საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2086
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24(31), 26/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.583
  • Word
2086
09/06/1999
სსმ, 24(31), 26/06/1999
270.000.000.05.001.000.583
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების  შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წლის ივნისი, 6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„1. მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და უწყებებში, აგრეთვე მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებულ პირთა ხელფასებზე და პენსიებზე წესდება დანამატი 50%-ის ოდენობით.“.

2. 235-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ ქვეპუნქტი:

„გ) იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ან არანაკლებ 10 წლისა უწყვეტად უმუშავიათ მაღალმთიან რეგიონში, საპენსიო ასაკი მცირდება ხუთი წლით.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

2086IIს