„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 294
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016968
  • Word
294
26/07/2012
ვებგვერდი, 27/07/2012
280120000.10.003.016968
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29 4

2012 წლის 2 6 ივლისი

ქ. თბილისი

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სოციალური დახმარების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენი­ლებაში (სსმ, 01.08.2006 ელი, მუხლი 1375) და ამ და­დ­გენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყა­ლიბ­­დეს შემდეგი რედაქციით:

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუ­ლე­ბით გა­დაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლ­ვილთა სამინისტრომ სა­ქარ­თველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების გან­ვი­თარების სააგენტოსთან შეთანხმებით უზ­­რუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქ­ტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტე­რი­ტო­რიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახ­ლები­სა და ლტოლვილთა სამი­ნისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნულ შემწეობის ოდე­­ნობა საა­გენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყ­ვეტას არ ექ­ვემ­დება­რება,­­ გარდა:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთ­ხვე­ვისა;

ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხ­ვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვი­დან);

გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზ­ღაუ­რებადი საქმია­ნობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;

დ) ამ მუხლის 8 1 და 8 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევე­ბი­სა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             . მერაბიშვილი