საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1678
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/11/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.446
  • Word
1678
30/10/1998
სსმ, 4, 20/11/1998
270.000.000.05.001.000.446
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ.118) 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 76. მინიმალური ხელფასი

1. მინიმალური ხელფასი არის სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, შრომის ანაზღაურების დასაშვები მინიმალური დონე, რომლის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მუშაკის თვიური ანაზღაურება არ შეიძლება იყოს  მინიმალურ ხელფასზე ნაკლები. მინიმალური ხელფასის დაცვა სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 30 ოქტომბერი.

1678 I