საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 28/12/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 28/12/1990
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.047
  • Word
94
28/12/1990
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 28/12/1990
270.000.000.05.001.000.047
საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ

„არსებული უქმე დღეების გაუქმებისა და ტრადიციულთა აღდგენის შესახებსაქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 22 ნოემბრის კანონის შესაბამისად,, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., 6, მუხ. 118; 1977 წ., 11, მუხ. 158) და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 64. უქმე დღეები

საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

1 იანვარს – ახალ წელს;

7 იანვარს – უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;

19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს განცხადების დღეს;

უფლისა ღვთისა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს (თარიღი გარდამავალია);

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, თარიღი გარდამავალია);

26 მაისს – საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს;

28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);

14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;

23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.

უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო-ტექნიკური პირობებით (უწყვეტად მოქმედი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია), სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მომსახურების აუცილებლობით, აგრეთვე გადაუდებელი საავარიო-სარემონტო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები.”.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე  ზ. გამსახურდია

თბილისი, 1990 წლის 28 დეკემბერი.

N 94 – I ს