საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52(59), 31/12/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
91
24/12/1999
სსმ, 52(59), 31/12/1999
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ.121) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

1. ეს კანონი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან“.

II. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე ნაწილი:

„37. ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 47-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, 143-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან“.

III. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, № 007, აპრილი, 1996) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 თავი:

„თავი IV

გარდამავალი დებულება

    მუხლი 22. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მე-5 მუხლის, მე-7 და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან“.

IV. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-10 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“.

2. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 60. კანონის ამოქმედების ვადა

1. ეს კანონი, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან“.

V. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) 154-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 წინადადება ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან“.

VI. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ.118) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2471 მუხლი:

     „მუხლი 2471. დასკვნითი დებულება

ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილი და 235-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან“.

VII. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №31-33, მუხ.692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ელექტრო და“, ხოლო სიტყვები „რადიო, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა“ შეიცვალოს სიტყვებით „რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი“ და ამავე ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები: „ელექტროენერგიის უფასო მოხმარება თვეში განისაზღვრება 50 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას – 75 კვტ სთ-ის ოდენობით“.

2. მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის პირველი აბზაცებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ელექტრო და“, ხოლო სიტყვები „რადიო, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა“ შეიცვალოს სიტყვებით „რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი“ და ამავე აბზაცებს ბოლოში დაემატოს სიტყვები: „ელექტროენერგიის უფასო მოხმარება თვეში განისაზღვრება 30 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას – 45 კვტ სთ-ის ოდენობით“.

3. მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სარგოს“ შეიცვალოს სიტყვებით „თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების“.

VIII. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34), 22 იანვარი, 1997) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ოჯახებისა და მათთან მცხოვრები პენსიონერების, ინვალიდების ან ოჯახის შრომისუუნარო წევრების გათავისუფლება საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, გაზი და თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა) გადასახადისაგან, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება თვეში განისაზღვრება 50 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას – 75 კვტ სთ-ის ოდენობით“.

IX. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, გაზი და თბოენერგია, რადიოსა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი, კოლექტიური ანტენა) ფასდაკლება სახელმწიფოს ხარჯზე – ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულება. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება თვეში განისაზღვრება 30 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას – 45 კვტ სთ-ის ოდენობით. საცხოვრებელი ფართობის ქირის შეღავათები უწესდება პირს, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო ფონდის სახლში“.

X. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№23-26, მუხ.559) მე-17 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „50 პროცენტს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გარდა“.

XI. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993, №9, მუხ.187) 31-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პოლიციის თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო-კომუნალური ფონდიდან ეძლევა საცხოვრებელი ბინა ან სახლი და რიგგარეშე ედგმება ტალეფონი. ბინის კომუნალური მომსახურების ქირას (დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გარდა) და ტელეფონის გადასახადს იგი იხდის ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლებით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო“.

XII. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში სიტყვა „საზღაურის“ შეიცვალოს სიტყვებით „თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების“.

2. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დახარჯული ელექტროენერგიის“.

XIII. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) 137-ე მუხლის მე-2 პუნქტში რიცხვი „2000“ შეიცვალოს რიცხვით „2001“.

XIV. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992, №2, მუხ.100) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ კანონის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან“.

XV. „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებები, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ყოველთვიური“, ხოლო სიტყვა „სარგო“ შეიცვალოს სიტყვით „სარგოები“.

2. 48-ე მუხლის პირველ პუნქტში და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სარგო“ შეიცვალოს სიტყვით „სარგოები“.

XVI. პერსონალური პენსიონერებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ, ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილე პირებისა და ოჯახის იმ წევრების მიერ, რომლებიც მარჩენალის პენსიას იღებენ, ასევე იმ ოჯახების მიერ, რომლებიც იღებენ პენსიას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენალის დაკარგვისათვის, ელექტროენერგიის უფასო მოხმარება თვეში განისაზღვრება 30 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას – 45 კვტ სთ-ის ოდენობით.

XVII. ამ კანონით დაწესებული ლიმიტის ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს აბონენტი (ოჯახი) იხდის სრული ოდენობით.

XVIII. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 24 დეკემბერი.

91რს