დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 100 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.021809 |
|
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესში“:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო), რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ადმინისტრირების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. სააგენტო ვალდებულია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.“. 2. მე-8 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. საარსებო შემწეობისა და რეინტეგრაციის შემწეობის გაცემა“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. რეინტეგრაციის შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე/მეურვეზე/მზრუნველზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე. რეინტეგრაციის შემწეობა მიიჩნევა გაცემულად საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.“. 3. 93 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის ზღვრული ოდენობის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ს სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით დაუფიქსირდებათ ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით), რომლის ოდენობას (საშუალოდ ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა აღემატება 175 ლარს, ოჯახს ამ მიზეზით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებისა და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის გარეშე უნარჩუნდება (არ უწყდება) რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულით და უწყვეტად უგრძელდება საარსებო შემწეობა (არსებობის შემთხვევაში), ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის სხვა საფუძვლ(ებ)ის წარმოშობამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე ამავე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის თვიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში ოჯახს უწყვეტად უნარჩუნდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ − „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის თვიდან მომდევნო 24 თვის განმავლობაში ოჯახს უწყვეტად უნარჩუნდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მინიჭებული სარეიტინგო ქულა და/ან ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენის თვიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100001-ზე და არ იღებს საარსებო შემწეობას, უწყვეტად უნარჩუნდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და მინიჭებული სარეიტინგო ქულა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ შეწყდება საარსებო შემწეობის თანხის გაცემა და სააგენტო უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას ზოგადი წესებით, კანონმდებლობით დადგენილი დებულებების შესაბამისად.“. 4. 103 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, დანიშვნისა და გაცემის პრინციპები“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს ან დაექვემდებარება „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანოს − რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“. 5. 105 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება, სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება დევნილთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან სრულწლოვანების მიღწევამდე ან არასრულწლოვნის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციას სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აწვდის შეთანხმებული ფორმატით.“. 6. თავი III4. (მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III4. მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები მუხლი 106. ანაზღაურების დანიშვნისა და გაცემის პრინციპები 1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახი მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მომენტისათვის, დადგენილი წესით, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს 100 000-ს (ასი ათასი). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაური მინდობით აღმზრდელის ოჯახზე. 2. მინდობით აღზრდის (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდისა) ანაზღაურების მიღება გამორიცხავს ამ წესით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვლისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მონაცემთა ბაზების შედარება და ინფორმაციის მიმოცვლა ხორციელდება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და სააგენტოს შორის ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.“. |
მუხლი 2 |
გარდამავალ პერიოდში (2020 წლის 1 მაისამდე) სოციალური დახმარების პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისა და მათი გაცემის ძირითადი პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად, რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების გაცემა/დაფინანსება განხორციელდეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ სააგენტოს მიერ მომზადებული დაფინანსების რეესტრის შესაბამისად. ამასთან, გარდამავალ პერიოდში რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ერთობლივ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განხორციელდეს მინისტრის ბრძანებით და/ან სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ურთიერთშეთანხმებით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები