დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 116-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 28/10/1982 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 29/10/1982 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 270.000.000.05.001.000.008 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 116-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ წასვლის გარანტიებისა და კომპენსაციების საკითხებზე სსრ კავშირის ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის შეცვლისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 23 ივლისის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 116-ე მუხლში შემდეგი ცვლილებები:
მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუშაკებს სხვა სამუშაოზე გადაყვანისას, რაც დაკავშირებულია ტერიტორიულად სხვა ადგილას წასვლასთან, აუნაზღაურდებათ: თავისი და ოჯახის წევრების მგზავრობის ღირებულება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაცია გამოუყოფს სათანადო მიმოსვლის საშუალებას); ქონების გადაზიდვის ხარჯები, სადღეღამისო ხარჯები გზაში ყოფნის ყოველი დღისათვის; მიეცემათ ერთდროული დახმარება მათ და მათი ოჯახის თითოეულ წევრს, რომელიც მათთან ერთად გადადის; ხელფასი სამგზავროდ მომზადებისა და ახალ საცხოვრებელ ადგილზე მოწყობის დღეებისათვის, მაგრამ არა უმეტეს ექვსი დღისა, აგრეთვე გზაში ყოფნის დროისათვის.
მუშაკებს, რომლებიც ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოზე მიღებასთან (წინასწარი შეთანხმებით) დაკავშირებით მიემგზავრებიან აუნაზღაურდებათ და ეძლევათ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კომპენსაციები და გარანტიები. ამ მუშაკებს ერთდროული დახმარება შეიძლება მიეცეთ მხარეთა შეთანხმებით.
ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში აღნიშნული პირებისათვის კომპენსაციის ოდენობას, კომპენსაციებისა და გარანტიების მიცემის წესს, აგრეთვე „ტერიტორიულად სხვა ადგილას გადასვლისას სასწავლო დაწესებულების, ასპირანტურის, კლინიკური ორდინატურის დამთავრების შემდეგ განაწილების წესით ან ორგანიზაციული შეგროვებისა თუ საზოგადოებრივი გაწვევის წესით სამუშაოდ გაგზავნისას გარანტიებსა და კომპენსაციებს ამ პირთათვის ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა.“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1982 წლის 28 ოქტომბერი.
დოკუმენტის კომენტარები