საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2091
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 24/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.001.234
  • Word
2091
22/04/2003
სსმ, 10, 24/04/2003
270.000.000.05.001.001.234
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973წ., №6, მუხ. 118) 64-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

ა) 1 და 2 იანვარს – ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში;

ბ) 7 იანვარს – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;

გ) 19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს;

დ) 3 მარტს – დედის დღეს;

ე) 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს;

ვ) 9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს;

ზ) სააღდგომო დღეებში – დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს – აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია);

თ) 9 მაისს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს;

ი) 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს;

კ) 28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);

ლ) 14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;

მ) 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   ე.შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 22 აპრილი.

№2091 IIს