სოციალური დახმარების შესახებ

  • Word
სოციალური დახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 01/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.529
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
145
28/07/2006
სსმ, 101, 01/08/2006
280.120.000.10.003.000.529
სოციალური დახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2006 - 27/12/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მისამართული სოციალური დახმარების დანიშვნის უზრუნველსაყოფად საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბოლო აბზაცისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების თანდართული წესი.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი):

ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი;

ბ) უზრუნველყოს სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა და გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოშობილ ურთიერთობათა რეგულირება.

4. ეთხოვოთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას ქმედითი დახმარება გაუწიონ სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს.

2. ამ წესის მიზანია უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახების საარსებო პირობების გაუმჯობესება.

    მუხლი 2. სოციალური დახმარება

1. ამ წესის მიზნებისათვის სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება და/ან მისი პრევენცია.

2. საარსებო შემწეობა არის საოჯახო დახმარება.

3. საარსებო შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.

    მუხლი 3. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი II

საარსებო შემწეობის ოდენობა, მისი დანიშვნისა და გაცემის პრინციპები

    მუხლი 5. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი და პრინციპები

1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა ოჯახის მიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს.

3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვვი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვე) დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

    მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა

1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

2. საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 30 (ოცდაათი) ლარი.

3. ორ-და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 12 (თორმეტი) ლარი.

4. საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არის:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;

გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;

ე) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.

    მუხლი 7. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა

საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 52 001 (ორმოცდათორმეტი ათას ერთი).

    მუხლი 8. საარსებო შემწეობის გაცემა

1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

3. საარსებო შემწეობა მიეცემა ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს.

თავი III

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 9. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;

ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას;

გ) სტატისტიკის წარმოებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად);

ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

გ) ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყვიტოს შემწეობა;

დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საარსებო შემწეობის დანიშვნის/დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერება-განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.

    მუხლი 10. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი

1. საარსებო შემწეობის ოჯახს უფლება აქვს:

ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;

ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრუწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვ.);

ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 11. საარსებო შემწეობის დანიშვნისა და გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის

1. ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.

2. ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.

3. ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. 2006 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის თანხა მიეცემათ მხოლოდ იმ ღატაკ ოჯახებს, რომლებმაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადით მიმართეს სააგენტოს 2006 წლის 1 აგვისტომდე.

5. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით 2006 წლის 1 აგვისტოდან შეტანილი განაცხადის მქონე ღატაკ ოჯახებს საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.

    მუხლი 12. საარსებო შემწეობის მიღების შეზღუდვა

საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამით“ გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს რომელიმე ზემოაღნიშნულ პროგრამათაგან ერთ-ერთით გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიღება.

    მუხლი 13. დასკვნითი დებულებანი

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

 

49. 22/02/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 35 - ვებგვერდი, 22/02/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 48. 19/02/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 31 - ვებგვერდი, 20/02/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 47. 23/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 420 - ვებგვერდი, 24/10/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 19/06/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 229 - ვებგვერდი, 20/06/2023 45. 11/01/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 12/01/2023 44. 11/05/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 236 - ვებგვერდი, 13/05/2022 43. 29/03/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 154 - ვებგვერდი, 29/03/2022 42. 17/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 80 - ვებგვერდი, 21/02/2022 41. 20/01/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 24/01/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 30/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 315 - ვებგვერდი, 01/07/2021 39. 31/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 824 - ვებგვერდი, 31/12/2020 38. 10/02/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 100 - ვებგვერდი, 12/02/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 31/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 669 - ვებგვერდი, 31/12/2019 36. 18/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 549 - ვებგვერდი, 19/11/2019 35. 18/01/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 22/01/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 34. 29/06/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 348 - ვებგვერდი, 03/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 27/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 142 - ვებგვერდი, 28/03/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 18/08/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 407 - ვებგვერდი, 19/08/2016 31. 26/02/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 93 - ვებგვერდი, 01/03/2016 30. 12/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 423 - ვებგვერდი, 14/08/2015 29. 09/07/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 337 - ვებგვერდი, 13/07/2015 28. 18/05/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 215 - ვებგვერდი, 19/05/2015 27. 18/03/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 232 - ვებგვერდი, 19/03/2014 26. 20/02/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 186 - ვებგვერდი, 21/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 21/06/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 155 - ვებგვერდი, 21/06/2013 24. 21/01/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 22/01/2013 23. 07/09/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 369 - ვებგვერდი, 07/09/2012 22. 27/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 307 - ვებგვერდი, 27/07/2012 21. 26/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 294 - ვებგვერდი, 27/07/2012 20. 20/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 277 - ვებგვერდი, 23/07/2012 19. 30/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 163 - ვებგვერდი, 03/05/2012 18. 18/01/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 24/01/2012 17. 21/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 479 - ვებგვერდი, 111223015, 23/12/2011 16. 23/02/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 100 - ვებგვერდი, 280211, 28/02/2011 15. 30/12/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 424 - ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 14. 20/08/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 251 - სსმ, 103, 24/08/2010 13. 10/06/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 156 - სსმ, 67, 14/06/2010 12. 24/04/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 123 - სსმ, 49, 28/04/2010 11. 19/02/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 46 - სსმ, 22, 25/02/2010 10. 29/12/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 245 - სსმ, 159, 30/12/2009 9. 23/06/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 118 - სსმ, 78, 26/06/2009 8. 10/03/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 41 - სსმ, 28, 12/03/2009 7. 29/12/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 262 - სსმ, 186, 30/12/2008 6. 03/09/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 181 - სსმ, 130, 04/09/2008 5. 16/06/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 122 - სსმ, 83, 18/06/2007 4. 19/05/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 104 - სსმ, 75, 29/05/2007 3. 07/03/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 46 - სსმ, 34, 14/03/2007 2. 24/01/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 10 - სსმ, 9, 24/01/2007 1. 27/12/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 254 - სსმ, 176, 29/12/2006