დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 481 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/07/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 27/07/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1341 მუხლი:
„მუხლი 1341. ანგარიშსწორების წესი დათხოვნისას
2001 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეებისათვის დაწესებულებიდან კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.“.
2. 137-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის 42-ე მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერებულ იქნეს 2000 წლის 1 აგვისტოდან „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე.“.
II. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 1973წ., მუხ. 118) დაემატოს შემდეგი შინაარსის 248-ე მუხლი:
„მუხლი 248
2000 წლის 1 აგვისტოდან „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე შეჩერებულ იქნეს ამ კოდექსის 423 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ ორგანიზაციების მუშაკების მიმართ, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 13 ივლისი.
№481 – რს
დოკუმენტის კომენტარები