საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2944ა
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 27/02/1985
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 2, 27/02/1985
სარეგისტრაციო კოდი 0000000000000000
  • Word
2944ა
27/02/1985
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 2, 27/02/1985
0000000000000000
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

 

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 

„შრომითი კოლექტივებისა და საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში მათი როლის ამაღლების შესახებ“ სსრ კავშირის კანონის მიღებასთან დაკავშირებით და „სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 8 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118):

1) პრეამბულის მერვე აბზაცში სიტყვები „წარმოების მართვაში“ შეიცვალოს სიტყვებით „საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში“;

2) მე-2 მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „წარმოების მართვაში“ შეიცვალოს სიტყვებით „საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში“;

3) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. კოლექტიური ხელშეკრულების დადება

შრომითი კოლექტივის სახელით საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან კოლექტიურ ხელშეკრულებას დებს საწარმოს, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტი.

კოლექტიური ხელშეკრულების დადებას წინ უძღვის მისი პროექტის განხილვა შრომითი კოლექტივის კრებებზე (კონფერენციებზე), რომლიც იღებს გადაწყვეტილებას და რწმუნებას აძლევს საწარმოს, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტს ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას.

კოლექტიური ხელშეკრულება დაიდება ყოველწლიურად, წერილობით და რეგისტრაციას არ საჭიროებს.

კოლექტიური ხელშეკრულება უნდა გაეცნოს საწარმოს, ორგანიზაციის ყველა მუშასა და მოსამსახურეს“;

4) მე-8 მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „წარმოების მართვაში“ შეიცვალოს სიტყვებით „საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების მართვაში“,

5) 128-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 128. შრომის დისციპლინის უზრუნველყოფა

საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შრომის დისციპლინას უზრუნველყოფს შრომისადმი შეგნებული დამოკიდებულება, დარწმუნების მეთოდი, აგრეთვე წახალისება კეთილსინდისიერი შრომისათვის.

შრომითს კოლექტივებში იქმნება შრომის დისციპლინის დარღვევებისადმი შეუწყნარებლობის, იმ მუშაკთა მიმართ მკაცრი ამხანაგური მომთხოვნელობის ატმოსფერო, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ასრულებენ შრომითს მოვალეობებს. ცალკეული არაკეთილსინდისიერი მუშაკის მიმართ საჭირო შემთხვევაში გამოიყენება დისციპლინური და საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებანი“;

6) 130-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შრომის განაწესს განსაზღვრავს შრომის შინაგანაწესი, რომელსაც ამტკიცებენ შრომითი კოლექტივები ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის წარდგენით ტიპობრივი წესების საფუძველზე“;

7) 138-ე მუხლს სიტყვის „გადაეცეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „შრომითს კოლექტივს“;

8) 139-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„შრომითი კოლექტივები იხილავენ და იწონებენ შრომის დაცვის პირობების გაუმჯობესებისა და სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა კომპლექსურ გეგმებს და კონტროლს უწევენ ამ გეგმების შესრულებას“;

9) 144-ე მუხლში:

მეორე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„შრომითი კოლექტივები კონტროლს უწევენ ყველა მუშაკის მიერ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შრომის დაცვის წესებისა და ინსტრუქციების დაცვას“;

მესამე ნაწილი ჩაითვალოს მეოთხე ნაწილად;

10) 145-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„შრომითი კოლექტივები კონტროლს უწევენ შრომის დაცვისათვის განკუთვნილი სახსრების გამოყენებას“;

11) XVI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული კავშირები. მუშათა და მოსამსახურეთა მონაწილეობა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მართვაში“;

12) 218-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული კავშირები მონაწილეობენ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების შემუშავებასა და რეალიზაციაში, მატერიალური და ფინანსური რესურსების განაწილებისა და გამოყენების საკითხების გადაწყვეტაში, მუშებსა და მოსამსახურეებს ჩააბამენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მართვაში, ორგანიზაციას უწევენ სოციალისტურ შეჯიბრებას, მასობრივ ტექნიკურ შემოქმედებას; ხელს უწყობენ საწარმოო და შრომის დისციპლინის განმტკიცებას“;

13) 219-ე, 220-ე, 221-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 219. მუშა-მოსამსახურეთა უფლება მონაწილეობდნენ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში

მუშა-მოსამსახურეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში, შეიტანონ წინადადებები საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე, აგრეთვე სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების საკითხებზე.

    მუხლი 220. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში მუშა-მოსამსახურეთა მონაწილეობის ფორმები

საწარმოს, დაწესებულების ორგანიზაციის მართვაში მუშა-მოსამსახურენი მონაწილეობენ შრომითი კოლექტივების საერთო კრებების (კონფერენციების), პროფესიული კავშირების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სახალხო კონტროლის ორგანოების, საწარმოო თათბირების და შრომითს კოლექტივში მოქმედი სხვა საზოგადოებრივი ორგანოების მეშვეობით.

    მუხლი 221. ადმინისტრაციის მოვალეობა შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუშა-მოსამსახურეთა მონაწილეობას საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში

საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ადმინსტრაცია მოვალეა შექმნას ისეთი პირობები რომლებიც უზრუნველყოფენ მუშა-მოსამსახურეთა მონაწილეობას საწარმოების, დაწესებულებების ორგანიზაციების მართვაში. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების თანამდებობის პირნი მოვალენი არიან დადგენილ ვადაში განიხილონ მუშა-მოსამსახურეთა კრიტიკული შენიშვნები და წინადადებები და აცნობონ მათ მიღებული ზომების შესახებ“.

II. საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში (საქართელოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ.,  №6, მუხ. 199):

1) 26-ე მუხლში:

სათაურს სიტყვების „საზოგადოებრივ ორგანიზაციათა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „შრომითი კოლექტივებისა“;

პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროფესიული კავშირები, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების) შესაბამისად, აგრეთვე მოქალაქენი მონაწილეობენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მართვასა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფაში“;

2) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობა გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი

სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, აგრეთვე თანამდებობის პირები მოვალენი არიან საბინაო ფონდის გამოყენებისა და დაცვა-შენახვის გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი“.

III. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს სსრ 1972 წლის 15 ინვისის კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1972 წ., №6, მუხ. 101)  მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შრომითი კოლექტივების ფართო მონაწილეობით“.

IV. საქართველოს სსრ 1971 წლის 13 ივლისის კანონით დამტკიებული საქართველოს სსრ მიწის კოდექსის (საქართველოს სსრ მაღლესი საბჭოს უწყებებ, 1971 წ., №7, მუხ. 124) 92 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 92. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში

პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოებები, სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები, აგრეთვე მოქალაქენი ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებს მიწის რაციონალურად გამოყენებსა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფისათვის საქმიანობაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების) შესაბამისად.

სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი“.

V. საქართველოს სსრ 1976 წლის 20 ნოემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ წიაღის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1976 წ., №11, მუხ. 199) 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 64. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა წიაღის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში

პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოებები, სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები, აგრეთვე მოქალაქენი ხელს უწყოენ სახელმწიფო ორგანოებს წიაღის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ღონისიებათ განხორციელებაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ წიაღის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფისათვის საქმიანობაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების) შესაბამისად.

მოქალაქენი ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებს წიაღის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში აუცილებელ სამუშაოებში უშუალო მონაწილეობით, წიაღის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების გაუმჯობესების შესახებ წინადადებათა შეტანით, წიაღის დაცვისა და გამოყენების წესების მათთვის ცნობილ დარღვევათა შეტყობინებით.

სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან წიაღის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა განხორცილებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი“.

VI. საქართველოს სსრ 1974 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ წყლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწებები, 1974 წ., 6, მუხ. 107):

1) მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა წყლის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში“;

2) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. სახელმწიფო ორგანოებისათვის ხელის შეწყობა წყლის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში

პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოებები, სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები, აგრეთვე მოქალაქენი ხელს უწყოენ სახელმწიფო ორგანოებს წყლის რაციონალურად გამოყენებსა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში“:

3) მე-12 მუხლში:

სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12.  საზოგადოებრივი ორგანიცაზიების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესი წყლის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებებში

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ წლის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფისათვის საქმიანობაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანნმდებლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათ წესდებების (დებულებების) შესაბამისად“;

მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შმდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან წყლის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორცელებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიცაზიების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი“.

VII. საქართველოს სსრ 1978 წლის 21 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ ტყის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., №12, მუხ. 254):

1) მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა ტყეების რაციონალურად გამოყენების, კვლავწარმოებისა და მოვლა-დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში“;

2) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მიერ ხელის შეწყობა ტყეების რაციონალურად გამოყენების, კვლავწარმოებისა და მოვლა-დაცვის ღონისძიებათა განხორიელებაში

პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოებები, სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები, აგრეთვე მოქალაქენი ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებსა და კოლმეურნეობებს ტყეების რაციონალურად გამოყენების, კვლავწარმოებისა და მოვლა-დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში“;

3) მე-15 მუხლში:

სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. ტყეების რაციონალურად გამოყენების, კვლავწარმოებისა და მოვლა-დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ ტყეების რაციონალურად გამოყენების, კვლავწარმოების, მოვლა-დაცვის უზრუნველყოფისათვის საქმიანობაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების) შესაბამისად“;

მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან ყოველმხირვ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი ტყეების რაციონალურად გამოყენების, კვლავწარმოებისა და მოვლა-დაცვის ღონისძიებათა განხორცილებისას“.

VIII. ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს სსრ 1981 წლის 19 ივნისის კანონში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131):

1) მეოთხე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში“;

2) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მიერ ხელის შეწყობა ატმოსფერული ჰაერის დაცვაში

პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოებები სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები, აგრეთე მოქალაქენი ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში.

სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიცაზიების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა წინადადებანი“;

3) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შრომითი კლექტივების მონაწილეობის წესი ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებებში

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის უზრუნველყოფისათვის საქმიანობაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების) შესაბამისად“.

IX. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს სსრ 1981 წლის 19 ივნისის კანონში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ.132):

1) მეოთხე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში“;

2)  მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და მოქალაქეთა მიერ ხელის შეწყობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში

პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოებები, მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოებები, სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები, აგრეთვე მოქალაქენი ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებაში.

სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან ცხოველთა სამყაროს დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებისას ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა  და მოქალაქეთა წინადადებანი“;

3) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შრომითი კოლექტივების მონაწილეობის წესი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და რაციონალურად გამოყენებისათვის საქმიანობაში

 საზოგადოებრივი ორგანიზაციები და შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვისა და რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფისათვის საქმიანობაში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წესდებების (დებულებების) შესაბამისად“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე    პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი      . ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1985 წლის 27 თებერვალი.

2944 – X