დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1949 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 19/02/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.000.000.05.001.001.205 |
საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 2421 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული:
ა) დანამატი ხელფასზე (2003 წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ ოდენობაზე) გაიცემა:
ა.ა) 2003 წლის 1 სექტემბრიდან – 25 პროცენტი;
ა.ბ) 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 35 პროცენტი;
ა.გ) 2005 წლის 1 სექტემბრიდან – 50 პროცენტი;
ბ) დანამატი პენსიაზე გაიცემა 2004 წლის 1 იანვრიდან.“.
2. 2471 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 29 იანვარი.
№1949 – რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები