საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 233-ე მუხლის შეცვლის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 233-ე მუხლის შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 29/11/1973
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1973
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.001
  • Word
29/11/1973
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1973
270.000.000.05.001.000.001
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 233-ე მუხლის შეცვლის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის  ბრძანებულება

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 233-ე მუხლის შეცვლის შესახებ

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლების 102-ე მუხლის მეორე ნაწილის შეცვლის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის 233-ე მუხლი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., 6, მუხ. 118) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 233. დახმარება ორსულობისა და მშობიარობის გამო

დახმარებას ორსულობისა და მშობიარობის გამო გასცემენ ორსულობისა და მშობიარობისთვის აღებული მთელი შვებულების განმავლობაში სრული ხელფასის ოდენობით.“.

2. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ იქნეს შემოღებული 1973 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე      გ.ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი       ზ.კვაჭაძე.

თბილისი, 1973 წლის 29 ნოემბერი.