დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 796 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 24/06/1986 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 24/06/1986 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 270.000.000.05.001.000.018 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
„შრომის შესახებ სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 19 მაისის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118; 1983 წ., №11, მუხ. 370; 1986 წ., №6, მუხ. 140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 119-ე მუხლის:
პირველ ნაწილში სიტყვები „საშუალო თვიური ხელფასის ერთი მესამედისა“ – შეიცვალოს სიტყვებით „თვიური ხელფასისა“;
მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მატერიალური პასუხისმგებლობა საშუალო თვიურ ხელფასზე მეტი ოდენობით დასაშვებია მხოლოდ სსრ კავშირის კანონმდებლობით მითითებულ შემთხვევებში“.
2. 120-ე მუხლის:
პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საშუალო თვიური ხელფასის ერთ მესამედზე მეტი ოდენობით“;
პირველ პუნქტში სიტყვები „საშუალო თვიური ხელფასის ორი მესამედისა“ შეიცვალოს სიტყვებით „მათი თვიური ხელფასისა“.
3. 122-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუშა-მოსამსახურეები ზიანს აანაზღაურებენ იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება საშუალო თვიურ ხელფასს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის განკარგულებით, ხოლო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები – ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს განკარგულებით, მუშაკის ხელფასიდან დაქვითვის გზით. ადმინისტრაციის ან ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს განკარგულება უნდა გაიცეს არაუგვიანეს ორი კვირისა მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის გამოვლინების დღიდან და მიექცეს აღსასრულებლად არა უადრესი შვიდი დღისა ამის თაობაზე მუშაკისათვის შეტყობინებიდან. თუ მუშაკი არ ეთანხმება დაქვითვას ან მის ოდენობას, მისი განცხადებით შრომითი დავა განიხილება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დანარჩენ შემთხვევებში ზიანის ანაზღაურება ხდება ადმინისტრაციის მიერ რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით“;
მეოთხე ნაწილი ამოღებულ იქნეს;
მეხუთე და მეექვსე ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს მეოთხე და მეხუთე ნაწილებად.
II. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1986 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1986 წლის 24 ივნისი.
№796 – XI
დოკუმენტის კომენტარები