ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სკოლის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით სახალხო განათლების შესახებ საქართველოს სსრ კანონის ახალი რედაქციის დამტკიცებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის შესახებ

  • Word
ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სკოლის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით სახალხო განათლების შესახებ საქართველოს სსრ კანონის ახალი რედაქციის დამტკიცებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 29/11/1986
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 29/11/1986
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.05.001.000.020
  • Word
83
29/11/1986
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 29/11/1986
430.210.000.05.001.000.020
ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სკოლის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით სახალხო განათლების შესახებ საქართველოს სსრ კანონის ახალი რედაქციის დამტკიცებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის

კანონი

ზოგადსაგანმანათლებლო  და პროფესიული სკოლის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით სახალხო განათლების შესახებ საქართველოს სსრ კანონის ახალი რედაქციის დამტკიცებასთან დაკავშირეით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის შესახებ

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

„ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სკოლის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სახალხო განათლების კანონმდებლობის საფუძვლების ახალი რედაქციის დამტკიცებასთან დაკავშირებით სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის 1985 წლის 27 ნოემბრის კანონისა და სახალხო განათლების შესახებ საქართველოს სსრ კანონის ახალი რედაქციის დამტკიცებასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

    მუხლი 1. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს სსრ 1972 წლის 15 ივნისის კანონში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1972 წ., №6, მუხ. 101; 1979 წ., №9, მუხ. 225):

1) მე-10 მუხლში:

მუხლის სათაურში სიტყვები „საბავშვო დაწესებულებათა“ შეიცვალოს სიტყვებით „საბავშვო სკოლამდელ და სკოლისგარეშე დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების“;

მეორე ნაწილს სიტყვების „სკოლისგარეშე დაწესებულებების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ზოგადსაგანმანათლებლო“;

2) 32-ე მუხლის სათაურსა და პირველ ნაწილში სიტყვები „სადგომებისა და სამუშაო ადგილების“ შეიცვალოს სიტყვებით „და სხვა სადგომებისა, სამუშო ადგილების, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებათა შენობებისა და სადგომების, სხვა ნაგებობების“;

3) 63-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია ქალთა კონსულტაციების, სამშობიარო სახლების, ორსული ქალებისა და ბავშვიანი დედებისათვის სანატორიუმების, ჯანმრთელობის დაცვის სხვა დაწესებულებების, დასასვენებელი სახლების, საბავშვო ბაგების, ბაღების და სხვა სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებების ფართო ქსელით“;

4) 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 66. ზრუნვა ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის განმტკიცებისა და დაცვისათვის

ჯანსაღი, ჰარმონიულად განვითარებული ახალგაზრდა თაობის აღზრდის მიზნით სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, კოლმეურნეობები, სხვა კოოპერაციული, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საბავშვო სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო სპეციალური სასწავლებლებისა და სხვა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების ფართო ქსელის განვითარებას. ამ სასწავლო-აღმზრდელობითს დაწესებულებებში ბავშვებისა და მოზარდებისათვის უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის შენარჩუნება-განმტკიცების და ჰიგიენური აღზრდისათვის საჭირო პირობები. ბავშვთა და მოზარდთა სასწავლო-შრომითი, სასწავლო-საწარმოო დატვირთვა, აგრეთვე მეცადინეობის სანიმუშო რეჟიმი განისაზღვრება სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროები, სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებები (სამმართველოები), აგრეთვე სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები და უწყებები, რომელთა გამგებლობაშია ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ მუშაობას ეწევიან საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებათა აღსაზრდელებს, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო სპეციალური სასწავლებლებისა და სხვა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების მოსწავლეებს შორის.

ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვასა და საბავშვო სკოლამდელ და სკოლისგარეშე დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პროფესიულ-ტექნიკურ, საშუალო სპეციალურ სასწავლებლებსა და სხვა სასწავლო-აღმზრდელობითს დაწესებულებებში ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვას, გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ჩატარებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, კონტროლს უწევენ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები და დაწესებულებანი სახალხო განათლების სახელმწიფო მართვის ორგანოებთან და იმ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, რომელთა გამგებლობაშია ეს სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებანი“;

5) 67-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბავშო სკოლამდელ და ზოგიერთ სხვა სასწავლო-აღმზრდელობითს დაწესებულებაში ბავშვთა შესანახად ძირითად ხარჯებს გაიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, კოლმეურნეობების, სხვა კოოპერაციული, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ამ მიზნებისათვის გამოყოფილი სახსრებიდან.

ფიზიკური ან გონებრივი განვითარების მხრივ ნაკლის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სახელმწიფო ხარჯზე ინახავენ სპეციალურ ბავშვთა სახლებში, საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებში, საბავშვო სახლებში, სპეციალური დანიშნულების სხვა სასწავლო-აღმზრდელობითს დაწესებულებებში ან საერთო დანიშნულების სასწავლო-აღმზრდელობითს დაწესებულებასთან არსებულ სპეციალურ ჯგუფებში“;

6) 68-ე მუხლში:

მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 68. კონტროლი მოსწავლეთა შრომითს სწავლებაზე, საზოგადოებრივად სასარგებლო, ნაყოფიერ შრომაზე, მოზარდთა საწარმოო სწავლებაზე პროფესიულ-ტექნიკურ და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, მოზარდთა პროფესიულ სწავლებაზე წარმოებაში და მათს შრომის პირობებზე“;

პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსწავლეთა შრომითი სწავლება, მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივად სასარგებლო, ნაყოფიერი შრომა, მზარდთა საწარმოო სწავლება პროფესიულ-ტექნიკურ და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, მოზარდთა პროფესიული სწავლება წარმოებაში ნებადართულია იმ პროფესიების მიხედვით, რომლებიც შეესაბამება მათს ასაკს, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, და ხორციელდება სისტემატური სამედიცინო კონტროლით“;

მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„იმ პროფესიათა ნუსხა, რომელთა მიხედვით ხორციელდება მოსწავლეთა შრომითი სწავლება, საზოგადოებრივად სასარგებლო, ნაყოფიერი შრომა, მოზარდთა საწარმოო სწავლება პროფესიულ-ტექნიკურ და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, მათი პროფესიული სწავლება წარმოებაში, მტკიცდება დადგენილი წესით, სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ პროფესიების მიხედვით სწავლების ხელის შემშლელ სამედიცინო ჩვენებათა ნუსხას განსაზღვრავს სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“;

ამ მუხლის მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად.

მუხლი 2. საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973წ., №6, მუხ. 118; 1980წ., №10, მუხ. 287):

1) 173-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „უშუალოდ საწარმოშივე სწავლების გავლის შემდეგ“ შეიცვალოს სიტყვებით „წარმოებაში პროფესიული სწავლების გავლის შემდეგ“;

2) 175-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 175. სამუშაოზე და წარმოებაში პროფესიული სწავლებისათვის ახალგაზრდობის მიღების ჯავშანი

ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის წესდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის კურსდამთავრებული ახალგაზრდობის, აგრეთვე თვრამეტ წლამდე ასაკის სხვა პირთა სამუშაოზე და წარმოებაში პროფესიული სწავლებისათვის მიღების ჯავშანი“;

3) 176-ე მუხლში სიტყვები „პროფესიულ-ტექნიკური და ტექნიკური სასწავლებლები“ შეიცვალოს სიტყვებით „პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები“;

4) 179-ე მუხლში:

მუხლის სათაურში სიტყვები „საწარმოო სწავლების“ შეიცვალოს სიტყვებით „წარმოებაში პროფესიული სწავლების“;

პირველ ნაწილში სიტყვები „და სხვა საწარმოო სწავლებას“ შეიცვალოს სიტყვებით „და წარმოებაში პროფესიული სწავლების სხვა ფორმებს“;

მეორე ნაწილში სიტყვები „საწარმოო სწავლებას“ შეიცვალოს სიტყვებით „წარმოებაში პროფესიულ სწავლებას“;

მესამე ნაწილში სიტყვები „საწარმოო სწავლების წარმატებით გავლა, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადება“ შეიცვალოს სიტყვებით „წარმოებაში პროფესიული სწავლების წარმატებით გავლა, ზოგადი საშუალო და პროფესიულ-ტექნიკური განათლება“;

5) 181-ე მუხლში სიტყვები „საწარმოო სწავლების“ შეიცვალოს სიტყვებით „წარმოებაში პროფესიული სწავლების“;

6) 182-ე მუხლის სათაურსა და ტექსტს სიტყვის „ზოგადსაგანმანათლებლო“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სკოლებსა“;

7) 186-ე მუხლის სათაურსა და ტექსტს სიტყვის „ზოგადსაგანმანათლებლო“ შემდეგ შესაბამისად დაემატოს სიტყვა „სკოლებისა“ და „სკოლებსა“;

8) 187-ე მუხლში სიტყვები „საღამოს (ცვლიან) პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებებში“ შეიცვალოს სიტყვებით „სწავლების საღამოს (ცვლიანი) ფორმის საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში, სასწავლებლების საღამოს (ცვლიან) განყოფილებებზე“.

მუხლი 3. საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 46-ე მუხლის პირველ ნაწილს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ. 199) დაემატოს შემდეგი შინაარსის მეათე პუნქტი:

„10) მასწავლებლებს და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების სხვა პედაგოგიურ მუშაკებს“.

მუხლი 4. საქართველოს სსრ 1971 წლის 9 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბოს უწყებები, 1971წ., №12, მუხ. 202; 1982 წ., №5, მუხ. 121; 1985წ., №9, მუხ. 325):

1) მე-7 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ-ტექნიკური სწავლება“ შეიცვალოს სიტყვებით „ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადება“;

2) მე-40 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიულ-ტექნიკური სწავლების“ შეიცვალოს სიტყვებით „ზოგადი განათლების ან პროფესიული მომზადების“;

3) მეათე თავის სათაური და მე-60, 62-ე, 63-ე, 64-ე, 65-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი მეათე

თავისუფლებააღკვეთილ პირთა ზოგადი საშუალო, პროფესიულ-ტექნიკური განათლება, წარმოებაში პროფესიული სწავლება

    მუხლი 60.  თავისუფლებააღკვეთილ პირთა ზოგადი საშუალო, პროფესიულ-ტექნიკური განათლება, წარმოებაში პროფესიული სწავლება

შრომა-გასწორების დაწესებულებებში ხორციელდება ახალგაზრდა მსჯავრდებულთა ზოგადი საშუალო განათლება.

ორმოც წელს გადაცილებული მსჯავრდებულნი და პირველი და მეორე ჯფუფის ინვალიდი მსჯავრდებულნი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ მათი სურვილით.

მსჯავრდებულთ წაახალისებენ ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაში ჩაბმისათვის, რასაც მხედველობაში მიიღებენ მათი გამოსწორების და და ხელახლა აღზრდის ხარისხის განსაზღვრისას“.

     „მუხლი 62. თავისუფლებააღკვეთილ პირთა პროფესიულ-ტექნიკური განათლება და წარმოებაში პროფესიული სწავლება

შრომა-გასწორების დაწესებულებებში პროფესიის არმქონე თავისუფლებააღკვეთილი პირებისათვის ხორციელდება პროფესიულ-ტექნიკური განათლება ან წარმოებაში პროფესიული სწავლება

პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი მსჯავრდებულები პროფესიულ-ტექნიკურ განათლებაში ან წარმოებაში პროფესიული სწავლებაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ მათი სურვილით.

შრომა-აღმზრდელობითს კოლონიებში პროფესიულ-ტექნიკური განათლება ან წარმოებაში პროფესიული სწავლება ხორციელდება მსჯავრდებულთა სამუშაო დღის განმავლობაში.

    მუხლი 63. თავისუფლებააღკვეთილ პირთა საწარმოო კვალიფიკაციის ამაღლება

შრომა-გასწორების დაწესებულებებში შეიძლება მოეწყოს თავისუფლებააღკვეთილ პირთა საწარმოო კვალიფიკაციის ამაღლება, აგრეთვე მათთვის მოცემული შრომა-გასწორების დაწესებულების საწარმოსათვის აუცილებელი ახალი სპეციალობის სწავლება.

მსჯავრდებულთ წაახალისებენ პროფესიულ-ტექნიკურ სწავლებაში ჩაბმის, წარმოებაში პროფესიული სწავლებისა და თავიანთი საწარმოო კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, რასაც მხედველობაში მიიღებენ მათი გამოსწორებისა და და ხელახალი აღზრდის ხარისხის განსაზღვრისას.

    მუხლი 64. მსჯავრდებულთა განთავისუფლება მუშაობისაგან გამოცდებთან დაკავშირებით

შრომა-გასწორების დაწესებულებებში მსჯავრდებულები გამოცდების ჩასაბარებლად თავისუფლდებიან მუშაობისაგან სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით. ამ პერიოდისათვის მათ ხელფასი არ ერიცხებათ, კვება უფასო აქვთ.

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომა-გასწორების კანონმდებლობის საფუძვლების   31-ე მუხლის შესაბამისად ის მსჯავრდებულები, რომელიც სასჯელს იხდიან ყველა სახეობის კოლონია-დასახლებებში, გამოცდების ჩაბარების დროისათვის მატერიალურად უზრუნველყოფილი არიან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

გამოცდების ჩასაბარებლად მსჯავრდებულებს მუშაობისაგან ათავისუფლებს შრომა-გასწორების დაწესებულების უფროსი შრომა-გასწორების დაწესებულებათა შინაგანაწესით დადგენილი წესით.

    მუხლი 65. თავისუფლებააღკვეთილ პირთა ზოგადი საშუალო, პროფესიულ-ტექნიკური განათლებისა და წარმოებაში პროფესიული სწავლების ორგანიზაცია

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომა-გასწორების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად თავისუფლებააღკვეთილ პირთა ზოგადი საშუალო, პროფესიულ-ტექნიკური განათლებისა და წარმოებაში პროფესიული სწავლების ორგანიზაცია ხორციელდება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით“;

4) 125-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები: „პროფესიულ-ტექნიკური და ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების“ შეიცვალოს სიტყვებით „ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე    პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი      . ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1986 წლის 29 ნოემბერი.

№83