საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.062
  • Word
164
02/03/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 5, 31/03/1993
270.000.000.05.001.000.062
საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

1 იანვარს – ახალ წელს;

7 იანვარს – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე

19 იანვარს – ნათლიღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს განცხადების დღეს;

3 მარტს – დედის დღეს;

უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს (თარიღი გარდამავალია);

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის მეორე დღეს, თარიღი გარდამავალია);

      26 მაისს – საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს;

28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);

14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლის, კვართის დღესასწაულის) დღეს;

      23 ნოემბერს – გიორგობის დღეს..

2. ეს კანონი ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური                                                         ე. შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                         . გოგუაძე.

თბილისი,

1993 წლის 2 მარტი.

№164