საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 26/11/1974
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 26/11/1974
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.002
  • Word
26/11/1974
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 26/11/1974
270.000.000.05.001.000.002
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა  შეტანის შესახებ

„შრომითი დავის განხილვის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 20 მაისის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., 6, მუხ. 118; 1973 წ., №11, მუხ. 202) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 195-ე, 203-ე და 213-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 195. შრომითი დავის განხილვის წესი

 შრომითი დავის კომისიების, პროფესიული კავშირების საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტებისა და ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების მიერ შრომითი დავის განხილვის წესი განისაზღვრება სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებით, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული შრომითი დავის განხილვის წესის დებულებით და ამ კოდექსით, ხოლო რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოებ, გარდა აღნიშნულისა, აგრეთვე საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.“.

    „მუხლი 203. შრომის დავის განხილვა რაიონულ (საქალაქო)  სახალხო სასამართლოში

რაიონული (საქალაქო)  სახალხო სასამართლოები შრომის დავას განიხილავენ:

1) მუშათა და მოსამსახურეთა განცხადებით, – როცა ისინი არ ეთანხმებიან პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის დადგენილებას;

2) საწარმო, დაწესებულები, ორგანიზაციი ადმინისტრაციის განცხადებით, – როცა მას მიაჩნია, რომ საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის დადგენილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

3) მუშათა და მოსამსახურეთა განცხადებით, – როცა ისინი არ ეთანხმებიან პრფკავშირული ორგანიზატორის და საწარმო, დაწესებულები, ორგანიზაციის ხელმძღვანელისაგან შემდგარი შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას, ან როცა ამ კომისიაში მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას;

4) პროკურორის განცხადებით, – რომ მას მიაჩნია, რომ პრფკავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის დადგენილება ან პრფკავშირული ორგანიზატორის და საწარმო, დაწესებულები, ორგანიზაციის ხელმძღვანელისაგან შემდგარი შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

გარდა ამისა, უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოებში შრომითი დავის კომისიისა და პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტისათვის მიუმართავად, შრომით დავას განიხილავენ:

1) იმ მუშათა და მოსამსახურეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ განცხადებით, რომლებიც დათხოვნილნი არიან საწარმო, დაწესებულები, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით, აგრეთვე განცხადებით მათი დათხოვნის მიზეზების ფორმულირების შეცვლის შესახებ, გარდა იმ მუშაკთა დავისა, რომელთა თანამდებობანი გათვალისწინებულია განსაკუთრებული ნუსხით (ამ კოდექსის 213-ე მუხლი);

2) იმ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა მუშებისა და მოსამსახურეების განცხადებით, სადაც არ არის  პროფკავშირთა საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტი და პროფკავშირული ორგანიზატორები, აგრეთვე კოლმეურნეობებსა და საკოლმეურნეოთაშორისო ორგანიზაციებში შრომითი ხელშეკრულებებით მომუშავე პირთა განცხადებით;

3) ადმინისტრაციის განცხადებით საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის მუშებისა და მოსამსახურეების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოში განიხილავენ აგრეთვე მუშაკსა და ადმინისტრაციას შორის შრომით დავას შრომის კანონმდებლობის გამოყენების ისეთ საკითხზე, რომელიც ამ მუშაკის მიმართ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წინასწარ გადაწყვიტა ადმინისტრაცია პროფკავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივ კომიტეტთან შეთანხმებით, მათთვის მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში.“.

    „მუხლი 213. შრომის დავის განხილვა ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების მიერ

ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების მიერ შრომითი დავ განხილებ:

1) იმ მუშაკთა განცხადებით დათხოვნის, დათხოვნის მიზეზების ფორმულირების შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე, რომლებსაც დაკავებული აქვთ შრომითი დავის განხილვის წესის დებულების №1 დანართის №2 ნუსხაში ჩამოთვლილი თანამდებობანი;

2) იმ მუშაკთა განცხადებით დათხოვნის, დათხოვნის მიზეზების ფორმულირების შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე, რომლებსაც დაკავებული აქვთ შრომითი დავის განხილვის წესის დებულების №1 დანართის №2 ნუსხაში ჩამოთვლილი თანამდებობანი, თუ ისინი დაითხოვეს იმის გამო, რომ დადგენილი წესით შეუფერებლად ცნეს დაკავებული თანამდებობისათვის ან არ აირჩიეს ახალი ვადით;

3) იმ მუშაკთა განცხადებით დისციპლინური სასჯელის დადების გამო, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა დისციპლინური წესდებით;

4) საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მუშაკთა განცხადებით პრემირების საკითხების გამო, რომლებსაც მოქმედი დებულებების თანახად მათთვის მისაცემად ამტკიცებენ ზემდგომ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები“.“

2. კოდექსს დაემატოს 2141 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

    „მუხლი 2141. ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილება

ფულადი მოთხოვნების საკითხებზე შრომის დავის განხილვისას, გარდა მოთხოვნისა იმის შესახებ, რომ გადაუხადონ მუშაკს საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენილი დროისათვის ან ხელფასის სხვაობა დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის (ამ კოდექსის 207-ე და 214-ე მუხლები) ორგანოს, რომელიც განიხილავს დავას, უფლება აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გადაუხადოს მუშაკს თანხა, რომელიც მას ერგება, მხოლოდ არა უმეტეს ერთი წლისათვის, ხოლო დათხოვნისას გამოუყენებლი შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის საკითხებზე – არა უმეტეს ორი სამუშაო წლისათვის (უკიდურესად ჩრდილოეთსა და მასთან გათანაბრებულ ადგილებში –  არაუმეტეს სამი სამუშაო წლისა).“.

3. 197-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„იმ საწარმოებში, დაწესებულებებსა და  ორგანიზაციებში, სადაც პროფკავშირთა, საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივ კომიტეტებს მინიჭებული აქვთ პროფესიული კავშირის რაიონული კომიტეტის უფლებები საამქროებსა და სხვა სტრუქტურულ ქვეგანყოფილებებში შეიძლება შეიქმნას საამქროების შრომითი დავის კომისიები; ისინი იქმნებიან პროფკავშირის ამ კომიტეტისა და საწარმო, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.“.

4. 198-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვა „მიღების“ შეიცვალოს სიტყით „შეტანის.“.

5. 201-ე მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივ კომიტეტს, რომელსაც  მინიჭებული აქვს პროფესიული კავშირის რაიონული კომიტეტის უფლებები, შეუძლია პროფესიული კავშირის საამქროების კომიტეტებს გადასცეს შრომითი დავის განხილვის უფლება შრომითი დავის განხილვის წესის დებულების შესაბამისად.“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე   გ.ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი    ზ.კვაჭაძე.

თბილისი, 1974 წლის 26 ნოემბერი.