დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 151-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1667 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 05/04/1988 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 29/04/1988 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 270.000.000.05.001.000.032 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 151-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ
„შრომის შესახებ სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 29 მარტის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) 151-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მინდობილი სამუშაოსათვის ვარგისიანობის განსაზღვრისა და პროფესიულ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით მძიმე სამუშაოებსა და შრომის მავნე ან საშიშ პირობებიან სამუშაოებზე (მათ შორის მიწისქვეშა სამუშაოებზე, აგრეთვე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშათა და მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმება სავალდებულოა სამუშაოზე მიღებისას წინასწარ, ხოლო შემდგომ – პერიოდულად (21 წლის ასაკის პირებისა – ყოველწლიურად).“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.
თბილისი, 1988 წლის 5 აპრილი.
№1667-XI
დოკუმენტის კომენტარები