საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 04/10/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1980
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.006
  • Word
04/10/1980
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1980
270.000.000.05.001.000.006
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ შრომის კანონმდებლობის სსრ კავშირის კონსტიტუციასთან, საქართველოს სსრ კონსტიტუციასთან და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“  სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 12 მარტის ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი  ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., 6, მუხ. 118; 1974 წ., №11, მუხ. 206; 1977 წ., №6, მუხ.78 და №11, მუხ. 158; 1980 წ., №3, მუხ. 78) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მეორე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსრ კავშირის მოქალაქეთა შრომის უფლებას, – ანუ უფლებას, მიიღონ გარანტირებული სამუშაო შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისი ანაზღაურებით, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, – მათ შორის უფლებას, აირჩიონ პროფესია, საქმიანობისა და სამუშაოს სახეობა მოწოდების, უნარის, პროფესიული მომზადების, განათლების შესაბამისად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, უზრუნველყოს მეურნეობის სოციალისტური სისტემა, საწარმოო ძალების განუხრელი ზრდა, უფასო პროფესიული სწავლება, შრომითი კვალიფიკაციის ამაღლება და ახალ სპეციალობათა სწავლება, პროფესიული ორიენტაციისა და შრომითი მოწყობის სისტემათა განვითარება“.

მუშებსა და მოსამსახურეებს აქვთ დასვენების უფლება სამუშაო დღის და სამუშაო კვირის შემცირებისა და ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ კანონების შესაბამისად, აქვთ უფლება ჯანსაღი და უსაფრთხო შრომის პირობებისა, პროფესიულ კავშირებში გაერთიანებისა, წარმოების მართვაში მონაწილეობისა, მოხუცებულობაში, აგრეთვე ავადმყოფობისა, შრომის უნარის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით სახელმწიფო სახსრებით მატერიალური უზრუნველყოფისა“.

2. 22-ე მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც მათი თანხმობით გადაჰყავთ სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან რომლებსაც სამუშაოდ გზავნიან ტერიტორიულად სხვა ადგილას“.

3. 30-ე მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) მუშაკის გადაყვანა  მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან არჩევით თანამდებობაზე გადასვლა.“.

4. 45-ე მუხლის მესამე ნაწილში, 83-ე მუხლში და 102-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „არა უგვიანეს ორი კვირისა“ შეიცვალოს სიტყვებით „არაუგვიანეს ერთი თვისა“.

5. 54-ე მუხლს მესამე ნაწილში სიტყვის „გათვალისწინებულია“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სსრ კავშირის კანონმდებლობით და“.

6. 62-ე მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

დასვენების დღეს ცალკეული მუშებისა და მოსამსახურეების სამუშაოდ გამოწვევა, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია მხოლოდ პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის ნებართვით და მხოლოდ გამონაკლისის სახით სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამასთან დაკავშირებით, მეორე და მესამე ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს მესამე და მეოთხე ნაწილებად და მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მხოლოდ პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის ნებართვით და მხოლოდ“.

7. 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 74. უხელფასო შვებულება

ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმო ერთეულის ხელმძღვანელის ნებართვით მუშას ან მოსამსახურეს მისი განცხადებით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი უხელფასო შვებულება, რაც ფორმდება ბრძანებით (განკარგულებით)“.

8. 94-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსრ კავშირის კანონმდებლობით და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებით ცალკეული კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეებისათვის შეიძლება დაწესებულ იქნეს ხელფასის გაცემის  სხვა ვადებიც“.

9. 110-ე მუხლში:

ა) მე-2 და მე-6 პუნქტებში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა“;

ბ) მეოთხე პუნქტში სიტყვები „მშრომელთა კოლექტივების“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომითი კოლექტივების“;

გ) მეხუთე პუნქტში სიტყვები „ამ ორგანოების დებულების შესაბამისად“ შეიცვალოს სიტყვებით „სსრ კავშირის სახალხო კონტროლის შესახებ“  სსრ კავშირის კანონის შესაბამისად“.

10. 1212 მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი“ შეიცვალოს სიტყვებით სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი“.

11. 1213 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს ფასების სახელმწიფო კომიტეტის“ შეიცვალოს სიტყვებით სსრ კავშირის ფასების სახელმწიფო კომიტეტის“.

12. 175-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოები“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოები“.

13. 218-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სახალხო მეურნეობის განვითარების სახელმწიფო გეგმების“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების“.

14. 232-ე და 233-ე მუხლების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 232. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებით უზრუნველყოფა“;

„მუხლი 233. ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებით უზრუნველყოფა“.

15. დაემატოს კოდექსს მუხლი 2331 შემდეგი შინაარსის:

„მუხლი 2331. სოციალური დაზღვევის წესით დახმარების გაცემისა და ოდენობის ძირითადი პირობები

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით დახმარების გაცემისა და ოდენობის ძირითად პირობებს ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო პროფესიული კავშირების სრულიად საკავშირო ცენტრალურ საბჭოსთან ერთად“.

16. 234-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუშებს, მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს პენსიები დაენიშნებათ სახელმწიფო პენსიების შესახებ სსრ კავშირის კანონის შესაბამისად“.

17. 237-ე მუხლში:

ა) პირველი ნაწილი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად კონტროლს შრომის კანონმდებლობა და შრომის დაცვის წესების შესრულებაზე ახორციელებენ“;

ბ) მეორე ნაწილში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა“;

გ) მესამე ნაწილში სიტყვები „სამინისტროები და უწყებები“ შეიცვალოს სიტყვებით „სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები და უწყებები“;

დ) მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სსრ ტერიტორიაზე შრომის შესახებ კანონების ზუსტი  და ერთგვაროვანი შესრულებისადმი უმაღლესი ზედამხედველობა ხორციელდება სსრ კავშირის გენერალური პროკურორისა და მისდამი დაქვემდებარებული საქართველოს სსრ  პროკურორის და ქვემდგომი  პროკურორების მიერ სსრ კავშირის პროკურატურის შესახებ სსრ კავშირის კანონის შესაბამისად“.

18. 238-ე მუხლში სიტყვები „საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მრეწველობაში სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებისადმი ზედამხედველობის და სამთო ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სსრ მრეწველობის სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ზედამხედველობისა და სამთო ზედამხედველობის კომიტეტი“.

19. კოდექსის პრეამბულის მერვე აბზაცში, 21-ე და 61-ე მუხლებში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა“. გარდა ამისა, პრეამბულის მერვე აბზაცში სიტყვები „საყოველთაო-სახალხო (სახელმწიფო)“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო (საერთო-სახალხო)“.

20. 23-ე, 142-ე, 144-ე  და 240-ე მუხლებში სიტყვები „სამინისტროები და უწყებები“ შეიცვალოს სიტყვებით „სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები და უწყებები“.

21. 246-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „საქართველოს სსრ გამგებლობას განეკუთვნება“ შეიცვალოს სიტყვებით „სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ გამგებლობას განეკუთვნება“; ამავე ნაწილში სიტყვები „(62-ე მუხლის პირველი ნაწილი)“  შეიცვალოს სიტყვებით „(62-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი)“ .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე     პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი     თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1980 წლის 4 ოქტომბერი.