დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/01/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.017171 |
|
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1375) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:
1. III3 თავის შემდეგ დაემატოს თავი III4 შემდეგი რედაქციით: „თავი III4. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები მუხლი 106. ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, დედობილის და მამობილის რეგისტრაციისა და მათთან მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ამ პირის/პირების ოჯახი დადგენილი წესით რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს 100000-ს (ასი ათასს). (აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაურ მიმღებ ოჯახებზე).“. 2. მე-11 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდეს დანიშნული ოდენობით 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე გავრცელდეს დევნილთა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აღრიცხულნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.“; გ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე. 13. 2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.“; დ) 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტომ განაგრძოს საარსებო შემწეობის გაცემა დანიშნული ოდენობით, 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე; ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც არ არიან საარსებო შემწეობის მიმღებნი, გავრცელდეს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე;“; ე) 143 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „143. ამ მუხლის 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების მიმართ საარსებო შემწეობა გაიცეს 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის 1 ივლისამდე და სააგენტომ უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა განხორციელდეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“; ვ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ამ მუხლის მე-7, მე-9 პუნქტებითა და 141 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2013 წლის 1 ივლისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტითა და 141 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი: „151. ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისიდან შეუწყდებათ საარსებო შემწეობის გაცემა იმ მოტივით, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ მოხერხდა ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ.: სააგენტოსათვის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მისამართი არ არსებობს, ან ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს ამ მისამართზე, ან ოჯახის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ა.შ.), 2013 წლის 1 აგვისტომდე ოჯახის ერთ-ერთი წევრის სააგენტოში მომართვის საფუძველზე, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, სააგენტო ვალდებულია საარსებო შემწეობის გაცემა განაახლოს უკანდახევით, 2013 წლის 1 ივლისიდან და გასცეს შეწყვეტილი სოციალური დახმარება სრულად, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით.“. 4. 111 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: ,,4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული 106 მუხლის ამოქმედებამდე დედობილ/მამობილთან ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაშია ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.’’. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები