დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2593 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 20/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.000.000.05.001.001.343 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 73-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ის დრო, რომლის განმავლობაშიც მუშა ან მოსამსახურე ფაქტობრივად არ მუშაობდა, მაგრამ მას ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და იღებდა დახმარებას სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან;“.
2. 152-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო მსუბუქ, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანის დროს დამსაქმებელი მუშებსა და მოსამსახურეებს შეუნარჩუნებს წინანდელ საშუალო ხელფასს სამუშაოზე გადაყვანის დღიდან ორი კვირის განმავლობაში, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში დამსაქმებლის მიერ წინანდელი საშუალო ხელფასი მუშებსა და მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების მთელი დროის განმავლობაში ან ეძლევათ დახმარება სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან.“.
3. 159-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 159. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო
1. მომუშავე ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო და ქალებს, რომლებმაც ახალშობილი ბავშვი იშვილეს უშუალოდ სამშობიარო სახლიდან, ეძლევათ შვებულება და დახმარება სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობა და დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესაბამისად.“.
4. 162-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. XVII თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3336 – სსმ I, №4, 02.03.2004წ., მუხ.9
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2593 – რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3336 – სსმ I, №4, 02.03.2004წ., მუხ.9
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები