასაკისა;

მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაავადებული არიან ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

მუშები და მოსამსახურეები, რომელთაც 18 წელი არ შესრულებიათ;

მუშაკები, რომლებიც წარმოებიდან მოუწყვეტლად სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებებში – მეცადინეობის დღეებში;

 სხვა კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, კანონმდებლობის შესაბამისად.

 ქალები, რომელთაც ერთი წლიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, და ინვალიდები, შეიძლება ჩააბან ზეგანაკვეთურ სამუშაოში მხოლოდ მათი თანხმობით. ამასთან, ინვალიდებს იყენებენ მხოლოდ იმ პირობით, თუ ასეთი სამუშაო სამედიცინო რეკომენდაციით მათ არ ეკრძალებათ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 55. ზეგანაკვეთური მუშაობის გამოყენების გამონაკლისი შემთხვევები

ზეგანაკვეთური მუშაობა დაშვებულია მხოლოდ შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

1) ისეთი სამუშაოს წარმოების დროს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისათვის, აგრეთვე საზოგადოებრივი ან სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად და მათი შედეგების დუყოვნებელი აღმოფხვრისათვის;

2) საზოგადოებრივად აუცილებელი ისეთი სამუშაოების საწარმოებლად, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზით მომარაგება, გათბობა, განათება, კანალიზაცია, ტრანსპორტი, საფოსტო-სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის შემთხვევითი ან მოულოდნელი გარემოებები, რაც არღვევს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას;

3) როცა აუცილებელია დამთავრებულ იქნეს დაწყებული სამუშაო, რომელიც გაუთვალისწინებელი ან შემთხვევითი შეფერხების მიზეზით ვერ დამთავრდებოდა ნორმალური სამუშაო დროის განმავლობაში წარმოების ტექნიკური პირობების გამო, თუ დაწყებული მუშაობის შეწყვეტას შეუძლია გამოიწვიოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გაფუჭება ან დაღუპვა;

4) მექანიზმისა ან ნაგებობის შესაკეთებლად და აღსადგენად დროებითი სამუშაოების წარმოების დროს, იმ შემთხვევებში, თუ მათი მოუწესრიგებლობა გამოიწვევს მშრომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მუშაობის შეწყვეტას;

5) შემცვლელი მუშაკის გამოუცხადებლობისას მუშაობის გასაგრძელებლად, თუ დაუშვებელია სამუშაოს შეწყვეტა; ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები შემცვლელის სხვა მუშაკით შეცვლისათვის;

6) როდესაც აუცილებელია დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა შესრულება იმ მიზნით, რომ არ იქნეს დაშვებული ან აღკვეთილ იქნეს მოძრავი შემადგენლობის მოცდენა ან ტვირთის დაგროვება გაგზავნის და დანიშნულების პუნქტებში.

    მუხლი 56. ზეგანაკვეთური მუშაობის ზღვრული ოდენობა

თითოეული მუშის ან მოსამსახურის ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში კი – 120 საათს.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია ზუსტად აღრიცხოს თითოეული მუშაკის მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათები.

თავი V

დასვენების დრო

    მუხლი 57. შესვენება კვებისა და დასვენებისათვის

მუშებსა და მოსამსახურეებს კვებისა და დასვენებისათვის ეძლევა შესვენება არა უმეტეს ორი საათის ხანგრძლივობისა. შესვენება არ შედის სამუშაო დროში.

მუშა ან მოსამსახურე შესვენებას იყენებს თავისი ნება-სურვილის მიხედვით. ამ ხნის განმავლობაში მას ეძლევა სამუშაოს შესრულების ადგილიდან წასვლის უფლება.

შესვენება კვებისა და დასვენებისათვის, როგორც წესი, უნდა მიეცეთ სამუშაოს დაწყებიდან ოთხი საათის შემდეგ.

შესვენების დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება შრომის შინაგანაწესით.

იმ სამუშაოებზე, სადაც წარმოების პირობების გამო შესვენების შემოღება არ შეიძლება, მუშას ან მოსამსახურეს უნდა მიეცეს ჭამის შესაძლებლობა სამუშაო დროის განმავლობაში. ასეთი სამუშაოების ნუსხას, საჭმლის მიღების წესსა და ადგილს განსაზღვრას ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.

    მუხლი 58. დასვენების დღეები

ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს მუშებსა და მოსამსახურეებს ეძლევათ ორი დასვენების დღე კვირაში, ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს კი ერთი დასვენების დღე.

საერთო დასვენების დღე არის კვირა.

ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს მეორე დასვენების დღე, თუ იგი განსაზღვრული არ არის კანონმდებლობით, წესდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშაობის განრიგით. ორივე დასვენების დღეს, როგორც წესი, აძლევენ ერთად.

    მუხლი 59. ყოველკვირეული განუწყვეტელი დასვენების ხანგრძლივობა

ყოველკვირეული განუწყვეტელი დასვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ ორმოცდაორი საათისა.

    მუხლი 60. დასვენების დღეები უწყვეტ მოქმედ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში

საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, სადაც საწარმოო-ტექნიკური პირობებისა ან მოსახლეობის მუდმივი, განუწყვეტელი მომსახურების აუცილებლობის მიზეზით, შეუძლებელია მუშაობის შეჩერება, აგრეთვე სხვა საწარმოებში, სადაც შემოღებულია უწყვეტი წარმოება, მუშებისა და მოსამსახურეების ყოველ ჯგუფს დასვენების დღეები ეძლევა რიგრიგობით, კვირის სხვადასხვა დღეს, ცვლიანობის განრიგის შესაბამისად. განრიგს ამტკიცებს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.

    მუხლი 61. დასვენების დღეები მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში

იმ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, სადაც საერთო დასვენების დღეს მუშაობის შეწყვეტა არ შეიძლება მოსახლეობისათვის მომსახურების გაწევის აუცილებლობასთან დაკავშირებით (მაღაზიები, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, თეატრები, მუზეუმები და სხვა), დასვენების დღეებს აწესებენ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 62. დასვენების დღეებში მუშაობის აკრძალვა. დასვენების დღეებში სამუშაოდ გამოწვევის გამონაკლისი შემთხვევები

დასვენების დღეებში მუშაობა აკრძალულია.

დასვენების დღეს ცალკეული მუშებისა და მოსამსახურეების სამუშაოდ გამოწვევა, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია მხოლოდ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის ნებართვით და მხოლოდ გამონაკლისის სახით სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დასვენების დღეს ცალკეული მუშებისა და მოსამსახურეების სამუშაოდ გამოწვევა, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

1) საზოგადოებრივი ან სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის აცილების თუ ლიკვიდაციის დროს, ან მათი შედეგების დაუყოვნებლივ აღმოფხვრისათვის;

2) უბედური შემთხვევების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დაღუპვის ან გაფუჭების თავიდან აცილების დროს;

3) ისეთი გადაუდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების დროს, რომელთა სწრაფად შესრულებაზე დამოკიდებულია მთლიანად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან მათი ცალკეული ქვეგანაყოფების ნორმალური მუშაობა შემდგომში.

დასვენების დღეებში მუშებსა და მოსამსახურეებს სამუშაოდ გამოიწვევენ ადმინისტრაციის წერილობითი ბრძანებით (განკარგულებით), ამასთანავე, დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 153-ე, 157-ე და 171-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 63. კომპენსაცია დასვენების დღეს მუშაობისათვის

დასვენების დღეს მუშაობისათვის მუშებსა და მოსამსახურებს ეძლევათ სამაგიერო დასვენების დღე უახლოეს ორ კვირაში.

თუ სამაგიერო დასვენების დღის მიცემა შეუძლებელია (მუშის, მოსამსახურის დათხოვნასთან დაკავშირებით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში), დასვენების დღეს მუშაობა ანაზღაურდება ორმაგი ოდენობით. დასვენების დღეს მუშაობის ანაზღაურება გამოანგარიშებული უნდა იქნეს ამ კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 64. უქმე დღეები

საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

1 იანვარს – ახალ წელს;

8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს;

1 და 2 მაისს – მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს;

9 მაისს – გამარჯვების დღეს;

7 ოქტომბერს – სსრ კავშირის კონსტიტუციის დღეს;

7 და 8 ნოემბერს – დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის წლისთავზე.

უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო-ტექნიკური პირობებით (უწყვეტად მოქმედი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია), სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მომსახურების აუცილებლობით, აგრეთვე გადაუდებელი სარემონტო და დატვირთვა-გადმოტვირთის სამუშაოები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1977წ., მუხ.158

    მუხლი 65. ყოველწლიური შვებულება

ყველა მუშასა და მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება სამუშაო ადგილის (თანამდებობის) და საშუალო ხელფასის შენარჩუნებით (67-ე და 69-ე მუხლები).

    მუხლი 66. შვებულებაში წასვლის რიგი

 შვებულებაში წასვლის რიგს აწესებს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.

შვებულებაში წასვლა შეიძლება წლის ყოველ დროს მუშის, მოსამსახურის სურვილისა და საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობის ნორმალური მსვლელობის აუცილებელი უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

    მუხლი 67. შვებულების განგრძლივობა

მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველწლიური შვებულება ეძლევათ არანაკლებ 15 სამუშაო დღის ხანგრძლივობით, მეტი ხანგრძლივობის შვებულებაზე თანდათანობით გადასვლით. ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობის გამოანგარიშების წესს გასაზღვრავს სსრ კავშირის კანონმდებლობა.

თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველწლიური შვებულება ეძლევათ ერთი კალენდარული თვის ხანგრძლივობით.

შვებულება, რომელიც დადგენილი წესით ეძლევათ დროებითი შრომისუუნარობის ან ორსულობისა და მშობიარობის გამო, არ შედის ყოველწლიური შვებულების ანგარიშში.

    მუხლი 68. ფულადი კომპენსაციით შვებულების შეცვლის აკრძალვა

ფულადი კომპენსაციით შვებულების შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოდან დათხოვნილ მუშას ან მოსამსახურეს შვებულებით არ უსარგებლია.

    მუხლი 69. დამატებითი შვებულება

ყოველწლიური დამატებითი შვებულება ეძლევათ:

1) შრომის მავნე პირობებიან სამუშაოზე დასაქმებულ მუშებსა და მოსამსახურეებს;

2) სახალხო მეურნეობის ცალკეულ დარგებში დასაქმებულ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომელთაც აქვთ ერთ საწარმოში, ორგანიზაციაში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი;

3) მუშაკებს, რომელთაც აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე;

4) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 70. დამატებითი შვებულება , რომელიც წახალისების სახით მიეცემათ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებისათვის

სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოვალეობათა შესრულებისათვის დამატებითი შვებულება სამუშაო ადგილზე წახალისების სახით, შეიძლება მიეცეთ არასრულწლოვანთა საზოგადოებრივ აღმზრდელებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ნებაყოფლობითი სახალხო რაზმების წევრებს, ნებაყოფლობითი სახანძრო რაზმის წევრებს და სხვ. სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 71. შვებულების მიცემის წესი

მუშაობის პირველ წელს მუშებსა და მოსამსახურეებს შვებულება ეძლევათ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მათი უწყვეტი მუშაობის თერთმეტი თვის გასვლის შემდეგ. თერთმეტი თვის უწყვეტი მუშაობის ვადის გასვლამდე, მუშაკის თხოვნით, შვებულება ეძლევათ: ქალებს – ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში წასვლის წინ ან უშუალოდ მის შემდეგ; თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებსა და მოსამსახურეებს; სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან თადარიგში და ორგანიზებული შეგროვების წესით გაიგზავნენ სამუშაოდ – მუშაობის დაწყებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ; კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც გადაყვანილი არიან ერთი საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან მეორე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, შვებულება შეიძლება მიეცეთ სამუშაოზე გადაყვანიდან თერთმეტი თვის გასვლამდე. თუ ახალ სამუშაოზე გადაყვანამდე მუშაკს არ შესრულებია ერთ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობის თერთმეტი თვე, მას შვებულება შეიძლება მისცენ ძველ და ახალ სამუშაოზე მისი მუშაობიდან მთლიანად თერთმეტი თვის გასვლის შემდეგ.

მუშაობის მეორე და შემდგომი წლების შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს, შვებულებაში გასვლის რიგის შესაბამისად.

    მუხლი 72. შვებულების ყოველწლიურად მიცემა. შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები

მუშებსა და მოსამსახურეებს შვებულება უნდა მიეცეთ ყოველ წელს, დადგენილ ვადაში.

ყოველწლიური შვებულება გადატანილი ან გაგრძელებული უნდა იქნეს: მუშის ან მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობისას; მუშის ან მოსამსახურის მიერ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას; კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მუშის ან მოსამსახურისათვის მიმდინარე სამუშაო წელს შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშაობის ნორმალურ მსვლელობაზე, დასაშვებია, მუშაკის თანხმობით, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, შვებულების გადატანა შემდეგი წლისათვის. გადატანილი შვებულება შეიძლება დაემატოს შემდეგი სამუშაო წლის შვებულებას.

აკრძალულია ყოველწლიური შვებულების მიუცემლობა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, აგრეთვე შვებულების მიუცემლობა თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშისა და მოსამსახურისათვის და იმ მუშაკებისათვის, რომლებსაც შრომის მავნე პირობებთან დაკავშირებით აქვთ დამატებითი შვებულების უფლება.

    მუხლი 73. შვებულების უფლების მოსაპოვებლად საჭირო სტაჟის გამოთვლა

შვებულების უფლების მოსაპოვებლად საჭირო შრომის სტაჟში ჩაითვლება:

1) ფაქტიურად ნამუშევარი დრო;

2) ის დრო, რომლის განმავლობაში მუშა ან მოსამსახურე ფაქტიურად არ მუშაობდა, მაგრამ მას ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და ხელფასი მთლიანად ან ნაწილობრივ (მათ შორის, სამუშაოს იძულებითი გაცდენის ანაზღაურებული დრო, თუ მუშაკი სამუშაოდან არასწორად იყო დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი, ხოლო შემდეგ აღდგენილი);

3) ის დრო, რომლის განმავლობაში მუშა ან მოსამსახურე ფაქტიურად არ მუშაობდა, მაგრამ მას ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და იღებდა დახმარებას სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ხაზით, გარდა ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულებისა ბავშვის მოვლის გამო, სანამ იგი ერთი წლისა გახდებოდეს;

4) კანონმდებლობით გათვალისწინებული დროის სხვა პერიოდები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 74. უხელფასო შვებულება

ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმოო ერთეულის ხელმძღვანელის ნებართვით მუშას ან მოსამსახურეს მისი განცხადებით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი უხელფასო შვებულება, რაც ფორმდება ბრძანებით (განკარგულებით). აუცილებლობის შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით ეს შვებულება მუშამ ან მოსამსახურემ შეიძლება აანაზღაუროს მომდევნო პერიოდში, წარმოების პირობებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

თავი VI

ხელფასი

    მუხლი 75. შრომის მიხედვით ანაზღაურება

სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად მუშების და მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება მისი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით.

აკრძალულია შრომის ანაზღაურების ოდენობის რაიმე შემცირება სქესის, ასაკის, რასისა და ეროვნული კუთვნილების მიხედვით.

    მუხლი 76. ხელფასის მინიმალური ოდენობა

მუშის ან მოსამსახურის თვიური ხელფასი არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.

    მუხლი 77. ხელფასის ნორმირება

ხელფასის ნორმირებას ახორციელებს სახელმწიფო პროფესიული კავშირების მონაწილობით.

    მუხლი 78. მუშების შრომის ანაზღაურება სატარიფო განაკვეთების საფუძველზე

მუშების შრომის ანაზღაურება ხდება სატარიფო განაკვეთების (სარგოების) მიხედვით, რომლებიც დამტკიცებულია ცენტრალიზებული წესით.

შესასრულებელი სამუშაოების მიკუთვნებას გარკვეული სატარიფო თანრიგისათვის და მუშაკებისათვის საკვალიფიკაციო თანრიგის მინიჭებას ახდენს საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, სატარიფო-საკვალიფიკაციო ცნობარის შესაბამისად.

    მუხლი 79. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება თანამდებობრივი განაკვეთების სქემების საფუძველზე

მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება ხდება თანამდებობრივი განაკვეთების სქემების საფუძველზე, რომლებიც დამტკიცებულია ცენტრალიზებული წესით.

მოსამსახურეებს თანამდებობრივ განაკვეთებს უწესებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მუშაკის თანამდებობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

    მუხლი 80. განსაკუთრებულ პირობებში შრომის ანაზღაურება

მძიმე სამუშაოებზე, შრომის მავნე პირობები ან სამუშაოებზე და სამუშაოებზე იმ ადგილებში, სადაც მძიმე კლიმატური პირობებია, დადგენილია შრომის გადიდებული ანაზღაურება.

    მუხლი 81.შრომის ანაზღაურების სისტემები

მუშებისა და მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება დროებლივად ან ნარდობლივად. ნარდობლივი შრომის ანაზღაურება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური.

საწარმოო გეგმების შესრულებასა და გადაჭარბებით შესრულებაში, წარმოების ეფექტიანობისა და რენტაბელობის გადიდებაში, შრომის ნაყოფიერების ზრდაში, პროდუქციის ხარისხმის გაუმჯობესებასა და რესურსების მომჭირნეობაში მუშებისა და მოსამსახურეების მატერიალური დაინტერესების გასაძლიერებლად შეიძლება შემოღებულ იქნეს შრომის ანაზღაურების დროებლივ-პრემიალური და ნარდობლივ-პრემიალური სისტემები.

მუშებისა და მოსამსახურეებისათვის შრომის ანაზღაურების დროებლივ ან ნარდობლივ სისტემას ადგენს, აგრეთვე მუშებისა და მოსამსახურეების პრემირების დებულებას ამტკიცებს საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.

    მუხლი 82. გასამრჯელო წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით

 შრომის ანაზღაურების სისტემების დამატებით შეიძლება დაწესდეს საწარმოთა და ორგანიზაციათა მუშებისა და მოსამსახურეებისათვის გასამრჯელო წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით საწარმოს, ორგანიზაციის მიერ მიღებული მოგების ხარჯზე შექმნილი ფონდიდან.

ამ გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება მუშის ან მოსამსახურის შრომის შედეგების და საწარმოში მუშაობის მისი განუწყვეტელი სტაჟის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

დებულება წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით გასამრჯელოს გადახდის წესისა მტკიცდება საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.

    მუხლი 83. მუშებისა და მოსამსახურეებისათვის შრომის ანაზღაურების ახალი ან შეცვლილი პირობების შემოღების შეტყობინება

შრომის ანაზღაურების პირობების შეცვლა ან ახალი პირობების შემოღება მუშებსა და მოსამსახურეებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციამ უნდა აცნობოს არა უგვიანეს ერთი თვისა მათ შემოღებამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 84. შრომის ანაზღაურება სხვადასხვა კვალიფიკაციის სამუშაოთა შესრულებისას

სხვადასხვა კვალიფიკაციის სამუშაოთა შესრულებისას დროებლივ მუშათა, აგრეთვე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება ხდება უფრო მაღალი კვალიფიკაციის სამუშაოს მიხედვით.

მენარდე მუშებს შრომა აუნაზღაურდებათ შესასრულებული სამუშაოსათვის დაწესებული ფასდების მიხედვით. სახალხო მეურნეობის იმ დარგებში, სადაც წარმოების ხასიათის მიხედვით მენარდე მუშებს ევალებათ ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის სატარიფო განაკვეთი მათთვის მიკუთვნებულ თანრიგზე დაბალია, მუშებს, რომლებიც ასრულებენ ასეთ სამუშაოს, უხდიან სათანრიგთშორისო სხვაობას, თუ ეს გათვალისწინებულია კოლექტიური ხელშეკრულებით. ანაზღაურება ხდება მაშინ, თუ მუშა შეასრულებს გამომუშავების ნორმას და თანრიგთა შორის სხვაობა შეადგენს ორ თანრიგს მაინც.

მუხლი 85. შრომის ანაზღაურება პროფესიების (თანამდებობების) შეთავსებისა და დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობათა შესრულებისას

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც ერთსა და იმავე საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად სამუშაოსთან ერთად ასრულებენ დამატებით სამუშაოს სხვა პროფესიის (თანამდებობის) მიხედვით ან ასრულებენ დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობებს ძირითადი სამუშაოდან გაუთავისუფლებლად, ეძლევათ დანამატი პროფესიის (თანამდებობების) შეთავსების ან დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შესრულებისათვის.

პროფესიების (თანამდებობების) შეთავსების ან დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობათა შესრულებისათვის ხელფასის დანამატის ოდენობას ადგენს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 86. შრომის ანაზღაურება ზეგანაკვეთური მუშაობისას

შრომის დროებლივი ანაზღაურებისას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის შრომის ანაზღაურება ხდება: პირველი ორი საათისათვის – ერთნახევარი ოდენობით, მომდევნო საათებისთვის კი – ორმაგად.

შრომის ნარდობლივი ანაზღაურებისას, აგრეთვე სახალხო მეურნეობის იმ დარგებში, სადაც ნარდობლივი და დროებლივი მუშებისათვის დაწესებულია ერთიანი სატარიფო განაკვეთები, ზეგანაკვეთური მუშაობისათვის ეძლევათ დანამატი სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.

ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატი შრომის ნარდობლივი ანაზღაურებისას, სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, გაიცემა შესაბამისი თანრიგის დროებლივი მუშის სატარიფო განაკვეთის ორმოცდაათი პროცენტის ოდენობით პირველი ორი საათის ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ხოლო შემდეგი საათებისათვის – ამ სატარიფო განაკვეთის ასი პროცენტის ოდენობით.

ზეგანაკვეთური მუშაობის კომპენსაცია დღემაგიერის მიცემით არ დაიშვება.

    მუხლი 87. უქმე დღეებში მუშაობის ანაზღაურება

უქმე დღეებში მუშაობა (64-ე მუხლის მეორე ნაწილი) ორმაგად აუნაზღაურდებათ:

1) მენარდეებს – ორმაგი სანარდო ფასდებით;

2) მუშაკებს, რომელთა შრომის ანაზღაურება ხდება საათობრივი ან დღიური განაკვეთებით, – საათობრივი ან დღიური განაკვეთების ორმაგი ოდენობით;

3) მუშაკებს, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებენ, – საათობრივი ან დღიური განაკვეთების ერთმაგი ოდენობით, გარდა ხელფასისა, თუ მუშაობა უქმე დღეს წარმოებდა სამუშაო დროის თვიური ნორმის ფარგლებში, და საათობრივი ან დღიური განაკვეთის ორმაგი ოდენობით, გარდა ხელფასისა, თუ მუშაობა წარმოებდა თვიური ნორმის ზევით.

მუშას ან მოსამსახურეს, რომელიც უქმე დღეებში მუშაობდა, შეიძლება მიეცეს მისი სურვილის მიხედვით, სხვა დასვენების დღე.

    მუხლი 88. შრომის ანაზღაურება ღამით მუშაობისას

შრომის ანაზღაურება ღამით მუშაობისას (მუხლი 47-ე) ხდება გადიდებული ოდენობით, სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 89. შრომის ანაზღაურება გამომუშავების ნორმათა შეუსრულებლობისას, წუნდებული პროდუქციის გამოშვებისას და მოცდენისას, რაც გამოწვეული არ იყო მუშის ან მოსამსახურის ბრალით

გამომუშავების ნორმათა შეუსრულებლობისას, წუნდებული პროდუქციის გამოშვებისას და მოცდენისას, რომელიც მუშის თუ მოსამსახურის ბრალით არ იყო გამოწვეული, შრომის ანაზღაურება ხდება სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.

    მუხლი 90. მოცდენის დროის საზღაურის ოდენობა

სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მუშებსა და მოსამსახურეებს მოცდენის დროს, რაც მათი ბრალით არ იყო გამოწვეული, ხელფასი ეძლევათ შესაბამისი კვალიფიკაციის მუშაკთა დროებლივი შრომის ანაზღაურების სატარიფო განაკვეთის ნახევრის ოდენობით. მეტალურგიული, სამთამადნო და კოქსის მრეწველობის მუშაკებს მოცდენის დროს, რაც მათი ბრალით არ არის გამოწვეული, ხელფასი ეძლევათ სატარიფო განაკვეთის ორი მესამედის ოდენობით. ასეთ შემთხვევებში ხელფასი არ შეიძლება იქნეს დაწესებულ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები (მუხლი 76-ე).

ახალი წარმოების ათვისების პერიოდში (დაზგების, მანქანების, ძრავების, ტურბინების, ტრანსფორმატორების დეტალების დამუშავება და ა.შ) მოცდენისას, თუ ეს მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, შრომის ანაზღაურება როგორც ახალ, ისე მოქმედ საწარმოებში ხდება შესაბამისი რიგის დროებლივი მუშაკის სატარიფო განაკვეთის მიხედვით.

სახალხო მეურნების იმ დარგებში, სადაც დაწესებულია ერთიანი სატარიფო განაკვეთები, მოცდენის დროის საზღაურის ოდენობა, თუ მოხდენა მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებობის შესაბამისად.

მუშაკს, მისი ბრალით გამოწვეული მოცდენის დროს, ხელფასი არ ეძლევა.

    მუხლი 91. შრომის ანაზღაურება წუნდებული პროდუქციის გამოშვებისას

სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ დამზადებული პროდუქცია აღმოჩნდა წუნდებული, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, შრომის ანაზღაურება მთლიანად წუნდებული პროდუქციისათვის ხდება შესაბამისი თანრიგის დროებლივი მუშაკის სატარიფო განაკვეთის ორი მესამედის ოდენობით. ნაწილობრივ წუნდებული პროდუქციისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შემცირებული ფასდებით, პროდუქციის ვარგისიანობის შესაბამისად, მაგრამ სატარიფო განაკვეთის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ შემთხვევაში თვიური ხელფასი არ შეიძლება იყოს დადგენილ მინიმუმზე ნაკლები (მუხლი 76-ე).

წუნდებული ნაწარმისთვის, რაც გამოწვეულია დასამუშავებელი ლითონის დეფექტით (მასალის ხარისხის შეუსაბამობა, ნიჟარა ან ბზარი ლითონში), და ეს აღმოჩნდება დეტალის დამუშავების ან აწყობისათვის დახარჯული არანაკლებ ერთი სამუშაო დღის შემდეგ, შრომის ანაზღაურება წარმოებს ნორმალური სანარდო ფასდებით.

თუ ნაწარმის წუნი, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, აღმოჩენილია ტექნიკური კონტროლის ორგანოს მიერ ნაწარმის მიღების შემდეგ, შრომის ანაზღაურება წუნდებული პროდუქციისათვის ხდება ვარგისი პროდუქციის თანაბარად.

ახალი წარმოების ათვისების პერიოდში (დაზგების, მანქანების, ძრავების, ტურბინების, ტრანსფორმატორების დეტალების დამუშავება და ა.შ) წუნდებული პროდუქციისათვის, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, როგორც ახალ, ისე მოქმედ საწარმოებში შრომის ანაზღაურება ხდება შესაბამისი თანრიგის დროებლივი მუშაკის სატარიფო განაკვეთის მიხედვით.

მუშაკის ბრალით გამოწვეული მთლიანად წუნდებული პროდუქციისათვის შრომის ანაზღაურება არ ხდება. მუშაკის ბრალით გამოწვეული ნაწილობრივ წუნდებული პროდუქციისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შემცირებული ოდენობით, დამზადებული პროდუქციის ხარისხის გათვალისწინებით.

    მუხლი 92. შრომის ანაზღაურების ოდენობა გამომუშავების ნორმების შეუსრულებლობისას

სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, გამომუშავების ნორმების შეუსრულებლობისას, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, შრომის ანაზღაურება ხდება მუშაკის სატარიფო განაკვეთის (სარგოს) არანაკლებ ორი მესამედის ოდენობით. ამ შემთხვევებში თვიური ხელფასი არ შეიძლება იყოს დაწესებულ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები (მუხლი 76-ე).

გამომუშავების ნორმების შეუსრულებლობისას, რაც მუშის ან მოსამსახურის ბრალით არის გამოწვეული, შრომის ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

    მუხლი 93. ხელფასის შენარჩუნება სხვა მუდმივ, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანის დროს

სხვა მუდმივ, დაბალხელფასიან სამუშაოზე მუშის ან მოსამსახურის გადაყვანის დროს მუშაკს გადაყვანის დღიდან ორი კვირის განმავლობაში უნარჩუნებენ უწინდელ საშუალო ხელფასს.

    მუხლი 94. ხელფასის გაცემის ვადები

ხელფასი გაიცემა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც.

სსრ კავშირის კანონმდებლობით და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებით ცალკეული კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეებისათვის შეიძლება დაწესებულ იქნეს ხელფასის გაცემის სხვა ვადებიც.

შვებულების დროის ხელფასი მუშაკს უნდა მიეცეს არა უგვიანეს სამი დღისა შვებულების დაწყებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, ხელფასი გაიცემა წინადღეს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 95. ხელფასის გაცემის ადგილი

მუშებს და მოსამსახურეებს ხელფასი მიეცემათ, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების ადგილას.

    მუხლი 96. ანგარიშსწორების ვადები დათხოვნისას

მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გაცემული უნდა იქნეს არა უგვიანეს შემდეგი დღისა დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან.

    მუხლი 97. ანგარიშსწორების წესი დათხოვნისას, როცა კუთვნილი თანხის ოდენობა სადავოა

თუ სადავოა იმ თანხის ოდენობა, რომელიც დათხოვნისას მუშაკს ეკუთვნის, ადმინისტრაცია ყველა შემთხვევაში ვალდებულია ამ კოდექსის 96-ე მუხლში მითითებულ ვადაში გადაიხადოს ის თანხა, რომელიც მას არ მიაჩნია სადავოდ.

    მუხლი 98. პასუხისმგებლობა ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის

თუ დათხოვნილ მუშაკს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ბრალით არ გადაუხდიან კუთვნილ თანხას, ამ კოდექსის 96-ე მუხლით მითითებულ ვადაში, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია მოვალეა, როცა არ არსებობს დავა ამ თანხის ოდენობაზე, გადაუხადოს მუშაკს მისი საშუალო ხელფასი დაყოვნების მთელი დროისათვის ფაქტიური ანგარიშსწორების დღის ჩათვლით.

დათხოვნილი მუშაკის კუთვნილი თანხის ოდენობაზე დავის დროს ადმინისტრაცია მოვალეა გადაიხადოს ამ მუხლში აღნიშნული საზღაური იმ შემთხვევაში, თუ დავა გადაწყვეტილია მუშაკის სასარგებლოდ. თუ დავა მუშაკის სასარგებლოდ მხოლოდ ნაწილობრივ გადაწყდა და არა მთლიანად, მაშინ ანაზღაურების ოდენობას დაყოვნების დროისათვის გასაზღვრავს ის ორგანო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება დავის არსის შესახებ.

თუ დათხოვნილმა მუშაკმა საბოლოო ანგარიშის მიღებამდე სხვაგან დაიწყო მუშაობა, ანგარიშის დაყოვნების დროის განმავლობაში კუთვნილი თანხის ოდენობა მცირდება იმ თანხით, რომელიც მან მიიღო ახალ სამუშაოზე ანგარიშსწორების დაყოვნების პერიოდში შესრულებული სამუშაოსათვის.

ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების შემთხვევაში მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებითი გაცდენის მთელი დროისათვის.

    მუხლი 99. საანგარიშსწორებო წიგნაკები

ყველა მუშას, აგრეთვე მოსამსახურეს, რომელთა შრომა ნარდობლივად ანაზღაურდება, ადმინისტრაცია ვალდებულია სამუშაოზე მიღებიდან ხუთი დღის შემდეგ მისცეს საანგარიშსწორებო წიგნაკები.

საანგარიშსწორებო წიგნაკებში ჩაიწერება მუშაობის პირობები და ხელფასის ანგარიშსწორება.

    მუხლი 100. მუშებისა და მოსამსახურეების მატერიალურ-საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურება საზოგადოებრივი მოხმარების ფონდის ხარჯზე

მუშებსა და მოსამსახურეებს ხელფასის გარდა, საზოგადოებრივი მოხმარების ფონდიდან ეძლევათ დახმარება სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ხაზით და პენსიები, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლებისა და ტურისტული ბაზების საგზურები, ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო სამედიცინო დახმარებით და უფასო სწავლით, ეძლევათ სხვა ფულადი საზღაური და სხვადასხვა შეღავათები. სახსრებს აღნიშნული ფონდიდან იყენებენ აგრეთვე საცხოვრებელი სახლების, სკოლების, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობისათვის, მუშებისა და მოსამსახურეების კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურების გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე ბავშვების მოვლა-პატრონობისათვის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში.

თავი VII

შრომისნორმები და სანარდო ფასდებები

    მუხლი 101. გამომუშავების ნორმები (დროის ნორმები), მომსახურების ნორმები და მუშაკთა რაოდენობის ნორმატივები

მუშათა და მოსამსახურეთა გამომუშავების ნორმები (დროის ნორმები), მომსახურების ნორმები და მუშათა და მოსამსახურეთა რაოდენობის ნორმატივები დაწესდება ტექნიკის მიღწეული დონის, შრომის და წარმოების მეცნიერული ორგანიზაციისა და შრომის მოწინავე გამოცდილების გათვალისწინებით. ეს ნორმები და ნორმატივები უნდა შეიცვალოს ახლით წარმოებაში იმ ტექნიკურ, სამეურნეო და ორგანიზაციულ ღონისძიებათა დანერგვის კვალდაკვალ, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ნაყოფიერების ზრდას.

    მუხლი 102. ახალი ნორმების შემოღება, მოქმედი ნორმებისა და ნორმატივების გადასინჯვა

ახალი ნორმების შემოღებას და მოქმედი ნორმებისა და ნორმატივების გადასინჯვას ახორციელებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.

გამომუშავების ახალი ნორმების (დროის ნორმების) და მომსახურების ნორმების შემოღება მუშებსა და მოსამსახურეებს უნდა ეცნობოს არა უგვიანეს ერთი თვისა ამ ნორმების შემოღებამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 103. შრომის ნორმალური პირობების უზრუნველყოფა გამომუშავების ნორმების შესასრულებლად

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა უზრუნველყოს მუშაობის ნრომალური პირობები მუშებისა და მოსამსახურეების მიერ გამომუშავების ნორმების შესასრულებლად. მუშაობის ნორმალურ პირობებად ითვლება:

1) მანქანების, დაზგების და მოწყობილობათა წესიერი მდგომარეობა;

2) ტექნიკური დოკუმენტაციით დროული უზრუნველყოფა;

3) სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო მასალებისა და ინსტრუმენტების სათანადო ხარისხი, მათი დროული მიწოდება;

4) წარმოების დროული უზრუნველყოფა ელექტროენერგიით, გაზითა და ენერგოკვების სხვა წყაროებით;

5) შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები (უსაფრთხოების ტექნიკის, წესებისა და ნორმების დაცვა, საჭირო განათება, გათბობა, ვენტილაცია, ხმაურის, გამოსხივების, ვიბრაციის მავნე შედეგების და სხვა იმ ფაქტორების თავიდან აცილება, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ მუშაკების ჯანმრთელობაზე და ა.შ.).

    მუხლი 104. ერთიანი და ტიპობრივი ნორმებისა და ნორმატივების დაწესება

ერთგვაროვანი სამუშაოებისათვის შეიძლება დაწესდეს ერთიანი ან ტიპობროვი (დარგთაშორისი, დარგობრვი, უწყებრივი) ნორმები და ნორმატივები.

    მუხლი 105. ფასდების განსაზღვრა შრომის ნარდობლივი ანაზღაურების დროს

შრომის ნარდობლივი ანაზღაურების დროს გფასდება განისაზღვრება დადგენილ სამუშაოთა თანრიგის, სატარიფო განაკვეთის (სარგოს) და გამომუშავების ნორმების (დროის ნორმების) მიხედვით.

სანარდო ფასდება განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს თანრიგის შესაბამისი საათობრივი (დღიური) სატარიფო განაკვეთის გაყოფით გამომუშავების საათობრივ (დღიურ) ნორმაზე. სანარდო ფასდება შეიძლება განსაზღვრულ იქნეს აგრეთვე შესასრულებელი სამუშაოს თანრიგის შესაბამისი საათობრივი ან დღიური სატარიფო განაკვეთის გამრავლებით დროის დაწესებულ საათობრივ ან დღიურ ნორმაზე.

    მუხლი 106. გამომგონებელი და რაციონალიზატორი მუშებისა და მოსამსახურეებისათვის წინანდელ ფასდებათა განსაზღვრული ვადით შენარჩუნება

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომელთა გამოგონება ან რაციონალიზატორული წინადადება ცვლის ტექნიკურ ნორმებსა და ფასდებებს, გამომუშავების ადრე მოქმედი ფასდებანი უნარჩუნდებათ ექვსი თვის განმავლობაში ახალი ნორმებისა და ფასდებების შემოღების დღიდან. სხვა მუშაკებს, რომლებმაც გამომგონებლებს ან რაციონალიზატორებს დახმარება აღმოუჩინეს წინადადების დანერგვაში, წინანდელი ფასდებები უნარჩუნდებათ სამი თვის განმავლობაში,

წინანდელი ფასდებები რჩება იმ შემთხვევებშიც, როცა გამომგონებელი ან რაციონალიზატორი ადრე არ ასრულებდა იმ სამუშოას, რომლის ნორმები და ფასდებები შეიცვალა მისი წინადადების დანერგვასთან დაკავშირებით, და ამ სამუშაოზე გადმოყვანილია წინადადების შეტანის შემდეგ.

    მუხლი 107. მომსახურების ნორმებისა და ნორმირებული საწარმოო დავალებების დაწესება

შრომის დროებლივი ანაზღაურებისას მუშებსა და მოსამსახურეებს უწესდებათ მათზე მიმაგრებული დაზგების, აგრეგატების მომსახურების ნორმები ან ნორმირებული საწარმოო დავალებები გარკვეული პერიოდისათვის. ცალკეული ფუნქციების ან სამუშაოს მოცულობის შესასრულებლად შეიძლება დაწესდეს მუშათა და მოსამსახურეთა რაოდენობის ნორმატივები.

    მუხლი 108. გამომუშავების ნორმების (დროის ნორმების), მომსახურების ნორმების დადგენისა და გადასინჯვის დროს წარმოშობილი უთანხმოების გადაწყვეტის წესი

გამომუშავების ნორმების (დროის ნორმების), მომსახურების ნორმების დადგენისა ან გადასინჯვის დროს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს შორის წარმოშობილ უთანხმოებას გადაწყვეტენ ზემდგომი სამეურნეო და პროფკავშირული ორგანოები.

თავი VIII

გარანტია და კომპენსაცია

    მუხლი 109. გარანტია არჩევითს თანამდებობაზე არჩეული მუშებისა და მოსამსახურეებისათვის

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც სამუშაოდან განთავისუფლდნენ იმის გამო, რომ არჩეული არიან სახელმწიფო ორგანოებში, აგრეთვე პარტიულ, პროფკავშირულ, კომკავშირულ, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, არჩევით თანამდებობაზე რწმუნებულების ვადის დამთავრების შემდეგ ეძლევათ წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი არ არის, სხვა ტოლფასოვანი სამუშაო (თანამდებობა) ამავე ან, მუშაკის თანხმობით, სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.

    მუხლი 110. გარანტია მუშებისა და მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოვალეობათა შესრულების დროს

სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოვალეობათა შესრულების დროის განმავლობაში, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ მოქმედი კანონმდებლობით ეს მოვალეობანი შეიძლება განხორციელდეს სამუშაო დროს, მუშებისა და მოსამსახურეებისათვის გარანტირებულია სამუშაო ადგილისა (თანამდებობის) და საშუალო ხელფასის შენარჩუნება.

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც გაწვეული არიან სსრ კავშირის საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესასრულებლად, ეძლევათ გარანტია და შეღავათი ამ კანონის შესაბამისად.

მუშას ან მოსამსახურეს საშუალო ხელფასი შეუნარჩუნდება, თუ იგი სამუშაო დროის განმავლობაში ასრულებს შემდეგ სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ მოვალეობას:

1) ახორციელებს საარჩევნო უფლებას;

2) არის დეპუტატი და მონაწილეობს სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიის მუშაობაში ან, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ასრულეს სხვა სადეპუტატო მოვალეობას;

3) მონაწილეობს სახელმწიფო, პარტიული, პროფკავშირული, კომკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყრილობების, პლენუმების ან კონფერენციების მუშაობაში როგორც დელეგატი;

4) გამოწვევით გამოცხადდება მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სპეციალისტი, მთარგმნელი, დამსწრე, ან მონაწილეობს სასამართლოს სხდომაზე, როგორც სახალხო მსაჯული, საზოგადოებრივი ბრალმდებელი, საზოგადოებრივი დამცველი, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შრომითი კოლექტივების წარმომადგენელი;

5) ასრულებს სახალხო კონტროლის ორგანოების დავალებებს – „სსრ კავშირის სახალხო კონტროლის შესახებ“ სსრ კავშირის კანონის შესაბამისად;

6) მონაწილეობს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული პენსიების დამნიშვნელი კომისიის ან საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის მუშაობაში, როგორც მისი წევრი.

7) გამოწვევით გამოცხადდება, როგორც მოწმე, პენსიის დამნიშნავ კომისიაში შრომითი სტაჟის შესახებ ჩვენების მისაცემად;

8) მონაწილეობს ხანძრის ან ავარიის ლიკვიდაციაში, როგორც ნებაყოფლობითი სახანძრო რაზმის წევრი;

9) ასრულებს სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ მოვალეობებს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 111. გარანტია იმ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც იგზავნებიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად

იმ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც წარმოებისაგან მოწყვეტით იგზავნებიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ენახებათ სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და ეძლევათ კანონით გათვალისწინებული თანხა.

    მუხლი 112. გარანტია გამომგონებელი, რაციონალიზატორი და სამრეწველო ნიმუშის ავტორი მუშებისა და მოსამსახურეებისათვის

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც გამოგონებების, რაციონალიზატორული წინადადებების ავტორები არიან, იმავე საწარმოში, ორგანიზაციაში გამოგონების ან რაციონალიზატორული წინადადების დანერგვაში მონაწილეობისათვის ძირითად სამუშაოდან განთავისუფლებისას უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი.

სხვა საწარმოში, ორგანიზაციაში თავისი გამოგონების ან რაციონალიზატორული წინადადების დანერგვაში მონაწილეობისათვის მუშებსა და მოსამსახურეებს მუდმივ სამუშაო ადგილზე ენახებათ თანამდებობა, ხოლო გამოგონების ან რაციონალიზატორული წინადადების დანერგვისათვის გაწეული შრომის ანაზღაურება ხდება მხარეთა შეთანმხებით, მაგრამ მუდმივი სამუშაო ადგილის საშუალო ხელფასზე არანაკლები ოდენობით.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი გარანტიები ეძლევათ იმ მუშა-მოსამსახურეებს – სამრეწველო ნიმუშების ავტორებსაც, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საწარმოში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მათ მიერ შექმნილი სამრეწველო ნიმუშების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოებში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 113. სამედიცინო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გაგზავნილი მუშებისა და მოსამსახურეებისათვის საშუალო ხელფასის შენარჩუნება

სამედიცინო დაწესებულებაში გამოსაკვლევად ყოფნისას მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც მოვალენი არიან გაიარონ ასეთი გამოკვლევა, სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი.

    მუხლი 114. გარანტია იმ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც დონორები არიან

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა დაუბრკოლებლად გაუშვას მუშები და მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სამედიცინო გამოკვლევის დღეს, სისხლის მიცემის დღეს და შეუნარჩუნოს მათ საშუალო ხელფასი ამ დღეებისათვის.

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც არიან დონორები, გადასხმისათვის სისხლის მიცემის ყოველი დღის შემდეგ უშუალოდ ეძლევათ დასვენების დღე საშუალო ხელფასის შენარჩუნებით. მუშაკის სურვილით ეს დღე შეიძლება მიემატოს ყოველწლიურ შვებულებას.

    მუხლი 115. გარანტია და კომპენსაცია მივლინების დროს

მივლინებაში მყოფ მუშაკებს მივლინებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში ენახებათ სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და საშუალო ხელფასი.

მუშებსა და მოსამსახურეებს უფლება აქვთ აინაზღაურონ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები და მიიღონ მივლინებასთან დაკავშირებული სხვა კომპენსაცია სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით და წესით.

მუშაკებს, რომლებსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, აუნაზღაურდებათ: სადღეღამისო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი დროისათვის, მგზავრობის ხარჯები და ბინის ქირა.

    მუხლი 116. გარანტია და კომპენსაცია ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ წასვლის დროს

მუშებსა და მოსამსახურეებს უფლება აქვთ აინაზღაურონ ხარჯი და მიიღონ კომპენსაცია ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადაყვანასთან, მიღებასთან ან გაგზავნასთან დაკავშირებით.

მუშაკებს სხვა სამუშაოზე გადაყვანისას, რაც დაკავშირებულია ტერიტორიულად სხვა ადგილას წასვლასთან, აუნაზღაურდებათ: თავისი და ოჯახის წევრების მგზავრობის ღირებულება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაცია გამოუყოფს სათანადო მიმოსვლის საშუალებას); ქონების გადაზიდვის ხარჯები, სადღეღამისო ხარჯები გზაში ყოფნის ყოველი დღისათვის; მიეცემათ ერთდროული დახმარება მათ და მათი ოჯახის თითოეულ წევრს, რომელიც მათთან ერთად გადადის; ხელფასი სამგზავროდ მომზადებისა და ახალ საცხოვრებელ ადგილზე მოწყობის დღეებისათვის, მაგრამ არა უმეტეს ექვსი დღისა, აგრეთვე გზაში ყოფნის დროისათვის.

მუშაკებს, რომლებიც ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოზე მიღებასთან (წინასწარი შეთანხმებით) დაკავშირებით მიემგზავრებიან აუნაზღაურდებათ და ეძლევათ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კომპენსაციები და გარანტიები. ამ მუშაკებს ერთდროული დახმარება შეიძლება მიეცეთ მხარეთა შეთანხმებით.

ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში აღნიშნული პირებისათვის კომპენსაციის ოდენობას, კომპენსაციებისა და გარანტიების მიცემის წესს, აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილას გადასვლისას სასწავლო დაწესებულების, ასპირანტურის, კლინიკური ორდინატურის დამთავრების შემდეგ განაწილების წესით ან ორგანიზაციული შეგროვებისა თუ საზოგადოებრივი გაწვევის წესით სამუშაოდ გაგზავნისას გარანტიებსა და კომპენსაციებს ამ პირთათვის ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა.

ზემოაღნიშნული მუშაკისათვის კომპენსაციის მიცემის ოდენობასას და წესს, აგრეთვე კომპენსაციას ორგანიზებული შეგროვების წესით სამუშაოზე მიღებული მუშების ტერიტორიულად სხვა ადგილას გადასვლისას, სასწავლების დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მუშებისა და სპეციალისტების სამუშაოდ გაგზავნისას, ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1982წ., მუხ.320

    მუხლი 117. კომპენსაცია მუშებისა და მოსამსახურეების კუთვნილი ინსტრუმენტების გაცვეთისათვის

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის საჭიროებისათვის იყენებენ თავიანთ კუთვნილ ინსტრუმენტებს, უფლება აქვთ მიიღონ კომპენსაცია ინსტრუმენტის გაცვეთისათვის (ამორტიზაციისათვის).

ამ კომპენსაციის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, თუ კომპენსაციის ოდენობა და გადახდის წესი ცენტრალიზებული გზით არ არის დადგენილი.

თავი IX

გარანტია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებისას

    მუხლი 118. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშებისა და მოსამსახურეების მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა

მუშები და მოსამსახურეები მოვალენი არიან მზრუნველობით მოეპყრონ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ქონებას და მიიღონ ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად.

საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის გამო მუშას ან მოსამსახურეს მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირობით, თუ ზიანი გამოწვეული იყო მისი ბრალით. ეს პასუხისმგებლობა, როგორც წესი, განისაზღვრება მუშის ან მოსამსახურის ხელფასის გარკვეული ნაწილით და არ უნდა აღემატებოდეს მიყენებული ზიანის სრულ ოდენობას გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის კანონმდებლობით“ (მუხლები 119-ე და 120-ე).

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ პირდაპირი ნამდვილი ზიანი და არა იმ შესაძლო შემოსავალი, რომელიც ვერ მიიღეს მიყენებული ზიანის შედეგად.

დაუშვებელია მუშას ან მოსამსახურეს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ნორმალური საწარმო-სამეურნეო რისკის კატეგორიას.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინიტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშებსა და მოსამსახურეებს აუცილებელი პირობები ნორმალური მუშაობის და მათთვის მინდობილი ქონების სრული დაცვის უზრუნველყოფისათვის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

    მუხლი 119. გარანტია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებისას

შრომითი მოვალეობების შესრულებისას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშებსა და მოსამსახურეებს, რომელთა ბრალით გამოწვეულია ზიანი, ეკისრებათ მატერიალური პასუხისმგებლობა პირდაპირი ნამდვილი ზიანის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს მათი საშუალო თვიური ხელფასის ერთი მესამედისა.

მატერიალური პასუხისმგებლობა საშუალო თვიური ხელფასის ერთ მესამედზე მეტი ოდენობით  დასაშვებია მხოლოდ სსრ კავშირის კანონმდებლობით მითითებულ შემთხვევებში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

    მუხლი 120. მუშათა და მოსამსახურეთა შეზღუდული მატერიალური პასუხისმგებლობის შემთხვევები

შეზღუდული მატერიალური პასუხისმგებლობა საშუალო თვიური ხელფასის ერთ მესამედზე მეტი ოდენობით, სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ეკისრებათ:

1) მუშებს ან მოსამსახურეებს მათი ბრალით მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს მათი საშუალო თვიური ხელფასის ორი მესამედისა. მასალების, ნახევარფაბრიკატების, ნაწარმის (პროდუქციის), მათ შორის, მისი დამზადებისას დაუდევრობის გამო გაფუჭების ან განადგურებისათვის, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ სარგებლობაში მიცემული ინსტრუმენტების, საზომი ხელსაწყოების, სპეციალური ტანსაცმლის და სხვა საგნების დაუდევრობით გაფუჭების ან განადგურებისათვის;

2) საწარმოს, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს – მათი ბრალით მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საშუალო თვიური ხელფასისა, თუ ზიანი საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას მიაყენეს ზედმეტი ფულადი სახსრების გაცემით, მატერიალური ან ფულადი ფასეულობის აღრიცხვისა და შენახვის არასწორი დაყენებით, მოცდენის, უხარისხო პროდუქციის გამოშვების, მატერიალური ან ფულადი ფასეულობის დატაცების, განადგურებისა და გაფუჭების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების მიუღებლობით;

3) თანამდებობის პირთ, რომელთა ბრალი მიუძღვით მუშაკთა უკანონოდ დათხოვნაში ან სხვა სამუშაოზე გადაყვანაში, იმ შემთხვევაში და იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 209-ე მუხლით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 121. მუშათა და მოსამსახურეთა სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შემთხვევები

სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, მუშებსა და მოსამსახურეებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო, თუ იგი გამოწვეული იყო მათი ბრალით, მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ სრული ოდენობით შემდეგ შემთხვევებში:

1) როდესაც ზიანი მიყენებულია მუშაკის მოქმედებით, რომელიც შეიცავს ისეთი ქმედობის ნიშნებს, რაც ისჯება სისხლის სამართლის წესით;

2) როდესაც ზიანი მიყენებულია მუშაკის მიერ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმოფებოდა;

3) როდესაც სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მუშაკს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაკისრებული აქვს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო;

4) როდესაც მუშაკსა და საწარმოს, დაწესებულება, ორგანიზაციას შორის ამ კოდექსის 1211 მუხლის შესაბამისად დადებულია წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც მუშაკი კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას, თუ ვერ უზრუნველყოფს მისთვის შესანახად ან სხვა მიზნით გადაცემული ქონების ან ფასეულობათა დაცვას;

5) როდესაც ზიანი მიყენებულია არაშრომითი მოვალეობის შესრულების დროს;

6) როდესაც ქონება და სხვა ფასეულობანი მუშაკმა მიიღო საქვეანგარიშოდ ერთჯერადი მინდობილობით ან სხვა ერთჯერადი დოკუმენტით;

7) როდესაც ზიანი მიყენებულია მასალების, ნახევარფაბრიკატების, ნაწარმის (პროდუქციის), მათ შორის, მათი დამზადებისას, დანაკლისით, განზრახ განადგურებით ან განზრახ გაფუჭებით, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ მუშაკისათვის სარგებლობაში მიცემული ინსტრუმენტების, საზომი ხელსაწყოების, სპეციალური ტანსაცმლისა და სხვა საგნების დანაკლისით, განზრახ განადგურებით ან განზრახ გაფუჭებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 1211. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ

წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ საწარმომ, დაწესებულებამ, ორგანიზაციამ შეიძლება დადოს მუშაკთან (18 წლის ასაკს მიღწეულთან), რომელსაც უკავია ისეთი თანამდებობა ან ასრულებს ისეთ სამუშაოებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის გადაცემულ ფასეულობათა შენახვასთან, დამუშავებასთან, გაყიდვასთან (გაცემასთან), გადაზიდვასთან ან წარმოების პროცესში გამოყენებასთან. სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი თანამდებობებისა და სამუშაოების ნუსხა, აგრეთვე ტიპობრივი ხელშეკრულება სრული ინდივიდუალური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ მტკიცდება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

    მუხლი 1212. კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობა

მუშებისა და მოსამსახურეების მიერ იმ ცალკეულ სახეობათა სამუშაოების ერთობლივად შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია მათთვის გადაცემულ ფასეულობათა შენახვასთან, დამუშავებასთან, გაყიდვასთან (გაცემასთან), გადაზიდვასთან ან წარმოების პროცესში გამოყენებასთან და როდესაც შეუძლებელია თითოეული მუშაკის მატერიალური პასუხისმგებლობის გამიჯვნა და მასთან ხელშეკრულების დადება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ, შეიძლება შემოღებულ იქნეს კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობა.

კოლექტიურ (ბრიგადულ) მატერიალურ პასუხისმგებლობას აწესებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით. წერილობითი ხელშეკრულება კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ იდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისა და კოლექტივის (ბრიგადის) ყველა წევრს შორის.

იმ სამუშაოთა ნუსხა, რომელთა შესრულების დროსაც შეიძლება შემოღებულ იქნეს კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობა, მისი გამოყენების პირობებს, აგრეთვე ტიპობრივ ხელშეკრულებას კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი საკავშირო პროფსაბჭოსთან ერთად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 1213. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ფაქტობრივი დანაკარგების მიხედვით, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, მატერიალურ ფასეულობათა საბალანსო ღირებულების (თვითღირებულების) შესაბამისად, დადგენილი ნორმებით ცვეთის გამოკლებით.

მატერიალურ ფასეულობათა დატაცების, დანაკლისის, განზრახ განადგურების ან გაფუჭების დროს ზიანი განისაზღვრება სახელმწიფო საცალო ფასების მიხედვით. თუ მოცემული სახეობის მატერიალურ ფასეულობაზე დაწესებული არ არის საცალო ფასები, სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ზიანი გამოითვლება სსრ კავშირის ფასების სახელმწიფო კომიტეტის მიერ დადგენილი წესით გამოანგარიშებული ფასების მიხედვით.

საზოგადოებრივი კვების საწარმოებში (წარმოებაში და ბუფეტებში) და საკომისიო ვაჭრობაში პროდუქციისა და საქონლის დატაცებით ან დანაკლისით მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება იმ ფასების მიხედვით, რომლებიც დადგენილია ამ პროდუქციისა და საქონლის გაყიდვისათვის (რეალიზაციისათვის).

 რამდენიმე მუშაკის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თითოეული მათგანისათვის ბრალის ხარისხის, მატერიალური პასუხისმგებლობის სახეობისა და ფარგლების გათვალისწინებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 122. საწარმოსთვის, დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი

ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება საშუალო თვიური ხელფასის ერთ მესამედს, ხდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის განკარგულების საფუძველზე, მუშაკის ხელფასიდან დაქვითვით, ადმინისტრაციის განკარგულება უნდა გაიცეს არა უგვიანეს ორი კვირისა იმ დღიდან, როცა გამოვლინდა მუშაკის მიერ მიყენებული ზიანი, და უნდა მიექცეს აღსასრულებლად არა უადრეს შვიდი დღისა იმ დღიდან, როცა ეს შეატყობინეს მუშაკს. თუ მუშაკი არ ეთანხმება დაქვითვას ან მის ოდენობას, მისი განცხადებით შრომითი დავა განიხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზიანის ანაზღაურება ამ კოდექსის 119-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობით ხდება სასამართლოს წესით საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის განცხადების საფუძველზე.

თუ დადგენილი წესის დარღვევით ადმინისტრაციამ მუშას ან მოსამსახურეს ხელფასიდან დაუქვითა თანხა, მაშინ შრომითი დავის განმხილველი ორგანო მუშაკის საჩივრის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უკანონოდ დაქვითული თანხის დაბრუნების შესახებ.

საწარმოსათვის, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის მათი ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება ხელქვეითობის წესით, ზემდგომი ორგანოების განკარგულებით, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული წესების დაცვით.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის მატერიალური ზიანის გადახდევინება სასამართლო წესით ხდება ხელქვეითობის წესით, ზემდგომი ორგანოების სარჩელით ან პროკურორის განცხადებით.

ზიანის ანაზღაურება ხდება მუშაკის დისციპლინურ, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიუხედავად, იმ მოქმედებისათვის (უმოქმედობისათვის), რის შედეგადაც საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას მიყენებული აქვს ზიანი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 123. გარემოებანი, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას

ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მუშაკის ბრალის ხარისხს და იმ კონკრეტულ გარემოებას, რომლის დროსაც მიყენებული იყო ზიანი. თუ ზიანი არა მარტო მუშაკის ბრალეული ქცევის შედეგი იყო, არამედ მატერიალურ ფასეულობათა შენახვის უზრუნველმყოფი პირობების უქონლობაც, ანაზღაურების ოდენობა შესაბამისად უნდა შემცირდეს.

სასამართლოს შეუძლია შეამციროს მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა მისივე ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი მიყენებულია მუშაკის მიერ ანგარებით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედობით.

მუშას ან მოსამსახურეს მიყენებული ზიანი შეუძლია ნებაყოფლობით აანაზღაუროს მთლიანად ან ნაწილობრივ. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის თანხმობით მუშაკს შეუძლია გადასცეს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ტოლფასოვანი ქონება ან შეაკეთოს დაზიანებული ნივთი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

    მუხლი 124. ხელფასიდან დაქვითვის შეზღუდვა

ხელფასიდან დაქვითვა შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.

თუ მუშას ან მოსამსახურეს აქვს იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის დავალიანება, სადაც იგი მუშაობს, მისი ხელფასიდან ამ დავალიანების დასაფარავად ადმინისტრაციას შეუძლია მოახდინოს დაქვითვა, თავისი განკარგულებით:

1) ხელფასის ანგარიშში გაცემული ავანსის დასაბრუნებლად; გამოთვლითი შეცდომის გამო ზედმეტად გადახდილი თანხის დასაბრუნებლად; დასაფარავად ავანისისა, რომელიც გაცემული იყო სამსახურებრივი მივლინების ან ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოზე გადაყვანის, ან სამეურნეო საჭიროებისათვის, მაგრამ მიღებული თანხა არ დაუხარჯავთ და არ დაუბრუნებიათ თავის დროზე, თუ მუშაკი არ დავობს დაქვითვის საფუძვლისა და ოდენობის შესახებ.

ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაციას უფლება აქვს გასცეს განკარგულება დაქვითვის შესახებ არა უგვიანეს ერთი თვისა იმ ვადის გასვლის დღიდან, რომელიც დაწესებული იყო ავანსის დასაბრუნებლად, დავალიანების დასაფარავად, ან იმ დღიდან, როდესაც გაიცა არასწორად გამოანგარიშებული თანხა;

2) მუშის ან მოსამსახურის დათხოვნისას იმ სამუშაო წლის დამთავრებამდე, რომლის ანგარიშში მას უკვე მიღებული აქვს შვებულება – შვებულების გამოუმუშავებელი დღეებისათვის. ამ დღეების ანგარიშში დაქვითვა არ ხდება, თუ მუშაკს ითხოვენ იმ საფუძვლებით, რომლებიც მითითებულია ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებში და 34-ე მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-5 პუნქტში, სასწავლებლად გაგზავნისას, აგრეთვე პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით;

3) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მუშის ან მოსამსახურის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას (122-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 ხელფასი, რომელიც მუშაკს ზედმეტად გადაუხადა ადმინისტრაციამ (მათ შორის, კანონის არასწორად გამოყენების შემთხვევაში), არ შეიძლება დაექვითოს მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გამოთვლისას დაშვებულია შეცდომა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 125. ხელფასის გაცემისას დაქვითვის ზღვრული ოდენობა

ხელფასის ყოველი გაცემისას ყველა დაქვითვის საერთო ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ოც პროცენტს, ხოლო სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მუშის ან მოსამსახურის კუთვნილი ხელფასის ორმოცდაათ პროცენტს.

რამდენიმე სააღსრულებო საბუთით ხელფასიდან დაქვითვისას მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველგვარ შემთხვევაში უნდა შეუნარჩუნდეთ ხელფასის ორმოცდაათი პროცენტი.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ხელფასიდან დაქვითვაზე, რომელსაც აწარმოებენ გამასწორებელი სამუშაოების მოხდისას.

    მუხლი 126. თანხა, რომლიდანაც არ შეიძლება დაქვითვა

დაუშვებელია დაქვითვა გასასვლელი დახმარებიდან, საკომპენსაციო და სხვა თანხებიდან, რომლებიდანაც კანონმდებლობის თანახმად გადახდევინება არ ხდება.

თავი X

შრომის დისციპლინა

    მუხლი 127. მუშათა და მოსამსახურეთა მოვალეობანი

მუშები და მოსამსახურეები ვალდებულნი არიან იმუშაონ პატიოსნად და კეთილსინდისიერად, დაიცვან შრომის დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის განკარგულებანი, გაადიდონ შრომის ნაყოფიერება, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი, დაიცვან ტექნოლოგიური დისციპლინა, შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნები, გაუფრთხილდნენ და განამტკიცონ სოციალისტური საკუთრება.

 მუხლი 128. შრომის დისციპლინის უზრუნველყოფა

საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შრომის დისციპლინას უზრუნველყოფს შრომისადმი შეგნებული დამოკიდებულება, დარწმუნების მეთოდი, აგრეთვე წახალისება კეთილსინდისიერი შრომისათვის.

შრომითს კოლექტივებში იქმნება შრომის დისციპლინის დარღვევებისადმი შეუწყნარებლობის, იმ მუშაკთა მიმართ მკაცრი ამხანაგური მომთხოვნელობის ატმოსფერო, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ასრულებენ შრომითს მოვალეობებს. ცალკეული არაკეთილსინდისიერი მუშაკის მიმართ საჭირო შემთხვევაში გამოიყენება დისციპლინური და საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებანი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 129. ადმინისტრაციის მოვალეობანი

საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ადმინისტრაცია ვალდებულია სწორად მოაწყოს მუშათა და მოსამსახურეთა შრომა, შექმნას შრომის ნაყოფიერების ზრდის პირობები, უზრუნველყოს შრომისა და საწარმოო დისციპლინა, განუხრელად დაიცვას შრომის კანონმდებლობა და შრომის დაცვის წესები, ყურადღებით მოეკიდოს მუშაკთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს, გააუმჯობესოს მათი შრომისა და ყოფაცხოვრების პირობები.

    მუხლი 130. შრომის შინაგანაწესი. წესდებები დისციპლინის შესახებ

საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შრომის განაწესს განსაზღვრავს შრომის შინაგანაწესი, რომელსაც ამტკიცებენ შრომითი კოლექტივები ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის წარდგენით ტიპობრივი წესების საფუძველზე.

სახალხო მეურნეობის ზოგიერთ დარგში ცალკეული კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მოქმედების წესდებები დისციპლინის შესახებ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 131. წახალისება მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის

შრომითი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულების, სოციალისტურ შეჯიბრებაში წარმატებების, შრომის ნაყოფიერების გადიდების, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, ხანგრძლივი და უმწიკვლო მუშაობის, შრომაში ნოვატორობისა და მუშაობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისათვის იყენებენ წახალისების შემდეგ სახეობებს:

1) მადლობის გამოცხადება;

2) პრემიის მიცემა;

3) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

4) საპატიო საჩუქრებით დაჯილდოება;

5) საპატიო წიგნში, საპატიო დაფაზე შეტანა.

შრომის შინაგანაწესით და წესდებებით დისციპლინის შესახებ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა წახალისებანიც.

    მუხლი 132. წახალისების გამოყენების წესი

წახალისებას ადმინისტრაცია იყენებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან ერთად ან მასთან შეთანხმებით.

    მუხლი 133. უპირატესობანი და შეღავათები იმ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც წარმატებით და კეთილსინდისიერად ასრულებენ შრომით მოვალეობებს

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც წარმატებით და კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ შრომით მოვალეობებს, პირველ რიგში ეძლევათ უპირატესობანი და შეღავათები სოციალურ-კულტურული და საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების დარგში (სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების საგზურები, საბინაო პირობების გაუმჯობესება და სხვ.) ასეთ მუშაკებს ეძლევათ აგრეთვე უპირატესობა სამუშაოზე დაწინაურების დროს.

    მუხლი 134. წახალისება განსაკუთრებული შრომითი დამსახურებისათვის

მუშებსა და მოსამსახურეებს განსაკუთრებული შრომითი დამსახურებისათვის წარადგენენ ზემდგომ ორგანოებში წასახალისებლად, ორდენებით, მედლებით, საპატიო სიგელებით, სამკერდე ნიშნებით დასაჯილდოებლად და საპატიო წოდებებისა და მოცემული პროფესიის საუკეთესო მუშაკის წოდების მისანიჭებად.

    მუხლი 135. სასჯელი შრომის დისციპლინის დარღვევისათვის

შრომის დისციპლინის დარღვევისათვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია იყენებს შემდეგ დისციპლინურ სასჯელებს:

1) შენიშვნას;

2) საყვედურს;

3) სასტიკ საყვედურს;

4) დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანისას სამ თვემდე ვადით ან დაბალ თანამდებობაზე ჩამოყენებას იმავე ვადით;

შრომის დისციპლინის სისტემატურად დარღვევისთვის, არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენისათვის ან სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადებისათვის მუშა და მოსამსახურე შეიძლება გადაიყვანონ სხვა დაბალხელფასიან სამუშაოზე ან ჩამოაყენონ სხვა უფრო დაბალ თანამდეობაზე ამ პუნქტის პირველ აბზაში მითითებული ვადით;

5) დათხოვნას (34-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტები).

დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონმდებლობითა და წესდებით დისციპლინის შესახებ, ცალკეული კატეგორიების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე სხვა დისციპლინური სასჯელიც.

დისციპლინური სასჯელის დადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, მუშის ან მოსამსახურის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

    მუხლი 136. დისციპლინურ სასჯელთა გამოყენებისა და გასაჩივრების წესი

დისციპლინური სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს ახსნა-განმარტება.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე. მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, მუშაკის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.

დისციპლინური სასჯელი არ შეიძლება დადებულ იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელი.

 დისციპლინური სასჯელი შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს დადგენილი წესით.

    მუხლი 137. დისციპლინური სასჯელის მოხსნა

თუ დისციპლინური სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მუშას ან მოსამსახურეს არ დაედება ახალი დისციპლინური სასჯელი, იგი ჩაითვლება ისეთ პირად, რომელსაც დისციპლინური სასჯელი არ ჰქონია დადებული.

თუ მუშას ან მოსამსახურეს ხელახლა არ დაურღვევია შრომის დისციპლინა და, ამასთან, თავი გამოიჩინა როგორც კარგმა და კეთილსინდისიერმა მუშაკმა, მას შეიძლება მოეხსნას დისციპლინური სასჯელი ერთი წლის გასვლამდე.

    მუხლი 138. შრომის დისციპლინის დარღვევის საკითხის გადაცემა ამხანაგური სასამართლოს ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის განსახილველად

ადმინისტრაციას უფლება აქვს დისციპლინური სასჯელის გამოყენების ნაცვლად შრომის დისციპლინის დარღვევის საკითხი განსახილველად გადასცეს შრომითს კოლექტივს, ამხანაგურ სასამართლოს ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

თავი XI

შრომის დაცვა

    მუხლი 139. შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა

ყველა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში იქმნება შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.

შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას.

ადმინისტრაცია ვალდებულია საწარმოო ტრავმატიზმის თავიდან ასაცილებლად დანერგოს უსაფრთხოების ტექნიკის თანამედროვე საშუალებანი და უზრუნველყოს ისეთი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, რომლებიც აღკვეთენ მუშებისა და მოსამსახურეების პროფესიული დაავადებების წარმოშობას.

შრომითი კოლექტივები იხილავენ და იწონებენ შრომის დაცვის პირობების გაუმჯობესებისა და სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა კომპლექსურ გეგმებს და კონტროლს უწევენ ამ გეგმების შესრულებას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 140. შრომის დაცვის მოთხოვნათა შესრულება საწარმოო შენობების, ნაგებობებისა და მოწყობილობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს

საწარმოო შენობები, ნაგებობები, მოწყობილობა, ტექნოლოგიური პროცესები უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს.

 ეს მოთხოვნები შეიცავენ ტერიტორიისა და საწარმოო შენობების რაციონალურად გამოყენებას, მოწყობილობის სწორ ექსპლუატაციას და ტექნოლოგიური პროცესების ორგანიზაციას, მომუშავეთა დაცვას შრომის მავნე პირობების ზემოქმედებისაგან, საწარმოო შენობებისა და სამუშაო ადგილების მოვლას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების შესაბამისად, სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსოების მოწყობას.

საწარმოო შენობებისა და ნაგებობათა დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის დროს დაცულ უნდა იქნეს შრომის დაცვის წესები და ნორმები.

მანქანების, დაზგების და სხვა საწარმოო მოწყობილობის პროექტები უნდა შეესაბამებოდნენ უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნებს.

სერიული წარმოებისათვის არ შეიძლება გადაცემულ იქნეს არც ერთი ახალი მანქანის, მექანიზმისა და სხვა საწარმოო მოწყობილობის ნიმუში, თუ იგი არ უპასუხებს შრომის დაცვის მოთხოვნებს.

    მუხლი 141. ისეთ საწარმოთა საექსპლუატაციოდ გადაცემის აკრძალვა, რომლებიც არ შეესაბამება შრომის დაცვის მოთხოვნებს

არც ერთი საწარმო, საამქრო, უბანი, წარმოება არ შეიძლება იქნეს მიღებული და გადაცემული საექსპლუატაციოდ, თუ იქ არ არის უზრუნველყოფილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.

საწარმოო დანიშნულების ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტის საექსპლუატაციოდ გადაცემა დაუშვებელია, თუ იქ არ არის იმ ორგანოების ნებართვა, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო სანიტარიულ და ტექნიკურ ზედამხედველობას, პროფკავშირთა ტექნიკური ინსპექციის და იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის ნებართვა, რომლებიც ობიექტებს გადასცემენ საექსპლუატაციოდ.

    მუხლი 142. შრომის დაცვის წესები, რომლებიც სავალდებულოა ადმინისტრაციისათვის

 საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკური მოწყობა და იქ შრომის ისეთი პირობების შექმნა, როგორიც შეესაბამება შრომის დაცვის წესებს (უსაფრთხოების ტექნიკის წესებს, სანიტარიულ ნორმებსა და წესებს და სხვ). ასეთ წესებს (რომლებიც ერთნაირია სახალხო მეურნეობის ყველა დარგისათვის ან დარგთაშორისოა), სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების თანახმად ამტკიცებენ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო ან მისი დავალებით სხვა სახელმწიფო ორგანოები პროფკავშირების საკავშირო ცენტრალურ საბჭოსთან ერთან ან მასთან შეთანხებით.

შრომის დაცვის დარგობრივ წესებსა და ნორმეს დადგენილი წესით ამტკიცებენ სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები, უწყებები, სახელმწიფო ზედახედველობის ორგანოები (მუხლი 237-ე) შესაბამისი პროფესიული კავშირების საკავშირო ცენტრალურ კომიტეტებთან ერთად ან მათთან შეთანხებით.

თუ შრომის დაცვის წესებში არ არის ის მოთხოვნები, რომელთა დაცვა სამუშაოთა წარმოების დროს აუცილებელია შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფისათვის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან ერთად იღებს ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის უსაფრთხო პირობებს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 143. მუშებისა და მოსამსახურეების ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის და საწარმოო სანიტარიის შესახებ

ადმინისტრაციას ეკისრება მუშათა და მოსამსახურეთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შრომის დაცვის სხვა წესების შესახებ.

    მუხლი 144. შრომის დაცვის ინსტრუქციები, რომლებიც სავალდებულოა მუშებისა და მოსამსახურეებისათვის

მუშები და მოსამსახურეები მოვალენი არიან შეასრულონ შრომის დაცვის ინსტრუქციები, რომლებიც ადგენს სამუშაოთა შესრულებისა და საწარმოო შენობებსა და სამშენებლო მოედნებზე ქცევის წესებს. ასეთ ინსტრუქციებს ამუშავებს და ამტკიცებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან ერთად. სამინისტროებს, სახელმწიფო კომიტეტებსა და უწყებებს პროფესიული კავშირების ცენტრალურ კომიტეტებთან შეთანხმებით, ხოლო აუცილებელ შემთხვევებში – სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოებთანაც (მუხლი 237-ე) შეუძლიათ დაამტკიცონ შრომის დაცვის ტიპობრივი ინსტრუქციები ძირითადი პროფესიების მუშებისათვის.

მუშები და მოსამსახურეები მოვალენი არიან აგრეთვე დაიცვან მანქანებითა და მექანიზმებით სარგებლობის დაწესებული მოთხოვნები, გამოიყენონ მათთვის მიცემული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

შრომითი კოლექტივები კონტროლს უწევენ ყველა მუშაკის მიერ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შრომის დაცვის წესებისა და ინსტრუქციების დაცვას.

შრომის დაცვის ინსტრუქციის ყველა მოთხოვნათა შესრულების მუდმივი კონტროლი ეკისრება საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 145. სახსრები შრომის დაცვის ღონისძიებებისათვის

შრომის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის დადგენილი წესით გამოიყოფა სახსრები და საჭირო მასალები. ამ სახსრებისა და მასალების ხარჯვა სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.

 აღნიშნული სახსრებისა და მასალების გამოყენების წესს განსაზღვრავს კოლექტიური ხელშეკრულებები ან შრომის დაცვის შეთანხმებები, რომლებიც იდება ადმინისტრაციასა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს შორის.

შრომითი კოლექტივები კონტროლს უწევენ შრომის დაცვისათვის განკუთვნილი სახსრების გამოყენებას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 146. სპეციალური ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებათა გაცემა

შრომის მავნე პირობებიან სამუშაოებზე, აგრეთვე ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც მიმდინარეობს განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებში ან დაკავშირებულია გაჭუჭყიანებასთან, მუშებსა და მოსამსახურეებს დადგენილი ნორმებით უფასოდ ეძლევათ სპეციალური ტანსაცმელი, სპეციალური ფეხსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებანი.

ადმინისტრაცია მოვალეა უზრუნველყოს მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მიცემული სპეცტანსაცმლის, სპეცფეხსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების შენახვა, გარეცხვა, გაშრობა, დეზინფექცია, დეგაზაცია, დეზაქტივაცია და შეკეთება.

    მუხლი 147. საპნისა და გამაუვნებლებელ საშუალებათა გაცემა

ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც გაჭუჭყიანებასთანაა დაკავშირებული, მუშებსა და მოსამსხურეებს დადგენილი ნორმებით უფასოდ ეძლევათ საპონი. იმ სამუშაოებზე, სადაც შესაძლებელია მავნე ნივთიერებების კანზე მოქმედება, დადგენილი ნორმებით უფასოდ გაიცემა ჩამოსაბანი და გამაუვნებლებელი საშუალებანი.

    მუხლი 148. რძისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური კვების პროდუქტების გაცემა

შრომის მავნე პირობებიან სამუშაოებზე მუშებსა და მოსამსახურეებს დადგენილი ნორმებით უფასოდ ეძლევათ რძე ან სხვა ტოლფასოვანი კვების პროდუქტები.

ისეთ სამუშაოებზე, სადაც შრომის განსაკუთრებით მავნე პირობებია, დადგენილი ნორმებით უფასოდ გაიცემა სამკურნალო-პროფილაქტიკური კვების პროდუქტები.

    მუხლი 149. ცხელი საამქროების მუშების უზრუნველყოფა გაზიანი მარილიანი წყლით

საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა ცხელი საამქროების მუშები უფასოდ უზრუნველყოს გაზიანი მარილიანი წყლით.

იმ საამქროებსა და საწარმოო უბნებს, რომლებიც უნდა მომარაგდნენ გაზიანი მარილიანი წყლით, ადგენენ სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოები ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

    მუხლი 150. შესვენებები, რომლებიც სამუშაო დროში ითვლება

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც ზამთრობით მუშაობენ ღია ცის ქვეშ ან დახურულ შენობებში, რომლებიც არ თბება, მტვირთავებს, რომლებიც დასაქმებული არიან დატვირთვა- გადმოტვირთვის სამუშაოებზე, აგრეთვე სხვა კატეგორიის მუშაკებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გათბობისა და დასვენებისათვის ეძლევათ სპეციალური შესვენებები, რომლებიც ითვლება სამუშაო დროში. საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა მოაწყოს სადგომი მუშაკთა გათბობისა და დასვენებისათვის.

    მუხლი 151. ზოგიერთი კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმება

მინდობილი სამუშაოსათვის ვარგისიანობის განსაზღვრისა და პროფესიულ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით, მძიმე სამუშაოებსა და შრომის მავნე ან საშიშ პირობებიან სამუშაოებზე, აგრეთვე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშათა და მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმება სავალდებულოა სამუშაოებზე მიღებისას წინასწარ, ხოლო შემდგომ – პერიოდულად.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კვების მრეწველობის, საზოგადოებრივი კვებისა და ვაჭრობის საწარმოთა, წყალსადენ ნაგებობათა, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და საბავშვო დაწესებულებათა, აგრეთვე ზოგიერთ სხვა საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა მუშაკები გადიან აღნიშნულ სამედიცინო შემოწმებას.

    მუხლი 152. უფრო მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა

საწარმოს, დაწესებულების ადმინისტრაცია მოვალეა მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ უფრო მსუბუქ სამუშაოს, გადაიყვანოს ასეთ სამუშაოზე მათი თანხმობით, დროებით ან ვადის შეუზღუდავად – სამედიცინო დასკვნის შესაბამისად.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო მსუბუქ დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანის დროს მუშებს და მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ წინანდელი საშუალო ხელფასი ორი კვირის განმავლობაში სამუშაოზე გადაყვანის დღიდან, ხოლო სსრ კავშირისა საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინანდელ საშუალო ხელფასს ინარჩუნებენ დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების მთელი დროის მანძილზე ან იღებენ დახმარებას სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ხაზით.

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც ტუბერკულოზით ან პროფესიული ავადმყოფობით დაავადებასთან დაკავშირებით დროებით არიან გადაყვანილი სხვა დაბალხელფასიან სამუშაოზე, გადაყვანის მთელი დროის მანძილზე, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა, ეძლევათ დახმარება ავადმყოფობის ფურცლით ისეთი ოდენობით, რომ ახალ სამუშაოზე დანიშნულ ხელფასთან ერთად არ აღემატებოდეს სრულ ფაქტიურ შემოსავალს, რასაც წინანდელ სამუშაოზე იღებდა. თუ ადმინისტრაცია ავადმყოფობის ფურცელში მითითებულ ვადაში არ მისცემს სხვა სამუშაოს, ამ მიზეზით გამოტოვებული დღეებისათვის დახმარებას უხდიან საერთო საფუძველზე.

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დროებით არიან გადაყვანილი დაბალხელფასიან სამუშაოზე დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების გამო, რაც სამუშაოსთან იყო დაკავშირებული, მათი ჯანმრთელობის დაზიანებისათვის პასუხისმგებელი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია უხდის სხვაობას წინანდელ და ახალ სამუშაოზე დანიშნულ ხელფასებს შორის. ასეთ სხვაობას იხდიან შრომისუნარიანობის აღდგენამდე ანდა შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვის ან ინვალიდობის დადგენამდე.

    მუხლი 153. ინვალიდების შრომის გამოყენება

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაცია ვალდებულია სამუშაოზე მიიღოს ინვალიდები და დაუწესოს მათ შემცირებული სამუშაო დღე და შრომის სხვა შეღავათიანი პირობები სამედიცინო რეკომენდაციის შესაბამისად.

ინვალიდების დასაქმება ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე, დასვენების დღეებსა და ღამის სამუშაოებზე შეიძლება მხოლოდ მათი თანხმობით და იმ პირობით, თუ ასეთი სამუშაო მათ არ ეკრძალებათ სამედიცინო რეკომენდაციით.

    მუხლი 154. ადმინისტრაციის მოვალეობა – გამოიკვლიოს და აღრიცხოს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევები

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სხვა ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობითაც, ვალდებულია დროულად და სწორად ჩაატაროს წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევათა გამოკვლევა და აღრიცხვა.

ადმინისტრაცია ვალდებულია დაზარალებულის მოთხოვნით მისცეს მას უბედური შემთხვევის შესახებ აქტის დამოწმებული პირი გამოკვლევის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

თუ ადმინისტრაცია უარს ამბობს უბედური შემთხვევის შესახებ აქტის შედგენაზე ან დაზარალებული არ ეთანხმება აქტში უბედური შემთხვევის გარემოებათა აღწერას, დაზარალებულს შეუძლია მიმართოს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს, რომლის დადგენილება აქტის შედგენის ან შინაარსის შესახებ სავალდებულოა ადმინისტრაციისათვის.

უბედურ შემთხვევათა გამოკვლევისა და აღრიცხვის მასალების საფუძველზე ადმინისტრაცია მოვალეა, დროულად მიიღოს აუცილებელი ღონისძიებები იმ მიზეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც იწვევენ უბედურ შემთხვევას.

    მუხლი 155. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მატერიალური პასუხისმგებლობა მუშებისა და მოსამსახურეებისათვის ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული ზიანის გამო

სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები მატერიალურად პასუხისმგებელი არიან მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მიყენებული ზიანის გამო, რაც გამოწვეულია შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მათი დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ვნებით.

თავი XII

ქალის შრომა

    მუხლი 156. სამუშაოები, სადაც ქალის შრომის გამოყენება აკრძალულია

აკრძალულია ქალის შრომის გამოყენება მძიმე სამუშაოებზე და შრომის მავნეპირობებიან სამუშაოებზე, აგრეთვე მიწისქვეშა სამუშაოზე, გარდა ზოგიერთი მიწისქვეშა სამუშაოებისა (არაფიზიკური მუშაობა ან მუშაობა სანიტარიული და საყოფაცხოვრებო მომსახურების დარგში).

აკრძალულია ქალების მიერ ისეთი სიმძიმეების გადატანა ან გადაადგილება, რომლებიც აღემატებიან მათთვის დადგენილ ზღვრულ ნორმებს.

მძიმე და შრომის მავნეპირობებიან სამუშაოთა სიებს, აგრეთვე ქალების მიერ სიმძიმეთა გადატანისა და გადაადგილების ზღვრულ ნორმებს ამტკიცებენ სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში – საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 157. ქალის შრომის შეზღუდვა ღამის და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე, მათი მივლინებაში გაგზავნის შეზღუდვა

დაუშვებელია ქალის შრომის გამოყენება ღამის სამუშაოებზე, სახალხო მეურნეობის იმ დარგების გარდა, სადაც ეს გამოწვეულია განსაკუთრებული აუცილებლობით და ნებადართულია როგორც დროებითი ღონისძიება.

დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს შრომა ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისა, აგრეთვე ქალებისა, რომლებსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, ღამისა და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე, დასვენების დღეებში, დაუშვებელია აგრეთვე მათი გაგზავნა მივლინებაში.

ქალები, რომლებსაც ჰყავთ ერთი წლიდან რვა წლის ასაკამდე ბავშვები, არ შეიძლება ჩაბმულ იქნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოებში ან გაიგზავნონ მივლინებაში მათი თანხმობის გარეშე.

    მუხლი 158. უფრო მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა ორსული ქალებისა, მეძუძური დედებისა და იმ ქალებისა, რომელთაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ

ორსული ქალები საექიმო დასკვნის შესაბამისად, ორსულობის განმავლობაში გადაჰყავთ სხვა უფრო მსუბუქ სამუშაოზე წინანდელი სამუშაოს მიხედვით საშუალო ხელფასის შენარჩუნებით.

მეძუძური დედები და ქალები, რომლებსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია, რომ მათ შეასრულონ წინანდელი სამუშაო, წინანდელი საშუალო ხელფასის შენარჩუნებით გადაჰყავთ სხვა სამუშაოზე ბავშვის კვების მთელი დროის მანძილზე, ან მანამ, სანამ ბავშვს შეუსრულდება ერთი წლის ასაკი.

მუხლი 159. შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო ეძლევათ შვებულება მშობიარობამდე ორმოცდათექვსმეტი კალენდარული დღის ხანგრძლივობით და მშობიარობის შემდეგ ორმოცდათექვსმეტი (არანორმალური მშობიარობისა და ორი ან მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – სამოცდაათი) კალენდარული დღის ხანგრძლივობით, და მათი სურვილისამებრ, თუ აქვთ არანაკლებ ერთ წლის მუშაობის სტაჟი, ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ იგი ერთი წლის გახდებოდეს. ამ ხნის განმავლობაში მათ ეძლევათ დახმარება სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით.

ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ ნებისმიერ დროს, ვიდრე ბავშვი ერთი წლისა გახდებოდეს. ეს შვებულება ჩაითვლება მუშაობის საერთო და უწყვეტ სტაჟში, აგრეთვე სპეციალობის მიხედვით მუშაობის სტაჟში, მაგრამ არ ჩაითვლება მუშაობის იმ სტაჟში, რომელიც იძლევა მომდევნო ყოველწლიური შვებულების უფლებას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 160. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან ყოველწლიური შვებულების შეერთება

ქალს, მისი განცხადების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების წინ ან უშუალოდ მის შემდეგ ეძლევა ყოველწლიური შვებულება ამ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მისი მუშაობის სტაჟის მიუხედავად.

    მუხლი 161. დამატებითი უხელფასო შვებულება დედებისათვის, რომლებსაც ჰყავთ წლინახევრამდე ასაკის ბავშვები

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებების გარდა ქალს, მისი განცხადების თანახმად, ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის მიაღწევდეს წლინახევრის ასაკს და შვებულების განმავლობაში ენახება სამუშაო ადგილი (თანამდებობა).

ეს შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ ნებისმიერ დროს, ვიდრე ბავშვს შეუსრულდება წლინახევრის ასაკი.

 დამატებითი უხელფასო შვებულება ჩაითვლება მუშაობის საერთო და უწყვეტ სტაჟში, აგრეთვე სპეციალობის მიხედვით მუშაობის სტაჟში.

 მუშაობის იმ სტაჟში, რომელიც იძლევა მომდევნო ყოველწლიური შვებულების უფლებას, დამატებითი უხელფასო შვებულების დრო არ ჩაითვლება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 162. შვებულებანი იმ ქალებისათვის, რომლებმაც ახალშობილი ბავშვი იშვილეს

ქალებს, რომლებმაც ახალშობილი ბავშვი იშვილეს უშუალოდ სამშობიარო სახლიდან, ეძლევათ შვებულება ბავშვის შვილად აყვანის დღიდან, ვიდრე ბავშვის დაბადებიდან გავიდოდეს ორმოცდათექვსმეტი დღე და, მათი სურვილისამებრ, თუ აქვთ არანაკლებ ერთი წლის მუშაობის საერთო სტაჟი, ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ იგი ერთი წლისა გახდებოდეს. ამ ხნის განმავლობაში მათ ეძლევათ დახმარება სოციალური დაზღვევის წესით.

 იმ ქალს, რომელმაც ახალშობილი ბავშვი იშვილა უშუალოდ სამშობიარო სახლიდან, თავისი განცხადების თანახმად ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება, ვიდრე ბავშვს შეუსრულდება წლინახევრის ასაკი (მუხლი 161-ე).

 ქალები, რომლებმაც ახალშობილი ბავშვი იშვილეს, სარგებლობენ იმ შეღავათებითა და უპირატესობით, რაც კანონით დადგენილია მეძუძური დედებისა და იმ ქალებისათვის, რომლებსაც ჰყავთ შვილები რვა წლის ასაკამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 163. შესვენება ბავშვის კვებისათვის

მეძუძურ დედებსა და ქალებს, რომლებსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, გარდა საერთო შესვენებისა, ეძლევათ დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისათვის.

 ეს შესვენება ეძლევათ სულ ცოტა ყოველ სამ საათში თითოეული არანაკლებ ოცდაათი წუთის ხანგრძლივობით. თუ ქალს ჰყავს ერთ წლამდე ასაკის ორი ან მეტი ბავშვი, შესვენების ხანგრძლივობა უნდა დაწესდეს არანაკლებ ერთი საათისა.

შესვენება ბავშვის კვებისათვის ჩაითვლება სამუშაო დროდ და ანაზღაურდება საშუალო ხელფასის მიხედვით.

 შესვენების დროს და მისი მიცემის წესს, დედის სურვილის გათვალისწინებით, ადგენს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან ერთად.

    მუხლი 164. სამუშაოზე მიღების გარანტია და სამუშაოდან დათხოვნის აკრძალვა ორსული ქალებისა, მეძუძური დედებისა და იმ ქალებისა, რომელთაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ

 აკრძალულია სამუშაოზე მიღებისას ქალებისათვის უარის თქმა და მათთვის ხელფასის შემცირება ორსულობასთან ან ბავშვის კვებასთან დაკავშირებული მოტივებით.

 დაუშვებელია ორსული ქალების, მეძუძური დედებისა და იმ ქალების, რომლებსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, სამუშაოდან დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით, გარდა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის შემთხვევებისა, როდესაც დათხოვნა დაშვებულია სავალდებულო შრომითი მოწყობით.

    მუხლი 165. ორსული ქალებისათვის სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების საგზურების მიცემა და მათთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა

საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაციას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია უფასოდ ან შეღავათიან პირობებში მისცეს ორსულ ქალებს სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების საგზურები და აგრეთვე აღმოუჩინოს მათ მატერიალური დახმარება.

    მუხლი 166. ქალებისათვის მომსახურების გაწევა იმ საწარმოებში, ორგანიზაციებში, სადაც ფართოდ იყენებენ ქალის შრომას

იმ საწარმოებში, ორგანიზაციებში, სადაც ფართოდ იყენებენ ქალის შრომას, ეწყობა საბავშვო ბაგები და ბაღები, ოთახები ძუძუთა ბავშვის კვებისათვის, აგრეთვე ოთახები ქალის პირადი ჰიგიენისათვის.

თავი XIII

ახალგაზრდობის შრომა

    მუხლი 167. ასაკი, რომლის შემდეგ დასაშვებია სამუშაოზე მიღება

 დაუშვებელია თექვსმეტ წელზე ნაკლები ასაკის პირთა სამუშაოზე მიღება.

გამონაკლის შემთხვევებში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით შეიძლება სამუშაოზე მიღებულ იქნენ პირნი, რომლებსაც თხუთმეტი წელი შეუსრულდათ.

    მუხლი 168. არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები

არასრულწლოვანნი (პირნი, რომლებსაც არ მიუღწევიათ თვრამეტი წლის ასაკამდე) შრომითს ურთიერთობებში უფლებრივად გათანაბრებული არიან სრულწლოვანებთან, ხოლო შრომის დაცვის, სამუშაო დროის, შვებულებებისა და შრომის ზოგიერთი სხვა პირობების მხრივ სარგებლობენ იმ შეღავათებით, რომლებიც დადგენილია სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებით, ამ კოდექსით და შრომის კანონმდებლობის სხვა აქტებით.

    მუხლი 169. სამუშაოები, რომლებზედაც აკრძალულია თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირთა შრომის გამოყენება

 აკრძალულია თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირთა შრომის გამოყენება მძიმე სამუშაოებზე და მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოებზე, აგრეთვე მიწისქვეშა სამუშაოებზე.

 სია მძიმე სამუშაოებისა, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოებისა, რომლებზედაც აკრძალულია თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირთა შრომის გამოყენება, მტკიცდება სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში – საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 აკრძალულია არასრულწლოვანთა მიერ ისეთი სიმძიმეების გადატანა და გადაადგილება, რომელიც აღემატება მათთვის დადგენილ ზღვრულ ნორმებს.

    მუხლი 170. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირთა სამედიცინო შემოწმება

თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა ყველა პირს სამუშაოზე იღებენ მხოლოდ წინასწარი სამედიცინო შემოწმების შემდეგ და შემდეგში, თვრამეტი წლის მიღწევამდე, მათ ყოველწლიურად უნდა გაიარონ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება.

    მუხლი 171. ღამისა და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების დასაქმების აკრძალვა

აკრძალულია ღამისა და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე და დასვენების დღეებში თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების დასაქმება.

    მუხლი 172. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების შვებულებები

თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველწლიური შვებულება (67-ე მუხლის მეორე ნაწილი) ეძლევათ ზაფხულში ან, მათი სურვილის მიხედვით, წლის ყოველ სხვა დროს.

    მუხლი 173. გამომუშავების ნორმები ახალგაზრდა მუშებისათვის

 ახალგაზრდა მუშებისათვის, რომლებსაც 18 წელი არ შესრულებიათ, გამომუშავების ნორმები წესდება სრულწლოვანი მუშების გამომუშავების ნორმების მიხედვით, შემოკლებული სამუშაო დროის იმ ხანგრძლივობის პროპორციულად, რომელიც დადგენილია თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდათათვის.

 ახალგაზრდა მუშებისათვის, რომლებიც საწარმოში, ორგანიზაციაში მუშაობას იწყებენ ზოგადასაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებების, კურსების დამთავრების შემდეგ ან უშუალოდ საწარმოშივე სწავლების გავლის შემდეგ, შეიძლება დამტკიცებულ იქნეს გამომუშავების შემცირებული ნორმები იმ შემთხვევაში, იმ ოდენობით და იმ ვადით, რომლებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით. ამ ნორმებს ამტკიცებს საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.

    მუხლი 174. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ყოველდღიური მუშაობის შემცირებული ხანგრძლივობისას

 თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველდღიური მუშაობის შემცირებული ხანგრძლივობის შემთხვევაში ხელფასი ეძლევათ იმავე ოდენობით, როგორც შესაბამისი კატეგორიების მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველდღიური მუშაობის სრული ხანგრძლივობის დროს.

 ნარდობლივ სამუშაოებზე დაშვებული თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების შრომა ანაზღაურდება სანარდო ფასდებით, რომელიც დადგენილია მოზრდილი მუშაკებისათვის. ამასთანავე მათ მიეცემათ დანამატი სატარიფო განაკვეთით იმ დროისათვის, რომლითაც მათი ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა მოზრდილების ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობასთან შედარებით მცირდება.

    მუხლი 175. სამუშაოზე და საწარმოო სწავლებაზე ახალგაზრდობის მიღების ჯავშანი

 ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის წესდება ჯავშანი იმ ახალგაზრდების სამუშაოზე და საწარმოო სწავლებისათვის მისაღებად, რომლებმაც დაამთავრეს ზოგადასაგანმანათლებლო სკოლები, პროფესიულ-ტექნიკური და ტექნიკური სასწავლებლები. ასეთივე ჯავშანი დაწესებულია თვრამეტ წლამდე ასაკის სხვა პირთა მისაღებად.

სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოები ამტკიცებენ იმ ახალგაზრდების შრომითი მოწყობის გეგმებს, რომლებიც ამთავრებენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს და უზრუნველყოფენ ამ გეგმების შესრულებას ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 176. სასწავლებელდამთავრებულ ახალგაზრდა მუშებისა და სპეციალისტების უზრუნველყოფა სამუშაოთი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ახალგაზრდა მუშები, რომლებმაც დაამთავრეს პროფესიულ-ტექნიკური და ტექნიკური სასწავლებლები, და ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც დაამთავრეს უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლები, უზრუნველყოფილი უნდა იქნენ სამუშაოთი მიღებული სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

    მუხლი 177. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების დათხოვნის შეზღუდვა

ადმინისტრაციის ინიციატივით თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების დათხოვნა დაიშვება, დათხოვნის საერთო წესის დაცვის გარდა, მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეების რაიონული (საქალაქო) კომისიის თანხმობით, ამასთან დათხოვნა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და დაუშვებელია შრომითი მოწყობის გარეშე.

    მუხლი 178. არასრულწლოვანთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მშობლების ან სხვა პირების და ორგანოების მოთხოვნით

არასრულწლოვანის მშობლებს, მშვილებლებს და მზრუნველს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირთ, რომლებსაც დაკისრებული აქვთ შრომის კანონმდებლობის დაცვის ზედამხედველობა და კონტროლი, უფლება აქვთ მოითხოვონ არასრულწლოვანთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა (მათ შორის ვადიანი ხელშეკრულებისაც), თუ მისი მოქმედების გაგრძელება ემუქრება არასრულწლოვანის ჯანმრთელობას ან არღვევს მის კანონიერ ინტერესებს.

თავი XIV

შეღავათები იმ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც მუშაობას უთავსებენ სწავლას

    მუხლი 179. საწარმოო სწავლების ორგანიზაცია და სწავლასთან მუშაობის შეთავსებისათვის საჭირო პირობების შექმნა

 მუშებისა და მოსამსახურეების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ადმინისტრაცია აწყობს ინდივიდუალურ, ბრიგადულ, საკურსო და სხვა საწარმოო სწავლებას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე.

ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს სწავლასთან შეთავსებისათვის საჭირო პირობები იმ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც საწარმოო სწავლებას გადიან ან სწავლობენ სასწავლებელში წარმოებისაგან მოუწყვეტლად.

საკვალიფიკაციო თანრიგების ამაღლების ან სამუშაოზე დაწინაურების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მუშებისა და მოსამსახურეების მიერ საწარმოო სწავლების წარმატებით გავლა, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადება, აგრეთვე უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება.

    მუხლი 180. სწავლება სამუშაო დროის განმავლობაში    

ინდივიდუალური, ბრიგადული და საკურსო სწავლების გზით უშუალოდ წარმოებაში ახალი მუშების მომზადებისას თეორიული მეცადინეობა და საწარმოო სწავლება ეწყობა სამუშაო დროის განმავლობაში, რომელიც დადგენილია შრომის კანონმდებლობით შესაბამისი ასაკის, პროფესიისა და წარმოების მუშაკებისათვის.

 მუხლი 181. სამუშაოს მიცემა მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად

საწარმოო სწავლების დამთავრების შემდეგ მუშას კვალიფიკაცია ენიჭება სატარიფო-საკვალიფიკაციო ცნობარის თანახმად და ეძლევა სამუშაო მიღებული კვალიფიკაციისა და მისთვის მინიჭებული თანრიგის შესაბამისად.

მუხლი 182. შეღავათები იმ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც სწავლობენ ზოგადასაგანმანათლებლო და პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებებში

იმ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც წარმოებისაგან მოუწყვეტლად სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებებში, დაწესებული შემცირებული სამუშაო კვირა ან ყოველდღიური მუშაობის შემცირებული ხანგრძლივობა დადგენილი წესით ხელფასის შენარჩუნებით; მათ ეძლევათ აგრეთვე სხვა შეღავათები.

    მუხლი 183. იმ პირთათვის სამუშაო დროის შემცირება, რომლებიც წარმოებისაგან მოუწყვეტლად სწავლობენ ზოგადასაგანმანათლებლო სკოლებში

მუშა-მოსამსახურეთათვის, რომლებიც წარმატებით სწავლობენ წარმოებისაგან მოუწყვეტლად მუშა-ახალგაზრდობის სკოლების – საღამოს (ცვლების) და დაუსწრებელი საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX-XI კლასებში, სასწავლო წლის განმავლობაში დაწესებულია ერთი სამუშაო დღით ან სამუშაო საათების შესაბამისი რაოდენობით შემცირებული სამუშაო კვირა (როდესაც სამუშაო დღე შემცირებულია კვირის განმავლობაში), ხოლო იმ პირთათვის, რომლებიც სწავლობენ სოფლის ახალგაზრდობის საღამოს (ცვლების, სეზონური) სკოლების და დაუსწრებელ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX-XI კლასებში – სამუშაო კვირა შემცირებულია ორი სამუშაო დღით ან სამუშაო საათების შესაბამისი რაოდენობით (როდესაც სამუშაო დღე შემცირებულია კვირის განმავლობაში).

აღნიშნული სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეები, როდესაც სამუშაო კვირა ექვსდღიანია, სამუშაოდან თავისუფლდებიან სასწავლო წლის განმავლობაში არა უმეტეს 36 სამუშაო დღისა ან სამუშაო საათების მათი შესაბამისი რაოდენობით. როდესაც სამუშაო კვირა ხუთდღიანია, მუშაობისაგან თავისუფალი სამუშაო საათების საერთო რაოდენობა რჩება უცვლელი, ხოლო სამუშაოსაგან თავისუფალი სამუშაო დღეების რაოდენობა იცვლება სამუშაო ცვლის ხანგრძლივობის შესაბამისად და შეადგენს 31,5 დღეს – თუ ცვლა რვასაათიანია, ან 31 დღეს – თუ ცვლის ხანგრძლივობა 8 საათი და 12 წუთია.

სამუშაოდან განთავისუფლების დროისათვის მოსწავლეებს ძირითადი სამუშაო ადგილის მიხედვით ეძლევათ საშუალო ხელფასის 50 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ ხელფასის დაწესებული მინიმალური ოდენობისა.

V-VIII კლასების მოსწავლეთათვის სამუშაო დროის შემცირებას აწესრიგებს სსრ კავშირის კანონმდებლობა, და მის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში, საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს საწარმოო საქმიანობისათვის ზიანის მიუყენებლად მუშა და სოფლის ახალგაზრდობის სკოლების IX-XI კლასების მოსწავლეებს, მათი სურვილისამებრ, დამატებით მისცეს კიდევ სამუშაოსაგან თავისუფალი ერთი-ორი დღე კვირაში უხელფასოდ.

                                                                                                                               

    მუხლი 184. შვებულება ზოგადასაგანმანათლებლო სკოლაში წარმოებისაგან მოუწყვეტლად სწავლასთან დაკავშირებით

 მუშა-მოსამსახურეებს, რომლებიც სწავლობენ წარმოებისაგან მოუწყვეტლად მუშა და სოფლის ახალგაზრდობის სკოლებში, საღამოს (ცვლების, სეზონურ) და დაუსწრებელ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ეძლევთ შვებულება გამოსაშვები გამოცდების დროისათვის XI კლასში – 20 სამუშაო დღის ხანგრძლივობით, ხოლო VIII კლასში – 8 სამუშაო დღის ხანგრძლივობით, ხელფასის შენარჩუნებით ძირითად სამუშაო ადგილზე სატარიფო განაკვეთის ან ხელფასის მიხედვით.

 იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც წარმოებისაგან მოუწყვეტლად სწავლობენ აღნიშნული სკოლების V, VI, VII, IX და X კლასებში, წესდება გადასაყვანი გამოცდების ჩაბარების დროისათვის სამუშაოსაგან თავისუფალი 4-დან 6-მდე დღე, ძირითად სამუშაო ადგილზე საშუალო ხელფასის შენარჩუნებით იმ დღეების საერთო რაოდენობის შემცირების ხარჯზე (8-12 დღით), რომლებიც ეძლევათ ამ კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 185. ყოველწლიური შვებულების მიცემის დრო მოსწავლეთათვის, რომლებიც წარმოებისაგან მოუწყვეტლად სწავლობენ ზოგადასაგანმანათლებლო სკოლებში

 მოსწავლეთათვის, რომლებიც წარმოებისაგან მოუწყვეტლად სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ყოველწლიური შვებულების მიცემისას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლის სურვილით ეს შვებულება დაუკავშიროს სასკოლო გამოცდებს.

    მუხლი 186. ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ზოგადასაგანმანათლებლო და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა დასაქმების აკრძალვა

აკრძალულია მეცადინეობის დღეებში იმ მუშა-მოსამსახურეების ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე დასაქმება, რომლებიც წარმოებისაგან მოუწყვეტლად სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებებში.

    მუხლი 187. შვებულება პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებებში სწავლებასთან დაკავშირებით

მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც საღამოს (ცვლიან) პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებებში წარმატებით სწავლობენ წარმოებისაგან მოუწყვეტლად, თავისუფლდებიან სამუშაოსაგან გამოცდებისათვის მოსამზადებლად და ჩასაბარებლად წელიწადში 30 სამუშაო დღით, მათთვის ძირითადი სამუშაო ადგილის მიხედვით საშუალო ხელფასის 50 პროცენტის შენარჩუნებით.

    მუხლი 188. შვებულება უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად

 მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დაშვებული არიან მისაღებ გამოცდებზე უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, ეძლევათ უხელფასო შვებულება.

 უმაღლეს სასწავლებლებში (მათ შორის საქარხნო-უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში) მისაღებ გამოცდებზე დაშვებულთ ეძლევათ შვებულება 15 კალენდარული დღით, ხოლო საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში – 10 კალენდარული დღით, სასწავლებლის ადგილზე წასვლის და უკან დაბრუნების დროის ჩაუთვლელად.

    მუხლი 189. შეღავათები მუშა-მოსამსახურეებისათვის, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში

 მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც სწავლობენ საღამოს და დაუსწრებელ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, სწავლასთან დაკავშირებით ეძლევათ შვებულება, რომელიც ანაზღაურდება დადგენილი წესით და აგრეთვე სხვა შეღავათები.

 საღამოს და დაუსწრებელი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, საღამოს და დაუსწრებელ საშუალო სპეციალურ სასწავლებელთა მოსწავლეებს უფლება აქვთ სადიპლომო პროექტის (ნაშრომის) მომზადების ან სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების დაწყებამდე 10 სასწავლო თვის განმავლობაში, თუ მათი სამუშაო კვირა ექვსდღიანია, მეცადინეობისათვის მიიღონ სამუშაოსაგან თავისუფალი ერთი დღე კვირაში ხელფასის 50 პროცენტის ანაზღაურებით, მაგრამ არანაკლებ მინიმალური ოდენობისა. თუ სამუშაო კვირა ხუთდღიანია, სამუშაოსაგან თავისუფალი დღეების რაოდენობა იცვლება სამუშაო ცვლის ხანგრძლივობის შესაბამისად, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იქნეს სამუშაოდან თავისუფალი საათების რაოდენობა.

 საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების ადმინისტრაციას უფლება აქვს აღნიშნული ათი სასწავლო თვის განმავლობაში, სტუდენტთა და მოსწავლეთა თხოვნით, დამატებით მისცეს მათ სამუშაოსაგან თავისუფალი ერთი ან ორი დღე კვირაში უხელფასოდ.

    მუხლი 190. შვებულება საღამოს და დაუსწრებელ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სწავლასთან დაკავშირებით

სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით სწავლობენ საღამოს უმაღლეს სასწავლებლებში, ლაბორატორიულ სამუშაოთა შესრულების, ჩათვლებისა და გამოცდების ჩაბარების პერიოდისათვის პირველ და მეორე კურსებზე ყოველწლიურად ეძლევათ შვებულება 20 კალენდარული დღით, მესამე და მომდევნო კურსებზე კი – 30 კალენდარული დღით. მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებით სწავლობენ საღამოს საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, ლაბორატორიულ სამუშაოთა შესრულების, ჩათვლებისა და გამოცდების ჩაბარების პერიოდისათვის პირველ და მეორე კურსებზე ყოველწლიურად ეძლევათ შვებულება 10 კალენდარული დღით, მესამე და მომდევნო კურსებზე კი – 20 კალენდარული დღით.

სტუდენტებსა და მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებით სწავლობენ დაუსწრებელ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, ლაბორატორიულ სამუშაოთა შესრულების, ჩათვლებისა და გამოცდების ჩაბარების პერიოდისათვის პირველ და მეორე კურსებზე ყოველწლიურად ეძლევათ შვებულება 30 კალენდარული დღით, მესამე და მომდევნო კურსებზე კი – 40 კალენდარული დღით.

ლაბორატორიულ სამუშაოთა შესრულების, ჩათვლებისა და გამოცდების ჩაბარების დროისათვის კურსების მიხედვით მიცემული შვებულების ხანგრძლივობა, სპეციალობის გათვალისწინებით შეიძლება შეიცვალოს, როგორც გამონაკლისი, დადგენილი წესით, სწავლების მთელი დროისათვის ამ შვებულების საერთო ხანგრძლივობის ფარგლებში.

 საღამოს და დაუსწრებელი უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სტუდენტებსა და მოსწავლეებს სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებისათვის ეძლევათ შვებულება 30 კალენდარული დღით.

 საღამოს და დაუსწრებელ უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებს სადიპლომო პროექტის (ნაშრომის) მომზადებისა და დაცვის პერიოდისათვის ეძლევათ შვებულება 4 თვის ხანგრძლივობით, ხოლო საღამოს და დაუსწრებელ საშუალო სპეციალურ სასწავლებელთა მოსწავლეებს – 2 თვით.

    მუხლი 191. ხელფასის შენარჩუნება სწავლასთან დაკავშირებით შვებულების დროს

შვებულების დროს, რომელიც ეძლევათ საღამოს და დაუსწრებელ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სწავლასთან დაკავშირებით, მუშებსა და მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ ხელფასი დადგენილი წესით.

    მუხლი 192. შვებულება არჩეული სპეციალობით სამუშაოს გასაცნობად და სადიპლომო პროექტისათვის მასალების მოსამზადებლად

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს შესაბამისი სასწავლებლების რეკომენდაციით საწარმოსა და დაუსწრებელი უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების უკანასკნელი კურსის მოსწავლეებს დამატებით მისცეს ერთი თვის უხელფასო შვებულება უშუალოდ წარმოებაში არჩეული სპეციალობით სამუშაოს გასაცნობად და სადიპლომო პროექტისათვის მასალების მოსამზადებლად. შვებულების განმავლობაში სტუდენტებსა და მოსწავლეებს ენიშნებათ სტიპენდია საერთო საფუძველზე.

    მუხლი 193. დაუსწრებელი სასწავლებლის ადგილამდე მგზავრობის ღირებულების ანაზღაურება

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუსწრებელი უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების მოსწავლეებს უნაზღაურებს მგზავრობის ღირებულებას ლაბორატორიულ სამუშაოთა შესრულების, ჩათვლების და გამოცდების ჩაბარების მიზნით სასწავლებლის ადგილამდე ჩასვლისა და უკან დაბრუნებისათვის წელიწადში ერთხელ, მგზავრობის ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

ამას გარდა, ასეთივე ოდენობით ანაზღაურდება მგზავრობა სადიპლომო პროექტების (ნაშრომების) მომზადებისა და დაცვისათვის ან სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებისათვის.

თავი XV

შრომის დავა

    მუხლი 194. ორგანოები, რომლებიც განიხილავენ შრომითს დავას

 შრომითს დავას განიხილავენ:

1) შრომითი დავის კომისიები;

2) საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების პროფკავშირის კომიტეტები;

3) რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები.

 ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შრომითს დავას განიხილავენ ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოები. (მუხლი 213-ე).

    მუხლი 195. შრომითი დავის განხილვის წესი

 შრომითი დავის კომისიების, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტებისა და ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების მიერ შრომითი დავის განხილვის წესი განისაზღვრება სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებით, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული შრომითი დავის განხილვის წესის დებულებით და ამ კოდექსით, ხოლო რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოებ, გარდა აღნიშნულისა, აგრეთვე საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

    მუხლი 196. შრომის დავის კომისია

შრომის დავის კომისია აუცილებელი პირველადი ორგანოა, რომელიც განიხილავს საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში წარმოქმნილ შრომითს დავას, ერთის მხრივ მუშა-მოსამსახურეებსა და, მეორე მხრივ, ადმინისტრაციას შორის, გარდა იმ დავისა, რომელიც კანონის თანახმად უშუალოდ უნდა განიხილოს რაიონულმა (საქალაქო) სახალხო სასამართლომ ან სხვა ორგანომ.

კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა შეთანხმებით.

    მუხლი 197. შრომითი დავის კომისიების ორგანიზაცია

 შრომითი დავის კომისიები იქმნება საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტსა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობით.

თითოეული მხარის წარმომადგენელთა რაოდენობა წესდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტისა და ადმინისტრაციის შეთანხმებით. მხარეთა წარმომადგენლებს კომისიაში გამოყოფენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის რწმუნებულის ვადით. პროფესიული კავშირის წარმომადგენლად შრომითი დავის კომისიაში გამოიყოფა პროფესიული კავშირის კომიტეტის წევრი.

 იმ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, სადაც არ არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი, შრომის დავის კომისია იქმნება პროფესიული კავშირის ორგანიზატორისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის შემადგენლობით.

იმ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, სადაც საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტებს მინიჭებული აქვთ პროფესიული კავშირის რაიონული კომიტეტის უფლებები საამქროებსა და სხვა სტრუქტურულ ქვეგანყოფილებებში შეიძლება შეიქმნას საამქროების შრომითი დავის კომისიები; ისინი იქმნებიან პროფკავშირის ამ კომიტეტისა და საწარმო, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

    მუხლი 198. შრომის დავის განმხილველ კომისიაში განცხადებათა მიღების წესი და შრომითი დავის განხილვის ვადა

 შრომის დავის განმხილველ კომისიაში განცხადებათა მიღებას აწარმოებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი, ხოლო იქ, სადაც ასეთი არ არის – პროფორგანიზატორი.

 კომისია ვალდებულია შრომის დავა განიხილოს ხუთ დღეში განცხადების შეტანის დღიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

    მუხლი 199. შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება

კომისიის გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა აქვს და არავითარ დამტკიცებას არ საჭიროებს.

    მუხლი 200. შრომის დავის განხილვა იმ შემთხვევაში, როცა მხარეები ვერ შეთანხმდებიან შრომითი დავის კომისიაში. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

 თუ შრომის დავის კომისიაში დავის განხილვისას ვერ შეთანხმდნენ პროფესიული კავშირის კომიტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუშას და მოსამსახურეს უფლება აქვს კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერის მისთვის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში მიმართოს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს განცხადებით დავის გადაჭრის შესახებ.

 შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება მუშას ან მოსამსახურეს შეუძლია იმავე ვადაში გაასაჩივროს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტში.

 იმ შემთხვევაში, როდესაც მუშა ან მოსამსახურე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას შრომითი დავის შესახებ, რომელიც გამოიტანა კომისიამ პროფკავშირული ორგანიზატორისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის შემადგენლობით ან ამ კომისიაში მხარეთა შეთანხმების მიუღწევლობისას, მას შეუძლია იმავე ვადაში მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოს განცხადებით შრომის დავის გადაჭრის შესახებ.

    მუხლი 201. შრომის დავის განხილვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის მიერ

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტები შრომითს დავას განიხილავენ მუშების და მოსამსახურეების განცხადებით იმ შემთხვევაში, თუ შრომითი დავის კომისიაში მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, აგრეთვე, როდესაც მუშებსა და მოსამსახურეებს საჩივარი შეაქვთ ამ კომისიის გადაწყვეტილებაზე.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს, რომელსაც მინიჭებული აქვს პროფესიული კავშირის რაიონული კომიტეტის უფლებები, შეუძლია პროფესიული კავშირის საამქროების კომიტეტებს გადასცეს შრომითი დავის განხილვის უფლება შრომითი დავის განხილვის წესის დებულების შესაბამისად.

იმ შრომითი დავის განხილვისას, რომელზედაც კომისიაში ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს გამოაქვს დადგენილება დავის არსის გამო.

შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის დროს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს შეუძლია ძალაში დატოვოს კომისიის გადაწყვეტილება ან გააუქმოს იგი და გამოიტანოს დადგენილება დავის არსის გამო.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი მოვალეა შრომითი დავა განიხილოს შვიდ დღეში დღიდან განცხადების ან საჩივრის მიღებისა.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან პროკურორის პროტესტით აუქმებს კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, და გამოაქვს დადგენილება დავის არსის გამო.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

    მუხლი 202. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის მიერ განხილული შრომითი დავის სასამართლოსათვის გადაცემის შემთხვევები

თუ მუშა ან მოსამსახურე არ ეთანხმება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის მიერ შრომით დავაზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, განცხადებით შრომითი დავის განხილვის შესახებ მას შეუძლია მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოს ათი დღის ვადაში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილების ხელზე მიღების დღიდან.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას შრომითი დავის გადასაჭრელად შეუძლია ზემოთ აღნიშნულ ვადაში მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოს, თუ მას მიაჩნია, რომ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის მიერ გამოტანილი დადგენილება შრომის დავის შესახებ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

    მუხლი 203. შრომის დავის განხილვა რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოში

რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები შრომის დავას განიხილავენ:

1) მუშათა და მოსამსახურეთა განცხადებით, – როცა ისინი არ ეთანხმებიან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილებას;

2) საწარმო, დაწესებულები, ორგანიზაციი ადმინისტრაციის განცხადებით, – როცა მას მიაჩნია, რომ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

3) მუშათა და მოსამსახურეთა განცხადებით, – როცა ისინი არ ეთანხმებიან პრფკავშირული ორგანიზატორის და საწარმო, დაწესებულები, ორგანიზაციის ხელმძღვანელისაგან შემდგარი შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას, ან როცა ამ კომისიაში მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას;

4) პროკურორის განცხადებით, – რომ მას მიაჩნია, რომ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება ან პრფკავშირული ორგანიზატორის და საწარმო, დაწესებულები, ორგანიზაციის ხელმძღვანელისაგან შემდგარი შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

გარდა ამისა, უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოებში შრომითი დავის კომისიისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტისათვის მიუმართავად, შრომით დავას განიხილავენ:

1) იმ მუშათა და მოსამსახურეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ განცხადებით, რომლებიც დათხოვნილნი არიან საწარმო, დაწესებულები, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით, აგრეთვე განცხადებით მათი დათხოვნის მიზეზების ფორმულირების შეცვლის შესახებ, გარდა იმ მუშაკთა დავისა, რომელთა თანამდებობანი გათვალისწინებულია განსაკუთრებული ნუსხით (ამ კოდექსის 213-ე მუხლი);

2) იმ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა მუშებისა და მოსამსახურეების განცხადებით, სადაც არ არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტდა პროფკავშირული ორგანიზატორები, აგრეთვე კოლმეურნეობებსა და საკოლმეურნეოთაშორისო ორგანიზაციებში შრომითი ხელშეკრულებებით მომუშავე პირთა განცხადებით;

3) ადმინისტრაციის განცხადებით საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის მუშებისა და მოსამსახურეების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოში განიხილავენ აგრეთვე მუშაკსა და ადმინისტრაციას შორის შრომით დავას შრომის კანონმდებლობის გამოყენების ისეთ საკითხზე, რომელიც ამ მუშაკის მიმართ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წინასწარ გადაწყვიტა ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, მათთვის მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

    მუხლი 204. შრომითი დავის გადასაწყვეტად მიმართვის ვადები

მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომითი დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო – რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

მუშაკის მიერ საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციას შეუძლია მიმართოს სასამართლოს ერთი წლის განმავლობაში მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის გამომჟღავნების დღიდან;

ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს ან პროკურორის სასამართლოში მიმართვისას გამოიყენება იგივე ვადები.

თუ ამ მუხლით დადგენილი ვადები გასულია და მოსარჩელეს აქვს საპატიო მიზეზები, ისინი შეიძლება აღდგენილ იქნეს შესაბამისად შრომის დავის კომისიის და სასამართლოს მიერ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 205. მუშებისა და მოსამსახურეების გათავისუფლება სასამართლო ხარჯებისაგან, როდესაც ისინი სასამართლოს მიმართავენ შრომის საქმეებზე

მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც სასამართლოს მიმართავენ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების თაობაზე, თავისუფალი არიან სახელმწიფოს შემოსავალში ჩასარიცხი სასამართლო ხარჯებისაგან (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები).

    მუხლი 206. სამუშაოზე აღდგენა

 კანონიერი საფუძვლის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით დათხოვნის ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანის დროს მუშა ან მოსამსახურე სამუშაოზე უნდა აღადგინოს იმ ორგანომ, რომელიც განიხილავს შრომითს დავას.

    მუხლი 207. შრომის ანაზღაურება იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის

სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ასეთივე ოდენობით აუნაზღაურდებათ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი მაშინაც, როდესაც შრომის წიგნაკში არასწორად არის ფორმულირებული დათხოვნის მიზეზი, რაც მუშას ან მოსამსახურეს ხელს უშლიდა მოწყობილიყო ახალ სამუშაოზე.

საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენილი დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა, მუშაკს შეიძლება მისცენ აგრეთვე შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებით, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილებით.

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც უკანონოდ გადაიყვანეს სხვა სამუშაოზე და შემდგომ აღადგინეს წინანდელ სამუშაოზე, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით ან დადგენილებით იძულებით გაცდენილი დროისათვის ეძლევათ საშუალო ხელფასი ან სხვაობა დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა.

უკანონოდ დათხოვნის ან გადაყვანის შემთხვევაში იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება, აგრეთვე დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროს ხელფასის სხვაობის ანაზღაურება შეუძლია საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების ადმინისტრაციას მაშინაც, როცა არ არსებობს შრომის დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ან დადგენილება.

    მუხლი 208. შრომის დავის გამო ზოგიერთი გადაწყვეტილებისა და დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება

შრომითი დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან დადგენილება უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა ასეთი გადაწყვეტილების ან დადგენილების აღსრულება, მუშაკს დაყოვნების დროისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე.

დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება მუშის ან მოსამსახურისათვის ხელფასის მიცემის შესახებ, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვის ხელფასისა.

    მუხლი 209. მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება თანამდებობის პირისათვის, რომელსაც ბრალი მიუძღვის უკანონო დათხოვნასა ან გადაყვანაში ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებაში

იმ თანამდებობის პირს, რომელსაც ბრალი მიუძღვის მუშაკის უკანონო დათხოვნასა ან სხვა სამუშაოზე გადაყვანაში, სასამართლო აკისრებს ვალდებულებას აუნაზღაუროს საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ზიანი, რომელიც დაკავშირებულია იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროის ანაზღაურებასთან. თანამდებობის პირს ასეთი მოვალეობა ეკისრება მაშინ, თუ დათხოვნა ან გადაყვანა მოხდა კანონის აშკარა დარღვევით ან ადმინისტრაციამ დააყოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს ან ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულება. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირის სამი თვის სარგოს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

    მუხლი 210. ადმინისტრაციის მიერ შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებათა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილებათა აღსრულების ვადები

შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილება და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება შრომითი დავის შესახებ, თუ მასში აღნიშნული არ არის შესრულების ვადა, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციამ უნდა აღასრულოს ათ დღეში, გარდა ამ კოდექსის 208-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა.

    მუხლი 211. შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილების და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილების იძულებითი აღსრულება

იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია 208-ე და 210-ე მუხლებში აღნიშნული ვადის განმავლობაში არ შეასრულებს შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილებას შრომითი დავის არსის შესახებ, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი მუშას ან მოსამსახურეს აძლევს მოწმობას, რომელსაც აღმასრულებელი ფურცლის ძალა აქვს.

მოწმობას იმ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, რომელიც გამოიტანა კომისიამ პროფკავშირული ორგანიზატორისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის შემადგენლობით, გასცემს ზემდგომი პროფკავშირული ორგანო.

მოწმობის მისაღებად მუშას ან მოსამსახურეს შეუძლია მიმართოს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას ჩააბარებენ შრომითი დავის კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილებას.

მოწმობა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილების აღსრულებისათვის არ გაიცემა, თუ მუშაკმა ან ადმინისტრაციამ დადგენილ ვადაში მიმართა რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოს შრომითი დავის გადასაჭრელად.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე, რომელიც რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოს წარედგინა არა უგვიანეს სამი თვის ვადისა, სასამართლო აღმასრულებელი იძულებითი წესით აღასრულებს შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილებას.

    მუხლი 212. იმ თანხების გადახდევინების შეზღუდვა, რომლებიც გაცემულია შრომის დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით

მუშის ან მოსამსახურისათვის იმ თანხის უკანვე გადახდევინება, რომელიც მან მიიღო შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებით ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის დადგენილებით, თუ შრომითი დავა შემდგომში სხვაგვარად გადაწყდა, აგრეთვე შრომის დავის გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემული თანხის უკანვე გადახდევინება, თუ გადაწყვეტილება გაუქმებული იყო ზედამხედველობის წესით, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც გაუქმებული გადაწყვეტილება ან დადგენილება ემყარებოდა მუშის ან მოსამსახურის მიერ მიწოდებულ ყალბ ცნობებს ან მის მიერ წარმოდგენილ ყალბ საბუთებს.

    მუხლი 213. შრომის დავის განხილვა ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების მიერ

ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების მიერ შრომითი დავ განხილებ:

1) იმ მუშაკთა განცხადებით დათხოვნის, დათხოვნის მიზეზების ფორმულირების შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე, რომლებსაც დაკავებული აქვთ შრომითი დავის განხილვის წესის დებულების №1 დანართის №2 ნუსხაში ჩამოთვლილი თანამდებობანი;

2) იმ მუშაკთა განცხადებით დათხოვნის, დათხოვნის მიზეზების ფორმულირების შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე, რომლებსაც დაკავებული აქვთ შრომითი დავის განხილვის წესის დებულების №1 დანართის №2 ნუსხაში ჩამოთვლილი თანამდებობანი, თუ ისინი დაითხოვეს იმის გამო, რომ დადგენილი წესით შეუფერებლად ცნეს დაკავებული თანამდებობისათვის ან არ აირჩიეს ახალი ვადით;

3) იმ მუშაკთა განცხადებით დისციპლინური სასჯელის დადების გამო, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა დისციპლინური წესდებით;

4) საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მუშაკთა განცხადებით პრემირების საკითხების გამო, რომლებსაც მოქმედი დებულებების თანახად მათთვის მისაცემად ამტკიცებენ ზემდგომ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

    მუხლი 214. ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი გაცდენის ანაზღაურება

ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით წინანდელ სამუშაოზე მუშაკის აღდგენის შემთხვევაში მუშაკს აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოდან დათხოვნის დღიდან ან აუნაზღაურდება ხელფასი დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა. ამასთან შესაბამისად გამოყენებულ უნდა იქნეს ამ კოდექსის 207-ე – 209-ე მუხლები.

    მუხლი 2141. ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილება

ფულადი მოთხოვნების საკითხებზე შრომის დავის განხილვისას, გარდა მოთხოვნისა იმის შესახებ, რომ გადაუხადონ მუშაკს საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენილი დროისათვის ან ხელფასის სხვაობა დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის (ამ კოდექსის 207-ე და 214-ე მუხლები) ორგანოს, რომელიც განიხილავს დავას, უფლება აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გადაუხადოს მუშაკს თანხა, რომელიც მას ერგება, მხოლოდ არა უმეტეს ერთი წლისათვის, ხოლო დათხოვნისას გამოუყენებლი შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის საკითხებზე – არა უმეტეს ორი სამუშაო წლისათვის (უკიდურესად ჩრდილოეთსა და მასთან გათანაბრებულ ადგილებში – არაუმეტეს სამი სამუშაო წლისა).

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

    მუხლი 215. შრომის პირობების დაწესების ან შეცვლის გამო დავის განხილვის წესი

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის შრომის ახალი პირობების დაწესების ან არსებული პირობების შეცვლის გამო წამოჭრილ დავას, რასაც არ აწესრიგებს შრომის კანონმდებლობა ან სხვა ნორმატიული დებულებები შრომის შესახებ, განიხილავს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, ხოლო, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, დავა გადაწყდება ზემდგომ პროფკავშირულ და სამეურნეო ორგანოებს შორის მიღწეული შეთანხმებით.

    მუხლი 216. შრომის პირობების დაწესების ან შეცვლის საკითხზე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტსა და ადმინისტრაციას შორის არსებული უთანხმოების განხილვის წესი

უთანხმოება, რომელიც საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომის პირობების დაწესების ან შეცვლის გამო წამოიჭრება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტა და ადმინისტრაციას შორის, გადაწყდება ზემდგომ პროფკავშირულ და სამეურნეო ორგანოებს შორის მიღწეული შეთანხმებით.

თავი XVI

პროფესიული კავშირები. მუშათა და მოსამსახურეთა მონაწილეობა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მართვაში

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 217. მუშებისა და მოსამსახურეების პროფესიულ კავშირებჭში გაერთიანების უფლება

სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კონსტიტუციების შესაბამისად, მუშებსა და მოსამსახურეებს უზრუნველყოფილი აქვთ პროფესიულ კავშირებში გაერთიანების უფლება.

პროფესიული კავშირები მოქმედებენ მათ მიერ მიღებული წესდებების შესაბამისად და არ საჭიროებენ რეგისტრაციას სახელმწიფო ორგანოში.

სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები მოვალენი არიან ყოველნაირად შეუწყონ ხელი პროფესიული კავშირების საქმიანობას.

    მუხლი 218. პროფესიული კავშირების უფლებები

პროფესიული კავშირები წარმოადგენენ მუშებისა და მოსამსახურეების ინტერესებს წარმოების, შრომის, ყოფაცხოვრების და კულტურის დარგში.

პროფესიული კავშირები მონაწილეობენ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების შემუშავებასა და რეალიზაციაში, მატერიალური და ფინანსური რესურსების განაწილებისა და გამოყენების საკითხების გადაწყვეტაში, მუშებსა და მოსამსახურეებს ჩააბამენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მართვაში, ორგანიზაციას უწევენ სოციალისტურ შეჯიბრებას, მასობრივ ტექნიკურ შემოქმედებას; ხელს უწყობენ საწარმოო და შრომის დისციპლინის განმტკიცებას.

შრომის პირობებისა და ხელფასის დადგენას, შრომის კანონმდებლობის გამოყენებას, მოხმარების საზოგადოებრივი ფონდების გამოყენებას იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონებით, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებით, ახორციელებენ საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და მათი ზემდგომი ორგანოები პროფესიულ კავშირებთან ერთად ან მათთან შეთანხმებით.

პროფესიული კავშირები ზედამხედველობასა და კონტროლს უწევენ შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების შესრულებას, აკონტროლებენ მუშებისა და მოსამსახურეების საბინაო-საყოფაცხოვრებო მოსამსახურებას.

პროფესიული კავშირები განაგებენ სახელმწიფო სოციალურ დაზღვევას, აგრეთვე მათ გამგებლობაში მყოფ სანატორიუმებს, პროფილაქტორიუმებსა და დასასვენებელ სახლებს, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტულ და სპორტულ დაწესებულებებს.

პროფესიულ კავშირებს საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს სახით აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

 მუხლი 219. მუშა-მოსამსახურეთა უფლება მონაწილეობდნენ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში

მუშა-მოსამსახურეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში, შეიტანონ წინადადებები საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე, აგრეთვე სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების საკითხებზე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 220. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში მუშა-მოსამსახურეთა მონაწილეობის ფორმები

საწარმოს, დაწესებულების ორგანიზაციის მართვაში მუშა-მოსამსახურენი მონაწილეობენ შრომითი კოლექტივების საერთო კრებების (კონფერენციების), პროფესიული კავშირების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სახალხო კონტროლის ორგანოების, საწარმოო თათბირების და შრომითს კოლექტივში მოქმედი სხვა საზოგადოებრივი ორგანოების მეშვეობით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 221. ადმინისტრაციის მოვალეობა შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუშა-მოსამსახურეთა მონაწილეობას საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში

საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ადმინსტრაცია მოვალეა შექმნას ისეთი პირობები რომლებიც უზრუნველყოფენ მუშა-მოსამსახურეთა მონაწილეობას საწარმოების, დაწესებულებების ორგანიზაციების მართვაში. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების თანამდებობის პირნი მოვალენი არიან დადგენილ ვადაში განიხილონ მუშა-მოსამსახურეთა კრიტიკული შენიშვნები და წინადადებები და აცნობონ მათ მიღებული ზომების შესახებ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 222. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის ურთიერთობა ადმინისტრაციასთან

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის ურთიერთობას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან განსაზღვრავს სსრ კავშირის კანონი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის უფლებათა შესახებ.

    მუხლი 223. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის უფლებები

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი:

1) წარმოადგენს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშებისა და მოსამსახურეების ინტერესებს წარმოების, შრომის, ყოფაცხოვრების, კულტურის დარგში;

2) ადმინისტრაციასთან ერთად ანაწილებს მატერიალური წახალისების, ფონდსა და სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა და საბინაო მშენებლობის ფონდს დაწესებული მიმართულებებით ამტკიცებს ამ ფონდების ხარჯთაღრიცხვას, აგრეთვე განსაზღვრავს პრემირებისა და წახალისების, მატერიალური დახმარებისა და საწარმოს, ორგანიზაციის წლიური მუშაობის შედეგებისათვის დაჯილდოვების სხვა სახეობებს მატერიალური წახალისების ფონდიდან;

3) ისმენს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მოხსენებას საწარმოო გეგმის, კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, შრომის ორგანიზაციისა და შრომის პირობების გაუმოჯებესების, მუშა-მოსამსახურეთა მატერიალურ-საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურების ღონისძიებათა შესრულების შესახებ და მოსთხოვს მათ გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრას;

4) ადმინისტრაციასთან ერთად აწყობს სოციალისტურ შეჯიბრებას, მოძრაობას შრომისადმი კომუნისტური დამოკიდებულებისათვის და აჯამებს შედეგებს, განსაზღვრავს შეჯიბრებაში გამარჯვებულებს, ანიჭებს საწარმოს, ორგანიზაციის მოწინავე საამქროებს, განყოფილებების, ბრიგადებისა და სხვა შინაგანი რგოლების კოლექტივებს გარდამავალ წითელ დროშებს, საპატიო სიგელებს, გადაწყვეტს სიგელებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოების, აგრეთვე საპატიო დაფაზე და საპატიო წიგნში წარმოების მოწინავეთა შეტანის საკითხს, ფართო პოლულარიზაციას უწევს სოციალისტური შეჯიბრებების შედეგებს, ავრცელებს მოწინავე გამოცდილებას; სოციალისტურ შეჯიბრებაში პრემიების მთელ სახსრებს ხარჯავს საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით;

5) ყოველნაირად უწყობს ხელს გამომგონებლობის და რაციონალიზაციის განვითარებას და კონტროლს უწევს მიღებულ გამოგონებათა და რაციონალიზატორულ წინადადებათა დროულად დანერგვას, საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილავს მუშათა და მოსამსახურეთა საჩივრებს მათი რაციონალიზატორული წინადადებების უარყოფის გამო, აგრეთვე საჩივრებს რაციონალიზატორული წინადადებებისა და გამოგონებისათვის გასამრჯელოს დარიცხვის წესისა და გაცემის ვადების საკითხებზე;

6) მონაწილეობს შრომისა და ხელფასის საკითხთა გადაწყვეტაში, რაც კანონმდებლობის თანახმად, უნდა გადაწყვიტოს ადმინისტრაციამ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან ერთად ან მასთან შეთანხმებით;

7) კონტროლს უწევს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის, უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის წესებისა და ნორმების შესრულებას, შრომის ანაზღაურების დაწესებული პირობების სწორად გამოყენებას;

8) განიხილავს საჩივარს ადმინისტრაციის გადწყვეტილებაზე სამუშაოსთან დაკავშირებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების გამო მუშის ან მოსამსახურისათვის მიყენებული ზარალის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ ანაზღაურების შესახებ;

9) ახორციელებს მუშათა და მოსამსახურეთა სახელმწიფო სოციალურ დაზღვევას, უნიშნავს მათ დახმარებას სოციალური დაზღვევის სახით, ადმინისტრაციასთან ერთად ამზადებს საბუთებს, რომლებიც საჭიროა მუშების, მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისათვის პენსიის დანიშვნისას, წარადგენს მათ პენსიის დასანიშნავად, გზავნის მუშებსა და მოსამსახურეებს სანატორიუმებში, პროფილაქტორიუმებში და დასასვენებელ სახლებში, ამოწმებს მუშების, მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციას;

10) ადმინისტრაციასთან ერთად, დადგენილი წესით, ანაწილებს საცხოვრებელ ფონდს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სახლებში, აგრეთვე იმ საცხოვრებელ ფონდს რომელსაც მათ განკარგულებაში გადასცემენ სხვა სახლებში.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელ სამეურნეო თანადებობებაზე მუშაკთა დანიშვნას აწარმოებს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის აზრის გათვალისწინებით.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს აქვს აგრეთვე სხვა უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

    მუხლი 224. პროფესიული კავშირების ორგანოთა უფლებამოსილება

შრომის კანონმდებლობის დაცვის, შრომის დაცვის წესებისა და კოლექტიური ხელშეკრულებების შესრულების და მუშათა და მოსამსახურეთა საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების კონტროლის განსახორციელებლად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის წევრებს და ზედმგომ პროფკავშირულ ორგანოებს, აგრეთვე ამ ორგანოების სხვა უფლებამოსილ წამოამდგენლებს, უფლება აქვთ:

დაუბრკოლებლად შევიდნენ და დაათვალიერონ საამქროები, განყოფილებები, სახელოსნოები და სხვა სამუშაო ადგილები საწარმოებში, დაწესებულებებსა და, ორგანიზაციებში;

მოითხოვონ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას შესაბამისი დოკუმენტები, ცნობები და განმარტებანი, აგრეთვე შეამოწმონ ხელფასის ანგარიშსწორება;

შეამოწმონ სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მუშაობა, აგრეთვე იმ პოლიკლინიკების, საბავშვო ბაღის, ბაგის, საერთო საცხოვრებლის, აბანოს და სხვა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო საწარმოების მუშაობა, რომლებიც მომსახურებას უწევენ მიცემულ საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას.

პროფკავშირულ ორგანოებს, როცა აუცილებელია, შესაბამის ორგანიზაციებში შეაქვთ წინადადებები იმ პასუხისმგებელი მუშაკების დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც არღვევენ შრომის კანონმდებლობას და შრომის დაცვის წესებს. ეს ორგანიზაციები მოვალენი არიან ერთი თვის ვადაში აცნობონ პროფკავშირულ ორგანოს მიღებული ზომების შესახებ.

    მუხლი 225. პროფკავშირული ორგანოებისათვის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ ფულადი სახსრების გადარიცხვა კულტურულ-მასობრივი და ფიზკულტურული მუშაობისათვის

საწარმოები და ორგანიზაციები მოვალენი არიან პროფკავშირულ ორგანოებს გადაურიცხონ ფულადი სახსრები კულტურულ-მასობრივი და ფიზკულტურული მუშაობისათვის.

    მუხლი 226. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტისათვის სადგომის, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყოფა

საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია მოვალეა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს უფასოდ გამოუყოს კომიტეტის მუშაობისა და მუშებისა და მოსამსახურეების კრებების ჩატარებისათვის აუცილებელი სადგომი ყველა მოწყობილობით, გათბობით, განათებით, დასუფთავებით და დაცვით.

ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს უფასოდ გამოუყოფს სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებს.

    მუხლი 227. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტისათვის შენობების, სადგომების, ნაგებობების, ბაღებისა და პარკების გამოყოფა კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, ფიზკულტურული და სპორტული მუშაობის ჩასატარებლად

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშებსა და მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, ფიზკულტურული და სპორტული მუშაობის ჩასატარებლად განკუთვნილი შენობები, სადგომები, ნაგებობები, ბაღები და პარკები, აგრეთვე პიონერთა ბანაკები არიან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ბალანსზე და უფასო სარგებლობაში გადაეცემათ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს.

პროფესიული კავშირის კომიტეტს აგრეთვე უფასო სარგებლობაში გადაეცემა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ იჯარით აღებული, ამ მიზნისათვის განკუთვნილი შენობები, სადგომები და ნაგებობანი. ამ მუხლში აღნიშნული შენობების, სადგომებისა და ნაგებობების, აგრეთვე პიონერთა ბანაკის სამეურნეო მოვლა-პატრონობა, შეკეთება, გათბობა, განათება, დასუფთავება, დაცვა, აგრეთვე მათი მოწყობა ხდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე.

    მუხლი 228. დამატებითი გარანტია არჩევითი პროფკავშირული მუშაკებისათვის

მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც არჩეულნი არიან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის შემადგენლობაში და გათავისუფლებულნი არ არიან თავიანთ საწარმოო სამუშაოსაგან, არ შეიძლება გადაყვანილ იქნენ სხვა სამუშაოზე ან მათ დაადონ დისციპლინური სასჯელი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის წინასწარი თანხმობის გარეშე, ხოლო ამ კომიტეტების თავმჯდომარეები და პროფკავშირული ორგანიზატორები – ზემდგომი პროფკავშირული ორგანოს წინაწარი თანხმობის გარეშე.

ადმინისტრაციის ინიციატივით საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტების იმ თავმჯდომარეებისა და წევრების დათხოვნა, რომლებიც გათავისუფლებული არ არიან თავიან საწარმოო სამუშაოდან, შეიძლება დათხოვნის საერთო წესის დაცვის გარდა, მხოლოდ ზემდგომი პრიფკავშირული ორგანოს თანხმობით. პროფკავშირული ორგანიზატორის სამუშაოდან დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით შეიძლება მხოლოდ ზემდგომი პრიფკავშირული ორგანოს თანხმობით.

თავი XVII

სახელმწიფო სოციალური დაზღვევა

    მუხლი 229. სოციალური დაზღვევის გავრცელება ყველა მუშასა და მოსამსახურეზე

სავალდებულოა ყველა მუშისა და მოსამსახურის სახელმწიფო სოციალური დაზღვევა.

    მუხლი 230. სოციალური დაზღვევის სახსრები

მუშათა და მოსამსახურეთა სახელმწიფო სოციალური დაზღვევა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე. სოციალური დაზღვევის შესატანს იხდნიან საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები მუშებისა და მოსამსახურეების ხელფასიდან რაიმე დაქვითვის გარეშე. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობა მუშებსა და მოსამსახურეებს არ ართმევს სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით უზრუნველყოფის უფლებას.

    მუხლი 231. სოციალური დაზღვევის წესით უზრუნველყოფის სახეები

მუშები და მოსამსახურეები, ხოლო შესაბამის შემთხვევებში, მათი ოჯახის წევრებიც, სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით უზრუნველყოფილნი არიან:

1) დახმარებით დროებითი შერომისუუნარობის გამო, ხოლო ქალები, გარდა ამისა, დახმარებით ორსულობისა და მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ვიდრე იგი ერთი წლისა გახდებოდეს.

2) დახმარებით ბავშვის დაბადების გამო, დახმარებით დასაფლავებისათვის;

3) პენსიები მოხუცებულობის, ინვალიდობის, მარჩენალის დაკარგვის გამო, აგრეთვე პენსიებით წელთა ნამსახურობისათვის, რომლებიც დაწესებულია ზოგიერთი კატეგორიის მუშაკებისათვის;

სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სახსრებს იყენებენ აგრეთვე მუშებისა და მოსამსახურეების სანიტარიულ-საკურორტო მკურნალობისათვის, პროფილაქტორიუმებითა და დასასვენებელი სახლებით მათი მომსახურებისათვის, სამკურნალო (დიეტური) კვებისათვის, პიონერთა ბანაკების შენახვისა და სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სხვა ღონისძიებებისათვის.

სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სახსრები შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ მათი პირდაპირი დანიშნულებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 232. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებით უზრუნველყოფა

დახმარება დროებითი შრომისუუნარობის გამო მთლიანი ხელფასის ოდენობამდე მუშაკს ეძლევა ავადმყოფობის, დასახიჩრების, დაავადებასთან დაკავშირებით სხვა სამუშაოზე დროებით გადაყვანის, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის, კარანტინის, სანატორიულ-საკურორტო მკურნალობისა და პროთეზირების შემთხვევებში.

ავადმყოფობის ან დასახიჩრების დროს დახმარება გაიცემა შრომისუნარიანობის აღდგენამდე ან ინვალიდობის დადგენამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 233. ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებით უზრუნველყოფა

დახმარებას ორსულობისა და მშობიარობის გამო გასცემენ ორსულობისა და მშობიარობისთვის აღებული მთელი შვებულების განმავლობაში სრული ხელფასის ოდენობით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1973წ., მუხ.202

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 2331. სოციალური დაზღვევის წესით დახმარების გაცემისა და ოდენობის ძირითადი პირობები

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით დახმარების გაცემისა და ოდენობის ძირითად პირობებს ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო პროფესიული კავშირების სრულიად საკავშირო ცენტრალურ საბჭოსთან ერთად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 234. საპენსიო უზრუნველყოფა

მუშებს, მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს პენსიები დაენიშნებათ სახელმწიფო პენსიების შესახებ სსრ კავშირის კანონის შესაბამისად.

ზოგიერთი კატეგორიის მუშაკებისათვის დადგენილი პენსიები წელთა ნამსახურობისათვის დაინიშნება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებების შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 235. მოხუცებულობის პენსიები

მოხუცებულობის პენსიის მიღების უფლება აქვთ მუშებსა და მოსამსახურეებს:

მამაკაცებს – რომლებსაც შეუსრულდათ 60 წელი და აქვთ მუშაობის სტაჟი არანაკლებ 25 წლისა;

ქალებს – რომლებსაც შეუსრულდათ 55 წელი და აქვთ მუშაობის სტაჟი არანაკლებ 20 წლისა.

შეღავათიანი პირობებით (ასაკი და სტაჟის ან მხოლოდ ასაკის შემცირებით) მოხუცებულობის პენსიის მიღების უფლება აქვთ: მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც მუშაობენ მიწისქვეშა სამუშაოებზე, შრომის მავნეპირობებიან სამუშაოებზე და ცხელ საამქროებში, შრომის მძიმეპირობებიან სხვა სამუშაოებზე, საფეიქრო მრეწველობაში მომუშავე ქალებს წარმოებათა და პროფესიათა სიის მიხედვით; ქალებს, რომლებმაც შობეს ხუთი და მეტი შვილი და აღზარდეს ისინი რვა წლის ასაკამდე; მუშებსა და მოსამსახურეებს – ინვალიდებს სახედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან, რომლებიც დაინვალიდნენ სსრ კავშირის დაცვის დროს, ან სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისას მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან დასახიჩრების გამო ან დაინვალიდნენ იმ ავადმყოფობის შედეგად, რომელიც ფრონტზე ყოფნასთან იყო დაკავშირებული; ზოგიერთი სხვა კატეგორიის მუშებსა და მოსამსახურეებს.

    მუხლი 236. პენსიები ინვალიდობის და მარჩენალის დაკარგვის გამო

პენსიები ინვალიდობის და მარჩენალის დაკარგვის გამო ენიშნებათ იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკის დაინვალიდება ან მარჩენალის გარდაცვალება გამოწვეულია შრომითი დასახიჩრებით, პროფესიული დაავადებით, საერთო დაავადებით ან დასახიჩრებით, რომელიც დაკავშირებული არ იყო სამუშაოსთან.

თავი XVIII

ზედამხედველობა და კონტროლი შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე

    მუხლი 237. შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის ორგანოები

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად კონტროლს შრომის კანონმდებლობა და შრომის დაცვის წესების შესრულებაზე ახორციელებენ:

1) სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები და ინსპექციები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში არ არიან დამოკიდებული საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისგან და მათი ზემდგომი ორგანოებისაგან;

2) პროფესიული კავშირები, აგრეთვე მათ გამგებლობაში მყოფი ტექნიკური და შრომის სამართლებრივი ინსპექციები – ამ ინსპექციების შესახებ პროფკავშირების საკავშირო ცენტრალური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების თანახმად.

სახალხო დეპუტატთა საბჭოები და მათი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოები კონტროლს შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე ახორციელებენ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები და უწყებები მათდამი დაქვემდებარებული საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიმართ ახორციელებენ შიგასაუწყებო კონტროლს შრომის კანონმდებლობის დაცვაზე.

საქართველოს სსრ ტერიტორიაზე შრომის შესახებ კანონების ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულებისადმი უმაღლესი ზედამხედველობა ხორციელდება სსრ კავშირის გენერალური პროკურორისა და მისდამი დაქვემდებარებული საქართველოს სსრ პროკურორის და ქვემდგომი პროკურორების მიერ სსრ კავშირის პროკურატურის შესახებ სსრ კავშირის კანონის შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 238. მრეწველობაში სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებისადმი სახელმწიფო ზედამხედველობა

სამუშაოთა უსაფრთხოების წარმოების წესების დაცვისადმი სახელმწიფო ზედამხედველობას მრეწველობის ზოგიერთ დარგი და ზოგიერთ ობიექტზე (პროფკავშირებს საბჭოს ტექნიკურ ინსპექციებთან ერთად) ახორციელებს საქართველოს სსრ მრეწველობის სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ზედამხედველობისა და სამთო ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტი (საქართველოს სსრ სახსამთოზედამხედველობის კომიტეტი) და მისი ადგილობრივი ორგანოები კომიტეტის დებულების შესაბამისად.

აღნიშნული ზედამხედველობა ხორციელდება ქვანახშირის, სამთამადნო, სამთოქიმიურ, არამადნეულ, ნავთობმომპოვებელ და გაზმომპოვებელ, ქიმიურ, მეტალურგიულ და ნავთობგაზგადამამუშავებელ მრეწველობაში, გეოლოგიურ-სადაზვერვო ექსპედიციებისა და პარტიებში, აგრეთვე მაშინ, როდესაც აწყობენ და ექსპლუატაციას უწევენ ამწენაგებობებს, წნევის ქვეშ მომუშავე საქვაბე დანადგარებსა და ჭურჭლებს, ორთქლისა და ცხელი წყლის მილგაყვანილობას, გაზის მოპოვებასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ ობიექტებს, მრეწველობაში აფეთქების სამუშაოთა წარმოების დროს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 28 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1982წ., მუხ.131

    მუხლი 239. სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობა

სახელმწიფო ზედამხედველობას იმ ღონისძიებათა ჩატარებაზე, რაც უზრუნველყოფს ელექტრო და სითბოგამომყენებელი დანადგარების უსაფრთხო მომსახურებას, ახორციელებენ სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობის ორგანოები, რომლებიც შედიან სსრ კავშირის ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სისტემაში – სსრ კავშირში სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობის დებულების შესაბამისად.

    მუხლი 240. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა

სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხდველობას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციების მიერ ჰიგიენური ნორმების, სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე ახორციელებენ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანოები – სსრ კავშირში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხდველობის დებულების შესაბამისად, ხოლო ზოგიერთ ობიექტზე – სათანადო სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების სამედიცინო სამსახური.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 241. საზოგადოებრივი კონტროლი შრომის კანონმდებლობის დაცვაზე

შრომის კანონმდებლობისა და შრომის წესების დაცვის საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებენ პროფესიული კავშირები, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტის საზოგადოებრივი ინსპექტორები და კომისიები – პროფკავშირების საკავშირო ცენტრალური საბჭოს მიერ დამტკიცებული მათი დებულების შესაბამისად.

საზოგადოებრივ სანიტარიულ კონტროლს საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში ახორციელებენ საზოგადოებრივი სანიტარიული ინსპექტორები.

    მუხლი 242. პასუხისმგებლობა შრომის კანონმდებლობის დარღვევისათვის

თანამდებობის პირთ, რომლებსაც ბრალი მიუძღვით შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევაში, კოლექტიური ხელშეკრულებებითა და შრომის დაცვის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობაში ან პროფესიული კავშირების საქმიანობისათვის ხელის შეშლაში, ეკისრებათ პასუხისმგებლობა (დისციპლინური, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლისა) სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XIX

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 243. ზოგიერთი კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეების შრომის მოწესრიგების თავისებურებანი

სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს:

1) შეღავათები შრომის დარგში მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც მუშაობენ რესპუბლიკის მაღალმთიან რაიონებში, აგრეთვე ზოგიერთი სხვა კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეებისათვის;

2) სამუშაო დროისა და დასვენების დროის მოწესრიგების თავისებურებანი ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოებსა და ორგანიზაციებში – სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებით დადგენილი ნორმის ფარგლებში;

3) შრომის განსაკუთრებული პირობები მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან სეზონურ სამუშაოებზე ან ხე-ტყის მრეწველობა და სატყეო მეორნეობაში, დროებით მუშებისა და მოსამსახურეებისათვის,, აგრეთვე იმ პირთათვის, რომლებიც მოქალაქეებთან ხელშეკრულებით მუშაობენ (შინამოსამსახურეები და სხვა), სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებიდან სამუშო დროისა და დასვენების დროის რეჟიმის, ზეგანაკვეთურ დროს და არასამუშო დღეებშ მუშაობაში ჩაბმის, ამ სამუშოს კომპენსაციის, სხვა სამუშაოზე დროებითი გადაყვანის და დათხოვნის თაობაზე ცალკეული გამონაკლისით.

    მუხლი 244. მუშებისა და მოსამსახურეების მატერიალური პასუხისმგებლობა იმ შემთხვევებაში, როდესაც ფაქტობრივი ზიანის ოდენობა აღემატება მის ნომინალურ ოდენობას

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად მუშათა და მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის ცალკეული სახეობის ქონებისა და სხვა ფასეულობის გატაცებით, განზრახ გაფუჭებით, დანაკლისით ან დაკარგვით მიყენებული ზიანის გამო, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც ზიანის ფაქტიური ოდენობა აღემატება მის ნომინალურ ოდენობას, აწესებენ სსრ კავშირის კანონები და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

    მუხლი 245. ზოგიერთი კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეების შრომის მოწესრიგების სხვა თავისებურებანი

სსრ კავშირისა და სხვა მოკავშირე რესპულიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად ზოგიერთი კატგორიის მუშებისა და მოსამსახურების შრომის მოწესრიგების სხვა თავისებურებები ცალკეულ საკითხებზე შეიძლება დაწესებულ იქნეს მხოლოდ სსრ კავშირის კანონებითა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებებით.

    მუხლი 246. სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კომპეტენციის გამიჯვნა იმ საკითხებში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებით

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის გამგებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია საფუძვლების ცალკეული მუხლებით, განეკუთვნება იმ წესების დადგენა, რომლებიც განსაზღვრავენ: არაკვალიფიციურ სამუშაოებს, რომლებზეც არ შეიძლება მუშების გადაყვანა მოცდენასთან დაკავშირებით (29-ე მუხლი); ღამით მუშაობის ხანგრძლივობას (47-ე მუხლის მეორე ნაწილი), თვიური ხელფასის მინიმალურ ოდებობას (76-ე მუხლი); ანაზღაურების ოდენობას ნაწილობრივი წუნისათვის (91-ე მუხლის მეხუთე ნაწილი); კომპესაციებს სამსახურებრივ მივლინებებთან და ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით (115-ე მუხლის მეორე ნაწილი, 116-ე მუხლის პირველი ნაწილი); ღამის სამუშაოებზე ქალთა შრომის შეზღუდვას (157-ე მუხლის პირველი ნაწილი); მუშათა კატეგორიებს, რომელთა შრომითი დავა განიხილება ხელქვეითობის წესით (213-ე მუხლი); კულტურულ-მასობრივი და ფიზკულტურული მუშაობის ჩასატარებლად პროფკავშირული ორგანოებისათვის ანარიცხების წესსა და ოდენობას (225-ე მუხლი); სახელმწიფო სოციალური დაზღვევით უზრუნველყოფის წესსა და ოდენობას (229-ე – 236 -ე მუხლები).

სსრ კავშირის გამგებლობას და მის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში, საქართველოს სსრ გამგებლობას განეკუთვნება იმ წესების დადგენა, რომლებიც განსაზღვრავენ: ცალკეული კატეგორიის მუშაკებისათვის სამუშაოს დროის შემცირებას (44-ე მუხლის მე-2 პუნქტი); ექვსდღიანი სამუშაო კვირის გამოყენებას (45-ე მუხლის მეორე ნაწილი); იმ შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია დღემაგიერის მიცემა დასვენების დღეებში მუშაობისათვის (63-ე მუხლის მეორე ნაწილი); უქმე დღეებში წარმოებულ სამუშაოებს (64-ე მუხლის მეორე ნაწილი); ყოველწლიური დამატებითი შვებულებების მიცემასა და ხანგრძლივობას (69-ე მუხლი); ხელფასის ნორმირებას (77-ე – მე-80 მუხლები); შრომის ანაზღაურების პრემიალურ სისტემას (81-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები); მუშაობის წლიური შედეგებისათვის გასამრჯელოს მიცემა (82-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები); გამომუშვების ერთიან ან ტიპობრივ ნორმებს (104-ე მუხლი); უქმე დღეებში მუშაობისათვის დღემაგიერის მიცემას (87-ე მუხლის მეორე ნაწილი); ხელფასიდან დაქვითვების შეზღუდვას (126-ე მუხლი); შრომის ტიპობრივ შინაგანაწესს და წესდებებს დისციპლინის შესახებ (130-ე მუხლი, 131-ე და 135-ე მუხლების მეორე ნაწილები); შრომის დაცვის წესებს (142-ე მუხლი); შრომის დაცვის ღონისძიებებისათვის სახსრების გამოყოფასა და ხარჯვას (145-ე მუხლის პირველი ნაწილი); სპეცტანსაცმლის, რძისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური კვების პროდუქტების გაცემის წესს (146-ე მუხლის პირველი ნაწილი, 147-ე და 148-ე მუხლები), სამედიცინო შემოწმებისას (151-ე მუხლი), სამუშაოებს, რომლებზეც არ დაიშვება ქალებისა და არასრულწლოვანების შრომა (156-ე და 169-ე მუხლების პირველი ნაწილები), ახალგაზრდობის სამუშაოზე მიღების ჯავშანს (175-ე მუხლის პირველი ნაწილი); ახალგაზრდა მუშებისა და სპეციალისტების სამუშაოთი უზრუნველყოფას (176-ე მუხლი); შეღავათს მათთვის, ვინც სწავლობს წარმოებისაგან მოუწყვეტლად (182-ე მუხლი, 188-ე და 189-ე მუხლების პირველი ნაწილები); პროფესიული კავშირების უფლებებს (218-ე მუხლი); შრომის კანონმდებლობის დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ორგანოებს (237-ე მუხლი 1 პუნქტი); ზოგიერთი კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურების შრომის მოწესრიგების თავისებურებებს (35-ე და 243-ე მუხლები).

სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ გამგებლობას განეკუთვნება იმ წესების დადგენა, რომლებიც განსაზღვრავენ: ზეგანაკვეთურ სამუშაოთა გამოყენების შემთხვევებს (54-ე მუხლის მესამე ნაწილი), დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევებს (62-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი და 63-ე მუხლის პირველი ნაწილი); ხელფასის გაცემის ვადებს (94-ე მუხლის მეორე ნაწილი).

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 247. ამ კოდექსით გათვალისწინებული ვადების გამოთვლა

ვადის გამოთვლა, რომელსაც ეს კოდექსი უკავშირებს შრომითი უფლებების და მოვალეობების აღმოცენებას და შეწყვეტას, იწყება იმ კალენდარული თარიღის მეორე დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია ვადის დასაწყისი.

წლებით, თვეებით, კვირეებით გამოსათვლელი ვადები მთავრდება უკანასკნელი წლის, თვის ან კვირის შესაბამის რიცხვში. ვადაში, რომელიც კალენდარული კვირეებით ან დღეებით განისაზღვრება, შედის არასამუშაო დღეებიც.

თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადის დამთავრების დღედ ითვლება უახლოესი მომდევნო სამუშაო დღე.

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1973წ., მუხ.202

2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

3. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1977წ., მუხ.158

5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 31 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1980წ., მუხ.78

6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

7. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 28 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1982წ., მუხ.131

8. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1982წ., მუხ.320

9. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

10. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

11. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

59. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3132 - სსმ, 23, 19/06/2006 58. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2471 - სსმ, 56, 28/12/2005 57. 01/07/2005 - საქართველოს კანონი - 1863 - სსმ, 41, 19/07/2005 56. 02/06/2005 - საქართველოს კანონი - 1497 - სსმ, 29, 21/06/2005 55. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 847 - სსმ, 42, 31/12/2004 54. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 201 - სსმ, 18, 09/07/2004 53. 18/05/2004 - საქართველოს კანონი - 59 - სსმ, 13, 02/06/2004 52. 31/12/2003 - საქართველოს კანონი - 3207 - სსმ, 33, 31/12/2003 51. 23/07/2003 - საქართველოს კანონი - 2593 - სსმ, 24, 20/08/2003 50. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2470 - სსმ, 21, 15/07/2003 49. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2130 - სსმ, 15, 04/06/2003 48. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2141 - სსმ, 11, 10/05/2003 47. 22/04/2003 - საქართველოს კანონი - 2091 - სსმ, 10, 24/04/2003 46. 29/01/2003 - საქართველოს კანონი - 1949 - სსმ, 5, 19/02/2003 45. 28/12/2002 - საქართველოს კანონი - 1916 - სსმ, 35, 30/12/2002 44. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1535 - სსმ, 21, 12/07/2002 43. 01/03/2002 - საქართველოს კანონი - 1313 - სსმ, 4, 05/03/2002 42. 15/02/2002 - საქართველოს კანონი - 1298 - სსმ, 4, 05/03/2002 41. 29/12/2000 - საქართველოს კანონი - 719 - სსმ, 51, 30/12/2000 40. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 50, 27/12/2000 39. 21/11/2000 - საქართველოს კანონი - 610 - სსმ, 42, 24/11/2000 38. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 481 - სსმ, 30, 27/07/2000 37. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 36. 10/03/2000 - საქართველოს კანონი - 219 - სსმ, 12, 27/03/2000 35. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 34. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 33. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2086 - სსმ, 24(31), 26/06/1999 32. 30/10/1998 - საქართველოს კანონი - 1678 - სსმ, 4, 20/11/1998 31. 12/11/1997 - საქართველოს კანონი - 1070 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 46, 03/12/1997 30. 31/10/1997 - საქართველოს კანონი - 1025 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 45, 21/11/1997 29. 15/04/1997 - საქართველოს კანონი - 628 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 15-16, 26/04/1997 28. 21/02/1997 - საქართველოს კანონი - 583 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9-10, 15/03/1997 27. 05/12/1996 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3-13 - გამოუქვეყნებელი, -, 05/12/1996 26. 08/02/1995 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 630 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 31/03/1995 25. 13/04/1993 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 214 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 6, 30/04/1993 24. 02/03/1993 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 164 - საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993 23. 13/08/1992 - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - - საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 28/08/1992 22. 23/05/1991 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991 21. 28/12/1990 - საქართველოს რესპუბლიკის კანონი - 94 - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 28/12/1990 20. 15/10/1990 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2832 - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1990 19. 21/05/1990 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2646 - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1990 18. 05/04/1988 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1667 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 29/04/1988 17. 24/03/1988 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1649 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1988 16. 20/10/1987 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1455 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 30/10/1987 15. 31/07/1987 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1369 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1987 14. 19/12/1986 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 1030 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 13, 26/12/1986 13. 29/11/1986 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 83 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 29/11/1986 12. 24/06/1986 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 796 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 24/06/1986 11. 11/06/1986 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 785 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 785, 30/06/1986 10. 27/02/1985 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - 2944ა - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 2, 27/02/1985 9. 21/10/1983 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 28/10/1983 8. 28/10/1982 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 29/10/1982 7. 28/05/1982 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 28/05/1982 6. 04/10/1980 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1980 5. 31/03/1980 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1980 4. 17/11/1977 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1977 3. 30/06/1977 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1977 2. 26/11/1974 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 26/11/1974 1. 29/11/1973 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - - საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1973