დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 17/11/1977 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1977 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.000.000.05.001.000.004 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსრ კავშირის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) მიღების დღის საყოველთაო-სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ“ სსრ კავშირის 1977 წლის 7 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლს სიტყვების „9 მაისს –გამარჯვების დღეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „7 ოქტომბერს – სსრ კავშირის კონსტიტუციის დღეს“ და ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „5 დეკემბერს – კონსტიტუციის დღეს“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1977 წლის 17 ნოემბერი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები