საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 21/10/1983
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 28/10/1983
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.009
  • Word
21/10/1983
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 28/10/1983
270.000.000.05.001.000.009
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ბავშვებიანი ოჯახებისათვის სახელმწიფო დახმარების გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ“ და „სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 2 სექტემბრის  და 1983 წლის 12 აგვისტოს ბრძანებულებების შესაბამისად, აგრეთვე რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი  ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., 6, მუხ. 118; 1974 წ., №11, მუხ. 206, 1977 წ., №6, მუხ.78 და №11, მუხ. 158; 1980 წ., №3, მუხ. 78 და №10 მუხ. 287; 1982 წ., №5, მუხ. 131 და №10, მუხ. 320) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 30-ე მუხლის მეშვიდე პუნქტში სიტყვები „(გარდა პირობითი მსჯავრისა)“ შეიცვალოს სიტყვებით „(გარდა პირობითი მსჯავრისა და განაჩენის აღსრულების გადადებისა)“.

2. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების მოშლა მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით

მუშებდა მოსამსახურეებს უფლება აქვ მოშალონ განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ წერილობით უნდა გააფრთხილოადმინისტრაცია ორი თვით ადრე. საპატიო მიზეზით შრომის ხელშეკრულების მოშლისას  მუშები და მოსამსახურეები ადმინისტრაციას აფრთხილებენ წერილობით ერთი თვით ადრე. ამ ვადების გასვლის შემდეგ მუშთუ მოსამსახურეს უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა, ხოლო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა მისცეს მუშაკს შრომის წიგნაკი და გაუსწოროს მას ანგარიში.

იმ სამუშაოთა შესრულების დრო, რომელზეც მუშ ან მოსამსახურე გადაყვანილია შრომის დისციპლინის დარღვევისათვის (135-ე მუხლის მე-4 პუნქტი), არ ჩაითვლება დათხოვნის შესახებ გაფრთხილების ვადაში.

მუშაკისა და ადმინისტრაციის შეთანხმებით შრომის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების გასვლამდეც.

თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ ადმინისტრაციამ არ გამოსცა ბრძანება მუშაკის დათხოვნის  შესახებ, ხოლო იგი განაგრძობს მუშაობას და არ მოითხოვს შრომის ხელშეკრულების მოშლას, გაფრთხილება ძალას კარგავს“.

3. 34-ე მუხლში:

პირველი ნაწილის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4) არასაპატიო მიზეზით სამუშაო გაცდენის გამო (მათ შორის სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაოზე არყოფნა სამ საათზე მეტ ხანს)“;

პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე პუნქტი:

„7) სამუშაოზე გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში“.

4. 73-ე მუხლის მესამე პუნქტში სიტყვებს „სოციალური დაზღვევის ხაზით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულებისა ბავშვის მოვლის გამო, სანამ იგი ერთი წლისა გახდებოდეს“.

5. 74-ე მუხლს დაემატოს სიტყვები „აუცილებლობის შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით ეს შვებულება მუშამ ან მოსამსახურემ შეიძლება აანაზღაუროს მომდევნო პერიოდში, წარმოების პირობებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე“.

6. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 85. შრომის ანაზღაურება პროფესიების (თანამდებობების) შეთავსებისა და დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობათა შესრულებისას

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც  ერთსა და იმავე საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად სამუშაოსთან ერთად ასრულებენ დამატებით სამუშაოს სხვა პროფესიის (თანამდებობის) მიხედვით ან ასრულებენ დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობებს ძირითადი სამუშაოდან გაუთავისუფლებლად, ეძლევათ დანამატი პროფესიის (თანამდებობების) შეთავსების ან დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შესრულებისათვის.

პროფესიების (თანამდებობების) შეთავსების ან დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობათა შესრულებისათვის ხელფასის დანამატის ოდენობას ადგენს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით, სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად“.

7. 112-ე მუხლში:

მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112. გარანტია გამომგონებელი, რაციონალიზატორი და სამრეწველო ნიმუშის ავტორი მუშებისა და მოსამსახურეებისათვის“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი გარანტიები ეძლევათ იმ მუშა-მოსამსახურეებს – სამრეწველო ნიმუშების ავტორებსაც, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საწარმოში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მათ მიერ შექმნილი სამრეწველო ნიმუშების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოებში“.

8. 119-ე მუხლში:

პირველ ნაწილში სიტყვები „მათი თვიური სატარიფო განაკვეთის (სარგოს)“ შეიცვალოს სიტყვებით „მათი საშუალო თვიური ხელფასის“;

მეორე ნაწილში სიტყვები „თვიური სატარიფო განაკვეთის (სარგოს)“ შეიცვალოს სიტყვებით „საშუალო თვიური ხელფასის“;

9. 120-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „თვიური სატარიფო განაკვეთის (სარგოს)“ შეიცვალოს სიტყვებით „საშუალო თვიური ხელფასის“.

10. 121-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე პუნქტი:

„ 2) როდესაც ზიანი მიყენებულია მუშაკის მიერ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმოფებოდა“;

მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები ჩააითვალოს შესაბამისად მესამე, მეოთხე, მეხუთე,მეექვსე და მეშვიდე პუნქტებად.

11. 122-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება საშუალო თვიური ხელფასის ერთ მესამედს, ხდება  საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის განკარგულების საფუძველზე, მუშაკის ხელფასიდან დაქვითვით, ადმინისტრაციის განკარგულება უნდა გაიცეს არა უგვიანეს ორი კვირისა იმ დღიდან,  როცა გამოვლინდა მუშაკის მიერ მიყენებული ზიანი, და უნდა მიექცეს აღსასრულებლად არა უადრეს შვიდი დღისა იმ დღიდან, როცა ეს შეატყობინეს მუშაკს. თუ მუშაკი არ ეთანხმება დაქვითვას ან მის ოდენობას, მისი განცხადებით შრომითი დავა განიხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზიანის ანაზღაურება ამ კოდექსის 119-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობით ხდება სასამართლოს წესით საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის განცხადების საფუძველზე.

თუ დადგენილი წესის დარღვევით ადმინისტრაციამ  მუშას ან მოსამსახურეს ხელფასიდან დაუქვითა თანხა, მაშინ შრომითი დავის განმხილველი ორგანო მუშაკის საჩივრის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უკანონოდ დაქვითული თანხის დაბრუნების შესახებ“.

12. 124-ე მუხლის მესამე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თუ მუშაკს მიცემული აქვს წერილობითი თანხმობა ხელფასიდან დაქვითვის თაობაზე“.

13. 135-ე მუხლში:

პირველი ნაწილის მეოთხე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„შრომის დისციპლინის სისტემატურად დარღვევისთვის, არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენისათვის ან სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადებისათვის მუშა და მოსამსახურე შეიძლება გადაიყვანონ სხვა დაბალხელფასიან სამუშაოზე ან ჩამოაყენონ სხვა უფრო დაბალ თანამდეობაზე ამ პუნქტის პირველ აბზაში მითითებული ვადით“;

პირველი ნაწილის მეხუთე პუნქტში სიტყვები „(34-ე მუხლის მე-3 და მე-4  ქვეპუნქტები)“ შეიცვალოს სიტყვებით  „(34-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7  ქვეპუნქტები)“.

14. 159-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 159. შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო ეძლევათ შვებულება მშობიარობამდე ორმოცდათექვსმეტი კალენდარული დღის ხანგრძლივობით და მშობიარობის შემდეგ ორმოცდათექვსმეტი  (არანორმალური მშობიარობისა და ორი ან მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – სამოცდაათი) კალენდარული დღის ხანგრძლივობით, და მათი სურვილისამებრ, თუ აქვთ არანაკლებ ერთ წლის მუშაობის სტაჟი, ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ იგი ერთი წლის გახდებოდეს.  ამ ხნის განმავლობაში მათ ეძლევათ  დახმარება სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით.

ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ ნებისმიერ დროს, ვიდრე ბავშვი ერთი  წლისა გახდებოდეს. ეს შვებულება ჩაითვლება მუშაობის საერთო და უწყვეტ სტაჟში, აგრეთვე სპეციალობის მიხედვით მუშაობის სტაჟში, მაგრამ არ ჩაითვლება მუშაობის იმ სტაჟში, რომელიც იძლევა მომდევნო ყოველწლიური შვებულების უფლებას“.

15. 161-ე მუხლში:

სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161. დამატებითი უხელფასო შვებულება დედებისათვის, რომლებსაც ჰყავთ წლინახევრამდე ასაკის ბავშვები

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებების გარდა ქალს, მისი განცხადების თანახმად, ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის მიაღწევდეს წლინახევრის ასაკს და შვებულების განმავლობაში ენახება სამუშაო ადგილი (თანამდებობა)“.

მეორე ნაწილში სიტყვები „ერთი წლის ასაკი“ შეიცვალოს სიტყვებით „წლინახევრის ასაკი“.

16. 162-ე მუხლში:

პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალებს, რომლებმაც ახალშობილი ბავშვი იშვილეს უშუალოდ სამშობიარო სახლიდან, ეძლევათ შვებულება ბავშვის შვილად აყვანის დღიდან, ვიდრე ბავშვის დაბადებიდან გავიდოდეს ორმოცდათექვსმეტი დღე და, მათი სურვილისამებრ, თუ აქვთ არანაკლებ ერთი წლის მუშაობის საერთო სტაჟი, ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ იგი ერთი წლისა გახდებოდეს. ამ ხნის განმავლობაში მათ ეძლევათ დახმარება სოციალური დაზღვევის წესით“;

მეორე ნაწილში სიტყვები „ერთი წელი“ შეიცვალოს სიტყვებით  „წლინახევრის ასაკი“.

17. 204-ე მუხლში:

პირველ ნაწილში სიტყვები „ნებისმიერ დროს, რაიმე ხანდაზმულობის ვადის შეუზღუდავად“ შეიცვალოს სიტყვებით „სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ“;

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუშაკის მიერ საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციას შეუძლია მიმართოს სასამართლოს ერთი წლის განმავლობაში მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის გამომჟღავნების დღიდან“;

მეოთხე  ნაწილში სიტყვები „სასამართლოს შეუძლია აღადგინოს ეს ვადები“ შეიცვალოს სიტყვებით „ისინი შეიძლება აღდგენილ იქნეს შესაბამისად შრომის დავის კომისიის და სასამართლოს მიერ“.

18. 231-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) დახმარებით დროებითი შერომისუუნარობის გამო, ხოლო ქალები, გარდა ამისა, დახმარებით ორსულობისა და მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ვიდრე იგი ერთი წლისა გახდებოდეს“.

19. ამ ბრძანებულების მე-4, მე-14, მე-15, მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის 1983 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1983 წლის 21 ოქტომბერი