საქართველო რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველო რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო
მიღების თარიღი 13/08/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 28/08/1992
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.058
  • Word
13/08/1992
საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 28/08/1992
270.000.000.05.001.000.058
საქართველო რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი

საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნს საქართველოს რესპუბლიკის 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს უწყებები, 1973 წ., N 6 მუხ. 118) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ამოღებულ იქნეს კოდექსიდან 191 მუხლი, 34-ე მუხლის 11 პუნქტი და 38-ე მუხლის 11 პუნქტზე მითითება.

 2. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი საფუძვლები

ამ კოდექსის 30-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა ზოგიერთი კატეოგრიის მუშაკთა შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

1) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ფილიალის, წარმომადგენლობის, განყოფილების და სხვა დამოკიდებელი ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების მიერ შრომითი ვალდებულებების ერთჯერადი უხეში დარღვევის გამო;

2) იმ მუშაკის ბრალეული ქმედობის გამო, რომელიც უშუალოდ ემსახურება ფულად ან სასაქონლო ფასეულობებს, თუ ეს ქმედობა იძლევა ადმინისტრაციის მხრივ მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს;

3) იმ მუშაკის მიერ ამორალური გადაცდომების ჩადენის გამო, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებს, რაც შეუთავსებელია ამ მუშაობის გაგრძელებასთან;

4) სპეციალიზებულსამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში სასამართლოს დადგენილებით მუშაკის იძულებითი გაგზავნის გამო;

5) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.

 3. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

    „მუხლი 371. შრომითი ხელშეკრულების მოშლა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით შესაბამისი პროფკავშირის კომიტეტის წინასწარი თანხმობის გარეშე

შრომითი ხელშეკრულების მოშლა საწარმოს, დაწესებულების,ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით შესაბამისი პროფკავშირის კომიტეტის თანხმობის გარეშე დაიშვება შემდეგ შემთხვევებში:

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციისას;

თუ სამუშაოზე მიღებისას დაწესებული გამოცდის შედეგი არადამაკმაყოფილებელია;

თუ შეთავსებით მუშაობისაგან დათხოვნა ხდება ამ თანამდებობაზე სხვა მუშაკის არაშეთავსებით მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე შეთავსებით სამუშაოსათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვათა გამო;

იმ საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან დათხოვნისას, სადაც არ არის პროფკავშირის კომიტეტი;

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ფილიალის, წარმომადგენლობის, განყოფილების ან სხვა დამოუკიდებელი ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის, მისი მოადგილეების, ხელმძღვანელი მუშაკების დათხოვნისას, რომლთაც ირჩევენ, ამტკიცებენ ან ნიშნავენ თანამდებობაზე სახელმწიფო ხელისუფლების ან მმართველობის ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეთა სხვა გაერთიანებები“. 

4. 130-ე მუხლის სათაურსა და მეორე ნაწილში სიტყვები წესდებები დისციპლინის შესახებ" შეიცვალოს სიტყვებით წესდებები და დებულებები დისციპლინის შესახებ.

5. 135-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5) დათხოვნას (34-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტები, აგრეთვე 35-ე მუხლის პირველი პუნქტი).

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით, დისციპლინის შესახებ წესდებებით და დებულებებით ცალკეული კატეგორიების მუშებისა და მომსახურეებისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე სხვა დისციპლინური სასჯელიც

6. დაემეტოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1351 მუხლი:

„მუხლი 1351. ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური სასჯელი

დისციპლინურ სასჯელს იყენებს ის ორგანო, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს (აირჩიოს, დაამტკიცოს და დანიშნოს თანამდებობაზე) ეს მუშაკი.

მუშაკებს, რომლებიც დისციპლინურ პასუხს აგებენ დისციპლინის შესახებ წესდებებით, დებულებებითა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით, დისციპლინური სასჯელი შეიძლება დაადონ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოების ზემდგომმა ორგანოებმა.

მუშაკები, რომლებსაც უკავიათ არჩევითი თანამდებობა, შეიძლება დათხოვნილ იქნენ მხოლოდ მათი ამრჩევი ორგანოს გადაწყვეტილებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით.

7. 136-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვას მოეთხოვოს დაემატოს სიტყვა „წერილობითი;

მესამე ნაწილს დაემატოს სიტყვები ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს ორი წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო;

ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი: დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ ბრძანებას (განკარგულებას) ან დადგენილებას მისი გამოყენების მოტივების მითითებით მუშაკს, რომელსაც დაედო სასჯელი, გამოუცხადებენ (შეატყობინებენ) ხელწერილის ჩამორთმევით.

8. 137-ე მუხლის მეორე ნაწილს დაემატოს სიტყვები თავისი ინიციატივით, უშუალოდ ხელმძღვანელის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით.

9. 194-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 194. შრომითი დავის განმხილველი ორგანოები

შრომით დავას შრომის კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტების, კოლექტიური ხელშეკრულებების და შრომის სხვა შეთანხმებების გამოყენების საკითხებზე განიხილავენ:

1) შრომითი დავის კომისიები;

2) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ქვედანაყოფის) პროფკავშირის კომიტეტები;

3) რაიონის (ქალაქის) სასამართლოები.

ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შრომით დავას ცალკეულ საკითხებზე განიხილავენ ზემდგომი ორგანოები (ამ კოდექსის 213-ე მუხლი).

შრომითი დავა მუშაკისათვის ახალი შრომის პირობების დადგენის ან არსებული პირობების შეცვლის შესახებ განიხილება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის და შესაბამისი პროფკავშირის კომიტეტის მიერ მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

10. 196-ე მუხლის მეორე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

11. 201-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 201. შრომითი დავის განხილვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ქვედანაყოფის) პროფკავშირის კომიტეტის მიერ

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ქვედანაყოფის) პროფკავშირის კომიტეტი შრომით დავას განიხილავს მუშებისა და მოსასმსახურეების ან ადმინისტრაციის განცხადებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი არ ეთანხმებიან შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას, თუ კანონმდებლობით გათვალისინებული არ არის მათი განხილვის სხვა წესი.

პროფკავშირის კომიტეტს გამოაქვს დადგენილება დავის არსის გამო

12. 203-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 203. შრომითი დავის განხილვა რაიონის (ქალაქის) სასამართლოში

რაიონის (ქალაქის) სასამართლო შრომით დავას განიხილავს:

1) მუშის, მოსამსახურის, ადმინისტრაციის ან პროფკავშირის კომიტეტის განცხადებით, როცა ისინი არ ეთანხმებიან შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას;

2) მუშის, მოსამსახურის ან ადმინისტრაციის განცხადებით, როცა ისინი არ ეთანხმებიან პროფკავშირის კომიტეტის დადგენილებას;

3) მუშის, მოსამსახურის ან ადმინისტაციის განცხადებით, როცა ისინი არ ეთანხმებიან შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას, თუ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში (ქვედანაყოფში) არის რამდენიმე პროფესიული კავშირი;

4) პროკურორის განცხადებით, თუ შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება ან პროფკავშირის კომიტეტის დადგენილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 უშუალოდ რაიონის (ქალაქის) სასამართლო შრომით დავას განიხილავს:

1) იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშისა და მოსამსახურის განცხადებით, სადაც შრომითი დავის კომისიას არ ირჩევენ;

2) მუშისა და მოსამსახურის განცხადებით სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლების მიუხედავად, დათხოვნის მიზეზის ფორმულირების და თარიღის შეცვლის, იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის შრომის ანაზღაურების თაობაზე, გარდა იმ მუშაკთა დავისა, რომელთათვისაც გათვალისწინებულია მათი განხილვის სხვა წესი;

3) ადმინისტრაციის განცხადებით საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის მუშებისა და მოსამსახურეების მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ;

4) მუშებისა და მოსამსახურეების განცხადებით შრომის კანონმდებლობის გამოყენების საკითხების გამო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ქვედანაყოფის) ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილი იყო მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში. უშუალოდ რაიონის (ქალაქის) სასამართლოში განიხილება აგრეთვე დავა სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

იმ პირებისა, რომლებიც გადმოყვანის წესით მოწვეული არიან სამუშაოდ სხვა საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან;

სხვა პირებისა, რომლებთანაც საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად ვალდებულია დადო შრომითი ხელშეკრულება.

13. 204-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ან ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროიდან ორი წლის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივრები არ განიხილება.

 14. 206-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციამ მუშასთან ან მოსამსახურესთან შრომითი ხელშეკრულება მოშალა შესაბამისი პროფკავშირის კომიტეტისათვის მიმართვის გარეშე (ამ კოდექსის 37-ე მუხლი), სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას, გამოითხოვს პროფკავშირის კომიტეტის თანხმობას და მისი მიღების შემდეგ განიხილავს საქმეს არსებითად. მუშაკის გათავისუფლებაზე პროფკავშირის კომიტეტის უარის მიღების შემთხვევაში (ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი) სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

15. 207-ე მუხლში სიტყვები მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა შეიცვალოს სიტყვებით „მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

16. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 213. ზოგიერთი კატეგორიის მუშაკების დათხოვნის, სხვა    სამუშაოზე გადაყვანის და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე შრომითი დავის განხილვა

დავა იმ ხელმძღვანელი მუშაკისა, რომელსაც ირჩევენ, ამტკიცებენ ან ნიშნავენ თანამდებობაზე სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, მოსამართლეების, პროკურორების, მათი მოადგილეებისა და თანაშემწეების, აგრეთვე პროკურატურის გამომძიებლების დათხოვნის, დათხოვნის მიზეზების ფორმულირებისა და თარიღის შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის ანაზღაურების და დისციპლინრი სასჯელის დადების საკითხებზე განიხილება ზემდგომი ორგანოების მიერ.

17. 214-ე მუხლის სათაურში და ტექსტში სიტყვები ხელქვეითობის წესით ამოღებულ იქნეს, ხოლო სიტყვები მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა შეიცვალოს სიტყვებით მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

18. 2284 მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:

„ხელმძღვანელების, ოსტატების საჩივრებს სამუშაოდან გათავისუფლების, ხოლო ბრიგადირებისა ბრიგადის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შესახებ ერთობლივად განიხილავენ ზემდგომი სამეურნეო და პროფკავშირული ორგანოები.

19. 246-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ე. შევარდნაძე

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი ვ. გოგუაძე

თბილისი,

1992 წლის 13 აგვისტო.