საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და და დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/02/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9-10, 15/03/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.189
  • Word
583
21/02/1997
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9-10, 15/03/1997
270.000.000.05.001.000.189
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 232-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დაქირავებულთათვის საავადმყოფო ფურცელებით ანაზღაურება ხდება დამქირავებლის მიერ 5 დღემდე, ხოლო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 დღისა”.

2. შეიცვალოს 235-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ აბზაცში სიტყვები „60 წელი“ სიტყვებით „65 წელი“, ხოლო მეორე აბზაცში – სიტყვები „55 წელი“ სიტყვებით „60 წელი“.

II. გარდამავალი დებულება:

საპენსიო ასაკის გაზრდა არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელთაც  პენსია დაენიშნათ 1996 წლის თებერვლამდე.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 21 თებერვალი.

№583 – IIს