საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1070
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 46, 03/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.292
  • Word
1070
12/11/1997
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 46, 03/12/1997
270.000.000.05.001.000.292
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ.118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსიდან ამოღებულ იქნეს პრეამბულა, ხოლო ტექსტში სიტყვები პროფკავშირების კომიტეტი” შეიცვალოს სიტყვით პროფკავშირები, სიტყვები შრომითი დავა” – სიტყვებით შრომის დავა”.

2. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ამოცანები

1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი აწესრიგებს საქართველოში მცხოვრებ მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას შრომითი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურების, მისი უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების, არასრულწლოვანთა და ქალთა შრომის პირობების განსაზღვრის თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. კოდექსის მოქმედება ვრცელდება საჯარო მოსამსახურეებზე მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

    მუხლი 2. მუშაკთა ძირითადი შრომითი უფლებები და მოვალეობები

1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შრომა თავისუფალია. თითოეულ მუშაკს აქვს იმ შრომითი საქმიანობის უფლება, რომელსაც თავისუფლად ირჩევს ან რომელზედაც იგი თანხმდება, უფლება – აირჩიოს საქმიანობის სფერო და პროფესია, აგრეთვე – უმუშევრობის დროს ისარგებლოს სახელმწიფო გარანტიებით.

2. იძულებით მუშაობა აკრძალულია.

3. მუშაკს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა და სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლისას მიყენებული ზიანის მთლიანი ანაზღაურება;

ბ) თანაბარი მუშაობის პირობებში ჰქონდეს თანაბარი ანაზღაურება შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმისა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ისარგებლოს დასვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

დ) გაერთიანდეს პროფესიულ კავშირში;

ე) შრომისუუნარობისა და მოხუცებულობის პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს საარსებო მინიმუმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

4. მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;

ბ) დაიცვას შრომის დისციპლინა;

გ) გაუფრთხილდეს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ქონებას;

დ) დაიცვას ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომისა და საქმიანობის პირობები.“.

3. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. კანონმდებლობა შრომის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა შრომის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და შრომის კანონმდებლობის სხვა აქტებისაგან, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.“.

5. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6.მუშაკის მდგომარეობის გამაუარესებელი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობის ბათილობა

1. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობები, რომლებიც ამ კოდექსთან შედარებით აუარესებენ მუშაკის მდგომარეობას, ბათილია.

2. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს მუშაკისათვის საკუთარი სახსრების ხარჯზე დაადგინოს კანონმდებლობასთან შედარებით დამატებითი შრომითი და სოციალური შეღავათები.

    მუხლი 7. კოლექტიური ხელშეკრულება

კოლექტიური ხელშეკრულება არის სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესრიგებს შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობებს დამსაქმებელსა და მუშაკებს შორის საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში. კოლექტიური ხელშეკრულების შემუშავების, დადების და დავის განხილვის წესი დგინდება კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ საქართველოს კანონით.“.

7. მე-8-15 მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. III თავის მთელ ტექსტში სიტყვების შრომის ხელშეკრულება შემდეგ დაემატოს სიტყვა (კონტრაქტი).

9. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მხარეები და შინაარსი

შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) არის შეთანხმება საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ერთი მხარე – საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) არის გათვალისწინებული, ხოლო მეორე მხარე – მუშაკი ვალდებულებას იღებს შეასრულოს გარკვეული სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, დაიცვას შრომის ხელშეკრულების პირობები, დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს.

    მუხლი 17. სამუშაოდ მიღების გარანტიები

1. დაუსაბუთებელი უარი სამუშაოდ მიღებაზე აკრძალულია.

2. სამუშაოდ მიღებისას დაუშვებელია ადამიანის უფლებათა პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. შეზღუდვად არ ჩაითვლება განსაკუთრებული პირობები, რომლებიც გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის მუშაკებისათვის ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით“.

10. მე-19 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) იდება წერილობითი ფორმით და ძალაშია მხარეების მიერ ხელმოწერის დღიდან, თუ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებში სხვა რამ არ არის მითითებული.“;

ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს სიტყვები იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების უფლება აქვს.“.

11. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21.შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას წარსადგენი დოკუმენტები

1. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია მუშაკს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის წიგნაკი ან ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ და განათლების დამადასტურებელი საბუთი, სამხედრო ბილეთი, აგრეთვე ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ ამას ითვალისწინებს სამსახურის სპეციფიკა.

2. აკრძალულია სამუშაოზე მისაღები პირისაგან კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების მოთხოვნა.

    მუხლი 22. საგამოცდო ვადა სამუშაოზე მიღებისას

1. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას, მხარეთა შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საგამოცდო ვადა.

2. საგამოცდო ვადის პირობები განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით).

3. საგამოცდო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

4. საგამოცდო ვადის განმავლობაში მუშაკზე მთლიანად ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი წესები.

5. საგამოცდო ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობა ან ის პერიოდი, როცა მუშაკი საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე.

6. საგამოცდო ვადა ითვლება შრომის საერთო და უწყვეტ სტაჟში.

7. საგამოცდო ვადის გარეშე სამუშაოზე მიიღება:

ა) პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი;

ბ) მუშაკი, რომელიც მისი თანხმობით გადაჰყავთ სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან რომელსაც სამუშაოდ გზავნიან ტერიტორიულად სხვა ადგილას.“.

13. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ საგამოცდო ვადის შედეგი არადამაკმაყოფილებელია, ადმინისტრაციას უფლება აქვს მოშალოს მუშაკთან დადებული შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი). სამუშაოდან ასეთი განთავისუფლება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

15. 30-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 30. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველი

1. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველია:

ა) მხარეთა შეთანხმება;

ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დაწესებული ვადის გასვლა;

გ) პირის სამხედრო სამსახურში გაწვევა ან სამხედრო სამსახურში შესვლა;

დ) შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა მუშაკის ან ადმინისტრაციის ინიციატივით;

ე) მუშაკის თანხმობით მისი სხვა სამუშაოზე ან თანამდებობაზე გადასვლა;

ვ) საწარმოო აუცილებლობის ან სამუშაო რეჟიმის შეცვლის გამო სხვა სამუშაოზე გადაყვანისას მუშაკის უარი;

ზ) სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, რომლითაც მუშაკი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით (გარდა პირობითი მსჯავრისა და განაჩენის აღსრულების გადადებისა) ან სხვა სასჯელით, რომელიც ამ სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობას გამორიცხავს.“

16. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 32. განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა მუშაკის ინიციატივით

1. მუშაკს უფლება აქვს მოითხოვოს ადმინისტრაციისაგან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა, რის შესახებაც მან ორი კვირით ადრე წერილობით უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია. საპატიო მიზეზით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტისას ადმინისტრაცია წერილობით სამი დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული. ამ ვადის გასვლის შემდეგ მუშაკს უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა და შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) ძალადაკარგულად ჩაითვლება. ადმინისტრაცია მოვალეა გაუსწოროს მუშაკს საბოლოო ანგარიში და დაუბრუნოს მას შრომის წიგნაკი.

2. მუშაკისა და ადმინისტრაციის შეთანხმებით შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) შეიძლება მოიშალოს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების გასვლამდეც. ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველზე წარმოშობილი დავა განიხილება სასამართლო წესით.“

17. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა ადმინისტრაციის ინიციატივით

1. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა:

ა) საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებები და სხვა), ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო;

ბ) თუ გამოვლინდა, რომ მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებელ სამუშაოს არასაკმარისი კვალიფიკაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

გ) მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, ან მის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

დ) სამუშაოზე გამოუცხადებლობისას დროებითი შრომისუუნარობის გამო ზედიზედ ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით მიცემული შვებულების ჩაუთვლელად; აღნიშნული ოთხთვიანი ვადა არ ვრცელდება შრომითი დასახიჩრებისა და პროფესიულ დაავადებათა დროს, აგრეთვე იმ დაავადებებზე, რომლებზედაც ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ მკურნალობის უფრო ხანგრძლივი ვადაა დაწესებული;

ე) თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღადგენენ მუშაკს, რომელიც ადრე ასრულებდა ამ სამუშაოს; ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია მუშაკი, მისი თანხმობით, გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე. ადმინისტრაცია თავისუფლდება ამ მოვალეობისაგან, თუ მას სხვა სამუშაო არ გააჩნია;

ვ) თუ მუშაკი სამუშაოზე გამოცხადდება არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ;

ზ) სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლითაც მუშაკი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით (გარდა პირობითი მსჯავრისა და განაჩენის აღსრულების გადადებისა), ან სხვა სასჯელით, რომელიც ამ სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობას გამორიცხავს;

თ) იმ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს, ან სამუშაო ადგილზე ქონების დატაცებისას (მათ შორის, წვრილმანი დატაცების დროსაც), რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება;

ი) სასამართლოს გადაწყვეტილებით სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში მუშაკის იძულებით გაგზავნის გამო;

კ) დადგენილი წესით მუშაკის ქმედუუნაროდ აღიარების გამო;

ლ) იმ მუშაკის მიერ ამორალური გადაცდომის ჩადენის გამო, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებს და რაც შეუთავსებელია მუშაობის გაგრძელებასთან;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. დაუშვებელია შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა, გარდა ამ მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა”.

18. 35-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

19. 36-ე და 37-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 36. სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება

1. მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან.

2. თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლევა:

ა) ოჯახის მეპატრონეს - თუ კმაყოფაზე ჰყავს ორი ან მეტი პირი; ასევე მარტოხელა დედებს და ქალებს, რომლებსაც ჰყავთ სამ წლამდე ასაკის ბავშვი;

ბ) იმ პირს, რომლის ოჯახში არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი;

გ) იმ პირს, რომელსაც ამ საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი აქვს;

დ) ომისა და სამხედრო ინვალიდებს, იმ ოჯახის წევრებს, რომელთა მარჩენალიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა;

ე) გამომგონებელს;

ვ) იმ პირს, რომელიც ამ საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში დასახიჩრდა ან მიიღო პროფესიული დაავადება.

    მუხლი 37. ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლის აკრძალვა საწარმოს,  დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის  თანხმობის გარეშე

1. იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

2. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს პროფკავშირის თანხმობის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა".

20. 38-ე მუხლში სიტყვები “30-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებში და 34-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებში” შეიცვლოს სიტყვებით “30-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებში და 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებში,” ხოლო სიტყვები "ორი კვირის" შეიცვალოს სიტყვებით "ერთი თვის".

21. 39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. მე-40 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “სსრ კავშირისა და”.

23. III-ა თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მუშაკის განთავისუფლების საფუძველი და წესი. განთავისუფლებული მუშაკის კომპენსაციები და შეღავათები", ხოლო 422 და 423მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 422.მუშაკის განთავისუფლების საფუძველი და წესი

1. მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ უნდა ეცნობოს მუშაკს პერსონალურად ორი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

2. ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია  ან სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია ორი თვით ადრე მაინც აცნობოს შრომითი მოწყობის ორგანოს მუშაკთა მასობრივი განთავისუფლების შესახებ, მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მითითებით.

3. მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი  უფლება განისაზღვრება ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 423. განთავისუფლებული მუშაკის კომპენსაციები და შეღავათები

1. საწარმოდან, დაწესებულებიდან და ორგანიზაციიდან მათი ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებები და სხვა), მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო განთავისუფლებულ მუშაკებს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტისას:

ა) ეძლევათ გასასვლელი დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით;

ბ) უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი შრომით მოწყობამდე, მაგრამ დათხოვნის დღიდან არა უმეტეს ორი თვის განმავლობაში, გასასვლელი დახმარების მიცემის გაუთვალისწინებლად;

გ) უნარჩუნდებათ უწყვეტი შრომის სტაჟი, თუ დათხოვნის შემდეგ წყვეტილი მუშაობის ხანგრძლივობა სამ თვეს არ აღემატება.

2. განთავისუფლებულ მუშაკებს შეიძლება მიეცეთ სხვა შეღავათებიც, რომლებიც გათვალისწინებულია შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ან თვით საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის დებულებით (წესდებით)”.

24. 44-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები სსრ კავშირის შეიცვალოს სიტყვით საქართველოს.

25. 45-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები სახალხო დეპუტატთა ადგილობრივ საბჭოსთან შეთანხმებით შეიცვალოს სიტყვებით “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.

26. 54-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან სიტყვები სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამოღებულ იქნეს.

27. 61-ე მუხლში სიტყვები სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები შეიცვალოს სიტყვებით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

28. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან სიტყვები სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამოღებულ იქნეს.

29. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 67. შვებულება

1. ყველა მუშაკს ეძლევა ყოველწლიური შვებულება სამუშაო ადგილის (თანამდებობის) და ხელფასის შენარჩუნებით.

2. მუშაკის ყოველწლიური შვებულება მოიცავს არანაკლებ 24 სამუშაო დღეს, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირებს შვებულება ეძლევათ ერთი კალენდარული თვის ხანგრძლივობით.

4. დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოდან დათხოვნილ პირს შვებულებით არ უსარგებლია.

5. შრომის მავნე პირობებზე დასაქმებულ ან არანორმირებული სამუშაო დღის მქონე მუშაკებს ეძლევათ დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის შინაგანაწესით ან შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული წესით.

6. დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის დროს აღებული შვებულება ყოველწლიურ შვებულებაში არ ჩაითვლება".

30. 68-ე და 69-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

31. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 75. შრომის ანაზღაურება

1. მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით.

2. შრომის ანაზღაურებისას აკრძალულია რაიმე შეზღუდვა მუშაკის რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) დადგენილი წესითა და პირობებით. თუ საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ჩათვლის მიზანშეწონილად, შეიძლება გამოიყენონ სატარიფო სისტემა. სატარიფო სისტემით ანაზღაურების პირობები განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით).

4. თანამდებობის პირის, სპეციალისტისა და მუშაკის შრომის ანაზღაურების თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს ადმინისტრაცია მუშაკის თანამდებობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) დადგენილი წესით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე".

32. ამოღებულ იქნეს 77-79-ე მუხლები, 81-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 84-ე მუხლი.

33. 85-ე, 86-ე, 88-ე, და 89-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    "მუხლი 85. შრომის ანაზღაურება პროფესიის (თანამდებობის) შეთავსებისა და სამუშაოზე დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შესრულებისას

1. იმ მუშაკებს, რომლებიც ერთსა და იმავე საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებულ თავის ძირითად სამუშაოსთან ერთად ასრულებენ დამატებით სამუშაოს სხვა პროფესიის (თანამდებობის) მიხედვით, ან თავისი ძირითადი სამუშაოდან გაუნთავისუფლებლად ასრულებენ სამუშაოზე დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობებს, ეძლევათ ხელფასის დანამატი პროფესიის (თანამდებობის) შეთავსების ან სამუშაოზე დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შესრულებისათვის.

2. პროფესიის (თანამდებობის) შეთავსების ან სამუშაოზე დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობათა შესრულებისათვის ხელფასის დანამატის ოდენობას მხარეთა შეთანხმებით ადგენს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია.

    მუხლი 86.შრომის ანაზღაურება ზეგანაკვეთური მუშაობისათვის

1. ზეგანაკვეთური მუშაობისათვის შრომის ანაზღაურება ხდება პირველი ორი საათისათვის _ შრომის ანაზღაურების ერთნახევარი ოდენობით, მომდევნო საათებისთვის კი _ ორმაგი ოდენობით.

2. ზეგანაკვეთური მუშაობის კომპენსაცია დღემაგიერის მიცემით დაუშვებელია.“.

    “მუხლი 88.შრომის ანაზღაურება ღამით მუშაობისას

შრომის ანაზღაურება ღამით მუშაობისას განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით), რომელიც იმ თანხაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე საათობრივი სამუშაოს ანაზღაურებისათვის ხელშეკრულებითაა დადგენილი.

    მუხლი 89.შრომის ანაზღაურება წუნდებული პროდუქციის გამოშვებისას ან იძულებითი მოცდენის პირობებში

1. თუ დამზადებული პროდუქცია წუნდებული აღმოჩნდა, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, მას აუნაზღაურდება შესრულებული სამუშაო ვარგისი პროდუქციის თანაბრად.

2. მუშაკის ბრალით გამოწვეული წუნი არ ანაზღაურდება.

3. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის იძულებითი მოცდენის დროს, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, მუშაკს შრომის ანაზღაურება მიეცემა დადგენილი მინიმალური ოდენობის ფარგლებში.

4. მუშაკის ბრალით გამოწვეული მოცდენის დრო არ ანაზღაურდება.“.

34. 90-92-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

35. 93-ე და 94-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 93. შრომის ანაზღაურება სხვა სამუშაოზე გადაყვანისას

სხვა მუდმივ ან დროებით სამუშაოზე მუშაკის გადაყვანისას შრომის ანაზღაურების საკითხი შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) დადგენილი წესით გადაწყდება.

    მუხლი 94. ხელფასის გაცემის ვადა და ადგილი

1. ხელფასი გაიცემა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შვებულებაში გასვლის დროს მუშაკს ხელფასი მიეცემა შვებულების დაწყებამდე სამი დღით ადრე.

3. თუ ხელფასის გაცემის დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, ხელფასი წინა დღეს გაიცემა.

4. მუშაკს ხელფასი, როგორც წესი, სამუშაო ადგილზე მიეცემა.“.

36. 95-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

37. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 97. ანგარიშსწორების წესი დათხოვნისას, როცა კუთვნილი თანხის ოდენობა სადავოა

თუ სადავოა იმ თანხის ოდენობა, რომელიც დათხოვნისას ეკუთვნის მუშაკს, საკითხი საბოლოოდ სასამართლო წესით გადაწყდება".

38. მე-100 მუხლი და VII თავი ამოღებულ იქნეს.

39. 109-110-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 109. გარანტია არჩევით თანამდებობაზე არჩეული მუშაკებისათვის

მუშაკებს, რომლებიც სამუშაოდან განთავისუფლდნენ არჩევით თანამდებობაზე არჩევის გამო, რწმუნების ვადის დამთავრების შემდეგ ეძლევათ წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი არ არის–სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) ამავე ან, მათი თანხმობით, სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.

    მუხლი 110.გარანტია მუშაკისათვის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოვალეობათა შესრულებისას

1. სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოვალეობათა შესრულებისას, თუ მოქმედი კანონმდებლობით ეს მოვალეობანი შეიძლება განხორციელდეს სამუშაო დროს, მუშაკისათვის გარანტირებულია სამუშაო ადგილის (თანამდებობის) და საშუალო ხელფასის შენარჩუნება.

2. მუშაკებს, რომლებიც გაწვეულნი არიან “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის შესაბამისად ეძლევათ გარანტია და უწესდებათ შეღავათი.

3. მუშაკს საშუალო ხელფასი შეუნარჩუნდება, თუ იგი სამუშაო დროს ასრულებს შემდეგ სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ მოვალეობას:

ა) ახორციელებს საარჩევნო უფლებას;

ბ) გამოწვევით ცხადდება მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ორგანოებში, პროკურატურაში ან სასამართლოში, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე ან მონაწილეობს სასამართლოს სხდომაში, როგორც მსაჯული, საზოგადოებრივი ბრალმდებელი ან დამცველი ან ორგანიზაციის წარმომადგენელი;

გ) მონაწილეობს პენსიების დამნიშნავი კომისიის ან საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის მუშაობაში, როგორც მისი წევრი;

დ) პენსიის დამნიშნავ კომისიაში გამოწვევით ცხადდება, როგორც მოწმე, შრომითი სტაჟის შესახებ ჩვენების მისაცემად;

ე) ნებაყოფლობით მონაწილეობს ხანძრის ან ავარიის ლიკვიდაციაში;

ვ) ასრულებს სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ მოვალეობებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. იმ მუშაკებს, რომლებიც წარმოებისაგან მოწყვეტით იგზავნებიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ენახებათ სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და ეძლევათ კანონით გათვალისწინებული თანხა".

40. 115-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები "სსრ კავშირის".

41. 116-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა "მიღებასთან", ასევე ამოღებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.

42. 117-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან სიტყვები "თუ კომპენსაციის ოდენობა და გადახდის წესი ცენტრალიზებული გზით არ არის დადგენილი" ამოღებულ იქნეს.

43. 118-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “სსრ კავშირის”.

44. 119-121-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 119. გარანტია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშაკისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებისას

შრომითი მოვალეობების შესრულებისას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშაკს, რომლის ბრალითაც გამოწვეულია ზიანი, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა პირდაპირი ნამდვილი ზიანის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 120.მუშაკის შეზღუდული მატერიალური პასუხისმგებლობის შემთხვევები

1. შეზღუდული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ:

ა) მუშაკებს _ მათი ბრალით მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს მათი ორი თვის ხელფასისა მასალების, ნახევარფაბრიკატების, ნაწარმის (პროდუქციის), მათ შორის, მისი დამზადებისას დაუდევრობით გაფუჭების ან განადგურებისათვის, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ სარგებლობაში მიცემული ინსტრუმენტების, საზომი ხელსაწყოების, სპეციალური ტანსაცმლის და სხვა საგნების დაუდევრობით გაფუჭების ან განადგურებისათვის;

ბ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს _ მათი ბრალით მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს სამი თვის ხელფასისა, თუკი საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ზიანი მიაყენეს ზედმეტი ფულადი სახსრების გაცემით, მატერიალური ან ფულადი ფასეულობის არასწორი აღრიცხვითა და შენახვით, მოცდენის, უხარისხო პროდუქციის გამოშვების, მატერიალური ან ფულადი ფასეულობის დატაცების, განადგურებისა და გაფუჭების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების მიუღებლობით;

გ) თანამდებობის პირებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით სამსახურიდან მუშაკთა უკანონოდ დათხოვნაში ან უკანონოდ სხვა სამუშაოზე გადაყვანაში, სამი თვის ხელფასის ოდენობით.

    მუხლი 121. მუშაკის სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შემთხვევები

1. მუშაკს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო, თუ იგი გამოწვეულია მისი ბრალით, მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება სრული ოდენობით, როდესაც:

ა) ზიანი მუშაკის დანაშაულებრივი მოქმედებითაა მიყენებული და დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ბ) ზიანი მიაყენა მუშაკმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა;

გ) მუშაკს შრომითი მოვალეობის შესრულებისას ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო;

დ) მუშაკსა და საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლითაც მუშაკი კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას, თუ ვერ უზრუნველყოფს მისთვის შესანახად ან სხვა მიზნით გადაცემული ქონების და სხვა ფასეულობათა დაცვას;

ე) ზიანი მიყენებულია არაშრომითი მოვალეობის შესრულებისას;

ვ) ქონება და სხვა ფასეულობანი მუშაკმა მიიღო საქვეანგარიშოდ, ერთჯერადი მინდობილობით ან სხვა ერთჯერადი დოკუმენტით;

ზ) ზიანი მიყენებულია მასალების, ნახევარფაბრიკატების, ნაწარმის (პროდუქციის), მათ შორის, მათი დამზადებისას დანაკლისით, განზრახ განადგურებით ან განზრახ გაფუჭებით, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ მუშაკისათვის სარგებლობაში მიცემული ინსტრუმენტების, საზომი ხელსაწყოების, სპეციალური ტანსაცმლისა და სხვა საგნების დანაკლისით, განზრახ განადგურებით ან განზრახ გაფუჭებით.“.

45. 1211 მუხლის მე-2 წინადადება ამოღებულ იქნეს.

46. 1212 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

47. 1213 და 122-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 1213. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის  მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა

1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ფაქტობრივი დანაკარგების მიხედვით, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, მატერიალურ ფასეულობათა საბალანსო ღირებულების (თვითღირებულების) შესაბამისად დადგენილი ცვეთის ნორმების  გამოკლებით.

2. მატერიალურ ფასეულობათა დატაცების, დანაკლისის, განზრახ განადგურების ან განზრახ გაფუჭების დროს ზიანი განისაზღვრება იმ ფასების მიხედვით, რომელიც დაფიქსირებულია ზიანის მიღებისას.

3. კვების საწარმოში (წარმოებაში და ბუფეტში) და ვაჭრობაში პროდუქციისა და საქონლის დატაცებით ან დანაკლისით მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება იმ ფასების მიხედვით, რომლებიც დადგენილია ამ პროდუქციისა და საქონლის გაყიდვისათვის (რეალიზაციისათვის).

4. რამდენიმე მუშაკის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა თითოეული მათგანისათვის განისაზღვრება ბრალის ხარისხის, მატერიალური პასუხისმგებლობის სახეობისა და ფარგლების გათვალისწინებით.

    მუხლი 122. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი

1. 120-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუშაკები ზიანს აანაზღაურებენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის განკარგულებით, ხოლო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები _ ხელქვეითობის წესით, ზემდგომი ორგანოს განკარგულებით, მუშაკის ხელფასიდან დაქვითვის გზით. ადმინისტრაციის ან ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს განკარგულება უნდა გაიცეს არა უგვიანეს ორი კვირისა მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის გამოვლენის დღიდან და აღსრულდეს მუშაკისათვის შეტყობინებიდან არა უადრეს შვიდი დღისა. თუ მუშაკი არ ეთანხმება დაქვითვას ან მის ოდენობას, დავა სასამართლო წესით განიხილება.

2. დანარჩენ შემთხვევებში ზიანის ანაზღაურება ხდება ადმინისტრაციის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით.

3. თუ ადმინისტრაციამ დადგენილი წესის დარღვევით მუშაკს დაუქვითა ხელფასიდან თანხა, მაშინ დავის განმხილველი ორგანო მუშაკის საჩივრის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უკანონოდ დაქვითული თანხის დაბრუნების შესახებ.

4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის მატერიალური ზიანის გადახდევინება სასამართლო წესით ხდება ხელქვეითობის წესით, ზემდგომი ორგანოების სარჩელით.

5. ზიანის ანაზღაურება ხდება მუშაკის დისციპლინურ, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიუხედავად, იმ მოქმედებისათვის (უმოქმედობისათვის), რის შედეგადაც საწარმოს, დაწესებულებას და ორგანიზაციას მიადგა ზიანი.

48. 124-ე და 125-ე მუხლების პირველი ნაწილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები სსრ კავშირისა და”; 124-ე მუხლის მე-2  ნაწილის მე-2 პუნქტში სიტყვები “30-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებში და 34-ე მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-5 პუნქტებში” შეიცვალოს სიტყვებით 30-ე მუხლის პირველი ნაწილის , და ქვეპუნქტებში და 34-ე პირველი ნაწილის მუხლის , და ქვეპუნქტებში”.

49. 127-128-ე  მუხლები და 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

50. 131-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 131. წახალისება მუშაობაში მოპოვებული  წარმატებებისათვის

1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეობები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

2. შრომის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს წახალისების სხვა სახეობებიც..

51. 134-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

52. 135-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5) დათხოვნას (34-ე მუხლის , და - ქვეპუნქტები).

53. 138-ე მუხლი და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

54. 141-ე და 142-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 141. ისეთი საწარმოს საექსპლუატაციოდ გადაცემის აკრძალვა, რომელიც არ შეესაბამება შრომის დაცვის მოთხოვნებს

1. არც ერთი საწარმო, საამქრო, უბანი, წარმოება არ შეიძლება იქნეს მიღებული და გადაცემული საექსპლუატაციოდ, თუ არ არის უზრუნველყოფილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.

2. საწარმოო დანიშნულების ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტის საექსპლუატაციოდ გადაცემა დაუშვებელია, თუ არ არის იმ ორგანოების ნებართვა, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო, სანიტარულ და ტექნიკურ ზედამხედველობას.

    მუხლი 142. ადმინისტრაციისათვის სავალდებულო შრომის დაცვის წესები

1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკური მოწყობა და იქ შრომის ისეთი პირობების შექმნა, როგორიც შეესაბამება შრომის დაცვის წესებს (უსაფრთხოების ტექნიკის წესებს, სანიტარიულ ნორმებსა და წესებს და სხვა).

2. თუ შრომის დაცვის წესებში არ არის ის მოთხოვნები, რომელთა დაცვა სამუშაოთა წარმოების დროს აუცილებელია შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია იღებს შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფ ზომებს.

55. 144-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები სახელმწიფო კომიტეტებს, ხოლო 145-ე მუხლიდან – მე-3 ნაწილი.

56. 152-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან და 155-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები სსრ კავშირისა და.

57. 156-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები ზღვრულ ნორმებს ამტკიცებენ სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში შეიცვალოს სიტყვებით "ზღვრული ნორმები მტკიცდება.

58. 168-ე მუხლიდან სიტყვები სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებით,მოღებულ იქნეს.

59. 169-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან სიტყვები სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ამოღებულ იქნეს.

60. 172-ე მუხლში სიტყვები “მეორე ნაწილი შეიცვალოს სიტყვებით მე-3 ნაწილი. 

61. 175-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა სახალხო, ასევე ამოღებულ იქნეს ამ მუხლის მე-3 ნაწილი.

62. 177-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადმინისტრაციის ინიციატივით თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშაკების დათხოვნა დაიშვება დათხოვნის საერთო წესის დაცვით; ამასთან, დათხოვნა ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის , და ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და დაუშვებელია შრომითი მოწყობის გარეშე“.

63. 179-186-ე, 190-ე და 193-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

64. 194-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები (ამ კოდექსის 213-ე მუხლი).

65. 195-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 195. შრომის დავის განხილვის წესი

შრომის დავის კომისიების, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირისა და ზემდგომი ორგანოების მიერ ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შრომის დავის განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო სასამართლოში, გარდა აღნიშნულისა, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.

66. 196-ე, მე-200, 202-ე და 204-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა “სახალხო.

67. 206-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თუ ადმინისტრაციამ მუშაკთან შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) მოშალა შესაბამის პროფკავშირთან შეუთანხმებლად (37-ე მუხლი), საქმე განიხილება სასამართლო წესით.

68. 209-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ხელქვეითობის წესით.

69. 211-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

70. 2141 მუხლიდან სიტყვები (უკიდურეს ჩრდილოეთისა და მასთან გათანაბრებულ ადგილებში - არაუმეტეს სამი სამუშაო წლისა) ამოღებულ იქნეს.

71. 215-ე მუხლში სიტყვები ზემდგომ პროფკავშირულ და სამეურნეო ორგანიზაციებს შორის მიღწეული შეთანხმებითშეიცვალოს სიტყვებით “სასამართლო წესით”.

72. 216-ე მუხლში  სიტყვები “ზემდგომი სამეურნეო და პროფკავშირული ორგანოების მიერ ადმინისტრაციის, შრომითი კოლექტივისა და პროფკავშირის კომიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიცვალოს სიტყვებით სასამართლო წესით.

73. 217-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები სსრ კავშირის კონსტიტუციისა და ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პროფესიული კავშირები მოქმედებენ პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

74. 218-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

75. 220-ე მუხლიდან სიტყვები სახალხო კონტროლის ორგანოების  ამოღებულ იქნეს.

76. 221-228-ე მუხლები და XVIა თავი ამოღებულ იქნეს.

77. 229-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 229. მუშაკის სოციალური დაზღვევა

მუშაკის სოციალური დაზღვევა, ამ წესით დახმარების გაცემა და მისი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

78. 230-ე, 231-ე და 2331 მუხლები ამოღებულ იქნეს.

79. 234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 234. საპენსიო უზრუნველყოფა

მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს პენსიები დაენიშნებათ პენსიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

80. 235-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

81. XVIII თავის სათაურიდან სიტყვები და კონტროლი ამოღებულ იქნეს.

82.  241-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 241. საზოგადოებრივი კონტროლი

შრომის კანონმდებლობისა და შრომის  წესების დაცვის საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებენ პროფესიული კავშირები კანონით დადგენილი წესით.“.

83. 242-ე მუხლში სიტყვები სსრ კავშირის და ამოღებულ იქნეს.

84. 243-ე და 244-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 243. ზოგიერთი კატეგორიის მუშაკების შრომის  მოწესრიგების თავისებურებანი

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს:

ა) შეღავათები შრომის დარგში იმ მუშაკებისათვის, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობის, ხე-ტყის მრეწველობის და სხვა ისეთი სახის სამუშაოზე, რომელიც მუშაობის სპეციალურ პირობებს მოითხოვს;

ბ) შრომის განსაკუთრებული პირობები სამსახურებრივი თავისებურებების გათვალისწინებით იმ მუშაკებისათვის, რომლებიც ხელშეკრულებით მუშაობენ.

    მუხლი 244. მუშაკის მატერიალური პასუხისმგებლობა, როდესაც ზიანის ოდენობა აღემატება მის ნომინალურ ღირებულებას

მუშაკის მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის ცალკეული სახეობის ქონებისა და სხვა ფასეულობების დატაცებით, განზრახ გაფუჭებით, დანაკლისით ან დაკარგვით მიყენებული ზიანის გამო, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ფაქტობრივი ოდენობა აღემატება მის ნომინალურ ოდენობას, განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.“.

85. 245-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

86. თუ მუხლი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ეს ნაწილები დაინომროს თანმიმდევრობით, არაბული ციფრებით, ხოლო ნაწილების აბზაცები აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი      ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 12 ნოემბერი.

№1070-I