დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 824 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.022547 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:
1. 104 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. 18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას და არ იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ანაზღაურებას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება, რომელიც მიეცემა ფაქტობრივ მზრუნველს, სპეციალიზებული მინდობითი აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, შეადგენს სრულ თვეზე 300 ლარს, ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში – 100 ლარს. სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ფორმდება თვის ნებისმიერი რიცხვიდან ან/და წყდება თვის დასრულებამდე, ასანაზღაურებელი თანხა ერთი კალენდარული დღისთვის შეადგენს – 10 ლარს, ხოლო ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თვის ანაზღაურება გაიცემა სრულად.“.
2. 106 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ წესის 104 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, ასევე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.‘‘.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები