დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2141 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/05/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 10/05/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 270.000.000.0.001.001.243 |
საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) 64-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:
ა) 1 და 2 იანვარს – ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში;
ბ) 7 იანვარს – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;
გ) 19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს;
დ) 3 მარტს – დედის დღეს;
ე) 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს;
ვ) 9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს;
ზ) სააღდგომო დღეებში – დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს – აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს;
ი) 12 მაისს – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს;
კ) 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს;
ლ) 28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);
მ) 14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;
ნ) 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 7 მაისი.
№2141– IIს
დოკუმენტის კომენტარები